„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, №18, მაისი, 1994 წ., მუხ. 368) მე-3 მუხლის ,,თ’’
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) რადიონუკლიდებით, ტოქსიკური ნივთიერებებით და სახიფათო ან
არასახიფათო ნარჩენებით ნიადაგის დაბინძურება/დანაგვიანებისაგან დაცვა’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე” საქართველოს კანონი პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი
,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის
სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების
დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და
ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით
დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის
გამოცალკევებას), ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების
უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი პროექტი არის მითითებულ კანონპროექტთან
დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის საქართველოს კანონის პროექტით ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“
გათვალისწინებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ზუსტდება ნარჩენების ჩამონათვალი, კერძოდ, მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტში
მიეთითება, რომ ნიადაგდაცვით ღონისძიებებს და საშუალებებს წარმოადგენს
რადიონუკლიდებით, ტოქსიკური ნივთიერებებით და სახიფათო ან
არასახიფათო ნარჩენებით ნიადაგის დაბინძურება/დანაგვიანებისაგან დაცვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების
გაწევის საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალხმრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების
მართვის
თვინინგის
პროექტის
„გარემოს
დაცვის
სამინისტროს
შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა
და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც
ახორციელებს ავსტრიულ-ბულგარული კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს
ავსტრიელმა,
ბულგარელმა და გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების
საკითხებზე მომუშავე ქართველმა ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს ტექნიკურმა და სამართალმცოდნე
ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების
(იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა
სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა
სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო სექტორებთან
კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის
„გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების
მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“
ექპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 3. ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები
ნიადაგდაცვითი ღონისძიებები და საშუალებებია:
ა) ნიადაგის პასპორტიზაცია შესაბამისი პერიოდულობის დაცვით და
ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად ეკოლოგიურად უსაფრთხო
ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა;
ბ) ნიადაგის გამოფიტვის მიზეზების, სამელიორაციო, მიკრობიოლოგიური,
აგროქიმიური და გეობოტანიკური კვლევა, ბონიტირება და კადასტრის
პერიოდულად შედგენა;
გ) ეროზიისაგან ნიადაგის დაცვისათვის ორგანიზაციულ-სამეურნეო,
აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ჰიდროტექნიკური, ნიადაგდაცვითი
ღონისძიებების კომპლექსური შერჩევა;
დ) დამლაშების, დაჭაობების, ასევე ნიადაგის გამჟავების თავიდან აცილების
მიზნით აგროსამელიორაციო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა სწორი
შერჩევა;
ე) ნიადაგის რესურსების დაცვა სტიქიური მოვლენებისაგან (წყალდიდობა,
წყალმოვარდნა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი) სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში;
ვ) სათიბ-საძოვრების ნიადაგის დაცვის, მათი ნაყოფიერების ამაღლებისა და
მცენარეული
საფარის
გაუმჯობესების
კულტურულ-ტექნიკური
ღონისძიებების
განხორციელება;
ეროზიული
პროცესების
თავიდან
ასაცილებლად ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დაცვა და
მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით
ნახირისა და ფარის ძოვების აკრძალვა, საძოვართა მორიგეობის, ე.წ. როტაციის
დამკვიდრება;
ზ) სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების კარიერული წესით
მოპოვების შედეგად დაზიანებული ნიადაგის რეკულტივიცია და მაღალმთიან
რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული
ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის
ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) რადიონუკლიდებით, ტოქსიკური ნივთიერებებით და წარმოების
სხვადასხვა ნარჩენებით გაჭუჭყიანებისაგან ნიადაგის დაცვა,
ი) ნიადაგის ეტალონური ტიპების შენარჩუნება და აღკვეთილების მოწყობით
მონიტორინგის ორგანიზაცია;
კ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამის სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა განლაგების სწორი სტრუქტურა;
ლ) ნიადაგის დამუშავების პროგრესიული აგროტექნოლოგიებისა და
ეკოლოგიურად სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების,
რწყვის, ნიადაგის მელიორაციის ეფექტიანი მეთოდებისა და ჰუმუსის
ბალანსის რეგულირებისათვის თესლბუნვის დანერგვა, ორგანული და
მინერალური სასუქების, მელიორანტების გამოყენება.
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი № 1751 -სსმ I, № 31 , 10 . 12 . 2002 წ; მუხ. 138