გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210117002057706
№ 2/656- 2017 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე _ მზევინარ მაჭავარიანი;
წარმომადგენელი - ეთერ ტალახაძე;
მოპასუხეები _ ავთანდილ მაჭავარიანი, მადონა მაჭავარიანი, ზაირა მაჭავარიანი-აბაშიძე;
წარმომადგენელი - მანანა ბოგვერაძე;
მოპასუხეები- ეთერ ორდენიძე, თეიმურაზ ორდენიძე, შალვა კიკნაძე.
დავის საგანი_ უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1 ბათილად იქნას ცნობილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე N36.04.41.283 ს/ კოდი მქონე უძრავ ქონებაზე (ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანსა (პ/ნ 56001002637, გარდაცვალების აქტის N 27157000821, თარიღი 2.12.2015წელი) და შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს (პ/ნ 18001005284) შორის დადებული ) ჩუქების ხელშეკრულება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე 36.04.41.187 და 36.04.41.188 ს/ კოდის მქონე უძრავ ქონებებზე ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანსა (პ/ნ 56001002637, გარდაცვალების აქტის N 27157000821, თარიღი 2.12.2015წელი) და შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს (პ/ნ 18001005284) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე ეთერ ორდენიძეს, თეიმურაზ ორდენიძეს, შალვა კიკნაძესა და ავთანდილ მაჭავარიანს (პ/ნ 18001005284) შორის N36.04.41.186 ს/ კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
1.4 მეუღლეთა თანასაკუთრებად იქნას ცნობილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე ავთანდილ მაჭავარინის (პ/ნ 18001005284) სახელზე რეგისტრირებული N36.04.41.283, 36.04.41.187, 36.04.41.188 და 36.04.41.186 ს. კოდის მქონე უძრავი ქონებები.
1.5 მზევინარ მაჭავარიანი (პ/ნ 56001002638) ცნობილ იქნას ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე ავთანდილ მაჭავარიანის (პ/ნ 18001005284) სახელზე რეგისტრირებული N36.04.41.283 ს/ კოდის მქონე უძრავი ქონების 2/3 წილის მესაკუთრედ.
1.6. მზევინარ მაჭავარიანი (პ/ნ 56001002638) ცნობილ იქნას ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე 36.04.41.187 და N36.04.41.188 ს/ კოდის მქონე უძრავი ქონებების 2/3 წილის მესაკუთრედ.
1.7 მზევინარ მაჭავარიანი (პ/ნ 56001002638) ცნობილ იქნას ხარაგაულის რაინის სოფელ ლაშეში მდებარე N36.04.41.186 ს. კოდის მქონე უძრავი ქონების 2/3 წილის მესაკუთრედ.
1.8. მზევინარ მაჭავარიანს (პ/ნ 56001002638) მიეკუთვნოს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ქონებიდან საწნახელი (ღირებული 300 ლარად), არყის სახდელი ქვაბი ( 150 ლ), საწოლნახევრიანი ტახტი (180 ლ), სალოგინე ( 300 ლ.), სამეული-დივანი სავარძლებით (400 ლარი), 2 ცალი საწოლი (60 ლარი), ფარდები (1200 ლარი), წიგნის 4 ცალი თარო (120 ლარი),4 ცალი ჭაღი (120 ლ), ან ამ ნივთების არარსებობის შემთხვევაში, მოპასუხეებს დაეკისროთ ამ ნივთების ღირებულების 2830 ლარის გადახდა.
სარჩელის გარემოებები:
ავთანდილ მაჭავარიანი და მზევინარ მაჭავარიანი შეუღლდნენ 1990 წელში. ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში. ქორწინების რეგისტრაცია მხარეებმა მოახდინაეს 1993 წლის 09 დეკემბერს. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შვილი არ შეძენიათ. ავთანდილ მაჭავარიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი, რომლებიც ცხოვრობდნენ ქ. ზესტაფონში. მზევინარ მაჭავარიანთან შეუღლების გამო ავთანდილ მაჭავარიანს ურთიერთობა აღარ ჰქონდა თავის ოჯახთან. მეუღლეთა თანაცხოვრება დაიწყო 1990 წელში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში, სადაც ავთანდილ მაჭავარიანმა საცხოვრებლად მიიყვანა მოსარჩელე. ამ დროისათვის ავთანდილ მაჭავარიანის საცხოვრებელი სახლი იყო მხოლოდ კარკასული სახით. მას არ ჰქონდა სახურავი, იატაკი, აივნები, არ იყო გალესილი, არ ჰქონდა სარდაფი, საწვიმარი ღარები, სახლი, რომლის მშენებლობაც ავთანდილ მაჭავარიანის მიერ იყო დაწყებული და წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას, გარდაიქმნა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან ეს ქონება მზევინარ მაჭავარიანის ძალისხმევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი თანაცხოვრების პერიოდში. კერძოდ: გადახურეს სახლი, იყიდეს იატაკისათვის საკოჭე მასალა, ფიცრები, ლურსმნები, დააგეს იატაკი, გაღებეს, საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს გააკეთეს და გადახურეს აივანი 2*3-მეტრზე, მიწის ქვეშ სარდაფი დაღრმავებული იქნა დაახლოებით 1 მეტრი და 20 სანტიმეტრით ზამთარში შესანახი პროდუქტებისათვის, გალესეს საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, გააკრეს გაჯი, გააკეთეს და ჩასვეს წაბლის ფანჯრები, მინები. პირველ სართულზე სამზარეულოში გალესეს ჭერი, ერთ ოთახში დააგეს პარკეტი, ჭერზე გააკეთერს პლასტიკატი, აივანზე და კიბეზე გააკეთეს ალუმინის მოაჯირები და ალუმინით შემოღობეს საცხოვრებელი სახლის სახურავის ქვეშ წინა და გვერდითი ხედი, რაშიც მზევინარ მაჭავარიანმა გადაიხადა 1500 ლარი, ღობისათვის შეიძინა ხანდის ქვა- 750 ცალი, რაშიც მან გადაიხადა 1750 ლარი, ასევე ნატეხი ქვები 6 მანქანა. თითო მანქანაში გადაიხადა 120 ლარი. ამოაშენეს ღია აივნის ქვეშ სააბაზანო 4*4 მეტრზე, ბლოკით. ეზოს ორ მხარეს ქვითა და ცემენტით ამოიყვანეს ღობის კედელი, რომლისთვისაც 1.5 ტონა ცემენტი მზევინარ მაჭავარიანმა შეიძინა მეზობლის - ბუდუ ნიქაბაძისაგან. ასევე გააკეთეს ბოსელი, სიმინდის შესანახი რკინის ნალია. გააკეთეს ჭა, რომელიც დაჯდა 1000 ლარი. გააკეთეს სახლის აივანი, თავისივე კიბით. მშენებლობის, რემონტის და ოჯახისათვის საჭირო ნივთების შეძენისათვის ყველა ხარჯი გაიღო მზევინარ მაჭავარიანმა, რამდენადაც 2002 წლიდან ის მუშაობდა საბერძნეთში და იქიდან მეუღლეს უგზავნიდა თანხებს და რომელიც აწარმოებდა და ხელმძღვანელობდა სამუშაოებს. 1996 წლის 22 თებერვალს გაიცა მიწის მიღება-ჩაბარების N205-ე აქტი, რომლის საფუძველზე ავთანდილ მაჭავარიანს, როგორც მეორე კატეგორიის კომლს გამოეყო 0.50 ჰა მიწის ნაკვეთი. 2001 წლის 05 ოქტომბერს და 31 ოქტომბერს გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების საფუძველზე მაჭავარიანი ავთანდილის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა მიწის მიღება-ჩაბარების აქტით მიზომილი მიწის ნაკვეთები, რომელიც აღირიცხა საჯარო რეესტრში ავთანდილის სახელზე. 2002 წლიდან ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით მზევინარ მაჭავარიანი გაემგზავრა საბერძნებთში, საფუძველი იყო, ავთანდილ მაჭავარიანის მიერ დაგროვებული ვალები და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. მის მიერ გამოგზავნილი თანხით 2005 წლის იანვარში ეთერ ორდენიძისა და მისი ოჯახის წევრებისაგან იყიდეს მიწის ნაკვეთი, რომელშიდაც მზევინარმა გადაიხადა 600 ლარი. შეთანხმება ნასყიდობის საგანზე, ფასზე მასსა და ეთერ ორდენიძეს შორის მოხდა. მზევინარ მაჭავარიანის მიერ გამოგზავნილი მიწის შესასყიდი თანხა ეთერ ორდენიძეს მისმა მეუღლემ გადასცა, ჯერ 500 ლარი და შემდეგ 100 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულება ეთერ ორდენიძეს და მის ოჯახის წევრებს არ გაუფორმებიათ არც მზევინართან და არც მის მეუღლესთან, ვინც ნამდვილად წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეებს, არამედ შედგა ეთერ ორდენიძეს, ასევე მისი ოჯახის წევრებსა და მოპასუხე, შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს შორის, რომელიც არ ყოფილა ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე, არ უწარმოებია მოლაპარაკება უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით ეთერ ორდენიძესთან და მის ოჯახის წევრებთან და არ გადაუცია მისთვის უძრავი ქონების შესასყიდი თანხა. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით, ვინაიდან ეთერ ორდენიძემ იცოდა, რომ მასთან ნასყიდობის საგანზე მოლაპარაკებას აწარმოებდა მზევინარ მაჭავარიანი. ფასსზეც შეთანხმება მათ შორის მოხდა და თანხაც მზევინარის მიერ იქნა გადმოგზავნილი, თუმცა ქონება მოტყუებით აღირიცხა შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანის სახელზე. მოსარჩელის თანხებით იქნა შეძენილი სოფელ ლაშეში ხის საწნახელი - 300 ლარის ღირებულების, არყის გამოსახდელი ქვაბი- 150 ლარის ღირებულების. ერთად ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2006 წელში მზევინარმა იყიდა ავეჯი, 4 ცალი საწოლი, რომელშიდაც გადაიხადა 120 ლარი. საწოლნახევრიანი ტახტი, რომელშიდაც გადაიხადა 180 ლარი, სალოგინე-300 ლარი, 4 ცალი წიგნის თარო, თითოეულის ფასი 30 ლარი. დივანი სავარძლებით 400 ლარის ღირებულების, 4 ცალი ჭაღი 120 ლარის ღირებულების; მე-2 სართულის ფარდები 600 ევროს ღირებულების, ასევე, 2005 წელს მზევინარმა მეუღლეს უყიდა ავტომანქანა გაზ-24, 1800 აშშ დოლარად. ოჯახისათვის შემოსავლის მიღების მიზნით შეიძინა 3 სული ძროხა და გაისტუმრა მეუღლის მიერ აღებული ვალები. ავთანდილ მაჭავრიანს არასოდეს უარუყვია და პირიქით, ყველა წერილში მადლობას უხდიდა მეუღლეს, რომ საცხოვრებელი სახლი და ეზო- გარემო მან გააკეთა მაღალი გემოვნებით. მადლობის ნიშნად აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზეც კი გადასცა 2005 წლის 01 მარტს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ჩუქების ხელშეკრულება მის მეუღლეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში არ გაუტარებია. (უფრო ადრე 2003 წელში შედგენილი ანდერძით კი მთელი თავისი ქონება, რომელიც მის სახელზე აღმონდებოდა მისი გარდაცვალების დღისათვის უანდერძა მოსარჩელეს). ავთანდილ მაჭავარიანი გარდაიცვალა 2015 წლის 19 ნოემბერს. 2016 წლის 07 ივლისს ნოტარიუს ნინო ფერაძის მიერ გამოქვეყნებულ იქნა აღნიშნული ანდერძი. ანდერძის გამოქვეყნების დროს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები, რომლებიც მზევინარ მაჭავარიანისა და მისი მეუღლის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, და რომელიც მოსარჩელეს ანდერძის საფუძველზე გადაეცა, მის მეუღლეს ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ისე რომ მას მოსარჩელისათვის არაფერი უცნობებია და არ ჩაუყენებია საქმის კურსში, მისი თანხმობის გარეშე, მიუცია მისი შვილიშვილისათვის - მოპასუხე ავთანდილ მაჭავარიანისათვის. კერძოდ, საცხოვრებელ სახლზე და მის ქვეშ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ს/კ 36.04.41.283 (ნ წ/კ 36.04.01.647). ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებულია 2008 წლის 17 ივნისს, ხოლო მიწის ნაკვეთებზე ს/კ 36.04.41.188.ს/კ 36.04.41.187 ნასყიდობის ხელშეკრულებებია გაფორმებული ბაბუასა და შვილიშვილს შორის 2014 წლის 10 ივლისს. ნასყიდობის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთზე ს/კ 36.04.41.188. გადახდილია 1000 ლარი, ხოლო .ს/კ 36.04.41.187 -500 ლარი. ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებაა გაფორმებული მოპასუხე ავთანდილ მაჭავარიანსა და ეთერ ორდენიძეს, თეიმურაზ ორდენიძესა და შალვა კიკნაძეს შორის 2014 წლის 14 ივლისს 3817.კვ.მეტრ მიწაზე ს/კ 36.04.41.186, რომლის ფასადაც მხარეების მიერ განსაზღვრულია ხელშეკრულებაში 600 ლარი. მზევინარ მაჭავარიანმა და მისმა მეუღლემ რეგისტრირებული ქორწინებით ერთად იცხოვრეს 23 წელი. ყველაფერი ერთობლივად შექმნეს, მზევინარის დიდი ძალისხმევითა და მისი მიერ გამოგზავნილი თანხებით. მის მეუღლეს არ ჰქონდა იმის უფლება, რომ მასთან შეთანხმების გარეშე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მეუღლეთა მიერ ერთად შექმნილი და შეძენილი ქონება ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე აჩუქა და თითქოსდა მიჰყიდა მის შვილისშვილს მოპასუხე ავთანდილ მაჭავარიანს. როგორც ჩუქების, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებები არის მოჩვენებით დადებული გარიგება. მოპასუხე ავთანდილ მაჭავარიანი, რომელიც არის აწგარდაცვლილი ავთანდილ მაჭავარიანის შვილიშვილი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კეთილსინდისიერ შემძენად, რადგანაც მან კარგად იცოდა, რომ ქონება წარმოადგენდა მოსარჩელისა და მისი მეუღლის თანასაკუთრებას, თითქმის ყველა თანხა, საცხოვრებელ სახლზე, მის კეთილმოწყობაზე და ავეჯის შეძენაზე, თუ ხელოსნებზე მზევინარ მაჭავარიანის მიერ იყო გაღებული. მან ასევე კარგად იცოდა, რომ ეთერ ორდენიძისაგან მოსარჩელის მიერ იყო შესყიდული მიწის ნაკვეთი. შეთანხმება სწორედ მათ შორის იყო მიღწეული უძრავი ქონების შესყიდვაზე, ნასყიდობის ფასიც მოსარჩელის მიერ იქნა გადმოგზავნილი და როგორც საცხოვრებელი სახლის, ასევე მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრე ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანთან ერთად მოსარჩელეც იყო. ბაბუა-შვილიშვილს შორის დადებული ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებები, ქმნის დასაბუთებულ ეჭვს იმისას, რომ გარიგების მხარეები მოქმედებდნენ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მათ შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბაბუა კვლავ რჩებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და კვლავ ის ამუშავებდა მიწის ნაკვეთებს, ის იხდიდა უძრავი ქონების გადასახადებს... ხოლო ეთერ ორდენიძესა და შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მოტყუებითაა დადებული, ამ ხელშეკრულებებმა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით მინიჭებული უფლება შეზღუდა. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს სადაო ქონების -მეუღლეთა თანასაკუთრების 1/2 ნაწილის მესაკუთრეს. მას ასევე, როგორც გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეს ავთანდილ მაჭავარიანის კუთვნილი 1/2 ნაწილიდან მემკვიდრეობით, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდროს მისი კუთვნილი წილი, ე.ი სულ მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანის საკუთრებას წარმოადგენს სადაო ქონების 2/3 წილი, ხოლო 1/3 წილი წარმოადგენს ავთანდილ მაჭავარიანის სხვა მემკვიდრეების საკუთრებას.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხეებმა ავთანდილ მაჭავარიანმა, ზაირა მაჭავარიანმა - აბაშიძემ და მადონა მაჭავარიანმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ მოძრავი ქონების მოთხოვნის ნაწილში ( 1 ცალი საწოლნახევრიანი ტახტი, სალოგინე, დივანი- სავრძლებით, 2 ცალი საწოლი, მეორე სართულის ფარდები 9 ცალი, 4 ცალი ჭაღი, წიგნის 4 ცალი თარო) და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტეს, რომ ეს ნივთები, გარდა საწნახელისა და არყის სახდელი ქვაბისა, იმყოფება სახლში და მზევინარ მაჭავარიანს შეუძლია წაიღოს ისინი თავის პირად ნივთებთან ერთად. რაც შეეხება სხვა სასარჩელო მოთხოვნებს, ისინი არ ცნეს მოპაუხეებმა და შესაგებელში, ახსნა-განმარტებასა და საპაექრო სიტყვაში განმარტეს შემდეგი: მზევინარ მაჭავარიანი ავთანდილ მაჭავარიანის კომლის წევრი არ ყოფილა. ისინი დაქორწინდნენ 1993 წელს. სადავო საცხოვრებელი სახლი აგებული იქნა ავთანდილ მაჭავარიანის მიერ პირველ მეუღლესთან ქორწინებისას და ეს ქონება ავთანდილ მაჭავარიანის ინდივიდუალური საკუთრება იყო მზევინარ მაჭავარიანთან დაქორწინებამდე. მოსარჩელეს ამ ქონებაზე ხარჯები არ გაუწევია. მას ჰყავს შვილი, რომელსაც უგზავნიდა საბერძნეთიდან თანხებს და არა ავთანდილ მაჭავარიანს. ავთანდილ მაჭავარიანმა თავისი ინდივიდუალური საკუთრება, თავისი საცხოვრებელი სახლი განკარგა თავის სიცოცხლეში და 2008 წლის 17 ივნისს აჩუქა შვილიშვილს- ავთანდილ მაჭავარიანს, კანონის სრული დაცით და ამაში არ სჭირდებოდა მზევინარ მაჭავარიანის თანხმობა. მზევინარ მაჭავარიანმა ამის შესახებ გაიგო 2008 წელს, თუმცა სარჩელი აღძრა 2017 წელს, რაც მისი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებს. მზევინარ მაჭავარიანმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სადავო სახლზე მის მიერ ხარჯები გაწევა. ავთანდილ მაჭავარიანის პირადი წერილები ვერ იქნება ამისათვის სანდო და სათანადო მტკიცებულებები. პირიქით, სხდომაზე მოპასუხეთა მიერ მოწვეულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ლაშეში მდებარე სახლზე ხარჯები გასწიეს ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანის შვილმა თემურ მაჭავარიანმა და შვილიშვილმა ავთანდილ მაჭავარიანმა. ავთანდილ მაჭავარიანს, როცა დასჭირდა, მოუარა შვილის თემურ მაჭავარიანის ოჯახმა, უმკურნალეს და შემდგომ მისი დაკრძალვის ხარჯებიც თემურის ოჯახმა გაიღო. ასევე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზიები ორდენიძეებისაგან შეძენილ ქონებაზე, ვინაიდან ამ ქონების შეძენის ფაქტი მან ვერ დაადასტურა.
2.2. მოპასუხეებმა ეთერ ორდენიძემ, თეიმურაზ ორდენიძემ და შალვა კიკნაძემ სარჩელი ცნეს, შესაგებელში განმარტეს, რომ მზევინარ მაჭავარიანი იყო ავთანდილ მაჭავარიანის მეუღლე და მასთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ლაშეში. მზევინარი აქტიურად შრომობდა სოფელში და გვერდით ედგა ქმარს. საცხოვრებელი სახლი გაკეთდა მზევინარის საბერძნეთში წასვლის შემდგომ, მზევინარის თანხებით, თუმცა რაზე რა თანხა დაიხარჯა, მათ არ იციან. მზევინარის მეუღლე ავთანდილი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მზევინარი ერთგულად ედგა გვერდით და მისი დახმარებით აკეთებდა ყველაფერს. სოფელ ლაშეში მათ საკუთრებაში ჰქონდათ 36.04.41.186 ს. კოდის მქონე უძრავი ქონება, 3817.00 კვ.მ, რომლის ყიდვის სურვილი ჰქონდა მზევინარ მაჭავარიანს და მისი შესაძენი თანხა გამოაგზავნა საბერძნეთიდან. ამდენად, აღნიშნული ნაკვეთი მათ მზევინარ მაჭავარიანს მიჰყიდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მზევინარ მაჭავარიანი და ავთანდილ მაჭავარიანი ფაქტობრივად შეუღლდნენ 1990 წელს, ხოლო ქორწინების რეგისტრაცია მოახდინეს 1993 წლის 9 დეკემბერს. ისინი ფაქტობრივად შეუღლების დღიდან ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში და ერთობლივად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ქორწინების მოწმობას.
3.2. ავთანდილ მაჭავარიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი - თეიმურაზ მაჭავარიანი და ზაირა მაჭავარიანი - აბაშიძე. თეიმურაზ მაჭავარიანის შვილია მოპასუხე ავთანდილ მაჭავარიანი (შვილიშვილი).
სასამართლოს დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.3. 1992 წლის ბოლოს, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის, ავთანდილ მაჭავარიანი ოჯახი წარმოადგენდა კომლს და კომლის ერთადერთი წევრი თავად იყო.
სასამართლო დაეყრდნო 2014 წლის 16 ივნისის NAA2014031921-03 საარქივო ცნობას.
3.4. კომლის გაუქმებამდე და მიწის რეფორმამადე ავთანდილ მაჭავარიანის კომლს ეწერა სამი ნაკვეთი: ერთი საკარმიდამო ეზო, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, ფართობი 1141.00 კვ.მ., ამჟამად ს/კოდით 36.04.41.283; მეორე ვენახი 646 კვ.მ და მესამე ნამოსახლი -220 კვ.მ. მეორე და მესამე ნაკვეთები ამჟამად რეგისტრირებულია ს. კოდით 36.04.41.187 , ფართი 866 კვ.მ.
სასამართლო დაეყრდნო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N205 აქტს და საჯარო რეესტრის ამონაწერებს.
3.5. მიწის რეფორმის შედეგად, 1996 წელს, ავთანდილ მაჭავარიანის ოჯახს, რომლის წევრები იყვნენ თავად ავთანდილ მაჭავარიანი და მისი მეუღლე მზევინარ მაჭავარიანი სახელმწიფოსაგან გადაეცათ მიწის ორი ნაკვეთი -საყანე ფართობები, რომლებიც ამჟამად რეგისტრირებულია ს. კოდით 236.04.41.188, ფართობი 3079.00 კვ.მ.
სასამართლო დაეყრდნო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N205 აქტს, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობებს, საჯარო რეესტრის ამონაწერს.
3.6.ავთანდილ მაჭავარიანი და მზევინარ მაჭავარიანი შეუღლების დღიდანვე ერთად, ერთ ოჯახად 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში, სადაც ერთობლივი შრომითა და სახსრებით გააკეთეს, გააუმჯობესეს და კეთილმოაწყვეს საცხოვრებელი სახლი, ეზო და კარმიდამო ( მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებლი სახლი, ს/ კოდით 36.04.41.283) კერძოდ: მათი შეუღლებისას ავთანდილ მაჭავარინის სახლი ძირითადად წარმოადგენდა კარკასულ შენობას (საცხოვრებლად ვარგისი იყო პირველი სართულის 2 ოთახი), რომელიც გადაგეგმარებისა და გარემონტების შედეგად აქციეს საცხოვრებელ სახლად. 2002 წლიდან მზევინარ მაჭავარიანი ოჯახის ვალების გასტუმრების და ასევე ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, წავიდა საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, საიდანაც მეუღელეს -ავთანდილ მაჭავარიანს უგზავნიდა სოლიდურ თანხების, სახლისათვის საშენი მასალის, მშენებლობის, ხელოსნებისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის. სწორედ მზევინარ მაჭავარიანის გამოგზავნილი თანხებითა და მითითებით, გადახურეს სახლი, იყიდეს იატაკისათვის საკოჭე მასალა, ფიცრები, ლურსმნები, დააგეს იატაკი, გაღებეს, საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს გააკეთეს და გადახურეს აივანი, დააღრმავეს და გააკეთეს მიწის ქვეშ სახლის სარდაფი, გალესეს საცხოვრებელი სახლი, გააკრეს გაჯი, გააკეთეს და ჩასვეს წაბლის ფანჯრები, მინები; პირველ სართულზე სამზარეულოში გალესეს ჭერი, ერთ ოთახში დააგეს პარკეტი, ჭერზე გააკეთეს პლასტიკატი, აივანზე და კიბეზე გააკეთეს ალუმინის მოაჯირები; სახლს მიამატეს, ამოაშენეს სააბაზანო ოთახი და სამზარეულო. ალუმინით შემოღობეს საცხოვრებელი სახლის სახურავის ქვეშ წინა და გვერდითი ხედი; ეზოს ორ მხარეს ქვითა და ცემენტით ამოიყვანეს ღობის კედელი. ეზოში გააკეთეს კაპიტალური , სასმელი წყლის ჭა. გარდა აღნიშნულისა, სოფელში ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობის წარმოებისათვის ეზო-კარმიდამოში მზევინარისავე გამოგზავნილი თანხებით ააგეს სიმინდი შესანახი ნალია და საქონლის სადგომი, ბოსელი. შეიძინეს და ნაკვეთში დარგეს ეკლის ხეები. ასევე ოჯახისათვის მზევინარმა შეიძინა სამი სული ძროხა და მეუღლეს უყიდა ავტომობილი 1800 აშშ დოლარად. ამ ყველფერთან ერთად, გაისტუმრა მეუღლის ვალები.
სასამართლო დაეყდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ავთანდილ მაჭავარიანის პირად წერილებს მზევინარ მაჭავარიანის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნას, ფულად გზავნილებს, მოწმეების რომან გიგაშვილის, ეთერ მანჯავიძის, ციური მაჭავარიანის, ვლადიმერ გელაშვილის ჩვენებებს.
3.7. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მზევინარ მაჭავარიანმა ოჯახისათვის შეიძინა საოჯახო ნივთები: 1 ცალი საწოლნახევრიანი ტახტი, სალოგინე, დივანი- სავარძლებით, 4 ცალი საწოლი, მეორე სართულის ფარდები 9 ცალი, 4 ცალი ჭაღი, წიგნის 4 ცალი თარო; ასევე მისივე თანხებით იქნა შეძენილი საწნახელი და არყის სახდელი ქვაბი.
სასამართლო დაეყდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ავთანდილ მაჭავარიანის წერილებს.
3.8. საწნახელი და არყის სახდელი ქვაბი ავთანდილ მაჭავარიანის გარდაცვალების დროისათვის სადავო საცხოვრებელ სახლში არ აღმოჩნდა და ამჟამად მათი ადგილმდებარეობა უცნობია.
სასამართლო დაეყდნო მხარეთა მოპასუხეების ავთანდილ მაჭავარიანის, ზაირა მაჭავარიანი-აბაშიძისა და მადონა მაჭავარიანის ახსნა-განმარტებებს.
3.9. 2003 წლის 18 დეკემბერს ავთანდილ მაჭავარიანმა ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი, რომლითაც თავისი ქონება, მდებარე ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები უანდერძა მეუღელეს - მზევინარ მაჭავარიანს.
სასამართლო დაეყრდნო ავთანდილ მაჭავარიანის ანდერძს.
3.10.2008 წლის 17 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებით ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანმა შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს აჩუქა ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე უძრავი ქონება და საცხოვრებელი სახლი, ს/კოდით 36.04.41.283. უძრავი ქონების მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა- ხარაგაული, კოდი-36, სექტორი-ლაშე, კოდი-04, კვარტალი N01, ნაკვეთი N647, ფართობი 1140.6 კვ.მ . საცხოვრებელი სახლის ფართი 397.15,კვ.მ., დამხმარე ფართი 25.30 კვ.მ. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა დასაჩუქრებულის ავთანდილ მაჭავარიანის საკუთრებად.
სასამართლო დაეყრდნო 2008 წლის 17 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებას და საჯარო რეესტრის ამონაწერს.
3.11. 2014 წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანმა შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს მიჰყიდა ხარაგაულის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ ლაშეში მდებარე 866 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს. კოდით 36.04.41.187., ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 500 ლარით. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მყიდველის ავთანდილ მაჭავარიანის საკუთრებად.
სასამართლო დაეყრდნო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას და საჯარო რეესტრის ამონაწერს.
3.12. 2014 წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანმა შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს მიჰყიდა ხარაგაულის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ ლაშეში მდებარე 3079.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს. კოდით 36.04.41.188., ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1000 ლარით. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მყიდველის ავთანდილ მაჭავარიანის საკუთრებად.
სასამართლო დაეყრდნო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას და საჯარო რეესტრის ამონაწერს.
3.13. 2014 წლის 14 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხე, შვილიშვილმა ავთანდილ მაჭავარიანმა ეთერ ორდენიძისა, თეიმურაზ ორდენიძისა და შალვა კიკნაძისაგან ხარაგაულის სოფელ ლაშეში შეიძინა უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3817.00 კვ.მ ს. კოდით 36.04.41.186. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 600 ლარით, ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ავთანდილ მაჭავარიანის საკუთრებად.
სასამართლო დაეყრდნო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას და საჯარო რეესტრის ამონაწერს.
3.14. ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანი გარდაიცვალა 2015 წლის 19 ნოემბერს.
სასამართლო დაეყრდნო გარდაცვალების მოწმობას.
3.15.2016 წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა ავთანდილ მაჭავარიანის მიერ 2003 წლის 18 დეკემბერს შედგენილი ანდერძი.
სასამართლო დაეყრდნო ანდერძის გამოქვეყნების ოქმს.
3.16. 2016 წლის 12 სექტემბერს მზევინარ მაჭავარიანზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მზევინარ მაჭავარიანმა, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მიიღო 2015 წლის 19 ნოემბერს გარდაცვლილი ავთანდილ მაჭავარიანის (პ/ნ 56001002637) სამკვიდრო ქონება, რომელიც გარდაცვალების მომენტში რეგისტრირებული იყო ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში. მემკვიდრემ მიიღო სამკვიდროს 2/3 წილი სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით და პასივებით, ხოლო სამკვდროს 1/3 წილი, როგორც მისი შვილების თემურ მაჭავარიანის და ზაირა მაჭავარინი-აბაშიძის კუთვნილი სავალდებულო წილი დარჩა ღიად.
სასამართლო დაეყრდნო სამკვიდრო მოწმობას.
3.17. თეიმურაზ მაჭავარიანი გარდაიცვალა 2017 წლის 18 ოქტომბერს და მისი უფლებამონაცვლეა მისი მეუღლე მადონა მაჭავარიანი.
სასამართლო დაეყრდნო გარდაცვალების მოწმობას, სამკვიდრო მოწმობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მზევინარ მაჭავარიანის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122–ე, 123-ე, 125-ე, 128-ე, მუხლები, საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი; ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება; სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე, 183-ე,185-ე, 312-ე, 477-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1163-ე, 1164-ე, 1168-ე, 1371-ე, 1421-ე მუხლებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1 საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122–ე და 125-ე მუხლების თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ, ამასთან კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ.
ამავე კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლებიდან გამომდინარე, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.
საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა. ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ) 122-125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. შესაბამისად ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურენო კომლის გაუქმების დროისათვის.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 ნაწილის მიხედვით, ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით’’.
მიწების უსასყიდლო (უფასო) პრივატიზება იყო საჯარო აქტი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და აღნიშნული უფლებით თანაბრად სარგებლობდა საქართველოს ყველა მოქალაქე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით დადგენილია, რომ 1992 წლის ბოლოს, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის, ავთანდილ მაჭავარიანის ოჯახი წარმოადგენდა კომლს და კომლის ერთადერთი წევრი თავად იყო. კომლის გაუქმებამდე და მიწის რეფორმამადე ავთანდილ მაჭავარიანის კომლს ეწერა სამი ნაკვეთი: ერთი საკარმიდამო ეზო, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, ფართობი 1141.00 კვ.მ., ამჟამად ს/კოდით 36.04.41.283; მეორე ვენახი 646 კვ.მ და მესამე ნამოსახლი -220 კვ.მ. მეორე და მესამე ნაკვეთები ამჟამად რეგისტრირებულია ს. კოდით 36.04.41.187 , ფართი 866 კვ.მ.
ამდენად, 1992 წლის ბოლოს მითითებული ნაკვეთები, როგორც კომლის ქონება, კომლის გაუქმების და მიწის რეფორმის შედეგად გადაეცა კომლის მხოლოდ ერთადერთ წევრს ავთანდილ მაჭავარიანს და წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას. მზევინარ მაჭავარიანი კი ამ მომენტისათვის ავთანდილ მაჭავარიანის კომლის წევრი არ ყოფილა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
სსკ-ის 1163-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად იმ ქონების მხოლოდ მიმდინარე რემონტი, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის, არ შეიძლება ქონების საერთო საკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ქონების რემონტი ან თანხების დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება (იხ. სუსგ 11.01.2010წ. საქმე №ას-1078-1345-09,8.09.2006წ. საქმე №ას-33-489-06,16.03.2016წ. საქმე №ას-7-7-2016 განჩინებები).
