„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404) შეტანილ იქნას
შემდეგი ცვლილება:
1. მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ე) ნარჩენების აღდგენა, არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების გარდა;
ვ) ნარჩენების განთავსება, არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების გარდა;
2. მე–4 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს ,,ვ1“, ,,ვ2“ და ,, ვ3“ ქვეპუნქტები:
ვ1) სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;
ვ2) 10 ტონაზე მეტი მოცულობის სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის
ობიექტის მოწყობა;
ვ3) რადიოაქტიური ნარჩენის განთავსება (სამარხის მოწყობა).“
3. 22-ე მუხლის მე-21 პუნქტი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
პროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს კანონის პროექტმა ,,ნარჩენების მართვის
კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების
შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის
პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით
დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას),
ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი პროექტი არის მითითებულ კანონპროექტთან დაკავშირებული
კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
პროექტის მიზანია მისი შესაბამისობაში მოყვანა ნარჩენების მართვის კოდექსის პროექტთან,
კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები ნარჩენების აღდგენა, არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების გარდა; ნარჩენების
განთავსება, არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების გარდა;
სახიფათო
ნარჩენების წინასწარი დამუშავება, 10 ტონაზე მეტი მოცულობის სახიფათო ნარჩენების
დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და რადიოაქტიური ნარჩენის განთავსება (სამარხის
მოწყობა).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
პროექტის თანახმად ცვლილებები შედის კანონის მე-4 მუხლში და მას ემატება გარემოზე
ზემოქმედების ნებართვას დაქვემდებარებული შემდეგი საქმიანობები ნარჩენების
აღდგენა; ნარჩენების განთავსება; სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება და 10
ტონაზე მეტი მოცულობის სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა,
რადიოაქტიური ნარჩენის განთავსება (სამარხის მოწყობა). ამასთან მოღებული იქნება 22-ე
მუხლის მე-21 პრიმა მუხლი ვინაიდან ,,ნარჩენების მართვის“ კოდექსის 23-ე მუხლი აწესებს
არსებული ნაგავსაყრელების საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობებს და ამდენად,
,,გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერი იწვევს არსებული
ნაგავსაყრელების ვალდებულებების გაორებას, რის გამოც ხდება ამ კანონის 22-ე მუხლის
მე-21 პრიმა მუხლის ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე .
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება დამატებით გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფანანური ვალდებულების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს იქონიებს იმ პირთათვის, ვისზეც
გავრცელდება ამ კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
და
მრავალმხრივ
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის
თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება
ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულ-ბულგარული კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს
ავსტრიელმა, ბულგარელმა და
გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე ქართველმა
ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტექნიკურმა და
სამართალმცოდნე
ჯგუფებმა.
აგრეთვე,
კანონპროექტი
შემუშავდა
სხვადასხვა
სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო
სექტორებთან კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის „გარემოს
დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის
შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 4. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები და
საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია:
ა) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (ეკოლოგიურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება
სამშენებლო (მათ შორის, ინერტული) მასალების გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა);
ბ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი;
გ) ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირისა და აგურის წარმოება;
დ) მინისა და მინის პროდუქციის წარმოება;
ე) მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (მათ შორის, ნარჩენების დაწვის
ქარხნების მოწყობა) ან/და ნაგავსაყრელების მოწყობა;
ვ) ტოქსიკური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება, მათი სამარხების მოწყობა ან/და ამ
ნარჩენების გადამუშავება, გაუვნებლება;
ზ) ქვანახშირის გაზიფიცირებასთან, გათხევადებასთან, ბრიკეტირებასა და დაკოქსვასთან
დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება;
თ) მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა;
ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი და ბუნებრივი აირების
საცავების, ტერმინალების განთავსება, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან
ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ.მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა 1000 კუბ.მ-ს
აღემატება;
კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების,
რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდების, გზაგამტარი გვირაბის, აგრეთვე
საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათი ტერიტორიების საინჟინრო დაცვის ნაგებობების
აგება;
ლ) მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების
გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-ისა და მეტი ძაბვის) განთავსება;
მ) ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) და თბოელექტროსადგურის
(10 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება;
ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;
ო) წყალსაცავის (10 000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის) მოწყობა;
პ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (დღე-ღამეში 1000 კუბ.მ-ისა და მეტი
მოცულობის), აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება;
ჟ) აეროდრომის, აეროპორტის, რკინიგზის სადგურისა და საზღვაო ნავსადგურის მოწყობა;
რ) კაშხლის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლისა და ბუნის განთავსება;
ს) ქიმიური მრეწველობა, კერძოდ: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების)
ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, მინერალური
სასუქების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიკური ნივთიერებების
(რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა
ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის
ელექტროდების დამზადება;
ტ) ნავთობგადამამუშავებელი და გაზგადამამუშავებელი წარმოებები (დღე-ღამეში 500 ტ-ზე
მეტის);
უ) ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება (საათში ტონაზე მეტი პროდუქციის
წარმადობით), გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებებისა;
ფ) ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული
მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით,
რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება, როგორც ეკოლოგიური
ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს
მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ
წარმოებაში სამინისტროს ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის
გამცემი
ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
სამინისტროსთვის
წარდგენილ
დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც
მტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
(შემდგომ – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში
მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მშენებლობის
ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ
კანონის მე-6 და მე-7 მუხლების და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნა გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე. ეკოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნა არის მშენებლობის ნებართვის ნაწილი და მშენებლობის ნებართვის
მაძიებლისათვის (ან მფლობელისათვის) მისი (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის)
პირობების შესრულება სავალდებულოა. ასეთ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნის პირობა არის მშენებლობის ნებართვის პირობა.
6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა არ საჭიროებს
მშენებლობის ნებართვას, მასზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაიცემა
ნებართვა, რომლის თაობაზედაც მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს. ეკოლოგიურ ექსპერტიზას სამინისტრო ატარებს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
7. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 78 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ისეთი საქმიანობებისათვის გაცემული გარემოსდაცვითი ან
გარემოზე ზემოქმედების ნებართვები, რომლებიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2
პუნქტების შესაბამისად ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას და მათზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ნორმები.
2. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული, ეკოლოგიური
ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც
დაწყებულია „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე,
ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2010 წლის 1 იანვრამდე
სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად.
2 1. ის მოქმედი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომლის ფუნქციონირებაც დაიწყო
ამ კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება ნებართვის აღებას 2015 წლის 1 იანვრამდე.
3. ამ მუხლის მე-2 და 2 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში ნებართვის
მისაღებად წარდგენილი გზშ -ის ანგარიში უნდა მოიცავდეს როგორც გარემოს არსებული
მდგომარეობის ანალიზს (ეკოლოგიურ აუდიტს), ი სე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული
გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელ ღონისძიებათა გეგმას.
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1174 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.48
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4458 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 201 4 წლის 6 თებერვლის კანონი №1980 - ვებგვერდი, 17.02.2014წ.