„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44,
11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აკრძალულია წყლის ობიექტებში
გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა’’.
საქართველოს
კანონმდებლობით
2. მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არ დაუშვან
წყალშემკრები აუზების, წყალსატევების, თოვლის და ყინულის, მყინვარების და
თოვლის მუდმივი საფარის დანაგვიანება ან/და დაბინძურება საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენებითა და გამონაბოლქვით, რომელთა
ჩარეცხვა გამოიწვევს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის გაუარესებას’’.
3. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სიახლოვეს და მათი
სანიტარიული დაცვის ზონებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ნარჩენების დაგროვება, ჩამდინარე წყლებით რწყვა, ისეთი ობიექტების მშენებლობა და
სხვაგვარი საქმიანობა, რომელმაც წყლის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს“.
3. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე ნებისმიერი სახის
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ნარჩენების შენახვადაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონი პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარჩენების
მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი
საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს
ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების
გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი
ნედლეულის გამოცალკევებას), ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების
უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი პროექტი არის მითითებულ კანონპროექტთან დაკავშირებული
კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს
კანონის
პროექტით
,,ნარჩენების
მართვის
კოდექსით“
გათვალისწინებულ
დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ,,წყლის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში
ნარჩენების ჩამონათვალის ნაცვლად მიეთითება, რომ აკრძალულია წყლის ობიექტებში
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა.
ნარჩენების ჩამონათვალი იცვლება აგრეთვე მე-15 მუხლის მე-7 პუნქტში, კერძოდ
აღინიშნება, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არ დაუშვან
წყალშემკრები აუზების, წყალსატევების, თოვლის და ყინულის, მყინვარების და
თოვლის მუდმივი საფარის გაბინძურება და დანაგვიანება საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენებითა და გამონაბოლქვით, რომელთა
ჩარეცხვა გამოიწვევს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის გაუარესებას.
ასევე იცვლება მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი, კერძოდ აღინიშნება, რომ აკრძალულია
წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სიახლოვეს და მათი სანიტარიული დაცვის
ზონებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების დაგროვება,
ჩამდინარე წყლებით რწყვა, ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვაგვარი საქმიანობა,
რომელმაც წყლის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს.
ცვლილება ხორციელდება კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტშიც,
რომელშიც მიეთითება რომ მდინარის წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია
შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე ნებისმიერი სახის
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ნარჩენების შენახვადაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის
თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება
ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით
საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულ-ბულგარული
კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა და
გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე ქართველმა
ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტექნიკურმა
და სამართალმცოდნე ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა
სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო
და კერძო სექტორებთან კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის „გარემოს
დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის
შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
რომელშიც
(რომლებშიც)
მუხლი 15. წყლის დაცვა გაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან
1. აკრძალულია წყლის ობიექტებში საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი
ნაყარისა და ნარჩენების ჩაყრა.
2. აკრძალულია ტოქსიკური, რადიაქტიური, აგრეთვე სხვა სახიფათო ნარჩენების
ყოველგვარი განთავსება და დამარხვა ზღვაში, წყლის სხვა ობიექტებში და მათი დაცვის
ზოლებში.
3. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).
4. წყლის ტრანსპორტის, მილსადენების, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და
სხვა ნაგებობების მფლობელნი, ხე-ტყის დამცურებელი ორგანიზაციები, აგრეთვე სხვა
ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არ დაუშვან წყლის
გაბინძურება და დანაგვიანება ზეთის, მერქნის, ქიმიური, ნავთობის, მინერალური და
ორგანული სასუქების, შხამქიმიკატების და სხვა პროდუქტების დანაკარგებით.
5. ხე-ტყის დაცურებით დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირები
ვალდებულნი არიან რეგულარულად გაწმინდონ დაცურების გზები ჩაძირული და
მოტივტივე მერქნისაგან.
6. აკრძალულია ტივად შეუკრავი ხე-ტყის დაცურება.
7. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არ დაუშვან
წყალშემკრები აუზების, წყალსატევების, თოვლის და ყინულის, მყინვარების და
თოვლის მუდმივი საფარის გაბინძურება და დანაგვიანება საწარმოო, საყოფაცხოვრებო
და სხვაგვარი ნაყარით, ნარჩენითა და გამონაბოლქვით, რომელთა ჩარეცხვა გამოიწვევს
ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის გაუარესებას.
8. მიწის მესაკუთრეები და მოსარგებლეები ვალდებულნი არიან არ დაუშვან წყლის
გაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით.
9. აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სიახლოვეს და მათი
სანიტარიული დაცვის ზონებში საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვება,
ჩამდინარე წყლებით რწყვა, ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვაგვარი საქმიანობა,
რომელმაც წყლის გაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს.
10. აკრძალულია შთანმთქმელი ჭაბურღილების ბურღვა და შთანმთქმელი ჭების
მოწყობა, აგრეთვე გაზისა და ნავთობის დამუშავებული საბადოს, შახტებისა და
კარიერების, ბუნებრივი მიწისქვეშა სიცარიელეების გამოყენება სამრეწველო და
საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად, თუ ამას შეუძლია გამოიწვიოს
მიწისქვეშა წყლების შემცველი ჰორიზონტების გაბინძურება.
11. შავი ზღვის დაცვისა და მისი ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით ყოველი
ფიზიკური და იურიდიული პირი (მათ შორის უცხოელები) ვალდებულია
განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმელეთზე მდებარე
გაბინძურების წყაროებიდან, გემებიდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად,
საზღვაო ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს, ატმოსფეროდან, ზღვაში ჩამდინარე
წყლებით ზღვის საშიში ნივთიერებებითა და მასალებით გაბინძურების თავიდან
აცილებას.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 20. მდინარის წყალდაცვითი ზოლი
1. მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია,
რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების,
დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
2. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი
მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები,
აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს.
3. მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის
კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით:
ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი;
ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი;
გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი;
დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი.
4. ამ ზოლის ფარგლებში აკრძალულია:
ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა
კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;
ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა
და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით;
გ) შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე სხვადასხვაგვარი
საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება,
დასაწყობება ან დამარხვა.
5. წყალდაცვით ზოლში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი,
უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად
გამოირიცხოს მდინარის გაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა.