გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210017002127582
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/27687-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შ--–- მ–------ე

მოპასუხე - სს ,,ს------------------------------ი’’

წარმომადგენელი - ქ-----------------–--ე, ე-–---------–--–ი

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თანხის დაკისრება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ს------------------------------ი’’-ს დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება/შეტყობინება მოსარჩელე შ--–- მ–------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

1.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე შ--–- მ–------ე სს ,,ს------------------------------ი’’-ს იუ---------–-----------------ის ხელმძღვანელის პოზიციაზე;

1.3. დაეკისროს სს ,,ს------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 18 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის გადახდა 2 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

1.4. მოპასუხე სს ,,ს------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარეგრესო და დებიტორული მოთხოვნების რეალიზაციის შედეგად, 2017 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით ამოღებულ თანხებისა და 2017 წლის აგვისტოში ამოღებული თანხების მიხედვით განსხვავება ჩარიცხულ და ჩასარიცხ თანხებს შორის - 1 237.34 ლარის გადახდა;

1.5. მოპასუხე სს ,,ს------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ დაეკისროს სამი წლის საშვებულებო თანხის - 4 800 ლარის გადახდა;

1.6. მოპასუხე სს ,,ს------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოთხოვნილი საშვებულებო თანხის და მოთხოვნილი საკომისიო თანხის დაყოვნებით გადახდის გამო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის - 6 037.34 ლარის გადახდა.

(იხ სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი).

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

მოსარჩელე შ--–- მ–------ე 2011 წლის 04 ოქტომბრიდან მუშაობდა სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ში, სადაც უკანასკნელი 40 თვე იკავებდა იუ---------–-----------------ის ხელმძღვანელის თანამდებობას და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 2 500 ლარს. 2017 წლის 18 სექტემბერს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოსარჩელეს გადასცა დამსაქმებელი კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომლის თანახმადაც მოსარჩელე 2017 წლის 21 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელეს გადაეცა 2017 წლის 05 ოქტომბრით დათარიღებული წერილი N2---, სადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველები იყო განმარტებული. აღნიშნული წერილის თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტი - ეკონომიკური გარემოებები ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. რეალურად აღნიშნული საფუძველი არ არსებობდა და კომპანიაში არ განხორციელებულა არანაირი შემცირება. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე ერთადერთი შტატში აყვანილი ი--------ი იყო და მისი განთავისუფლების შემდეგ იუ---------–-----------------ის უფროსის თანამდებობა არ გაუქმებულა. შესაბამისად, მოპასუხეს სამუშაო ძალის შემცირება ნამდვილად არ მოუხდენია.

 

მოპასუხის მიერ გაცემული წერილი N2--- გათავისუფლების საფუძვლად ასევე მიუთითებს საქართველოს შრომითი კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ პუნქტი, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებული თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. უსაფუძვლოა მოპასუხის მიერ მითითებული აღნიშნული საფუძველი, ვინაიდან მის მიერ ი----------ლი საქმიანობის განხორციელება თანამდებობაზე ყოფნისას მიმდინარეობდა წარმატებით. მოპასუხემ ასევე მიუთითა გათავისუფლების საფუძვლად სრულიად უსაფუძვლოდ ასევე მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო’’ პუნქტზე, ვინაიდან მოსარჩელემ კომპანიაში მუშაობისას შექმნა სარეგრესო მოთხოვნების მართვის სისტემა, რითიც ხდებოდა მის მიერ მუდმივად დებიტორული დავალიანებების ამოღება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას გააჩნია შესაფერისი განათლება, კვალიფიკაცია და შესაბამისად კომპეტენცია, რათა წარმატებით გაუძღვეს იმ სამუშაოს, რასაც შრომითი ურთიერთობებისას ასრულებდა. იგი არაერთხელ იქნა მუშაობის განმავლობაში წახალისებული მოპასუხის მიერ.

 

2017 წლის 12 მარტის შრომითი ხელშეკრულების მე-5 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მიეღო საკომისიო სარგო უიმედო დებიტორული დავალიანებებიდან და სარეგრესო მოთხოვნების რეალიზაციიდან ამოღებული თანხების 4%-ის ოდენობით. ასანაზღაურებელი თანხა იანგარიშება შემდეგნაირად: ანაზღაურებას ექვემდებარება განსხვავება ჩარიცხულ და ჩასარიცხ თანხებს შორის. ჩასარიცხი თანხა : 2017 წლის 01 აპრილიდან 31 ივლისის ჩათვლით, ამოღებული დებიტორული თანხების მიხედვით 1 255 ლარო, 2017 წლის 01 აპრილიდან 31 ივლისის ჩათვლით, ამოღებული სარეგრესო თანხების მიხედვით 197 ლარი, 2017 წლის აგვისტოში ამოღებული დებიტორული თანხების მიხედვით 650 ლარი, 2017 წლის სარეგრესო თანხების მიხედვით 44.55 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 2 147.07 ლარს. ჩარიცხული თანხები ჯამში შეადგენს 909.73 ლარს, შესაბამისად, სხვაობა ჩარიცხულ და ჩასარიცხ თანხებს შორის შეადგენს 1 237.34 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას კომპანიაში მუშაობის განმავლობაში არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით, რითაც ირკვეოდა დამსაქმებლის მხრიდან მისი უფლებები აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მისაღები კუთვნილი საშვებულებო თანხა - 1 000 ლარი, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე მისაღები კუთვნილი საშვებულებო თანხა 1 800 ლარი და 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე მისაღები კუთვნილი საშვებულებო თანხა- 2 000 ლარი, ჯამში 4 800 ლარი.

 

გარდა აღნიშნული თანხებისა, მოპასუხეს ასევე უნდა გადახდეს მიუღებელი საშვებულებო თანხის (4 800 ლარის) და მიუღებელი საკომისიო თანხის (1 237.34) ლარის გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის გადასახდელი თანხის 0.07%.

 

2.1. მოპასუხე სს ,,ს------------------------------ი’’-ს პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე იუ---------–-----------------ის უფროსობამდე იკავებდა ზა----–--------------ისა და ზა----–---------------–--ის უფროსის პოზიციას და მისმა ხელფასმა 2 500 ლარს მიაღწია მხოლოდ 2015 წლის 01 თებერვლიდან. მოსარჩელეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით ეცნობა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო შემდგომ, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ასევე წერილობით განემარტა გათავისუფლების სათანადო საფუძვლები. მოსარჩელის მიერ განხორციელებული არასათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფის პირობებში, კომპანიას წარმოექმნა საჭიროება ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში მიეღო გადაწყვეტილება ს-----------ო ბიუროს დაქირავების შესახებ, რომელიც კომპანიაში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების შესაბამისად განახორციელებდა ამ ცვლილებების სამართლებრივ მხარდაჭერას, ასევე სამართლებრივი უზრუნველყოფის მხრივ კომპანიაში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების გამოსწორებასა და დახვეწას. ი--------ის პოზიციისთვის განკუთვნილი დარჩენილი საქმიანობა ს-----------ო საქმიანობის სახით კი წარიმართებოდა არა მოსარჩელის მიერ დამოუკიდებლად, არამედ ასევე დაქირავებული სხვა ს-----------ო ბიუროს მიერ, რომლისთვისაც გადაცემული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვანწილად გაიზარდა.

 

კომპანიაში შეიცვალა აქციონერი და მმართველი გუნდის ცვლილება ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დავები სრულად გადაეცეს წარმოებისთვის სათანადო ს-----------ო ბიუროს, ასევე დადინდა, რომ მნიშვნელოვანი სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით, სათანადო პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს სათანადო ს-----------ო ბიუროს მომსახურებით. შესაბამისად, მოპასუხეს იუ---------–-----------------ის უფროსის ყოლის პარალელურად, უწევდა დამატებითი ხარჯების გაღება ჯეროვნად ი----------ლი საქმიანობის წარმოებისთვის.

 

მოსარჩელეს განემარტა, რომ მის ერთადერთ ფუნქციას კომპანიაში სასამართლო დავათა წარმოება წარმოადგენდა. თუმცა მოსარჩელე არ წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ წევრს. ამასთან, მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მოსარჩელე ვერ მიუთითებს მტკიცებულებას რომლითაც დასტურდება, რომ იგი ს-----------ო საქმიანობას ახორციელებს საერთო ან სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. შესაბამისად, კომპანიის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა ყოველდღიური ი----------ლი დახმარების ეფექტურად უზრუნველყოფისთვის როგორც სამუშაო გამოცდილები, ასევე უცხო ენების (კერძოდ, რუსული ენის) ფლობის მხრივ უფრო მეტად კვალიფიციური კადრი, კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით. კომპანიაში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისთვის, ძირეული მნიშვნელობისაა, რომ კომპანიის შიდა ი--------ის პოსტს იკავებდეს ის პირი, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ყოფილ მენეჯმენტთან და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კონფიდენციალური ინფორმაცია ჰქონდა პროფესიული ეთიკის სათანადო ნორმებით შებოჭილ პირს - ადვოკატს. ამასთან, კომპანიის თანამშრომლების მიერ არაერთხელაა დაფიქსირებული მოსარჩელის მიერ კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა კომპანიაში. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ წარმოებული სასამართლო დოკუმენტაციის მომზადება და შეთანხმება მუდმივად ხდებოდა დაქირავებულ ს-----------ო ბიუროსთან კოორდინაციით, რაც მოწმობს იმას, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ უძღვებოდა საქმიანობას სწორედ მისი კვალიფიკაციის კომპანიის მოთხოვნებთან და საჭიროებებთან შეუსაბამობის გამო.

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ხელმოუწერელი და სათანადო წესით დაუმოწმებელი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება თუნდაც არარელევანტური, მაგრამ მოსარჩელის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეც. მხარეთა ხელმოწერით დადასტურებული საკომისიოები სრულადაა გადახდილი მოსარჩელის სასარგებლოდ. აუნაზღაურებელი შვებულების სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით კი, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შვებულების მოთხოვნისა და მასზე მიღებული უარის დამადასტურებელი ცნობები. მოსარჩელეს არ მიუმართავს კომპანიისთვის შვებულების გამოყენების მოთხოვნით, რაც გამორიცხავს მის მიერ ამ ნაწილში წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, მოპასუხის მიერ სრულადაა გადახდილი გამოუყენებელი შვებულების კუთვნილი, პროპორციული თანხა, რაც მოსარჩელის გათავისუფლების მიმდინარე კალენდარული წლის შვებულების ოდენობიდან იქნა დაანგარიშებული.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 04 ოქტომბერს სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ს, როგორც დამსაქმებელს, და შ--–- მ–------ეს, როგორც დასაქმებულს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც, მოსარჩელე სამუშაოზე მიღებულ იქნა ზა----–--------------ის თანამდებობაზე.

 

მხარეთა შორის 2013 წლის 04 ოქტომბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე შ--–- მ–------ე დასაქმდა ზა----–---------------–--ის უფროსის თანამდებობაზე.

 

2014 წლის 03 თებერვლის ხელშეკრულების დანართით 2013 წლის 04 ოქტომბერის შრომით ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, მოსარჩელე შ--–- მ–------ე დაინიშნა იუ---------–-----------------ის უფროსის თანამდებობაზე.

 

მხარეებს შორის დადებული 2017 წლის 12 მარტის შრომითი ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 2 500 ლარით. ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიერ მისი ძირითადი მოვალეობების შესრულების გარდა სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ს მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე დამზღვევთაგან და სარეგრესო ვალდებულებების მქონე მესამე პირთაგან, დასაქმებულის ძალისხმევით (მოლაპარაკებებით, გრაფიკის შედგენითა და გადახდების კონტროლით, სასამართლოში დავის წარმართვის გზით) მოზიდული დებიტორული და სარეგრესო თანხიდან ყოველთვიურად უხდის დასაქმებულს საკომისიოს 4%-ის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომის ხელშეკრულებები (ტომი 1, ს.ფ. 207-215);

- დანართი (ტომი 1, ს.ფ.216);

- შრომის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 217-222);

- დანართები (ტომი 1, ს.ფ. 207-224);

- შრომითი ხელშეკრულებები (ტომი 1, ს.ფ.225-232);

- დანართი (ტომი 1, ს.ფ. 233);

- შრომითი ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.234-237);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის მიმართვით მოსარჩელე შ--–- მ–------ეს ეცნობა დაკავებული თანამდებობიდან - სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ს იუ---------–-----------------ის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 21);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელე შ--–- მ–------ემ წერილობით მიმართა მოპასუხეს გათავისუფლების საფუძვლების დასაბუთების შესახებ მოთხოვნით. აღნიშნულ მიმართვაზე მოპასუხე სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 05 ოქტომბრის მიმართვით, მოსარჩელეს განემარტა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაილის ,,ა’’, ,,ვ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 24-25);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 25 სექტემბერს სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ს მიერ შ--–- მ–------ის ანგარიშზე ჩარიცხულია 4 503.92 ლარი. გადახდის დანიშნულებით - ხელფასი, გამოუყენებელი შვებულების და კომპენსაციის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ტომი 2, ს.ფ.74);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. სს ,,ს-----------------------------------–ო’’-მ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 20------4) შეიცვალა საფირმო სახელწოდება რის შემდეგაც კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) ი----------ლი პირების რეესტრში რეგისტრირებულია საფირმო სახელწოდებით - სს ,,ს------------------------------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ.238-239);

- ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ.295-296);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოსარჩელე შ--–- მ–------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებლის მხრიდან არ ჩატარებულა რაიმე სახის კონკურსი დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის დადგენის კუთხით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შ--–- მ–------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დადასტურდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე, 38-ე, 32-ე, 44-ე, 21-ე, 22-ე, 25-ე, 31-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით „შრომა თავისუფალია’’, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო’’ (გადაწყვეტილება №2/4-24; 28.02.1997), ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები’’ (გადაწყვეტილება №2/2-389; 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებითვე (გადაწყვეტილება №2/2-389; 26.10.2007) კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული მოთხოვნების მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით სადავოდაა გამხდარი მოპასუხე კომპანიის გადაწყვეტილება/ნება მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც გამოიხატა მხარისათვის შესაბამისი შეტყობინების გადაცემაში. უდავოა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად დამსაქმებლის მიერ მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ ძირითადი აპელირება განხორციელებულია მოსარჩელის კვალიფიკაციის და დაკავებული თანამდებობის მოთხოვნების შეუსაბამობასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწვეტილების მართლზომიერების შეფასების კუთხით იმსჯელოს შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ თოთოეულ გარემოებაზე დამოუკიდებლად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1- ე მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102.1-ე მუხლი). ამასთან, საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარმოუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებელის ფარგლებში უზრუნველყოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება.

 

ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებას სპეციფიური ხასიათი გააჩნია შრომითსამართლებრივ დავაში. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დამსაქმებელს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებს წარმოადგენს იმგვარი ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების ფაქტის დადასტურება , რომლებმაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება. მოპასუხის მტკიცების ფარგლებშია ასევე იმ გარემოების დამტკიცება, რომ ამ გარემოებების შედეგად აუცილებელი გახდა უშუალოდ მოსარჩელის გათავისუფლება. სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამსაქმებელ ორგანიზაციაში რეორგანიზაციის შედეგად, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განმარტოს, რომ, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში არ უნდა მოხდეს თვალთმაქცური რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ, საქმე №ას-1329-2018).

 

მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა კომპანიაში აქციონერის და მმართველი გუნდის ცვლილების ფაქტზე და მიუთითა ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დავების სათანადო ს-----------ო ბიუროსთვის სრულად გადაცემის თაობაზე. საქართველოს შრომის კოდექსიდან მოხმობილი დანაწესის თანახმად, მნიშვნელოვანია სწორედ ის გარემოება, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს სამუშაო ძალის შემცირებას. განსახილველ შემთხვევაში კი არ დასტურდება კომპანიაში სამუშაო ძალის შემცირების ფაქტი, ვინაიდან, მოპასუხის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მენეჯმენტის ცვლილებამ და აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ აუცილებელი გახადა არა სამუშაო ძალის შემცირება (პირობითად მოსარჩელის თანამდებობის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დამსაქმებელი მოიაზრებდა ი----------ლ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას რომელიმე სხვა ი----------ლ კომპანიასთან), არამედ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მისი ჩანაცვლება სხვა - მესამე პირით (იხ. მიღება ჩაბარების აქტი ტომი1, ს.ფ.26-35; პირადი ინფორმაცია ტომი 2, ს.ფ.32-34; შრომითი ხელშეკრულება ტომი 2, ს.ფ.35-44). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე კომპანიაში რეორგანიზაციის ჩატარების ფაქტი, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა მოსარჩელის გათავისუფლებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვერ დასტურდება ხსენებული პუნქტის ფარგლებით მოსარჩელის გათავისუფლების გათავისუფლების საფუძვლიანობა. ამასთან, ცხადია, მენეჯმენტის შეცვლა შრომით სამართლებრივი ხელშეკრულების შესაწყვეტად აუცილებელი ღირსი ინტერესის არ ქონის ფარგლებში ვერ განიხილება დასაქმებულთან ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. როგორც აღინიშნა მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავება არსებითად სწორედ ემყარება დასაქმებულის კვალიფიკაციის შეუსაბამობას მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (შდრ: №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი), რომელშიც დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივი საფუძვლის მითითების და დამტკიცების ტვირთი დაეკისრა დამსაქმებელს. შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში მსჯელობს რამდენად დასტურდება მოთხოვნებთან მოსარჩელის კვალიფიკაციის შეუსაბამობა.

 

უპირველესად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებების და მათში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე დასტურდება რომ მოსარჩელე ფაქტობრივად 2014 წლის 03 თებერვლიდან გათავისუფლებამდე იკავებდა იუ---------–-----------------ის ხელმძღვანელის პოზიციას. შესაბამისად, მოსარჩელე წლების განმავლობაში ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ უფლებამოსილებას და ამ დროის განმავლობაში მოპასუხეს სადავო არ გაუხდია მოსარჩელის, როგორც ი--------ის ან მისი როგორც იუ---------–-----------------ის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებასა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დამაჯერებლად დაადასტურებდა მოსარჩელის არაკვალიფიციურობას და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას დაკავებულ თანამდებობასთან, არ წარუდგენია. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება წარმოდგენილი მოწმის ჩვენება (იხ. მოწმის ჩვენება) უმთავრესად იმ გარემოების გამო, რომ მოწმის ჩვენება როგორც მტკიცებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვერ დაედება საფუძვლად დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, აღნიშნული სტანდარტის არ არსებობისას პირობებშიც კი სასამართლოს მოსაზრებით წარმოდგენილი მოწმის ჩვენებით არც დასტურდება მოსარჩელის არაკვალიფიციურობის ფაქტი.

 

მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება ასევე მოპასუხეს მიერ სხვა ი----------ლ კომპანიასთან დადებული და წარმოდგენილი ხელშეკრულება ი----------ლი მომსახურების შესახებ (ტომი 1, ს.ფ.262-268) და ცნობა ამ კომპანიაზე სამართავად გადაცემული დავების შესახებ (ტომი 2, ს.ფ.269), ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებს მოპასუხის და სხვა ი----------ლი კომპანიის თანამშრომლობის შესახებ ფაქტზე და არა მოსარჩელის არაკვალიფიციურობაზე.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს შეწყვეტილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევას არ განაპირობებს მოპასუხის მიერ 2019 წლის 04 თებერვალს გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 29-31) კომპანიაში იუ---------–-----------------ის უფროსის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ. ამასთან, გაურკვეველია მხარეთა შორის არსებული შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში რატომ უნდა გაიზიაროს სასამართლომ მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ გათავისუფლებისას მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა თუნდაც ამ ცნობაში აღწერილ ფუნქცია-მოვალეობებს. მოპასუხემ ვერ მიუთითა რა საშუალებით განხორციელდა ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელის კვალიფიკაციის შემოწმება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვერ ფლობს უცხო ენებს. იმ ფონზე, როდესაც მოსარჩელის მიერ სადავოა გამხდარი აღნიშნული (მოსარჩელემ მიუთითა რუსული ენის დამაკმაყოფილებლად ცოდნის ფაქტზე) ამ ნაწილშიც სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის როგორც დამსაქმებლის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები (თუნდაც მოსარჩელის მიერვე შევსებული პირადი ინფორმაცია რომელიც მაღალი ალბათობით ინახება კომპანიაში და მისთვის ადვილად ხელმისაწვდომ მტკიცებულებას წარმოადგენს) რაც გააქარწყლებდა მაინც მოსარჩელის შედავებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების ერთიანობაში შეფასებიდან ცხადი ხდება, რომ დირექტორის ცვლილება წინ უსწრებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. სასამართლოს წინამდებარე მსჯელობა არ გულისხმობს მას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა უფლებამოსილება სადავო გაეხადა მოსარჩელის კვალიფიკაცია კომპანიაში უკვე მის მიერ დადენილ მოთხოვნებთან, თუმცა როდესაც აღნიშნული საფუძვლად უდევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას აუცილებელია კონკრეტული, მტკიცებულებებით გამყარებული დადასტურება რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის არაკვალიფიციურობა. შესაბამისად, მოპასუხემ ამ ნაწილშიც ვერ უზრუნველყო რაიმე სახის წონადი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც განაპირობებდა მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული გარემოების საფუძვლიანობას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად განსაზღვრულია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. გათავისუფლების მართლზომიერების დადგენის მიზნით აღნიშნული საფუძველზე მსჯელობისას სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. ,,favor prestatoris’’ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში ( იხ. სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ; შდრ. საქმე N1124-1080-2016, 10.03.2017წ.). აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის მხრიდან არ განხორციელებულა იმის მტკიცება, რომ არსებობდა რაიმე სხვა ობიექტური გარემოება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერც ამ საფუძველით მიიჩნევს მართლზომიერად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულთან.

 

შესაბამისად, საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მოსარჩელესთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი, რაც განაპირობებს გათავისუფლების თაობაზე სადავოდ გამხდარი ბრძანებების/შეტყობინების ბათილად ცნობას.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

სასამართლო მიუთითებს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით’’. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან არამართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, უნდა განხორციელდეს მოსარჩელის უფლების რესტიტუცია და იგი აღდგენილ უნდა იქნეს დაკავებულ თანამდებობაზე.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. 44-ე მუხლის მიხედვით კი, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 2 500 ლარით.

 

შრომითსამართლებრივი დავიდან გამომდინარე განაცდურის (ზიანის) ანაზღაურების შესახებ საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განხორციელებული იყო სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 411-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები: დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა, შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, რითაც დაარღვია სშკ-ის 37-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სახეზეა საწარმოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება; ბ) დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი, მან ვერ მიიღო შრომის ანაზღაურების სახით ის შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა, რომ არა საწარმოს უკანონო მოქმედება......... განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება’’ (იხ.სუსგ #ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდურის მიღება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის თანმდევი სამართლებრივი შედეგია. განსახილველ შემთხვევაში სადავო განთავისუფლების ბრძანება მიჩნეულია ბათილად, განისაზღვრა ასევე მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, რის შედეგადაც გამოიკვეთა არამართლზომიერად გათავისუფლების გამო აღდგენილი დასაქმებულისათვის იძულებითი განაცდურის გაცემის საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული 2017 წლის 12 მარტის შრომითი ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 2 500 ლარით. ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიერ მისი ძირითადი მოვალეობების შესრულების გარდა სს ,,ს-----------------------------------–ო’’-ს მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე დამზღვევთაგან და სარეგრესო ვალდებულებების მქონე მესამე პირთაგან, დასაქმებულის ძალისხმევით (მოლაპარაკებებით, გრაფიკის შედგენითა და გადახდების კონტროლით, სასამართლოში დავის წარმართვის გზით) მოზიდული დებიტორული და სარეგრესო თანხიდან ყოველთვიურად უხდის დასაქმებულს საკომისიოს 4%-ის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

სასარჩელო მოთხოვნა გადასახდელი საკომისიოს - 2017 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით ამოღებულ თანხებისა და 2017 წლის აგვისტოში ამოღებული თანხების მიხედვით ჩარიცხულ და ჩასარიცხ თანხებს შორის განსხვავების - 1 237.34 ლარის გადახდის თაობაზე ემყარება მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო შეთანხმების დარღვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის (ტომი 1, ს.ფ.43-49) საპირისპიროდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი (ტომი 2, ს.ფ.74-83) შეთანხმებების, ასევე მათ საფუძველზე განხორციელებული საგადახდო დავალებების და ცნობის საპირისპიროდ ვერ ადასტურებს, მოპასუხის მიერ მითითებული ოდენობით გადასახდელი საკომისიოს თაობაზე ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, არ დასტურდება წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

 

6.5. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ასევე მოითხოვს გასული სამი წლის საშვებულებო თანხის ანაზღაურებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა’’, „ვ’’–„თ’’ და „ო’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამსაქმებელის მიერ ანაზღაურებულია მოსარჩელისთვის კუთვნილი საშვებულებო თანხა. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თორმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლებით დადგენილია არა მარტო შვებულების ხანგრძლივობის ფარგლები, არამედ დასაქმებულს ენიჭება უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნების მიღება-სავალდებულო გამოხატვა.

 

სასამრთლოს განმარტებით, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს ანუ, იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. დანაწესის მიზანია დასაქმებულის დასვენების უფლების დაცვა იმგვარად, რომ ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა.

 

ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად გადამწყვეტია, რომ პირი იყოს გათავისუფლებული მეწარმის მიერ, არ ჰქონდეს გამოყენებული კუთვნილი შვებულება და ეროვნული კანონები ითვალისწინებდეს შესაბამისი ანაზღაურების გამოყენების საშუალებას. ამდენად, თუ არსებობს ზემოაღნიშნული სამი გარემოება, რომელსაც ადგენს კონვენციის მე-6, მე-3 და მე-5 მუხლები, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ წინა წლების შვებულების უფლება, რომელიც არ იქნა რეალიზებული მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გაქარწყლდა და შესაბამისად, მისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ამასთან, სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას დამსაქმებლის ნებით არ ეძლეოდა შვებულება. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულებები (ტომი 2, ს.ფ. 67-73), რომლებიც ადასტურებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის მიერ შვებულებით სარგებლობის ფაქტებს.

 

6.6. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ასევე მოითხოვა ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.07%-ის გადახდა.

 

კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითზე მსჯელობისას სასამართლო სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე Nას-291-291-2018) და მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). ამასთან, სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არ შეასრულებს, ანუ, თუ გამოიკვეთება გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ-ები: Nას-285-271-2013; Nას-1502-1422-2017; Nას-1257-1177-2017; Nას- 682-636-2017; №ას-82-82-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში კი, როდესაც მოსარჩელესთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა და იგი აღარ ასრულებდა შრომით მოვალეობებს, შესაბამისად, ის აღარ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. აღნიშნული გარემოება კი საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებას და მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გამორიცხავს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ამ ნორმის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (ტომი 1, ს.ფ. 240) 100 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის 3%, რაც შეადგენს 2 700 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ--–- მ–------ის სარჩელი სს ,,ს------------------------------ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ს------------------------------ი’’-ს დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება/შეტყობინება მოსარჩელე შ--–- მ–------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

1.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე შ--–- მ–------ე სს ,,ს------------------------------ი’’-ს იუ---------–-----------------ის ხელმძღვანელის პოზიციაზე;

1.3. დაეკისროს სს ,,ს------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 18 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის გადახდა 2 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

1.4. სასარჩელო მოთხოვნა სს ,,ს------------------------------ი’’-სთვის მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ საკომისიოს - 1 237.34 ლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

1.5. სასარჩელო მოთხოვნა სს ,,ს------------------------------ი’’-სთვის მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ სამი წლის საშვებულებო თანხის - 4 800 ლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

1.6. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სს ,,ს------------------------------ი’’-სთვის მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 6 037.34 ლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ს------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შ--–- მ–------ის სასარგებლოდ გადახდილის სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;

3. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ს------------------------------ი’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის - 2 700 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია