„ნარჩენების მართვის კოდექსი“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.10.2014
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/262/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნარჩენების მართვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
ნარჩენების მართვის კოდექსი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კოდექსის მიზანი და ამოცანა 1. ამ კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას). 2. ამ კოდექსის ამოცანაა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა: ა) ნარჩენების წარმოქმნის და უარყოფითი ზეგავლენის პრევენციით ან შემცირებით; ბ) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის გზით; გ) რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებითა და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებით. მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო 1. ეს კოდექსი ვრცელდება ყველა სახის ნარჩენზე, გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ნარჩენებისა. 2. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენები; ბ) აიროვანი გაფრქვევები ატმოსფეროში; გ) მიწა (პირვანდელ ადგილზე in situ) მათ შორის, ამოუღებელი დაბინძურებული ნიადაგი და მიწასთან განუყოფლად დაკავშირებული შენობები; დ) დაუბინძურებელი ნიადაგი და ბუნებაში გავრცელებული სხვა მასალები, რომლებიც მშენებლობის პროცესში გათხრების შედეგად არის ამოღებული, თუ ეჭვგარეშეა, რომ მასალა გამოყენებული იქნება მშენებლობის მიზნებისათვის, მის ბუნებრივ ფორმაში. ე) ჩამდინარე წყლები, წყლის ობიექტების (მათ შორის შავი ზღვის) ჩამდინარე წყლებით ან/და ნარჩენებით დაბინძურება. ვ) ხმარებიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერებები; ზ) ფერმერულ ან სატყეო მეურნეობაში გამოყენებული ფეკალური მასები/ნაკელი და სხვა არასახიფათო ბუნებრივი წარმოშობის მასალები; თ) სამთო გადამუშავების ნარჩენები - კარიერებზე მუშაობისა და მინერალური რესურსების შესწავლის, მოპოვების, გადამუშავების და შენახვის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები; ი) ხმარებიდან ამოღებული სამხედრო მნიშნელობის ქიმიური ნივთიერებები. კ) სამელიორაციო სისტემებზე განხორციელებული საექპლუატაციო და სარებილიტაციო ღონისძიებების შედეგად ამოღებული დაუბინძურებული მასები (ნატანი), რომელიც ექვემდებარება სისტემების გასხვისების ზოლებში განთავსებას. 3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დადგენილებას ნარჩენების ნუსხის და კლასიფიკაციის შესახებ, სახეობებისა და მახასიათებლების შესაბამისად. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ კოდექსის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენები - ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს; ბ) სახიფათო ნარჩენები - ნარჩენები, რომლებიც ავლენენ ამ კოდექსის მესამე დანართში ჩამოთვლილ ერთ ან მეტ სახიფათო თვისებას; გ) არასახიფათო ნარჩენები - ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს „სახიფათო ნარჩენების“ 1 განმარტება; დ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები - მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები; ე) მუნიციპალური ნარჩენები - საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია; ვ) ინერტული ნარჩენები - ნარჩენები, რომლებიც არ განიცდიან მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს. ინერტული ნარჩენები არ იხსნება, არ იწვება და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და არ ახდენს სხვა მასალაზე ისეთ გავლენას, რაც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას; ზ) ბიოდეგრადირებადი ნარჩენები - ნებისმიერი სახის ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარებიან ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის ნარჩენები, ქაღალდი და მუყაო; თ) თხევადი ნარჩენები - ნებისმიერი სახის ნარჩენები თხევად მდგომარეობაში; ი) სამედიცინო ნარჩენები - ნებისმიერი ნარჩენი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ არის წარმოქმნილი; კ) ცხოველური ნარჩენები - ცხოველებთან დაკავშირებული ნარჩენები (ცხოველების სხეულები, ცხოველების სხეულის ნაწილები, ნაკელი , ხორცის წარმოების ნარჩენები და ცხოველებზე ცდების ჩატარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და სხვა); ლ) სპეციფიკური ნარჩენები - ნარჩენები, წარმოქმნილი ისეთი პროდუქტისგან, რომელიც თავისი მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო, ნარჩენად გადაქცევის შემდეგ საჭიროებს მართვის სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას (შეფუთვა, ზეთები, საბურავები, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, ბატარეები, აკუმულატორები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა და სხვ.); მ) მწარმოებელი ისეთი პროდუქტისა, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, გადაამუშავებს, დაამუშავებს, ყიდის ან იმპორტიორია ისეთი პროდუქტის, რომელიც თავისი სასიცოცხლო ციკლის ამოწურვის შემდეგ ხდება სპეციფიკური ნარჩენი; ნ) პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. პროდუქტი ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, როგორც ახალი, გამოყენებული ან გადამუშავებული. წინამდებარე კანონის მიზნებისათვის პროდუქტი არ მოიცავს ამ ნივთთან დაკავშირებულ მომსახურებას; ო) ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება ადგილობრივი წარმოების, იმპორტის, ლიზინგის ან სხვა გზით, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად; პ) რესურსი - ყველა პირველადი ან მეორადი მატერიალური ნედლეული, მათ შორის, ნარჩენები, თუ ისინი გამოიყენება სხვა პირველადი ნედლეულის ნაცვლად; ჟ) ნარჩენების წარმომქმნელი - პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენები (ნარჩენების თავდაპირველი წარმომქმნელი) ან პირი, რომელიც ახორციელებს წინასწარ დამუშავებას, შერევას და სხვა საქმიანობას, რის შედეგადაც ამ ნარჩენების თვისებები ან შემადგენლობა იცვლება; რ) ნარჩენების მფლობელი - ნარჩენების წარმომქმნელი ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ნარჩენებს; ს) ნარჩენების გადამზიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების ტრანსპორტირებას; 2 ტ) ოპერატორი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვების, დროებითი შენახვის ან დამუშავების ობიექტის ან ასეთი ობიექტის ნაწილის მართვის უფლება; უ) ნარჩენების მართვა - ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება, ასევე, ამ ღონისძიებების ზედამხედველობა და განთავსების ადგილების შემდგომი მოვლა; ფ) ნარჩენების დამუშავება - ამ კოდექსის პირველი და მეორე დანართით განსაზღვრული აღდგენის ან განთავსების ოპერაციები, ასევე, ნარჩენების წინასწარი დამუშავება აღდგენამდე ან განთავსებამდე; ქ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება - წინასწარი ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება აღდგენამდე ან განთავსებამდე, მათ შორის წინასწარი პროცესები, როგორიცაა დემონტაჟი, სორტირება, დასრესვა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, გადაფუთვა, სეპარირება, შერევა და ა.შ. ღ) დანაგვიანება - ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გარდა ამ მიზნისთვის გამოყოფილი კონტეინერებისა და შეგროვების ობიექტებისა; ყ) პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე მიღებული ზომები, რაც ამცირებს: ყ.ა) ნარჩენების რაოდენობას, რაც, სხვა საშუალებებთან ერთად, მიიღწევა პროდუქტის ხელახალი გამოყენების გზით ან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაგრძელების გზით; ყ.ბ) წარმოქმნილი ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; ყ.გ) მასალებსა და პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას. შ) აღდგენა - საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების გამოყენება სასარგებლო მიზნებისთვის, იმ მასალების ჩანაცვლების გზით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული, რაც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება, ამ კოდექსის პირველი დანართით. აღდგენა მოიცავს რეციკლირებასაც; ჩ) ხელახალი გამოყენება - პროდუქტის ან/და მისი კომპონენტების ხელახლა გამოყენება ნარჩენად გადაქცევამდე, მათი თავდაპირველი დანიშნულებით; ც) მომზადება ხელახალი გამოყენებისთვის – აღდგენითი ოპერაციები, კერძოდ, შემოწმება, გასუფთვება ან შეკეთება, რის შედეგადაც პროდუქტი ან პროდუქტის კომპონენტი, რომელიც გახდა ნარჩენი, ყოველგვარი სხვა სახის ზემოქმედების გარეშე, მზადაა ხელახალი გამოყენებისთვის. ძ) რეციკლირება - აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენი მასალები გარდაიქმნება პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად, რომლებიც განკუთვნილია თავდაპირველი ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. აღნიშნული მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც გამოიყენება საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის; წ) შეგროვება - ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანის მიზნით; ჭ) სეპარირებული შეგროვება - ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით; ხ) ტრანსპორტირება - ნარჩენების გადატანა ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე; ჯ) განთავსება - ნებისმიერი ღონისძიება, რომლებიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება, ამ კოდექსის მეორე დანართით; ჰ) ნარჩენების დამუშავების ობიექტი - სტაციონალური ან მობილური ტექნიკური ან არატექნიკური დანაყოფი, სადაც ხორციელდება ნარჩენების დამუშავება (მათ შორის, ნარჩენების გადამტვირთი სადგურები და ადგილები, სადაც მოწყობილია ობიექტები); ჰ1) დროებითი შენახვის ობიექტი - ობიექტი, სადაც ინახება ნარჩენები 3 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის ან 1 წელზე ნაკლები დროით თუ 3 ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის; ჰ2) ნარჩენების გადამტვირთი სადგური – ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით; ჰ3) ნაგავსაყრელი - ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნარჩენები განთავსდება მიწაზე ან მიწისქვეშ. ის მოიცავს ნარჩენების განთავსების შიდა ობიექტებს (ნაგავსაყრელი, რომელზეც ნარჩენების წარმომქნელი განათავსებს კუთვნილ ნარჩენებს საწარმოს ტერიტორიაზე), მაგრამ არ მოიცავს ნარჩენების დროებითი შენახვისთვის განკუთვნილ ობიექტებს და ნარჩენების გადამტვირთ სადგურებს; ჰ4) არსებული ნაგავსაყრელი - ნაგავსაყრელი რომელიც ფუნქციონირებს ამ კოდექსის ძალაში შესვლის დროს; ჰ5) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო - სტაციონალური ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით და ასევე სხვა თერმული დამუშავების პროცესებით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ აღნიშნული პროცესების შედეგად მიღებული ნივთიერებები შემდგომ ინსინირებულია; ჰ6) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონალური ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება და რომელიც იყენებს ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსების მიზნით ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით და ასევე სხვა თერმული დამუშავების პროცესებით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ აღნიშნულ პროცესების შედეგად მიღებული ნივთიერებები შემდგომ ინსინირებულია; ჰ7) ნებართვა – ნებართვა, რომელიც გაცემულია ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ამ კოდექსისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ჰ8) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ჰ9) იურიდიული და ფიზიკური პირები - ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირები (გარდა ამ კოდექსის X თავისა). ჰ10) ნარჩენი ზეთები - ნებისმიერი მინერალური ან სინთეტიკური ლუბრიკანტი ან სხვა სახის საწარმოო ზეთი, რომელიც უვარგისი გახდა მისი თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენებისთვის, როგორიცაა გამოყენებული ძრავის ზეთები და გადაცემათა კოლოფის ზეთები, საპოხი ზეთები, ზეთები ტურბინებისთვის, ჰიდრავლიკური ზეთები და სხვა. ჰ11) დაბინძურება - გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ნარჩენის მოხვედრა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე; მუხლი 4. ნარჩენების მართვის იერარქია 1. ნარჩენების მართვის პოლიტიკა და კანონმდებლობა ეფუძნება შემდეგ იერარქიას: ა) ნარჩენების პრევენცია; ბ) მომზადება ხელახალი გამოყენებისთვის; გ) რეციკლირება; დ) სხვა სახის აღდგენა, მათ შორის ენერგიის აღდგენა; ე) განთავსება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიასთან მიმართებაში კონკრეტული ვალდებულებების განსაზღვრისას, მხედველობაში მიღებული უნდა იქნას შემდეგი: ა) ეკოლოგიური სარგებელი, ბ) ტექნიკური განხორციელებადობა, შესაბამისი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებით და გ) ეკონომიკური მიზანშეწონილობა. 4 მუხლი 5. ნარჩენების მართვის პრინციპები 1. ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ: ა) საფრთხე არ შეექმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას; ბ) არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით; გ) არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ქალაქგარე ტერიტორიებზე, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. 2. ნარჩენების მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) ,,უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი’’ - გულისხმობს ზომების მიღებას გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მაშინაც კი თუ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები. ბ) პრინციპი ,,დამბინძურებელი იხდის’’ - ნარჩენების წარმომქმნელი ან მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები. გ),,სიახლოვის პრინციპი’’ - ნარჩენების დამუშავება უნდა განხორცილედეს ყველაზე ახლომდებარე დამუშავების ობიექტზე, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტურობის გათვალისწინებით; დ),,თვითუზრუნველყოფის პრინციპი’’ - ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი. თავი II. კომპეტენციები და ზოგადი ვალდებულებები მუხლი 6. კომპეტენტური ორგანოები ნარჩენების მართვის სფეროში 1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციებს განეკუთვნება: ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ნარჩენების სახელმწიფო აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად; გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე–11 მუხლის შესაბამისად; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის მე–12 მუხლის შესაბამისად; ე) ამ კოდექსის შესაბამისად ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ნებართვის გაცემა და რეგისტრაციის წარმოება; ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ღონისძიებების ხელშეწყობა; ზ) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. 2. სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28–ე მუხლის შესაბამისად. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამინისტროსთან ერთად, არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამინისტროსთან ერთად, არეგულირებს და ზედამხედველობას უწევს ცხოველური ნარჩენების მართვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გასცემს სახიფათო ნარჩენების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავებს და 5 საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს: ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების სტანდარტებისადმი; ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერებისადმი; გ) სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოცდილებისადმი. 7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ასევე ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს მესამე პირს. 8. ამ კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებას განეკუთვნება: მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება) ამ კოდექსის მე–16 მუხლის შესაბამისად (გარდა ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა). 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებას. მუხლი 7. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა განხორციელდეს ნარჩენების სახეობების, თვისებებისა და შემადგენლობის მიხედვით, იმგვარად, რომ შემდგომ დაბრკოლება არ შეექმნას აღდგენას. 2. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. 3. ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებები. 4. ნარჩენების წარმომქმნელი და მფლობელი ვალდებულია ნარჩენები თავად დაამუშავოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს ასეთი საქმიანობის უფლების მქონე პირებს ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. თუ ნარჩენები გადაცემულია აღდგენისა ან განთავსებისთვის, ნარჩენების პირველადი წარმომქმნელის ან/და მფლობელის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება ნარჩენების სრულ აღდგენამდე ან განთავსებამდე. 6. პირები, რომლებიც ახორციელებენ ნარჩენების შეგროვებას ან გადაზიდვას, ვალდებულნი არიან გადასცენ ეს ნარჩენები დასამუშავებლად შესაბამის ობიექტს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ნებართვა ან რეგისტრაცია. 7. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელებამდე, ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია მიიღოს ნარჩენების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს დაშვების მოწმობა სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას. 8. აკრძალულია ნარჩენების დაწვა შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ. 9. ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 8. დანაგვიანების აკრძალვა 1. აკრძალულია ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გარდა 6 ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტებისა. 2. შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზატორები ვალდებულნი არიან დაასუფთაონ დანაგვიანებული ტერიტორია, თუ გარემო დანაგვიანდა მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შედეგად. 3. მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლებამოსილია მოსთხოვოს დამნაგვიანებელს ასეთი ტერიტორიის დასუფთავება. თუ დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს შეუძლია დასუფთავების ვალდებულება დააკისროს ტერიტორიის მფლობელს. 4. თუ დანაგვიანებული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მუნიციპალიტეტმა თავად უნდა იზრუნოს ტერიტორიის დასუფთავებაზე. მუხლი 9. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება 1. ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებელმა, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ასეთი პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელმა უნდა იზრუნონ, რომ პროდუქტს მიეცეს ისეთი ფორმა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება: ა) გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება და ნარჩენების წარმოქმნის შემცირება წარმოების პროცესში და შემდგომი გამოყენების შედეგად; ბ) პროდუქტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების აღდგენა და განთავსება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების განხორციელება მიიღწევა ისეთი პროდუქტის შექმნის, წარმოებისა და ბაზარზე განთავსების გზით, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის, ტექნიკურად გამძლეა, მისგან წარმოქმნილი ნარჩენები ხელსაყრელია აღდგენისათვის და უსაფრთხოა გარემოში განსათავსებლად. 3. მწარმოებელი ისეთი პროდუქტისა, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ასეთი პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად ან მწარმოებელთა ასოციაციის საშუალებით კოლექტიურად. 5. სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დადგენილებებს, რომლებიც განსაზღვრავენ დეტალურ ვალდებულებებს ამ მუხლით განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ. მუხლი 10. პროდუქტზე გადასახდელების, სუბსიდიების და შეზღუდვების დადგენა 1. ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია: ა) დადგინდეს გადასახდელები ან სუბსიდიები გარკვეული პროდუქტის გამოყენებისთვის; ბ) გამონაკლის შემთხვევაში აიკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედებები უნდა იყოს მისაღები, აუცილებელი და პროპორციული ამ კოდექსის ამოცანებისა და იმ კონკრეტული მიზნებისა, რომელთა მისაღწვადაც ხორციელდება ასეთი ქმედება. აღნიშნული შეზღუდვების შემოღება დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ. თავი III ნარჩენების მართვის დაგეგმვა მუხლი 11. ნარჩენების მართვის სტრატეგიები 1. ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს ნარჩენების მართვის 7 ეროვნულ სტრატეგიას, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკა და მიზნები. სტრატეგია მოიცავს 15 წლიან პერიოდს. 2. სამინისტრო შეიმუშავებს სტრატეგიას ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნებს და განსახორციელებელ ღონისძიებებს. მუხლი 12. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა 1. ამ კოდექსით დასახული მიზნების და პრინციპების შესრულების და მე–11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ამ კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ნარჩენების მართვის 5 წლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმას. 2. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე სამინისტროს მიერ ეწყობა საჯარო განხილვები შესაბამისი დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 3. ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას, დამტკიცების შემდეგ, სათანადო წესით გამოაქვეყნებს საქართველოს მთავრობა. 4. სამინისტრო, სამ წელიწადში ერთხელ, გეგმის განხორციელების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 5. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განისაზღვრება გარემოსათვის უსაფრთხო ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გატარებული უნდა იქნას ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისთვის, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის, რეციკლირებისთვის, აღდგენისა და განთავსებისათვის. 6. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების სახეობებს, რაოდენობას და წყაროს. მოსალოდნელი ნარჩენების ნაკადების განვითარების შეფასებას; ბ) ხელმისაწვდომ მონაცემებს ნარჩენების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ, ასევე პროგნოზს იმ ნარჩენების შესახებ, რომელთა შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანაა მოსალოდნელი; გ) ნარჩენების შეგროვების არსებულ სისტემებს და ძირითადი განთავსებისა და აღდგენის ობიექტებს, მათ შორის, სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებისთვის ან სახიფათო ნარჩენებისთვის; დ) არსებული ნარჩენების დამუშავების ობიექტების დახურვის, ნარჩენების დამუშავების დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ახალი შეგროვების სისტემების საჭიროების შეფასებას; ე) ინფორმაციას ნარჩენების სამომავალო განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი წარმადობის შესახებ; ვ) რეგიონული ნაგავსაყრელების ადგილმდებარეობას; ზ) ნარჩენების მართვის დაგეგმილ ტექნოლოგიებს და მეთოდებს, მათ შორის, ისეთი ნარჩენებისთვის, რომელიც მართვის სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს; თ) ნარჩენების პრევენციის მიზნით მისაღებ ზომებს და პროგრესის მაჩვენებლებს დაგეგმილი პერიოდისთვის; ი) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, რაც მოიცავს ნარჩენების მართვის განმახორციელებელ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილებას; კ) ნებისმიერ არსებულ ან დაგეგმილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტთაშორისი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ობიექტების შესახებ; ლ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს და მათი ინფორმირების მექანიზმებს; მ) ინფორმაციას ისტორიულად დაბინძურებული ნარჩენების განთავსების ადგილების და მათი რეაბილიტაციის ზომების შესახებ; 8 ნ) გეგმით გათალისწინებულ ღონისძიებების განხორციელების გზებს და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს; ო) სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. 7. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის გარდა შესაძლებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის გეგმები ცალკეული სახეობის ნარჩენებისთვის, როგორიცაა მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, ვერცხლისწყალი, სამედიცინო და ცხოველური ნარჩენები, აზბესტის ნარჩენები და სხვა. ცალკეული სახეობის ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას. მუხლი 13. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა 1. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს საკუთარ ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესაძლოა შემუშავდეს მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად. 2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას და ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ სხვა გეგმებს. 3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიღებამდე უნდა გაიმართოს საჯარო განხილვები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული პირები და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები. საჯარო განხილვები უნდა მოაწყოს შესაბამისმა მუნიციპალიტეტ(ებ)მა. 4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ; ბ) მონაცემებს შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ; გ) მონაცემებს მოსახლეობისგან შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ; დ) ნარჩენების დამუშავების საწარმოების ადგილმდებარეობას; ე) ინფორმაციას მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; ვ) ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს; ზ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს; თ) ნარჩენების მართვის სფეროში სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის არსებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს; ი) გეგმით გათალისწინებულ ღონისძიებების განხორციელების გზებს და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს; მუხლი 14. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა 1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წელიწადში წარმოქმნიან 200 ტონაზე მეტ არასახიფათო ნარჩენებს ან 5 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენებს ან 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენებს, ვალდებულინი არიან შეიმუშავონ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც, ძირითადად, უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ (წარმოშობა, ნარჩენების სახეობები ნარჩენების ნუსხის შესაბამისად, შემადგენლობა, რაოდენობა); ბ) ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და მათი აღდგენისთვის გასატარებელ ღონისძიებებს, განსაკუთრებით, სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში; გ) წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებისათვის, განსაკუთრებით, სხვა ნარჩენებისგან სახიფათო ნარჩენების განცალკევების მეთოდის აღწერას. დ) ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდებსა და პირობებს; ე) ნარჩენების დამუშავების გამოყენებულ მეთოდებს ან/და ინფორმაციას იმ პირის შესახებ, რომელსაც გადაეცემა ნარჩენები შემდგომი დამუშავებისთვის. 2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა უნდა წარედგინოს სამინისტროს. გეგმა, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მუნიციპალიტეტებისთვის და 9 სხვა პირებისათის. 3. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა უნდა განახლდეს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ან წარმოქმნილი ნარჩენების სახეობების, რაოდენობების და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შემთხვევაში. მუხლი 15. გარემოსდაცვითი მმართველი 1. ამ კოდექსის მე–14 მუხლით განსაზღვრული პირი ვალდებულია დანიშნოს გარემოსდაცვითი მმართველი, რის შესახებაც ინფორმაცია (მმართველის სახელისა და გვარის მითითებით) დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს. 2. გარემოსდაცვითი მმართველის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობებია: ა) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და განახლება; ბ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების ორგანიზება; გ) ნარჩენების მართვის თაობაზე კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება. 3. გარემოსდაცვითი მმართველის ზემოაღნიშნული ვალდებულებები არ ამცირებს კომპანიის ვალდებულებას, შეასრულოს ამ კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. თავი IV. მუნიციპალური ნარჩენების მართვა მუხლი 16. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება 1. მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. 2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქნელები ვალდებულნი არიან მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის, ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. 3. მოსახლეობის გარდა, მუნიციპალური ნარჩენების სხვა წარმომქნლები უფლებამოსილნი არიან არ ისარგებლონ მომსახურეობით და ნარჩენების მათ მიერ შეგროვების წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები სამსახურის შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცენ იმ პირებს, რომლებსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვთ ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში, ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს. 4. მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში, მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელები ვალდებულნი არიან ისარგებლონ აღნიშნული სისტემით. 5. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება უნდა განხორციელდეს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და დამუშავების წესის შესაბამისად. 6. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან შექმნან, დანერგონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართის ერთობლივი სისტემა. 7. პირი რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ფლობდეს შესაბამის ნებართვას ან გავლილი ქონდეს რეგისტრაცია, ამ კოდექსის VII თავის მოთხოვნათა თანახმად. 10 თავი V სახიფათო ნარჩენების მართვა მუხლი 17. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი ვალდებულებები 1. სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა, შეგროვება და ტრანსპორტირება, ასევე, მათი დამუშავება და დასაწყობება უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. 2. აკრძალულია: ა) სახიფათო ნარჩენების გადაგდება, გარდა ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა; ბ) სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში, მიწიქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში, მათ შორის ზღვაში ჩაშვება; გ) სახიფათო ნარჩენების დაწვა შესაბამისი ნებართვის მქონე ინისინერატორის გარეთ; დ) სახიფათო ნარჩენების დამუშავება შესაბამისი ნებართვის მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტებს გარეთ. 3. მოსახლეობა ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური სახიფათო ნარჩენები მოათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიზნით გამოყოფილ სპეციალურ კონტეინერებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 18. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები 1. ნარჩენების წარმომქმნელები, რომლებიც წელიწადში 2 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნიან, ვალდებულნი არიან: ა) შექმნან და დანერგონ სახიფათო ნარჩენებისათვის შესაფერისი სეპარირებისა და შეგროვების სისტემა; ბ) ამ კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად დანიშნონ გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აღნიშნული ნარჩენების უსაფრთხო მართვის შესაბამისი ზომების მიღებაზე; გ) უზრუნველყონ სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება და შესაბამისი სწავლება; 2. ნარჩენების ზუსტი შემადგენლობის დადგენამდე ნარჩენები ითვლება სახიფათოდ. 3. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სახიფათო ნარჩენების დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, სახიფათო ნარჩენი ექვემდებარება ექსპორტს დამუშავების მიზნით. ექსპორტის განხორციელებამდე სავალდებულოა სახიფათო ნარჩენის უსაფრთხო დასაწყობება დროებითი შენახვის ობიექტებზე ამ კოდექსით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დროებითი შენახვის ვადის ერთჯერად, არაუმეტეს ერთი წლით გაგრძელება, თუ დასტურდება, რომ აღნიშნულით ზიანი არ მიადგება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. 5. სახიფათო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ. 6. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 17–ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე–6 მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების შესაბამისად. მუხლი 19. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან შერევის აკრძალვა 1. დაუშვებელია სახიფათო ნარჩენების სხვა სახის სახიფათო ნარჩენებთან ან სხვა 11 ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა (გარდა ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა). შერევა მოიცავს სახიფათო ნივთიერებების გაზავებასაც. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამონაკლისის სახით, სახიფათო ნარჩენების შერევა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ თანხმობა მოთხოვნილია ოპერატორის მიერ და შერევა არ მიაყენებს ზიანს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. მუხლი 20. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები 1. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აქტებით, სხვა მოთხოვნებითან ერთად განისაზღვრება: ა) სახიფათო ნარჩენების მიკვლევადობის მექანიზმები წარმოქმნიდან საბოლოო განთავსებამდე; ბ) სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები; გ) მოთხოვნები სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტებისთვის; დ) მოთხოვნები მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენებისადმი; ე) მოთხოვნები ისეთი სახიფათო ნარჩენებისადმი, როგორიცაა - ნარჩენი ზეთები, აზბესტის ნარჩენები და სხვა. თავი VI ნაგავსაყრელები მუხლი 21. ნაგავსაყრელების კატეგორიები 1. ნაგავსაყრელები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი; ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი; გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი. 2. სახიფათო ნარჩენები უნდა განთავსდეს მხოლოდ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. 3. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ მუნიციპალური ნარჩენები ან ნებისმიერი სხვა წარმოშობის არასახიფათო ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებენ ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს ამ კატეგორიის ნაგავსაყრელისთვის, ამ კოდექსის 22–ე მუხლის საფუძველზე გამოცემული ნაგავსაყრელების შესახებ დადგენილების შესაბამისად. 4. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები, მათ შორის მე16 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირებისაგან. 5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული ნარჩენები. ის ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსებისა ან სამშენებლო მიზნებისთვის, შესაძლებელია არ იქნეს განთავსებული ნაგავსაყრელზე. აღნიშნული საკითხი რეგულირდება ამ კოდექსის 22–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით. 6. ნებართვის მქონე ნაგავსაყრელზე დაშვებულია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება. აღნიშნული არ ეხება ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება არ არის ტექნიკურად განხორციელებადი, ასევე, არ ეხება ნებისმიერ ისეთ ნარჩენებს, რომელთა ამგვარი დამუშავებით არ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი. 12 მუხლი 22. ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვის და შემდგომი მოვლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები ნაგავსაყრელის მოწყობისადმი; ბ) ნაგავსაყრელის ოპერირების ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები, მათ შორის სხვადასხვა კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების გამოყენებასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ მოთხოვნები; გ) ნაგავსაყრელის დახურვისა და შემდგომი მოვლის ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები. დ) ნაგავსაყრელის ოპერატორების მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ღონისძიებები, რაც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციას; 2. დაუშვებელია ნაგავსაყრელზე ისეთი ნარჩენების მიღება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დადგენილებით დადგენილ კრიტერიუმებს. მუხლი 23. არსებული ნაგავსაყრელები 1. ამ კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა ან თუ სამინისტრო შეითანხმებს ნაგავსაყრელის შესაბამისობაში მოყვანის გეგმას და ამ გეგმის მიხედვით მიანიჭებს მას ფუნქციონირების გაგრძელების უფლებას. 2. ნაგავსაყრელის ოპერატორი, რომელსაც ამ კოდექსის ძალაში შესვლისას არ აქვს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა, ვალდებულია ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის, ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ერთი წლისა, შესათანხმებლად მიმართოს სამინისტროს. აღნიშნული შეთანხმებისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ნაგავსაყრელის შესაბამისობაში მოყვანის გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკების შეფასებას, გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელ ღონისძიებებს, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებს, ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ღონისძიებებს. 3. სამინისტრო განიხილავს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და მიიღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) არსებული ნაგავსაყრელი სერიოზული რისკის შემცველია გარემოსათვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია. ასეთი ნაგავსაყრელ უნდა დაიხუროს ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 4 წლისა. ასევე, ამავე ვადაში უნდა დაიხუროს ის ნაგავსაყრელები რაზედაც არ იქნა წარდგენილი შესაბამისობაში მოყვანის გეგმა ოპერირების გაგრძელების მიზნით; ბ) არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც სერიოზულ რისკს არ წარმოადგენს გარემოსათვის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის და რომლის შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან, მიენიჭება ფუნქციონირების გაგრძელების უფლება სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ასეთი ნაგავსაყრელი უნდა დაიხუროს ,,ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვის და შემდგომი მოვლის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 8 წლის ვადაში; გ) არსებულ ნაგავსაყრელს, რომელიც შესაძლებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში ამ კოდექსისა და დადგენილებების მოთხოვნებთან, შესაძლებელია მიეცეს საქმიანობის გაგრძელების უფლება მოთხოვნილი ვადით. 13 თავი VII ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობათა ნებართვა და რეგისტრაცია მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას 1. ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ეკოლოგიურ ექსპერტიზას ექვემდებარება: ა) ნარჩენების აღდგენა, არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების გარდა; ბ) ნარჩენების განთავსება, არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების გარდა; გ) სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; დ) 10 ტონაზე მეტი მოცულობის სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა; 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვის მიღების მიზნით სამინისტროში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და მოთხოვნები მათი შინაარსის მიმართ განისაზღვრება ამ კოდექსით, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. თუ პირი ახორციელებს პირველ ნაწილში ჩამოთვლილ ერთზე მეტ საქმიანობას, მასზე შესაძლებელია გაიცეს ერთი ნებართვა. მუხლი 25. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ინფორმაციის გარდა, ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებით, სამინისტროში დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ასევე შემდეგი ინფორმაცია: ა) დასამუშავებელი ნარჩენების სახეობა (კოდი და დასახელება ამ კოდექსის მე–2 მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე გამოცემული დადგენილების შესაბამისად); ბ) დასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა და წარმოშობა; გ) ამ კოდექსის I ან II დანართის შესაბამისად, ნარჩენების დამუშავების ოპერაციების კოდები და აღწერილობა; დ) გამოსაყენებელი საშუალებები და მოწყობილობები, ასევე მათი წარმადობა; ე) ინფორმაცია მოსაწყობი ნაგავსაყრელის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 26. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია 1. რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები: ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება; ბ) 50 ტონაზე მეტი მოცულობის არასახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტების მოწყობა და ოპერირება; გ) არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება ; დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონის მოცულობის სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტების მოწყობა და ოპერირება. ე) ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ოპერირება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებზე რეგისტრაცია ხორციელდება ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებზე, სახელმწიფო და მუნიციპალურ საწარმოებზე და მუნიციპალიტეტების ასოციაციებზე (გაერთიანებებზე). 14 3. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 27. ნებართვებისა და რეგისტრაციების რეესტრი ამ კოდექსის საფუძველზე გაცემული ნებართვები და რეგისტრაციები უნდა აისახოს ნარჩენების მონაცემთა ეროვნულ ბაზაში ამ კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად. თავი VIII ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა მუხლი 28.ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი (ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა) რეგულირდება ”საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონისა და ქ. ბაზელში 1989 წელს ხელმოწერილი ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით. თავი IX ნარჩენების აღრიცხვა, ანგარიშგება და ნარჩენების მართვის მონაცემთა ბაზა მუხლი 29. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება 1. ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს: ა) რომელთა სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებასთან, ტრანსპორტირებასთან ან/და ნარჩენების დამუშავებასთან; ბ) რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია წელიწადში 200 კილოგრამზე მეტ სახიფათო ნარჩენებისა ან/და 2 ტონაზე მეტ არასახიფათო ნარჩენების (მუნიციპალური ნარჩენების გამოკლებით) ნარჩენების წარმოქმნასთან. 2. ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მონაცემები უნდა შეინახონ სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული არ ვრცელდება ნაგავსაყრელების ოპერატორებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან შეინახონ მონაცემები ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე და ასევე ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში. 3. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება არ ეკისრება მოსახლეობას. 4. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმასა და შინაარსს. მუხლი 30. ნარჩენების მონაცემთა ბაზა სამინისტრო აწარმოებს და ანახლებს ნარჩენების მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს: ა) ამ კოდექსის 29-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას; ბ)ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებზეც ამ კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად გაიცა 15 შესაბამისი ნებართვა; გ)ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ამ კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარენ რეგისტრაციას. თავი X ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და საქმის წარმოება მუხლი 31. მუნიციპალური ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება 1. 2 კგ‐მდე მუნიციპალური ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,- გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა‐ნაგებობებიდან,გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან,- გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით. 4. ხუთ ერთეულამდე საბურავის გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,- გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 5. ხუთი ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავის გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 6. 2 კგ‐მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, მათ შორის შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 7. 2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენების (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. 8. 1 მ3‐ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. 9. დიდი მოცულობის ნარჩენების (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების) გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 1500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დიდი მოცულობად ითვლება თუ ნარჩენი ფარავს 2 მ2-ზე მეტ ფართობს. 2. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციელმა ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა ადგილზე არ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 16 ოქმი (საჯარიმო ქვითარი) ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მუხლი 32. სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება 1. 1 მ3-მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3 ან მეტი მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით. მუხლი 33. შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით ‐ ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით დაბინძურება 1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით 2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. 3. 1 მ3 ან მეტიმოცულობის ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ქმედებებზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას. მუხლი 34. ცხოველთა სხეულების ნარჩენების დაყრა, გადაგდება, მიტოვება 1. ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ‐მდე ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) დაყრა, გადაგდება, მიტოვება ,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი 20 კგ ან მეტი ოდენობით,17 გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით მუხლი 35. არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში დაწვა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის ფოთლების, საბურავების, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 36. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა 1. სახიფათო ნარჩენების ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში ან ზედაპირულ ან მიწიქვეშა წყლებში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენების დაყრა, გადაგდება, დატოვება ან სხვა ტიპის ქმედება, ნარჩენების შეგროვებისთვის გამოყოფილი კონტეინერების გარეთ, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. 3. სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით. 4. სახიფათო ნარჩენების დამუშავება სათანადო ნებართვის მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტების გარეთ,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით. მუხლი 37. ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება 1. არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას არასახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 800 ლარის ოდენობით. მუხლი 38. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელება სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე,გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 18 მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან შერევა 1. 20 კგ–ზე ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით. 2. 20 კგ–ზე მეტი ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 550 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით. მუხლი 40. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესების ან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა 1. ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე,გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტების მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე,გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 3. წელიწადში 2–დან 10 ტონამდე წარმადობის სახიფათო ნარჩენების შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე,გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 4. ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე,გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობების შეუსრულებლობა,- გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 6. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 41. არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადებისა და პირობების დარღვევა ამ კოდექსით დადგენილი არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადებისა და პირობების დარღვევა,გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. მუხლი 42. კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნისა ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა,გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მუხლი 43. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა 1. მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის მიერ მართვის გეგმის მიუწოდებლობა,19 გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა,გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. მუხლი 44. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულებების შეუსრულებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობა,გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მუხლი 45. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა 1. სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირებისა და შესაბამისი სწავლების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა,გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემის ჩამოყალიბების ვალდებულების შეუსრულებლობა,გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. მუხლი 46. ამ კოდექსის 47-ე მუხლით გათავალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა, გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც პირს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 47. 1. სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციების შეფარდება ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ კოდექსის 31-ე-46-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას. 20 3. სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესები. 4. ამ თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 5. ამ კოდექსის 31-ე-36-ე, 39-ე-42-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 44-ე - 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები. 6. ამ კოდექსის 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე, 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები. 7. ამ კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლები. 8. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 31-ე-46-ე მუხლებით. 9. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის ‐ 31‐ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4-მე-9 ნაწილებით, 32-ე-36-ე, 39-ე-42-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 44-ე- 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის - 31‐ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე, 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 12. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების 21 სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 15. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში. თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 48. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. ამ კოდექსის მე–11 მუხლის პირველი გათვალისწინებული ნარჩენების მართვის სტრატეგია და მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეროვნული სამოქმედო გეგმა მიღებული უნდა იქნას ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში; 2. ამ კოდექსის მე–11 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ეროვნული სტრატეგია ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობის შემცირების შესახებ ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში. 3. ამ კოდექსის მე–13 მუხლით განსაზღვრული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს ამ კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრული ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის მიღებიდან 2 წლის ვადაში. 4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა უნდა შემუშავდეს ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში. 5. ამ კოდექსის მე–15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნა ძალაში შედის ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში. 6. ნარჩენების გადაზიდვისთვის ამ კოდექსის მე–7 მუხლის მე–7 ნაწილით განსაზღვრული სახიფათო ნარჩენების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის მიღების ვალდებულება და ამ კოდექსის 38-ე მუხლი ძალაში შედის ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. 7. ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ძალაში შედის ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ. 8. ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულება ძალაში შედის ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში. 9. ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და 45-ე მუხლი ძალაში შედის ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში. 10. ამ კოდექსის 26-ე მუხლი და მე-40 მუხლის პირველი-მე-5 ნაწილები ძალაში შედიან ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღებიდან 2 წლის ვადაში. 11. ამ კოდექსის 29-ე, 30-ე და 44-ე მუხლები ძალაში შედიან ამ კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღებიდან 1 წლის ვადაში. 12. ამ კოდექსის მე-9 მუხლი ძალაში შედის ეტაპობრივად ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი დადგენილებების ძალაში შესვლისთანავე. 13. ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი ძალაში შედის ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე22 2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების ძალაში შესვლისთანავე. მუხლი 49. ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 1. ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გამოსცემს: ა) ,,ნარჩენების ნუსხის და კლასიფიკაციის შესახებ, სახეობებისა და მახასიათებლების შესახებ“ დადგენილებას ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ბ) ,,ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვის და შემდგომი მოვლის შესახებ’’ დადგენილებას ამ კოდექსის 22–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; გ) ,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილებას ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; 2. ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გამოსცემს: ა) ,,მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ’’ დადგენილებას ამ კოდექსის მე–16 მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად; ბ) ,,ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესის და პირობების შესახებ“ დადგინელებას ამ კოდექსის 26–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად; გ) ,,სხვადასხვა სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილებას ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად. 3. ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში საქართველოს მთავრობა გამოსცემს დადგენილებას ნარჩენების ინსინერაციისა და ნარჩენების თანაინსინერაციის შესახებ. 4. სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის გზით, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს დადგენილებებს სხვადასხვა სპეციფიკური ნარჩენების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 5. ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ერთ ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტს, რომლითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე–6 მუხლის მე–6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე7 ნაწილის შესაბამისად. 6. ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამინისტროსთან ერთად, გამოსცემს კანონქვემდებარე აქტს სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ, ამ კოდექსის მე–6 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად; 7. ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტრო ამ კოდექსის მე–6 მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად გამოცემენ ერთობლივ კანონქვემდებარე აქტს „ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ“. მუხლი 50. კოდექსის ძალაში შესვლა ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ვადებისა. 23 დანართები დანართი I. აღდგენის ოპერაციები R1 გამოყენება საწვავად ან სხვა გზით ენერგიის მისაღებად R2 გამხსნელის აღდგენა/რეგენერირება R3 იმ ორგანული ნივთერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ გამოიყენება როგორც გამხსნელები (კომპოსტირებისა და სხვა ბიოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესების ჩათვლით)1 R4 მეტალების ან მეტალების ნაერთების გადამუშავება/აღდგენა R5 სხვა არაორგანული ნივთერებების გადამუშავება/აღდგენა2 R6 მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია R7 კომპონენტების აღდგენა დაბინძურების შესამცირებლად R8 კომპონენტების აღდგენა კატალიზატორებიდან R9 ნავთობპროდუქტების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება R 10 მიწის დამუშავება, რასაც სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის ან გამოასწორებს ეკოლოგიურ მდგომარეობას R 11 R1-დან R10-ჩათვლით ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციის შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენება R 12 ნარჩენების გაცვლა R1-დან R113 -ში ჩამოთვლილი ოპერაციების განსახორციელებლად R 13 R1-დან R12 ნებისმიერი ოპერაციებისთვის განკუთვნილი ნარჩენების დასაწყოება (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას) დანართი II. განთავსების ოპერაციები D1 განთავსება მიწაში ან მიწაზე (მაგ. ნაგავსაყრელი და სხვ.) D2 ნიადაგის დამუშავება (მაგ. ნიადაგში ჩაშვებული სითხეების ან ლექისებრი ნარჩენების ბიოდეგრადირება და სხვ.) D3 ღრმა ჩაშვება (მაგ. ჭაბურღილებში, მარილოვან თაღებში ან ბუნებრივ რეზერვუარებში ნარჩენების ჩაშვება) D4 ზედაპირული ჩაშვება (მაგ. თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ჩაშვება ქვაბურებში, გუბურებში ან აუზებში და სხვ.) D5 განთავსება სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე (მაგ. ცალკე უჯრედებში განთავსება, რომლებიც დახურულია და იზოლირებულია ერთმანეთისგან და გარემოსგან და სხვ.) D6 წყალსატევებში ჩაშვება გარდა ზღვებისა/ოკეანეებისა D7 ზღვებში/ოკეანეებში ჩაშვება მათ შორის ზღვის ფსკერში ჩამარხვა 1 ეს მოიცავს გაზიფიკაციასა და პიროლიზს. ეს მოიცავს ნიადაგის გაწმენდას, რომლის შედეგადაც ხდება ნიადაგის აღდგენა და არაორგანული სამშენებლო მასალების რეციკლირება. 3 თუ არ გამოიყენება სხვა R კოდი, აქ მოიაზრება წინასწარი დამუშავება აღდგენამდე, როგორიცაა დაშლა, სორტირება, დასრესვა, კომპაქტირება, პალეტირება, გაშრობა, დაქუცმაცება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა R1-დან R11-მდე მოცემული რომელიმე ოპერაციის განხორციელების მიზნით ჩაბარებამდე. 2 24 D8 ბიოლოგიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში, რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული. D9 ფიზიკური-ქიმიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში, რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული (მაგ. აორთქლება, გაშრობა, კალცინირება და სხვ.) D 10 ინსინერაცია მიწაზე D 11 ინსინერაცია ზღვაზე4 D 12 მუდმივი დასაწყობება (მაგ. კონტეინერების მაღაროში განთავსება და სხვ.) D 13 შერევა D1-დან D 12-ის ჩათვლით მოცემული ოპერაციების დაწყებამდე.5 D 14 გადაფუთვა D1-დან D13-ის ჩათვლით მოცემული ოპერაციების დაწყებამდე. D1-დან D14-ის ჩათვლით მოცემული ოპერაციების მიმდინარეობის დროს შენახვა D 15 (აქ არ შედის ნარჩენების წარმოშობის ადგილზე დროებითი დასაწყობება, შეგროვებისთვის მომზადება) დანართი III სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებლები 6 H1 „ფეთქებადი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა აფეთქდეს ცეცხლის ალის ზემოქმედებით ან რომლებიც უფრო მგრძნობიარეა ხახუნის მიმართ ვიდრე დინიტრობენზოლი. H2 „მჟანგავი“: ნივთიერებები ეგზოთერმულ რეაქციებს და სხვა პრეპარატები, რომლებიც ნივთიერებებთან, ავლენენ კერძოდ კი მაღალ აალებად ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას. H 3-A „ადვილად აალებადი“ - თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აალების ნიშნული 21°C-ზე ქვემოთ აქვთ (მათ შორის უკიდურესად აალებადი სითხეები), ან - ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჰაერთან ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ურთიერთქმედებისას, ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე, შესაძლოა გაცხელდნენ და ცეცხლი გაუჩნდეთ ან - მყარი ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლის გაჩენის უნარი აალების წყაროსთან მცირე კონტაქტით და რომლებიც აგრძელებენ წვას ან შთანთქვას აალების წყაროს მოშორების შემდეგაც; - აირისებრი ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლებიც ჰაერში აალებადია ჩვეულებრივი წნევის ქვეშ ან H 3‐B - ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნოტიო ჰაერთან ურთიერთქმედებისას გამოყოფენ ადვილად აალებად აირებს საშიში ოდენობით. „აალებადი“ – თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული ტოლია ან მეტია 21 °C-ზე და ნაკლებია ან ტოლია 55 °C-სა. H4 „გამაღიზიანებელი“ – არა-კოროზიული ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლებმაც, კანთან ან ლორწოვან მემბრანასთან დაუყოვნებელი, განგრძობადი ან განმეორებადი ურთიერთქმედებით შესაძლოა გამოიწვიონ ანთება. 4 ეს ოპერაცია აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. თუ არ გამოიყენება სხვა D კოდი, აქ შესაძლებელია მოვიაზროთ წინასწარი დამუშავება განთავსებამდე, როგორიცაა, სორტირება, დასრესვა, კომპაქტირება, პალეტირება, გაშრობა, დაქუცმაცება ან სეპარირება D1-დან D12-მდე მოცემული რომელიმე ოპერაციის განხორციელების მიზნით ჩაბარებამდე. 5 25 H5 „მავნე“ – ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლეთა შესუნთქვა, ჩაყლაპვა ან კანში შეღწევა ჯანმრთელობისათვის სარისკოა. H6 „ტოქსიური“ – ნივთიერებები და პრეპარატები (მათ შორის მეტად ტოქსიური ნივთიერებები და პრეპარატები), რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული, მკვეთრი ან ქრონიკული დაზიანება ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. H7 „კანცეროგენული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა შესუნთქვამ, ჩაყლაპვამ ან კანში შეღწევამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნე ან გაზარდოს მისი გაჩენის ალბათობა. H8 „კოროზიული“ – ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა დაშალონ ცოცხალი ქსოვილი მასთან ურთიერთქმედებისას. H9 „ინფექციური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ისეთ მიკროორგანიზმებს ან მათ ტოქსინებს, თუ ცნობილია ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ადამიანის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება. H 10 „ტოქსიური რეპროდუქციისთვის“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიონ არამემკვიდრეობითი თანდაყოლილი პათოლოგიები ან გაზარდონ ასეთის განვითარების ალბათობა. H 11 „მუტაგენური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის ან ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიონ მემკვიდრეობითი გენეტიკიური დეფექტები ან გაზარდონ მათი განვითარების შესაძლებლობა. H 12 ნარჩენები, რომლებიც გამოყოფენ ტოქსიურ ან მეტად ტოქსიურ აირებს წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან კონტაქტისას. H 13 7 „სენსიბილური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია, რომ ამ ნივთიერების ან პრეპარატის ხანგძლივი ზემოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს დამახასიათებელი უარყოფითი გავლენა. H 14 „ეკოტოქსიური“ – ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენენ ან შესაძლოა წარმოადგენდნენ დაუყოვნებელ ან განგრძობად რისკს გარემოს ერთი ან რამდენიმე სექტორისათვის. H 15 ნარჩენები, რომლებსაც განთავსების შემდეგ შეუძლიათ გამოყონ სხვა ნივთიერება, მაგ. გამონაჟონი, რომელსაც აქვს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თვისება. 7 თუ ხელმისაწვდომია ტესტირების მეთოდები 26
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც ერთი მხრივ გაზარდა წარმოქმნასთან დაკავშირებული სარგებელი, მეორე მხრივ კი ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების რისკები. პრობლემები, რომლებსაც იწვევს ნარჩენების წარმოქმნა სპეციფიკური და ამავდროულად კომპლექსურია. საზოგადოების გაზრდილი მოთხოვნების საფუძველზე, საქართველოს ნარჩენების ცნობიერებისა მომდევნო მართვის და ევროკავშირის წლებში მნიშვნელოვნად სექტორი. ამჟამად, გარემოსდაცვითი უნდა საქართველოში შეიცვალოს არ არის შემუშავებული ნარჩნების მართვის ერთიანი საკანონმდებლო სისტემა, ნაწილობრივ არსებული რეგულაციები სრულად ვერ ასახავს დღევანდელ რეალობებს და შესაბამისობაში არ არის საერთაშორისო მოთხოვნებთან, მათ შორის ნარჩენების მართვის თაობაზე ევროდირექტივების მოთხოვნებთან. კანონპროექტის მიღების კიდევ ერთი მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად უნდა უზრუნველყოს და შეიმუშაოს ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა ნარჩენების მართვას არეგულირებს ჩარჩო კანონების მეშვეობით და პროცედურულ და ტექნიკურ დეტალებზე ორიენტირებული კანონქვემდებარე აქტებით. წარმოდგენილი კანონპროექტი იზიარებს აღნიშნულ მიდგომას იურიდიულ ჩარჩოებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. და აწესებს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ნარჩენების მართვის რეალურად განხორციელებადი სამართლებრივი მექანიზმი, საჭიროა რიგი კანონქვემდებარე აქტების მიღება. ასეთი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების და მიღების მანდატი განსაზღვრულია წარმოდგენილი კანონპროექტით. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა ვალდებულებას, რომლიც მოცემულია ასოცირების ხელშეკრულებაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ნაწილში. წარმოდგენილი კოდექსი ითვალისწინებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან და რეალურად გამოყენებადი და თანმიმდევრული საკანონმდებლო სისტემის შექმნასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი ამ კოდექსის მიზანია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას). 27 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი შემუშავებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ევროკავშირის თანამშრომლობით ნარჩენების მართვის თვინინგის პროექტის ფარგლებში. კანონპროექტი შემუშავებულია გერმანიის, ავსტრიის, ბულგარეთის და სხვა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტი ეყრდნობა ნარჩენების მართვის თაობაზე ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 19 ნოემბრის დირექტივის (2008/98/EC) და ნაგავსაყრელების შესახებ 1991 წლის 26 აპრილის (1999/31/ EC )დირექტივის და ევროკავშირის ნარჩენებთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნებს. კანონპროექტი შედგება XI თავის, 50 მუხლის და 3 დანართისგან. თითოეული თავი სტრუქტურირებულია შესაბამისი საკითხების გარშემო, როგორც ამას ითვალისწინებს სტანდარტული კანონშემოქმედების პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. კანონპროექტში თანმიმდევრულადაა მოცემული, როგორც სახიფათო ისე არასახიფათო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, აღდგენის და განთავსების საკითხები. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის ნარჩენების მართვის დაგეგმვის, აღრიცხვის, ნებართვების და რეგისტრაციების გაცემის და კონტროლის საკითხები. I თავში მოცემულია კოდექსის რეგულირების სფერო - კანონი ყოვლისმომცველია ნარჩენების იმ სახეობების მიმართ, რომლებზეც ის ვრცელდება. ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების სფერო და გამონაკლისები მაქსიმალურადაა მიახლოებული ნარჩენების მართვის შესახებ ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებთან; ტერმინთა განმარტებები- სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს; ნარჩენების მართვის იერარქია წარმოადგენს ევროპული ქვეყნებისთვის ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის მნიშვნელოვან დანაწესს, კერძოდ, ის ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალ გამოყენებას, რეციკლირებას, ენერგიის აღდგენას და განთავსებას. აღნიშნული თავი მოიცავს ნარჩენების მართვის ძირითად პრონციპებს, კერძოდ: ა) ,,უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი’’ - გულისხმობს ზომების მიღებას გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მაშინაც კი თუ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები. ბ)პრინციპი ,,დამბინძურებელი იხდის’’ - ნარჩენების წარმომქმნელი ან მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები; გ),,სიახლოვის პრინციპი’’ - ნარჩენების დამუშავება და განთავსება უნდა განხორცილედეს ყველაზე ახლომდებარე დამუშავების ობიექტზე, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტურობის გათვალისწინებით; დ),,თვითუზრუნველყოფის პრინციპი’’ - ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი. II თავში განხილულია ნარჩენების მართვის სფეროში ჩართული სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციები და ზოგადი ვალდებულებები, რომლებიც დღემდე საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ზუსტად არ არის განსაზღვრული. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება რაც ნიშნავს მწარმოებელი ისეთი პროდუქტისა, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ასეთი პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შევა კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან და განხორციელდება ეტაპობრივად. რადგანაც აღნიშნული საკითხი 28 მოითხოვს წინასწარ მოსამზადებელ ღონისძიებებს, მათ შორის პროდუქციის მწარმოებლებისა და ბაზარზე გამნთავსებელი პირების ინფორმირებას, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას და აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას. მოცემული თავი ასევე ითვალისწინებს, პროდუქტზე გადასახდელების, სუბსიდიებისა და შეზღუდვების დადგენის შესაძლებლობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. III თავი ითვალისწინებს ნარჩენების მართვის სტრატეგიებისა და ეროვნული დონეზე სამოქმედო გეგმის შემუშავების მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტების მიერ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების და ასევე მსხვილი კომპანიების მხრიდან ნარჩენების გეგმების შემუშავების მოთხოვნებსა და პირობებს. IV თავში მიმოხილულია მუნიციპალური ნარჩენების მართვა კერძოდ, აღწერილია მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების მოთხოვნები და პირობები. V თავში განხილულია სამართლებრივი ჩარჩოები სახიფათო ნარჩენების მართვისთვის. ამ თავში მოცემულია სახიფათო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ზოგადი და სპეციალური ვალდებულებები და მოთხოვნები. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ საჭიროა დამატებითი, დეტალური კანონქვემდებარე აქტ(ებ)ი, რათა ეს საკითხი სრულ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის ნარჩენების კანონმდებლობასთან. VI თავში განხილულია ნაგავსაყრელები და მათი კატეგორიები, ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები და დღეს არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირების მოთხოვნები და პირობები. VII თავში აღწერილია ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. აგრეთვე, ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი საჭირო ინფორმაცია და ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის მოთხოვნები. VIII თავში განხილულია ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა, საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი (ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა) რეგულირდება ”საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონისა და ქ. ბაზელში 1989 წელს ხელმოწერილი ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით. IX თავში აღწერილია ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოების ვალდებულებები და მოთხოვნები, ვინაიდან დღეის მდგომარეობით საქართველოში არ ხორციელდება ნარჩენების აღრიცხვა, ნარჩენების წარმომქმნელებს არ აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები. X თავში მოცემულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და საქმის წარმოება. საერთაშორისო სამართალის სტანდარტების გათვალისწინებით. განსაზღვრულია კომპეტენტური ორგანოები და ფინანსური სანქციების ზღვრული ოდენობები. აგრეთვე, ზოგადი წესები, რომლებიც შეეხება ნარჩენებთან დაკავშირებულ ყველა სამართალდარღვევას. XI თავი - გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ითვალისწინებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც აუცილებელია კანონპროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. მოცემულია მათი მიღების ჩარჩოები და ვადები ასევე, ადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის ძალაში შესვლის ვადებს და ნორმებს. 29 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ძირითად წყაროს წარმოადგენს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, რომელის გადამხდელები არიან ფიზიკური ან თვითმართველი იურიდიული პირები, ორგანიზაცია/დაწესებულებები, ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან რომლებიც მუნიციპალურ ნარჩენებს. „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად, კერძო კომპანიების მიერ გაღებული ხარჯები, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსები, კერძო ინვესტიციები, საერთაშორისო დონორების მიერ გაწეული დახმარებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტი ხელს უწყობს ნარჩენების მართვაში კერძო სექტორის ჩართვას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საგადასახადო შემოსავლების ზრდას ბიუჯეტში, ასევე ადმინისტრაციული სანქციებით (ჯარიმები) გათვალისწინებული შემოსავლები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტში მონაწილე ბულგარელი და ავსტრიელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი ექპერტების (მათ შორის კონსულტაციები გაიმართა შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთანაც“) წინასწარი გათვლებით ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 წლიან პერიოდზე სავარაუდოდ საჭიროა 370 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც ძირითადში მოიცავს ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის (108 მილიონი ლარი), ნაგავგადამტვირთი სადგურების მოწყობის (35 მილიონი ლარი), ძველი ნაგავსაყრელების დახურვის (44 მილიონი ლარი), კომპოსტირების საწარმოების მოწყობის (10 მილიონი ლარი), ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის კონტეინერების, მანქანების და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენის კაპიტალურ ხარჯებს (173 მილიონი ლარი). ყოველწლიური საოპერაციო ხარჯები შეადგენს 72 მილიონ ლარს. საშუალო საოპერაციო და კაპიტალური (ამორტიზაციის) ხარჯები წელიწადში შეადგენს 105,5 მილიონ ლარს. საოპერაციო და კაპიტალური (ამორტიზაციის) ხარჯი 1 სულ მოსახლეზე შეადგენს 23,5 ლარს - წელიწადში, 1.96 ლარს - თვეში (მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის ზედა ზღვარი 1 სულ მოსახლეზე შეადგენს 3 ლარს). გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საპროგნოზოა და შეიძლება განიცადოს მნიშვნელოვანი კორექტირება საგრანტო წყაროების მოძიებისა და პროცესების გადამტვირთი სადგურების ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: ქვეყნის მშენებლობა, მასშტაბით ძველი ტრანსპორტირების ახალი ნაგავსაყრელების ნაგავსაყრელების საშუალებების დახურვა, (კონტეინერები, და ნარჩენების მანქანები და შეგროვების სხვა და ტექნიკური აღჭურვილობა) შეძენა უნდა განხორციედეს საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხებით, რაც უნდა დაიფაროს გრძელვადიან პერიოდში დანახარჯების ეტაპობრივი ამოღების გზით. 30 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებელი ისეთი პროდუქტისა, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება ვალდებულია უზრუნველყოს და ასეთი თავისი პროდუქტის ბაზარზე პროდუქტისგან განმათავსებელი წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება. აღნიშნული წარმატებით. მიდგომა აღნიშნული დანერგილია ხელს უწყობს ევროკავშირის ქვეყანაში ქვეყნებში ნარჩენების და მუშაობს მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას, კერძო სექტორის გააქტიურებას ამ სფეროში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის ნაწილობრივ შემცირებას. სხვა ახალი ფინანსური ვალდებულებები პირთა მიმართ კანონპროექტით არ არის განსაზღვრული. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შესაბამის ოდენობის დაწესებას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლების დარღვევისათვის, რამაც შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს სამართალდამრღვევის მიმართ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღებას, ხოლო ითვალისწინებს სხვა სახის გადასახდელის დაწესებას, რაც გუილისხმობს ადმინისტრაციული სახდელის შესაბამის ოდენობას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ნარჩენების მართვის შესახებ ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია/ კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება 31 ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულ-ბულგარული კონსორციუმი. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა და გერმანელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. ასევე, კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 32