„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) მე-40 მუხლის მე-3
პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების,
არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრა.’’
ასევე
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონი პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი
,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში
სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც
ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების
ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს
რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას), ნარჩენებიდან ენერგიის
მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი
პროექტი
არის
მითითებულ
კანონპროექტთან
დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
,,კულტურული
მემკვიდრეობის
შესახებ“
საქართველოს კანონის საქართველოს კანონის პროექტით ,,ნარჩენების მართვის
კოდექსით“ გათვალისწინებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე–40 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნტში ზუსტდება ნარჩენების
ჩამონათვალი და მიეთითება, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ნარჩენების,
ასევე
არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების
მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა
გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების
მიზნით საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულბულგარული კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა და
გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე
ქართველმა ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს ტექნიკურმა და სამართალმცოდნე ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი
შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,
ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო სექტორებთან
კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის
„გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის
სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების
მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
რომელშიც
(რომლებშიც)
მუხლი 40. არქეოლოგიური დაცვის ზონა და რეჟიმის დადგენა
1. არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც
გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და
არქეოლოგიური ობიექტები.
2. არქეოლოგიური დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში არსებული
არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფენების, გამოვლენილი ან დაზვერილი
არქეოლოგიური ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვის
უზრუნველყოფა.
3. არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც
გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას,
განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი
მეცნიერული კვლევის ჩატარებას, მათ შორის:
ა) მიწის სამუშაოები, გარდა სასოფლო-სამეურნეო და არქეოლოგიურ სამუშაოებთან
დაკავშირებული მიწის სამუშაოებისა;
ბ) ნებისმიერი სახის სამშენებლო, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სამეურნეო
ნარჩენების, ასევე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების
დაყრა.
4. თუ დადგინდება, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონაში ზოგიერთი სახის
საქმიანობა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, გარკვეული
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ან საფეხმავლო მიმოსვლა დაზიანების ან
განადგურების საფრთხეს შეუქმნის არქეოლოგიურ ობიექტებს ან კულტურულ
ფენებს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია
ზონის ფარგლებში შეზღუდოს ან აკრძალოს ამგვარი საქმიანობა. ამ შემთხვევაში
ზონის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს საინფორმაციო
დაფა, სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევაში – ასევე
შესაბამისი ნიშანი, რომლებზედაც მიეთითება ზონის ფარგლებში საქმიანობის
შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ.