„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების
შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №15‐16, 30.04.1998, გვ. 5)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე‐7 მუხლის მე‐2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე)
ნაგავსაყრელების
მოწყობა
და
საქართველოს
გათვალისწინებული ნარჩენების სხვა ნებისმიერი ფორმით
ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა)’’.
კანონმდებლობით
განთავსება (გარდა
2.
მე‐8 მუხლის მე‐2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ)
ნაგავსაყრელების
გათვალისწინებული
მოწყობა
ნარჩენების
სხვა
და
საქართველოს
ნებისმიერი
ფორმით
კანონმდებლობით
განთავსება
(გარდა
ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა)’’.
3.
მე‐8 მუხლის მე‐2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონი პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარჩენების
მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი
საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს
ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების
გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი
ნედლეულის გამოცალკევებას), ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების
უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი პროექტი არის მითითებულ კანონპროექტთან დაკავშირებული
კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია
„კურორტებისა
და
საკურორტო
ადგილების
სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის
პროექტით ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ დებულებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული
დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ზუსტდება ნარჩენების ჩამონათვალი
და ცვლილებები შედის შესაბამის მუხლებში. კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“
ქვეპუნქტში
მიეთითება,
რომ
პირველი
ზონის
ტერიტორიაზე
აკრძალულია
ნაგავსაყრელების მოწყობა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ნარჩენების
ნებისმიერი
ფორმით
განთავსება
(გარდა
ნარჩენების
შეგროვების
კონტეინერებისა).
კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნტში აღინიშნება, რომ მეორე
ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია ნაგავსაყრელების მოწყობა და
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ნებისმიერი ფორმით განთავსება
(გარდა ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა), შესაბამისად, კანონიდან ხდება მე-8
მუხლის მე-2 პუნქტის
,,კ“ ქვეპუნქტის ამოღება, ვინაიდან, ,,დ“ ქვეპუნქტმა თავისი
შინაარსით მოიცვა ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნარჩენები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია/
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის
თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება
ნარჩენების
მართვის
საქართველოში“
სისტემის
ფარგლებში,
შემუშავებისა
რომელსაც
და
ახორციელებს
გაუმჯობესების
მიზნით
ავსტრიულ-ბულგარული
კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს
ავსტრიელმა, ბულგარელმა და
გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე ქართველმა
ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტექნიკურმა
და სამართალმცოდნე ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა
სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო
და კერძო სექტორებთან კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის „გარემოს
დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის
შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
რომელშიც
(რომლებშიც)
მუხლი 7. პირველი ზონა
1. მკაცრი რეჟიმის ზონა მოიცავს კურორტისა და საკურორტო ადგილის იმ
ტერიტორიას, სადაც განლაგებულია მინერალური წყლების ბუნებრივი და ხელოვნური
გამოსასვლელები, სამკურნალო ტალახის და სხვა ბუნებრივი სამკურნალო რესურსების
საბადოები, სამკურნალო კარსტული მღვიმეები, პლაჟები მოქმედი სანიტარიულჰიგიენური წესებისა და ნორმების შესაბამისად განსაზღვრული მიმდებარე
ტერიტორიითა და სანაპირო აკვატორიით.
2. პირველი ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო
რესურსების გამოყენებასთან;
ბ) საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა;
გ) სამთო და მიწის სამუშაოები;
დ) ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება;
ე) ნაგავსაყრელების მოწყობა და საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების
ნებისმიერი ფორმით განთავსება (გარდა სანაგვე კონტეინერებისა).
3. ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების
გამოყენებასთან დაკავშირებული სამთო და მიწის სამუშაოები, ნაგებობების მშენებლობა
(კაპტაჟები,
საკაპტაჟე
ნაგებობები,
სატუმბი
სადგურები,
მილგაყვანილობა,
რეზერვუარები, სააბაზანო ნაგებობები, სასმელი წყლის გალერეები და ბიუვეტები,
ესტაკადები და სამკურნალო ტალახის მოპოვებისა და გამოყენების სხვა დანადგარები),
აგრეთვე
ნაპირსამაგრი,
ეროზიადა
მეწყერსაწინააღმდეგო
სამუშაოები,
კავშირგაბმულობის საშუალებებისა და საპარკო მოწყობილობების მშენებლობა და
შეკეთება.
4. ამ ზონის ტერიტორიაზე იკრძალება საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება
და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას,
უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე, აგრეთვე კურორტებისა
და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე. იკრძალება შავი ზღვის
სანაპირო ზოლზე განლაგებული კურორტებისა და საკურორტო ადგილების
საკანალიზაციო სისტემების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის სანაპირო
აკვატორიაში ან/და პლაჟების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულება.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4223 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.29
მუხლი 8. მეორე ზონა
1. შეზღუდული რეჟიმის ზონა მოიცავს ტერიტორიას, სადაც ხდება ზედაპირული და
მიწისქვეშა წყლების ჩამოდინება მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის
საბადოებისკენ, აგრეთვე კურორტისა და საკურორტო ადგილის იმ ტერიტორიას, სადაც
გაშენებულია საკურორტო ობიექტები, კურორტის ინფრასტრუქტურის სხვა შენობანაგებობები, საკურორტო ბაღ-პარკები და კურორტის მიმდებარე ტყე-პარკები ან
დაგეგმილია მათი გაშენება.
2. ამ ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) იმ ობიექტების მშენებლობა და გამოყენება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ
არის კურორტის განვითარებასთან;
ბ) ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობა და არსებულის განვითარება, რომლებიც
უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის კეთილმოწყობასთან და საკურორტო
ადგილის ათვისებასთან;
გ) მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსებისა და ფერმების მშენებლობა;
დ) ნაგავსაყრელების მოწყობა და საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების
ნებისმიერი ფორმით განთავსება (გარდა სანაგვე კონტეინერებისა);
ე) შხამ-ქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და ქიმიური ნივთიერებების შენახვა;
ვ) ახალი სატრანზიტო - საავტომობილო გზების მშენებლობა;
ზ)
სპეციალურ
გამწმენდ
ნაგებობათა
გაუთვალისწინებლად
კოლექტიური
ავტოსატრანსპორტო სადგომების მოწყობა;
თ) შესაბამისი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის გარეშე ახალი საბინაო
მშენებლობის წარმოება, კოლექტიური მებაღეობის ორგანიზება, დროებითი
ტურისტული სადგომების მოწყობა;
ი) ახალი სასაფლაოების მოწყობა და არსებულის გაფართოება;
კ) სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო და საოჯახო ნარჩენების შენახვა და ჩამარხვა;
ლ) პირუტყვის სასაკლაოების მოწყობა;
მ) ნახირის გატარება;
ნ) მავნებლებთან, სარეველებთან და მცენარეების დაავადებებთან საბრძოლველად
ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება;
ო) ნახმარი და დრენაჟული წყლების წყლის ობიექტებში ჩაშვება (გარდა გაწმენდილი
ნახმარი წყლების სპეციალური სიღრმისეული ჩაშვებისა), აგრეთვე წყალსარგებლობის
სხვა სახეობა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს წყალსატევების სანიტარიულჰიგიენურ მდგომარეობაზე;
პ) ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრისა) და მიწის ნაკვეთების ისეთი გამოყენება, რომელიც
იწვევს საკურორტო ადგილის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შემცირებას ან
გაფუჭებას.
3. საკარანტინო მავნებლებისა და მცენარეების დაავადებების ფართოდ გავრცელებისას
ნებადართულია კომპეტენტური სამსახურების მიერ ადამიანისათვის უვნებელი, ნაცადი
ქიმიკატებით სანიტარიული სამუშაოების ჩატარება.
4. ამ ზონის ტერიტორიაზე იკრძალება საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება
და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას,
უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე, აგრეთვე კურორტებისა
და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4223 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.29