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გასამახვილებელია ქორწინებამდე შეძენილი ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული კოსმეტიკური, სარემონტო სამუშაოები და გაწეული ხარჯი, რომლის შედეგად უმნიშვნელოდ გაიზარდა ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია, ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, კაპიტალური სარემონტო სამუშაოების შედეგად ბინის კარკასული მდგომარეობიდან საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა და ა.შ. ე.ი. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის თავისებურებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ავთანდილ მაჭავარიანი და მზევინარ მაჭავარინის 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ოჯახად ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში და ერთობლივად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას. მათი თანაცხოვრების დაწყებისას ავთანდილ მაჭავარიანს აგებული ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ძირითადად იყო კარკასულ მდგომარეობაში, ცხოვრობდნენ მხოლოდ პირველი სართულის 2 ოთახში.
მზევინარ მაჭავარიანი წავიდა საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, იმისათვის, რომ გაესტუმრებინა ოჯახის ვალები და მათი ერთობლივი ოჯახისათვის გაეუმჯობესებინა ცხოვრების პირობები. ამდენად, ოჯახში შემოსავალი ჰქონდა მხოლოდ მზევინარ მჭავარიანს და თანაც ეს შემოსავლი იყო სოლიდური. ამის შემდგომ მზევინარ მაჭავარიანი სისტემატურად აგზავნიდა თანხებს, რომლითაც კარკასული მდგომარეობიდან სახლის ორივე სართული გადაიქცა საცხოვრებლად ვარგის სახლად. ამასთანავე სახლი გადააკეთეს, დაამატეს სამზარეულო, დამხმარე და სააბაზანო ოთახები, გალესეს, გაუკეთეს ჭერი, დააღრამვეს და გააკეთეს სარდაფი, პირველი სართულის იატაკი, ასევე დააგეს მეორე სართულის იატაკი, აივნები, აივნის ჭერი, აივნის მოაჯირები. ამასთან, კეთილმოაწყვეს ეზო-კარმიდამო, შემოღობეს ეზო, ეზოში გააკეთეს სასმელი წყლის კაპიტალური ჭა, ეზოში ააგეს მოსავლის შესანახი და საქონლის სადგომი დამხმარე ნაგებობები. ამასთან, საოჯახო მეურნეობის და ოჯახის შემოსავლების გაზრდის მიზნით, მზევინარის თანხებით შეიძინეს სამი სული ძროხა, არყის სახდელი ქვაბი, საწნახელი, მთელი რიგი საოჯახო ნივთები და მანვე შეუძინა მეუღლეს ავტომანქანაც.
ამდენად, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში სადავო საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა მნიშვნელოვანი სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, რომლითაც ქონება კარკასული მდგომარეობიდან მთლიანად საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება, აღნიშნული კი საფუძველია მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ რეჟიმში ტრანსფორმაციისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე N36.04.41.283 ს/ კოდი მქონე უძრავ ქონება, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომლიც წარმოადგენდა ავთანდილ მჭავარიანის ინდივიდუალურ საკუთრებას, გადაიქცა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ხოლო 36.04.41.187. ს. კოდის მქონე მიწის ნაკვეთი კი დარჩა ავთანდილ მაჭავარიანის ინდივიდუალურ საკუთრებად, ვინაიდან ის მას ეკუთვნოდა მიწის რეფორმამდე, რეფორმის შემდეგ გადაეცა მას, როგორც კომლის წევრს და აღნიშნული ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად არ გადაქცეულა, რამდენადაც მასზე რაიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა და მისი ღირებულების გაუმჯობესება არ დასტურდება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად: 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ, ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ.
უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებლი სახლი ს/ კოდით 36.04.41.283 სსკ-ის 1163-ე მუხლის საფუძველზე გადაიქცა მეუღლეთა თანასაკუთრებად; ხოლო, მიწის რეფორმის შემდეგ, მიწის რეფორმის შედეგად, 1996 წელს, ავთანდილ მაჭავარიანის ოჯახს, რომლის წევრები იყვნენ თავად ავთანდილ მაჭავარიანი და მისი მეუღლე მზევინარ მაჭავარიანი სახელმწიფოსაგან გადაეცათ მიწის ორი ნაკვეთი -საყანე ფართობები, რომლებიც ამჟამად რეგისტრირებულია ს. კოდით 236.04.41.188, ფართობი 3079.00 კვ.მ., შესაბამისად ეს უკანასკნელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.
ამდენად, აღნიშნული უძრავი ქონებები წარმოადგენდა მეუღლეების ავთანდილ მაჭავარიანისა და მზევინარ მაჭავარიანის თანასაკუთრებას და მოსარჩელის წილი აღნიშნული ქონებიდან შეადგენს ½-ს, ანუ ნახევარს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
ამდენად, მეუღლეთა ქონების განკარგვისათვის დადგენილია მეორე მეუღლის თანხმობის აუცილებლობა და ამგვარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვა წარმოადგენს კანონის დარღვევით დადებულ გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სსკ-ის 1160-ე მუხლი, მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს და ადგენს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ, ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნული ნორმით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, თუმცა, მას, აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით.
სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. 312-ე მუხლის თანახმად, 1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. 3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა,რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
სსკ-ის 1160-ე მუხლის, ამავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებთან ერთობლიობაში სამართლებრივი ანალიზით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას კანონი იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან.
სსკ-ის 1160-ე მუხლის ხსენებული რედაქცია 2007 წლის 29 ივლისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა და აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის დამდგენ 312-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები, სადაც განმტკიცებულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების ნამდვილად მიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა ქონებაზე სხვა უფლებამოსილი პირის არსებობის თაობაზე. მართალია, 1160-ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესს განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპზე მითითების გარეშე, მაგრამ კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამენტირებულია 312-ე მუხლში, გარდა ამისა, ნებისმიერი სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის მხარეთა მიერ კეთილსინდისიერების პრინციპით მოქმედების ვალდებულებას ადგენს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს გარიგება ნამდვილად მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების პირობებში მიიჩნევა.(იხ. უზენაესი სასამართლო 2016 წლის 19 აპრილის Nას-119-115-2016 გადაწყვეტილება).
დადგენილია, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებლი სახლი ს/ კოდით 36.04.41.283 სსკ-ის და 3079,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/ კოდით 36.04.41.188 წარმოადგენდა მეუღლეთა მზევინარ მაჭავარიანისა და ავთანდილ მაჭავარიანის თანასაკუთრებას და ავთანდილ მაჭავარიანს არ ჰქონდა უფლება, გაესხვისებინა მეუღლის, მზევინარ მაჭავარიანის 1/2 წილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 312-ე მუხლების მოთხოვნათა ანალიზიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის გასხვისებისას თანამესაკუთრის თანხმობა წარმოდგნილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებების მხარეებს ბაბუა და შვილიშვილი წარმოადგენს. სასამართლოს მოსაზრებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ამა თუ იმ ქონებაზე უფლების არსებობა ნებისმიერი მესამე პირისათვის, მითუფრო გამსხვისებლის შვილიშვილისთვის წარმოშობს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ქონებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ასევე მესაკუთრის მეუღლე.
სსკ-ის 54–ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადაო გარიგებები დადებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით - თანამესაკუთრის მზევინარ მაჭავარიანის თანხმობის გარეშე, აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანსა და შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს შორის 2008 წლის 17 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება N26.04.41.283 ს. კოდის ქონებაზე და 2014 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება N 36.04.41.188 ს.კოდის მქონე უძრავ ქონებაზე, კერძოდ ქონებების 1/2 ნაწილზე და აღნიშნული ქონებების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ უნდა იქნას მზევინარ მაჭავარიანი და ასეთად უნდა აღირიცხოს იგი საჯარო რეესტრში, ხოლო სადაო გარიგებები ქონებების დანარჩენ 1/2 ნაწილზე უნდა დარჩეს უცვლელი.
6.5. 2014 წლის 14 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხე შვილიშვილმა ავთანდილ მაჭავარიანმა ეთერ ორდენიძისა, თეიმურაზ ორდენიძისა და შალვა კიკნაძისაგან ხარაგაულის სოფელ ლაშეში შეიძინა უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3817.00 კვ.მ ს. კოდით 36.04.41.186. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 600 ლარით, ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ავთანდილ მაჭავარიანის საკუთრებად.
მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანი ითხოვს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობას და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობას, ვინაიდან მიწის ნაკვეთი ორდენიძეებისაგან რეალურად მან შეიძინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. აღნიშნული ნორმის მიხედვით იურიდიული ინტერესის არსებობა არსებითად უკავშირდება სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობას.
_ მოცემულ შემთხვევაში, პროცესუალურ-სამართლებრივი ხედვით, თავისი სამართლებრივი ბუნებით სახეზეა აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ამგვარი დანაწესი უპირობოდ უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელთა მიხედვითაც ყველასათვის გარანტირებულია საკუთარი დარღვეული თუ სადაოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა. სწორედ ამგვარი უფლების ან ინტერესის დაცვა უნდა მოიპოვოს მხარემ აღიარებითი სარჩელის განხილვის შედეგად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს, თუმცა ამ სახის სარჩელები, როგორც წესი, შეზღუდულია იურიდიული ინტერესით, ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს სარჩელის ავტორს ამგვარი აღიარებით.
აღიარებითი სარჩელის სასამართლოში წარდგენისას მხარე ვალდებულია სარწმუნოდ დაასაბუთოს ის იურიდიული ინტერესი, რომლიდან გამომდინარეც იგი მოახდენს თავის დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების რეალიზებას. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის საჭიროა ა) არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში (მაგალითად საკუთრების უფლებაში, მოთხოვნის უფლებაში და ა.შ). ბ)ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას. გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა, დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ის უნდა ქმნიდეს უფლების თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც დაირღვა მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გამო.
აღიარებითი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის, მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი, ანუ ის იურიდიული შედეგები, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს ხელშეკრულების ბათილობის შედეგად, ის კონკრეტული სიკეთე, რაც მან უნდა მიიღოს ხელშეკრულების ბათილობის შემდგომ.
მოცემულ შემთხვევებში, მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის ბათილობასთან დაკავშირებით მითითებული აქვს ის იურიდიული ინტერესი, რომ სადაო გარიგების ბათილობის შედეგად დადგება ის იურიდიული შედეგი, რომ მოსარჩელე სადაო უძრავ ქონებას მიიღებს საკურებაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი შესაძლოა მიღწეულ იქნას აღიარებით სარჩელთან ერთად მიკუთნებითი მოთხოვნის აღძვრით და მოსარჩელეს სარჩელში დაყენებული აქვს კიდეც მიკუთვნებითი მოთხოვნა, რომლითაც სადაო ნასყიდობის ბათილად აღიარების შემდგომ, მოითხოვს სადაო უძრავი ქონების მისთვის მიკუთვნებას, მათზე მესაკუთრედ ცნობას.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადია თუ არა ის იურიდიული შედეგები, რაც მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს შეადგენს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს რამდენად საფუძვლიანია და შესაძლებელია თუ არ დაკმაყოფილდეს იურიდიულ შედეგებთან დაკავშირებით აღძრული მისი მიკუთვნებითი მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
_ სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ფორმის არჩევის თავისუფლებას, თვითონ მხარეები თანხმდებიან გარიგების ფორმაზე, თუ კანონით არაა იგი განსაზღვრული. ესა თუ ის ფორმა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. თუმცა ზოგჯერ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული კონკრეტული ფორმა წარმოადგენს გარიგების აუცილებელ ელემენტს, ურომლისოდაც ეს გარიგება არ არსებობს. სწორედ აქაა გარიგების სავალდებულო ფორმა, სხვა დროს კი, როცა ნების გამოხატვა შეიძლება ნებისმიერი ფორმით, მაშინ ნებისმიერი მათგანია საკმარისი საფუძველი გარიგების ნამდვილობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
_ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაყიდვის, მეორეს მხრივ _ შეძენის ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
_ მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად სახეზეა გარიგების სავალდებულო, იმპერატიული ფორმა, რომელიც ყოველთვის წერილობითია, ანუ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება.
სადავოობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა გარიგების დადებულად ცნობაზე. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ანუ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ წერილობითი სახის მტკიცებულებაა, რომელიც ვერ წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ. რაც შეეხება მოპასუხეთა ეთერ ორდენიძის, თეიმურაზ ორდენიძის,შალვა კიკნაძის და ასევე მოწმეთა ჩვენებებს და იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოწმობენ სადაო უძრავი ქონების შეძენისათვის მოსარჩელის მიერ თანხის გადახდას, აღნიშნულნი არ წარმოადგენენ კანონით გათვალისწინებულ საკმარის საფუძვლებს უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში 36.04.41.186. ს.კოდის მქონე, სადავო ქონებებზე მზევინარ მაჭავარიანსა და ქონების გამყიდველს შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება და მას უძრავი ქონება თავის საკუთრებად არ აღურიცხავს საჯარო რეესტრში. ამდენად, მზევინარ მაჭავარიანს მასზე საკუთრების უფლება არ შეუძენია და იგი ვერ იქნება ცნობილი მის მესაკუთრედ, შესაბამისად არც სადაო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არსებობს.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
ამავე კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
დადგენილია, რომ მზევინარ მაჭავარიანი წარმოადგენს ავთანდილ მაჭავარიანის ანდერძისმიერ მემკვიდრეს, მისი დანაშთი ქონების 2/3 წილზე. ასევე, ავთანდილ მაჭავარიანის კანონისმიერ მემკვიდრეებს, დანაშთი ქონების 1/3 სავალდებულო წილზე წარმოადგენენ ავთანდილ მაჭავარინის შვილები თემურ მაჭავარიანი ( გარდაცვლილია და მისი მემკვიდრეები არიან მეუღლე მადონა მაჭავარიანი და შვილი ავთანდილ მაჭავარიანი) და ზაირა მაჭავარიანი -აბაშიძე.
ავთანდილ მაჭავარიანის სამკვიდროს წარმოადგენს მოძრავი ქონება, რომლის ნაწილის მიკუთვნებასაც ითხოვს მოსარჩელე. კერძოდ, მოსარჩელე სარჩელით მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან და ავთანდილ მაჭავარიანის სამკვიდრო ქონებიდან საერთო ჯამში ითხოვს მოძრავი ქონების - საწნახლის (300ლ), არყის სახდელი ქვაბის ( 150 ლ), საწოლნახევრიანი ტახტის (180 ლ), სალოგინეს ( 300 ლ.), სამეულის-დივანი სავარძლებით (400 ლარი), 2 ცალი საწოლის (60 ლარი), ფარდების (1200 ლარი), 4 ცალი ჭაღის (120 ლ), წიგნის 4 ცალი თაროს (120ლ)) მიკუთვნებას, ან აღნიშნული ნივთების არარსებობის შემთხვევაში, ამ ნივთების ღირებულების მოპასუხეებზე დაკისრებას.
აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხეებმა გარდა საწნახელისა და არყის სახდელი ქვაბისა, ცნეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეზე დადგენილი იქნა, რომ საწნახელი და არყის სახდელი ქვაბი, ა. მაჭავარიანის გარდაცვალებისას, საცხოვრებელ სახლში აღარ არსებობდა და უცნობია მათი ადგილსამყოფელი. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ ნივთების არსებობა, მათ მიკუთვნებაზე, ან მათი ღირებულების მოპასუხეებზე დაკისრებაზე, უნდა ეთქვას უარი. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, ვინაიდან ამ ნაწილში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, სამოქალაქო საპროცესო მე-3 მუხლით აღიარებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მზევინარ მაჭავარიანს უნდა მიეკუთვნოს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ქონებიდან, საწოლნახევრიანი ტახტი (180 ლ), სალოგინე ( 300 ლ.), სამეული-დივანი სავარძლებით (400 ლარი),2 ცალი საწოლი (60 ლარი), ფარდები (1200 ლარი), პირველ სართულზე არსებული 4 ცალი ჭაღი 120ლარი, წიგნის 4 თარო ( 120ლ), სულ 2380 ლარის ღირებულების, ხოლო ამ ნივთების არარსებობის შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ ნივთების ღირებულების 2380 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდილი ბაჟიდან, საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ნაწილში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის ბაჟის 465 ლარის გადახდა, ასევე 36.04.41.188 ს/ კოდის მქონე უძრავი ქონების დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში ბაჟის 100 ლარის, ჯამში 565 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეს, მოპასუხეთას მიერ მოძრავი ნივთების ნაწილში სარჩელის ცნობის გამო, ბუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 71 ლარი და 40 თეთრი, ხოლო ბაჟის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება და სასამართლო ხარჯების ნაწილის ყადაღის რეგისტრაციის საფასურის ნაწილის 42 ლარის , საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ნაწილის 31 ლარის, ფოსტის ხარჯის 10.80 ლარის, ჯამში 83.80 ლარის ანაზღაურება. ხოლო საადვოკატი ხარჯიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნაწილის - 200 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, ყადაღა დაედო მოპასუხე ავთანდილ მაჭავარიანის (პ/ნ 18001005284) საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე N36.04.41.283; N 36.04.41.186, N 36.04.41.187 და N36.04.41.188 საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებებს.
საქმის შედეგიდან გამომდინარე, N36.04.41.283 და N36.04.41.188 ს/კოდის მქონე უძრავ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო N 36.04.41.186, N 36.04.41.187 ს.კოდის მოქნე უძრავ ქონებებზე, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანის (პ/ნ 56001002638) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1 ნაწილობრივ, ბათილად იქნას ცნობილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე N36.04.41.283 ს/ კოდი მქონე უძრავ ქონებაზე ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანსა (პ/ნ 56001002637, გარდაცვალების აქტის N 27157000821, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი 2.12.2015წელი) და შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს (პ/ნ 18001005284) შორის 2008 წლის 17 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, კერძოდ ქონების 1/2 ნაწილზე.
1.2.ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში მდებარე 36.04.41.188 ს/ კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ბაბუა ავთანდილ მაჭავარიანსა (პ/ნ 56001002637, გარდაცვალების აქტის N 27157000821, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი 2.12.2015წელი ) და შვილიშვილ ავთანდილ მაჭავარიანს (პ/ნ 18001005284) შორის 2014 წლის 10 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, კერძოდ ქონების 1/2 ნაწილზე.
1.3. მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანი (პ/ნ 56001002638) ცნობილ იქნას N36.04.41.283 და 36.04.41.188 ს/კოდის მქონე უძრავი ქონებების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და ასეთად აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
1.4. მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანს (პ/ნ 56001002638) მიეკუთვნოს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ქონება: საწოლნახევრიანი ტახტი (ღირებული 180 ლარად), სალოგინე ( ღირებული 300 ლარად), სამეული-დივანი სავარძლებით ( ღირებული 400 ლარად), 2 ცალი საწოლი (ღირებული 60 ლარად), სახლის მე-2 სართულის ფარდები (ღირებული 1200 ლარად), პირველ სართულზე არსებული 4 ცალი ჭაღი ( ღირებული 120 ლარად), წიგნის 4 თარო ( ღირებული 120 ლარად), სულ 2380 ლარის ღირებულების, ხოლო ამ ნივთების არარსებობის შემთხვევაში, მოპასუხეებს ავთანდილ მაჭავარიანს (პ/ნ 18001005284), მადონა მაჭავარიანსა (პ/ნ 18001020026) და ზაირა მაჭავარიან-აბაშიძეს (პ/ნ 01401102978) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ ნივთების ღირებულების 2380 (ორი ათას სამას ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება.
1.5. მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანს (პ/ნ 56001002638) უარი ეთქვას N 36.04.41.186, N 36.04.41.187 ს/ კოდის მქონე უძრავ ქონებებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობაზე და უძრავ ქონებებზე მესაკუთრედ ცნობაზე.
1.6. მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანს უარი ეთქვას საწნახელისა და არყის სახდელი ქვაბის მიკუთვნებაზე, ან მათი ღირებულების მოპასუხეებზე დაკისრებაზე.
2.მოპასუხე ავთანდილ მაჭავარიანს მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის 565 ლარი, უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ხარჯების 83.80 ლარისა და საადვოკატო ხარჯის 200 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე მზევინარ მაჭავარიანს (პ/ნ 56001002638) ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟი 71 (სამოცდათერთმეტი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის ოდენობით- საგადახდო დავალება N12, თარიღი 21.08.2017 წელი, კოდის 300193150.
4. სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, N36.04.41.283 და N36.04.41.188 ს/კოდის მქონე უძრავ ქონებებზე დარჩეს უცვლელი, ხოლო N 36.04.41.186, N 36.04.41.187 ს.კოდის მქონე უძრავ ქონებებზე, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე