„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.10.2014
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/262/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნარჩენების მართვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11 დეკემბერი, 1996, გვ. 6) მე9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) უცხო ქვეყნებიდან ბირთვული და სახიფათო ნარჩენების ჩამარხვა‐გაუვნებლობის მიზნით შემოტანაში;’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას), ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას. წარმოდგენილი პროექტი არის მითითებულ კანონპროექტთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის პროექტით ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით ხდება ნარჩენების მართვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, რამდენადაც პროექტით განსაზღვრულია სახიფათო ნარჩენების ცნება, რომელიც მოიცავს ტოქსიკურ ნარჩენებსაც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია/ კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის საქართველოში“ სისტემის ფარგლებში, შემუშავებისა რომელსაც და ახორციელებს გაუმჯობესების მიზნით ავსტრიულ-ბულგარული კონსორციუმი. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა და გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე ქართველმა ექსპერტებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტექნიკურმა და სამართალმცოდნე ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების (იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო სექტორებთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: რომელშიც (რომლებშიც) მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში 1. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია: ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და გავრცელებაში; ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების მშენებლობაში; გ) უცხო ქვეყნებიდან ბირთვული და ტოქსიკური ნარჩენების ჩამარხვა-გაუვნებლობის მიზნით შემოტანაში; დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში; ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში; ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში; ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში ; თ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული (არასტანდარტული) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზაციაში (იმპორტში ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში) . 2. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვისაა ინვესტირება დასაშვები: ა) ფულადი ნიშნების, მონეტების, სახელმწიფო ჯილდოების ნიშნების, საფოსტო მარკების წარმოებაში; ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმის დადამღვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; გ) სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი ნარკოტიკული საშუალებების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი სახეობების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ე) ენერგეტიკის სადისპეტჩერო საქმიანობაში. 3. უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია: ა) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საზღვაო ნავსადგურების აკვატორიებში საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებასთან, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სადისპეტჩერო საქმიანობაში; გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებასთან, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში; დ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედროსაბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში; ე) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში; ვ) სამშვიდობო დანიშნულებით ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში . საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.203