„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, 1-2 (33-34/7), 22/01/1997 წელი, გვ. 40) მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
,,37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა
საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი
საფუძველია.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონი პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარჩენების
მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი
საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს
ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების
გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი
ნედლეულის გამოცალკევებას), ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების
უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი პროექტი არის მითითებულ კანონპროექტთან დაკავშირებული
კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის
საქართველოს კანონის პროექტით ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ
დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მე-2
მუხლის 37-ე პუნქტი (გარემოსდაცვითი ნებართვა) იცვლება და ზუსტდება გარემოზე
ზემოქმედების ნებართვის განმარტება, ვინაიდან აღნიშნული განმარტების მოქმედი
რედაქცია გამომდინარეობს „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს
კანონიდან, რომელიც გაუქმდა 2007 წელს „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“
საქართველოს კანონით, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის ზემოაღნიშნული პუნქტი
შესაბამისობაში მოდის არსებულ კანონმდებლობასთან და ,,ნარჩენების მართვის
კოდექსის“ პროექტთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საშემოსავლო
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების
მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა
გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით
საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულ-ბულგარული
კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა
და გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე
ქართველმა ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ტექნიკურმა და სამართალმცოდნე ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი შემუშავდა
სხვადასხვა სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის
სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა
სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა
სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო სექტორებთან კონსულტაციების
რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის
„გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის
სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
რომელშიც
(რომლებშიც)
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც
მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ
წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და
იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.
2. გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა
ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები.
3. ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის
სიმი).
4. ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც
აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ
მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და
ძუძუმწოვრები.
5. უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ
გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი
ორგანიზმი, ხერხემლიან ცხოველთა გარდა.
6. ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული
ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან
დამახასიათებელი.
7. პოპულაცია _ გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა
ერთობლიობა.
8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება.
9. ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად
განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი.
10. დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი,
რქები და სხვა).
11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი)_ ადგილი
ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან
გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები.
12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება
სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში.
13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი,
რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური
ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას.
14. მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც
გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების
გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი
თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი
ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
15. მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და
განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment
and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს
დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _
დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის
პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით
დოკუმენტებში.
16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი
მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება,
რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია
ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და
აღწარმოების უნარი.
18. გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ
ექსტრემალური პირობების დროს.
19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა
ბუნებრივ პირობებში.
20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა
ხელოვნურ პირობებში.
21. გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება
გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის
მიზნით.
22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს
რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს.
23. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების
მიზნით.
24. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება.
გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ
სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული.
25. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება.
გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც
შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია.
26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და
ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის
შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი.
27. დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა
და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების
თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და
(ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ
სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი
ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი
ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და
კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო,
საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის
განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.
28. სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების
დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _
მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve / Wilderness Area).
29. ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული
პარკი“ (National Park).
30. ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების
ძეგლი (Natural Monument).
31. აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას _
ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area).
32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების
დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _
დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape).
33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც
შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული
ტერიტორიების VI კატეგორიას _ რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed
Resource Protected Area).
34. სამინისტრო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრო.
35. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
რეგიონალური ორგანო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე
ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების
კომიტეტი.
36. საქმიანობა _ სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა
და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული
პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების
დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების
ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და
ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ
მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე.
37. გარემოსდაცვითი ნებართვა _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების, აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე. მისი
შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია
სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობისათვის. გარემოსდაცვითი ნებართვა არის
ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების
განთავსებაზე და სხვა.
38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება
და საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი
სადგურების
მოწყობა,
გარეულ
ცხოველთა
სახეობების
ინტროდუქცია,
რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა
მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის
საცდელი ჭრა) და სხვა.
39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები.
საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 .200 3 წ., მუხ. 120