განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210018002385740
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ- 741-18 12 დეკემბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - გ---- რ-------ე მ----- ბ---------ე ა(ა)იპ,,თ--------–------------------- და კ-----–---–------ მ----–----–----- ს---------- ბ------- ბ------ე
დავის საგანი - შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 28 აპრილს, ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ სამსახურსა და გ---- რ-------ეს შორის, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 3 თვის ვადით, რომლითაც გ---- რ-------ე დაინიშნა აღნიშნული ს----------ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მხარეთა შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა კიდევ სამი თვით, ხოლო შემდეგ ორჯერ, თითო თვით -2017 წლის 31 დეკემბრამდე. 2018 წლის იანვარში, გ.რ-------ემ ჩვეულებრივ გააგრძელა მუშაობა, სამსახურმა საწვავის ტალონებიც მისცა, თუმცა იანვრის 20 რიცხვში, ხელფასის დარიცხვის დღეს, როცა ხელფასი არ ჩაერიცხა, გაარკვია, რომ 2018 წლის 3 იანვრის ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო), გათავისუფლებული იყო ს----------დან. გ, რ-------ეს მიაჩნია, რომ მისი ს----------დან გათავისუფლება უკანონოა, ვინაიდან იგი დანიშნული იყო საშტატო ერთეულით განსაზღვრულ თანამდებობაზე და მასთან ხელშეკრულება უნდა დადებულიყო ერთი წლით ან უვადოდ. შესაბამისად, ს----------დან გათავისუფლება უკანონოა და მისი ყველა მოთხოვნა უნდა დაკმყოფილდეს, კერძოდ: ა) ბათილად იქნეს ცნობილი, ა(ა)იპ „თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მ----–----–----- ს----------ს’’ (ს/კ 4--------) დირექტორის, 2018 წლის 3 იანვრის ბრძანება გ---- რ-------ის ს----------დან გათავისუფლების შესახებ; ბ) ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ სამსახურსა’’ და გ---- რ-------ეს შორის, 2017 წლის 28 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულების 6.1 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს განუსაზღვრელი ვადით; გ) გ---- რ-------ე აღდგენილ იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე -ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მ----–----–----- ს----------ს’’ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; დ) გ---- რ-------ეს აუნაზღაურდეს, იძულებითი განაცდური, გათავისუფლების დღიდან, სამუშაოზე აღდგენამდე. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს ვადიანი ხელშეკრულების დადება, შემდგომში კი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებებიც, მხარეთა შეთანხმებით მოხდა, რაც გ---- რ-------ეს არც ერთ შემთხვევაში არ გაუპროტესტებია. გ---- რ-------ე ს----------დან გათავისუფლდა კანონიერად, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოსარჩელის, გ---- რ-------ის (პ/ნ 2----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ „თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მ----–----–----- ს----------ს’’ (ს/კ 4--------) დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის ბრძანება, გ---- რ-------ის ს----------დან გათავისუფლების შესახებ; 3. მხარეთა, ა(ა)იპ „თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მ----–----–-----“ სამსახურსა’’ (ს/კ 4--------) და გ---- რ-------ეს შორის, 2017 წლის 28 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულების 6.1 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ხელშეკრულების ვადად განისაზღვროს 1 წელი; 4. გ---- რ-------ეს (პ/ნ 2----------) უარი ეთქვას სამუშაოზე აღდგენაზე; 5. მოპასუხე, ა(ა)იპ „თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ სამსახურს’’ (ს/კ 4--------), მოსარჩელე, გ---- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს, იძულებითი მოცდენის დროისათვის -2018 წლის 3 იანვრიდან, 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით პერიოდში, მიუღებელი შრომის ანაზღაურების გადახდა; 6. მოპასუხე, ა(ა)იპ „თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ სამსახურს’’ (ს/კ 4--------), მოსარჩელე გ---- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-100 (ასი) ლარისა და საადვოკატო მომსახურების თანხის-200 (ორასი) ლარის, სულ 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2017 წლის 28 აპრილს, ა(ა)იპ თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ სამსახურსა და გ---- რ-------ეს შორის, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 3 თვის ვადით, რომლითაც გ---- რ-------ე დაინიშნა აღნიშნული ს----------ს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება-თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 659 ლარი. 2.2. შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2017 წლის 28 ივლისის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მ----–----–----- ს----------ს’’ დირექტორის, 2017 წლის 28 ივლისის N49 ბრძანებით, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა სამი თვით, 2017 წლის 28 ივლისიდან - 2017 წლის 28 ოქტომბრამდე. 2017 წლის 30 ოქტომბრის N90 ბრძანებით, ვადა გაგრძელდა ერთი თვით, 2017 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო 2017 წლის 30 ნოემბრის N106 ბრძანებით, ვადა გაგრძელდა კიდევ ერთი თვით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე. 2.3. ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მ----–----–----- ს----------ს’’ დირექტორის, 2018 წლის 3 იანვრის N8 ბრძანებით, გ---- რ-------ე გათავისუფლდა ს----------დან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30.4-ე, 42-ე მუხლებზე; ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლზე; საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 32-ე, 37-ე, 38-ე, 44-ე, 53-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 115-ე, 327-ე, 408-ე, 411- მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ---- რ-------ესა და ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მ----–----–----- სამსახურს’’ შორის, შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ: 2017 წლის 28 აპრილს, ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ სამსახურსა’’ და გ---- რ-------ეს შორის, გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 3 თვით, რაც დამატებით გაფორმებული შეთანხმებებით სამჯერ გაგრძელდა, სულ 6 თვემდე ვადით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, სამართლებრივი თვალსაზრისით, რამდენად დასაშვები იყო, გ---- რ-------ესთან 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, მით უფრო, იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელდა და რომელიც დასაქმებულთა უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული (შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები ძალაშია, 2013 წლის 4 ივლისიდან). 2.5. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება, მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. ამდენად, შრომის კოდექსის აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა კონკრეტულ ჩამონათვალს, რაც შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით გაფორმების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს. სათანადო გარემოების დადასტურება, დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ხოლო მისი ობიექტურობის შეფასება ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის, სასამართლოს დისკრეციაა. 2.6. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები მოსარჩელესთან 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შესახებ, რის გამოც, შრომის კოდექსის მე-6.10 მუხლის საფუძველზე, ბათილად ჩაითვალა, 2017 წლის 28 აპრილს, ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ სამსახურსა’’ და გ---- რ-------ეს შორის გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების 6.1. პუნქტი, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების 3 თვით დადების თაობაზე და დადგინდა, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 1 წელი-2018 წლის 28 აპრილამდე. 2.7. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, პირველი ინსტნციის სასამართლოს მიერ, ასევე ბათილად იქნას ცნობილი, ერთი წლის ვადის ამოწურვამდე-2018 წლის 28 აპრილამდე, ა(ა)იპ ,,თ--------–-- და-------------ა და კ-----–---–------ მუნიციპალურ ს----------ს’’ უფროსის, 2018 წლის 3 იანვრის ბრძანება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, გ---- რ-------ის ს----------დან გათავისუფლების თაობაზე, როგორც უკანონო, თუმცა იმ მიზეზით, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის გ---- რ-------ესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ერთწლიანი ვადა უკვე გასული იყო, უარი ეთქვა სარჩელს სამსახურში აღდგენაზე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, იძულებითი მოცდენის დროისათვის -2018 წლის 3 იანვრიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით პერიოდში, მიეცა მიუღებელი შრომის ანაზღაურება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსი და არ გაითვალისწინა, რომ იგი, დამტკიცებული საშტატო ერთეულის მიხედვით იყო დანიშნული თანამდებობაზე და რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ არაკეთილსინდისიერად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მოწინაააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. 3.2. სასამართლომ, არასწორად მიიჩნია 2017 წლის 28 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულება ვადიან ხელშეკრულებად, ვინაიდან მას უვადო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4-2.7 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს შრომის კოდექსის მე-6, 32-ე, 37-ე, 38.8-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე მუხლი და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, გ---- რ-------ესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით დადებულად უნდა ჩაითვალოს, თუ უვადო ხელშეკრულებად და არსებობს თუ არა გ---- რ-------ის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის საფუძველი. 4.4. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 12 -ე პუნქტის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. კანონის მითითებული ნორმა განსაზღვრავს ვადიანი ხელშეკრულების ორ სახეს: 1) მინიმუმ ერთწლიან ხელშეკრულებას, რომელშიც ვადა, მხოლოდ კალენდარულად მიეთითება, ყოველგვარი მიზნის და საფუძვლის გარეშე; 2) კონკრეტული მიზნით დადებულ ხელშეკრულებას, როდესაც ხელშეკრულების გაფორმება უკავშირდება სამუშაოს შესრულების სახეს, მიზანს და სამუშაოს შინაარსს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ გ. რ-------ესთან შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი, ამასთან ერთი წლით დადებული, ვინაიდან არ შეიცავდა ჩანაწერს მიზანთან და საფუძველთან დაკავშირებით. 4.5. შრომითი ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებული სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული, მტკიცების ტვირთის სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (სსკ-ის 102-ე მუხლი). გარდა ამისა, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, მართლმსაჯულება ხორციელდება ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ გ---- რ-------ესთან, 2017 წლის 28 აპრილს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ, ეკისრება მოსარჩელე მხარეს. 4.6. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ---- რ-------ემ, 2017 წლის 28 აპრილის შემდეგ, სამჯერ მოაწერა ხელი ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებულ ცვლილებას. პალატის აზრით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ დასაქმებულს, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების მოლოდინი წინასწარ ჰქონდა გაცნობიერებული და უვადოდ დასაქმების განცდა ვერ ექნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება სადავო ფაქტის დასადასტურებლად არ წარმოადგენს საკმარისს, რაც გათავისუფლების ბრძანების ბათილობის პირობებში, შეიძლება გამხდარიყო მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ აპელანტმა (მოპასუხე) ვერ უზრუნველყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მისთვის დაკისრებული თავისი წილის მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, გ---- რ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ გ---- რ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის გ---- რ-------ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ---- რ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე