„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
25.05.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნეს;
2. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 28. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა
აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის,
თხევადი
ჟანგბადის
წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის,
საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის,
მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის)
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა
1.
ჟანგბადის
წარმოებისა
და
მასთან
დაკავშირებული
სხვა
წარმოების
,
აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის,
თხევადი
ჟანგბადის
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის,
საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ,
მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის)
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია არსებითი
შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე .
2.
ჟანგბადის
წარმოებისა
და
მასთან
დაკავშირებული
სხვა
აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის,
თხევადი
ჟანგბადის
წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის,
საბაგირო გზის, ატრაქციონის , საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ,
მარცვლეულის გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოს (წისქვილკომბინატის)
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია კრიტიკული
შეუსაბამობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.“
3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 29. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის
არსებითი შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით .
2. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის
არსებითი შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით .
3. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის
კრიტიკული შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით .
4. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის
კრიტიკული შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.“
4.
31-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,მუხლი 31. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა
აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის,
თხევადი
ჟანგბადის
წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის,
საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის,
მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის)
ფარულად ექსპლუატაცია
1.
ჟანგბადის წარმოებ ისა და მასთან დაკავშირებული სხვა
აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის
,
თხევადი
ჟანგბადის
წარმოების
,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის,
საბაგირო გზის, ატრაქციონის , საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ,
მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის)
ფარულად ექსპლუატაცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.“
5.
32-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,მუხლი 32. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად
ექსპლუატაცია
1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად
ექსპლუატაცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.“
6. 34-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,, მუხლი 34. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა
აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის,
თხევადი
ჟანგბადის
წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის,
საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის,
მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის)
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა
1.
ჟანგბადის
წარმოებ
ისა
და
მასთან
დაკავშირებული
სხვა
აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის,
თხევადი
ჟანგბადის
წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის,
საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის , წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ,
მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის)
მფლობელის
მიერ
ობიექტის
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების
ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული
ჩაუტარებლობის ა ) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით .“
7. 35-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,მუხლი 35. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა
1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
მფლობელის
მიერ
ობიექტის
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების
ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექ ტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული
ჩაუტარებლობისა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.“
8. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ ს ჟანგბადის წარმოებისას და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის
წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე,
ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე
მომუშავე ჭურჭელზე, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში
(წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური
და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა
1. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებ ისას და მასთან
დაკავშირებულ ი სხვა აფეთქებასაფრთხიან ი პროცეს ის დროს , თხევადი ჟანგბადის
წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნ ისას , სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებად , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე,
ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონ ზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე
მომუშავე ჭურჭელზე , მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში
(წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური
და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის
განმავლობაში) შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით .
2. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებ ისას და მასთან
დაკავშირებულ ი სხვა აფეთქებასაფრთხიან ი პროცეს ის დროს , თხევადი ჟანგბადის
წარმოებ ისას , რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნ ისას , სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებად , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე,
ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე
მომუშავე ჭურჭელზე , მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში
(წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური
და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში
შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.“
9.
38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 38. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან
მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე,
ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა
1. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულ ში ან მღვიმეში, სადაც
ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე,
ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის
განმავლობაში) შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.
2. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც
ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე,
ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში
შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარჩენების
მართვის
კოდექსი“,
რომლის
მიზანია
ნარჩენების
მართვის
სფეროში
სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც
ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების
ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს
რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას), ნარჩენებიდან ენერგიის
მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი
პროექტი
არის
მითითებულ
კანონპროექტთან
დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
ნარჩენების მართვის კოდექსის რეგულირების სფეროში შედის ნაგავსაყრელების
კატეგორიები. ახალ ნაგავსაყრელებზე საქმიანობის უფლების გამცემ ორგანოს
გარემოსდაცვითი კუთხით (ეკოლოგიური ექსპერტიზა) წარმოადგენს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტრო, ასევე, თუ საქმე ეხება მოქმედ
ნაგავსაყრელს მას აუცილებლად ესაჭიროება გარემოზე ზემოქმედების ნებართვა,
ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სამინისტრო გასცემს ნებართვას. აქედან
გამომდინარე,
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის“ მიხედვით ნაგავსაყრელები განეკუთვნებიან მომეტებული საფრთხის
შემცველ ობიექტებს და მათზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ „ტექნიკური
და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“. ვინაიდან ნაგავსაყრელები, მათში
საშიში ნარჩენების განთავსების, შენახვის და გადამუშავების პროცედურის გამო
ძირითადად მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, კერძოდ, შესაძლებელია
ნიადაგის, გრუნტის წყლების და ჰაერის დაბინძურება, რის შედეგად იქმნება
ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების საშიშროება, აღნიშნულ ობიექტზე ძირითად
მარეგულირებელ დოკუმენტს წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების
დოკუმენტი, რომელიც სრულად ადგენს ობიექტის განთავსების და სამუშაოთა
წარმოების წესებს, ასევე, განსაზღვრავს კონკრეტულ ობიექტზე მოსალოდნელ
რისკებს და მათი მართვის პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მიერ მოწოდებული შენიშვნის საფუძველზე, საშიში ნარჩენების
ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი და სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების
ნაგავსაყრელები ამოღებული იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის“ რეგულირების სფეროდან და მათზე კონტროლის
განმახორციელებელ ორგანოდ გათვალისწინებულია გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც დარღვევებზე
რეაგირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
შესაბამისად. ამასთან, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის“ სანქციების ნაწილიდანაც ამოღებულია ნაგავსაყრელების შესახებ
ჩანაწერები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ზუსტდება რეგულირების სფეროები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების
მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა
გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების
მიზნით საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულბულგარული კონსორციუმი.
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღეს
ავსტრიელმა,
ბულგარელმა და გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე
მომუშავე ქართველმა ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს ტექნიკურმა და სამართალმცოდნე ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი
შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,
ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო სექტორებთან
კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის
„გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის
სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების
მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 18. ობიექტები და მათი ზედამხედველობა
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4
და მე-5 ნაწილები თ გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და
მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება
ობიექტებს.
2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას.
3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:
ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ( მათ შორის, რადიაციული და
ბირთვული ობიექტების ) მშენებლობა.
5. ობიექტები ა :
ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის
წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან
ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და
რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის
გადაადგილებისათვის ;
ბ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის
სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მ ოიპოვებ ა მადან ი ,
სამთო-ქიმიურ ი ნედლეული, საშენ ი მასალა ;
გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის
სამთო საწარმო, სადაც მიწისქვე შ ა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი
სასარგებლო წიაღისეული ;
დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება;
ე) საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი;
ვ) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი
პროცესი;
თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;
ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარი;
ლ) ნავთობბაზა;
მ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ნ) მაგისტრალური გაზსადენი;
ო) ამწე მოწყობილობა;
პ) ლიფტი;
ჟ) ესკალატორი;
რ) ფუნიკულიორი;
ს) საბაგირო გზა;
ტ) ატრაქციონი;
უ) საქვაბე დანადგარი;
ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები,
სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული
მდგრადობა;
ღ) ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამე ნ ტებით გა ნ საზღვრული ობიექტები
ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი ( ავტოგასამართი,
აირგასამართი და აირსავსები სადგურ ებ ი) .
შენიშვნა: ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი
სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით
დადგენილი
ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის
დამონტაჟებისა
და
ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთ ხ ვევისა ,
როდესაც ტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს
განსაზღვრავს .
7. ზღვრულ ი ტექნიკურ ი პარამეტრებ ი , რომ ე ლ თა მიხედვითაც ობიექტები
ჩაითვლებიან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად , დგინდება
ტექნიკური რეგლამენტით.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტების
ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის
ინსპექტირების
ორგანო.
ინსპექტირების
ორგანოს
აკრედიტებისა
და
ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სა ა გენტო
წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი
და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის საა გ ენტოს და ინსპექტირების ორგანოს მიერ. სამშენებლო
საქმიანობაზე
ტექნიკურ
ინსპექტირებასთან
დაკავშირებული
საკითხები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6606- ვებგვერდი, 10.07.2012წ.
მუხლი 28. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის
წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის,
თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის,
სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის,
წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი
საწარმოს (წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების
დარღვევა
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებ ისა და
მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი ს , თხევადი ჟანგბადის
წარმოებ ის , რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებადი , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის,
ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის , საქვაბე დანადგარის, წნევაზე
მომუშავე ჭურჭლის , მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს
(წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც
გამოიწვია არსებითი შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე .
2. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებ ისა და
მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის
წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებადი , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის,
ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის , საქვაბე დანადგარის, წნევაზე
მომუშავე ჭურჭლის , მარცვლეულის გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოს
(წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც
გამოიწვია კრიტიკული შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე
მუხლი 29. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი
შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით .
2. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი
შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით .
3. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული
შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით .
4. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული
შეუსაბამობა , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით .
მუხლი 31. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის
წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის,
თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის,
სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის,
წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი
საწარმოს (წისქვილკომბინატის) ფარულად ექსპლუატაცია
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებ ისა და
მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი ს , თხევადი ჟანგბადის
წარმოებ ის , რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებადი , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის,
ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის , საქვაბე დანადგარის, წნევაზე
მომუშავე ჭურჭლის , მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს
(წისქვილკომბინატის) ფარულად ექსპლუატაცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
მუხლი 32. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ფარულად
ექსპლუატაცია
1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ფარულად
ექსპლუატაცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
მუხლი 34. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის
წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის,
თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის,
სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის,
წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი
საწარმოს
(წისქვილკომბინატის)
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების
ჩაუტარებლობა
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებ ისა და
მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის
წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებადი , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის,
ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის , წნევაზე
მომუშავე ჭურჭლის , მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს
(წისქვილკომბინატის) მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექ ტირების ორგანოს მიზეზით
გამოწვეული ჩაუტარებლობის ა ) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით.
მუხლი 35. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა
1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მფლობელის მიერ
ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექ
ტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობის ა ) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან
ტერაკონზე, ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა
აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე,
საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე,
მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში (წისქვილკომბინატში)
მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა
1. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან
ტერაკონზე, ჟანგბადის წარმოებ ისას და მასთან დაკავშირებულ ი სხვა
აფეთქებასაფრთხიან ი პროცეს ის დროს , თხევადი ჟანგბადის წარმოებ ისას ,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნ ისას , სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებად , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე,
საბაგირო გზაზე, ატრაქციონ ზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე
, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში (წისქვილკომბინატში)
მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგ ე ნტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში)
შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით .
2. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან
ტერაკონზე, ჟანგბადის წარმოებ ისას და მასთან დაკავშირებულ ი სხვა
აფეთქებასაფრთხიან ი პროცეს ის დროს , თხევადი ჟანგბადის წარმოებ ისას ,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნ ისას , სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებად , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე,
საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე
, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში (წისქვილკომბინატში)
მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.
მუხლი 38. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში,
სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე,
ესკალატორზე, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე
მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა
1. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულ ში ან მღვიმე ში , სადაც
ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე,
ესკალატორზე, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე
მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში)
შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.
2. ობიექტის მფლობელის მიერ ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე,
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე მომხდარი
ავარიის/უბედური
შემთხვევის
შესახებ
ტექნიკური
და
სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.