„წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16,
26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.
38-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების,
გათვალისწინებული
ნაგავსაყრელების,
ნარჩენების
მართვის
კოდექსით
ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტების და ნარჩენების გადამტვირთი
სადგურების მოსაწყობად;’’.
2.
38-ე მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) არ დაუშვან სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავო ნაგებობების
სიახლოვესა და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება;’’.
3.
45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 45. ნარჩენების განთავსების მოთხოვნები
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება
დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაცულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) ნარჩენების ლიკვიდაცია ან იზოლაცია მოხდება მკაცრად დადგენილ
საზღვრებში და იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის წარმოშობისას თავიდან
იქნება აცილებული სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის
ობიექტებში მათი მოხვედრის შესაძლებლობა;
ბ) ნარჩენები განთავსდება ეკოლოგიურად უსაფრთხო ისეთი მეთოდებისა და
ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ წიაღისა და გარემოს
სხვა კომპონენტების დაცვას მავნე ზემოქმედებისაგან;
გ) უზრუნველყოფილი იქნება ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გარემოს
მდგომარეობაზე კონტროლის მუდმივი სისტემის, აგრეთვე ავარიის წარმოშობისას
მოსახლეობის დაცვისა და დროული შეტყობინების ეფექტიანი ზომების მიღება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონი პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი
,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში
სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის,
რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი
გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც
მოიცავს
რეციკლირებას
და
მეორადი
ნედლეულის
გამოცალკევებას),
ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი
პროექტი
არის
მითითებულ
კანონპროექტთან
დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის
საქართველოს
კანონის
პროექტით
,,ნარჩენების
მართვის
კოდექსით“
გათვალისწინებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის ,,ე“
და ,,პ“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახლებური რედაქციით, ვინაიდან ნარჩენების
მართვის კოდექსს შემოაქვს ახალი განმარტებები და ნარჩენების განთავსების
კონკრეტული რეგულაციები, ამასთან, ახლებურად ყალიბდება კანონის 45-ე
მუხლი, რაც გამოწვეულია ნარჩენების მართვის კოდექსთან შესაბამისობაში
მოყვანით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების
გაწევის საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების
მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა
გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების
მიზნით საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულბულგარული კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა
და გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე
ქართველმა ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს
ტექნიკურმა
და
სამართალმცოდნე
ჯგუფებმა.
აგრეთვე,
კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო,
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და
კერძო სექტორებთან კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის
„გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების
მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“
ექპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 38. წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი
მოთხოვნები
წიაღის დაცვის ძირითადი მოთხოვნებია:
ა) არ დაუშვან წიაღით თვითნებური სარგებლობა;
ბ) დაიცვან განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის
წიაღის ობიექტები ან უბნები;
გ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები მათი განლაგების ფართობების
განაშენიანებისაგან, წყალსაცავებით დატბორვისაგან და სხვა;
დ) რაციონალურად ისარგებლონ სასარგებლო წიაღისეულით და გამოიყენონ
სამთომომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები;
ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების,
მავნე ნივთიერებების და წარმოების ნარჩენების სამარხების მოსაწყობად;
ვ)
დაიცვან
სარგებლობისათვის
წიაღის
გადაცემის
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესები და არ დაუშვან წიაღით თვითნებურად
(ულიცენზიოდ ან ლიცენზიით გამოყოფილი სამთო ნაკვეთის ფარგლებს გარეთ)
სარგებლობა;
ზ) უზრუნველყონ წიაღის სრული და კომპლექსური შესწავლა და წიაღის დაცვისა
და მისი რესურსების რაციონალური, კომპლექსური გამოყენება;
თ) წინასწარ შეისწავლონ წიაღი იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს სარწმუნო
მონაცემები სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შეფასებისა და წიაღით
სარგებლობის სხვა ობიექტების მახასიათებლების დასადგენად;
ი ) აღრიცხონ
სასარგებლო
წიაღისეულის
მარაგები
და
წიაღით
სარგებლობის ობიექტებზე გაცემული წიაღის უბნები ;
კ) შესაძლებელი სისრულით ამოიღონ წიაღიდან როგორც ძირითადი, ასევე
თანმდევი სასარგებლო წიაღისეული და უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, აგრეთვე
უზრუნველყონ დანაკარგების შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან
და წესებთან და განახორციელონ ღონისძიებები მათ შესამცირებლად;
ლ)
დაიცვან
სასარგებლო
წიაღისეულის
საბადოები
დატბორვისაგან,
გაწყლიანებისაგან,
დაბინძურებისაგან,
ხანძრის,
დაშრეტისა
და
სხვა
ფაქტორებისაგან, რომლებიც აუარესებენ წიაღისეულის ხარისხს, ამცირებენ
საბადოს სამრეწველო ღირებულებას ან ართულებენ მის ათვისებას;
მ) თავიდან აიცილონ წიაღზე მავნე ზემოქმედება გაზისა და სხვა ნივთიერებების
წიაღში შენახვის, მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვის,
ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროს;
ნ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ წარმოებათა და იმ მიწისქვეშა
ნაგებობების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის დადგენილი წესები, რომლებიც
დაკავშირებული არ არიან წიაღისეულის მოპოვებასთან;
ო) აღკვეთონ წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობზე
თვითნებური განაშენიანება;
პ) არ დაუშვან სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავო ნაგებობების
სიახლოვესა და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საწარმოო და
საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვება;
ჟ) უზრუნველყონ გარემოს მდგომარეობაზე წიაღით სარგებლობასთან
დაკავშირებული სამუშაოების გავლენის სარწმუნო პროგნოზირება და შეფასება,
განახორციელონ აუცილებელი ზომები გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების
დასაცავად.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ.,
მუხ.153
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 45. წიაღში მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების განლაგების (ჩამარხვის)
და ჩამდინარე წყლების ჩაშვების მოთხოვნები
1. ნებადართულია წიაღში მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების განლაგება
(ჩამარხვა), ჩამდინარე წყლების ჩაშვება იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია
შემდეგი მოთხოვნები;
ჩასამარხი პროდუქტების ლიკვიდაცია ან იზოლაცია მოხდება მკაცრად დადგენილ
საზღვრებში და იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის წარმოშობისას თავიდან
იქნება აცილებული სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის
ობიექტებში მათი მოხვედრის შესაძლებლობა;
ეკოლოგიურად უსაფრთხო ისეთი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება,
რომლებიც უზრუნველყოფენ წიაღისა და გარემოს სხვა კომპონენტების დაცვას
მავნე ზემოქმედებისაგან;
ჩამარხვის ობიექტებისა და გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის მუდმივი
სისტემის უზრუნველყოფა, აგრეთვე ავარიის წარმოშობისას მოსახლეობის დაცვის
და დროული შეტყობინების ეფექტური ზომების მიღება.
2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №495 ).
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.