განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
330210016001249344
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001249344

საქმე №2ბ/5662-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური

 

I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე): ს------ ბ----–---–ი, დ-------- ვ------ე, ა------ ლ-------ე

წარმომადგენლები: ი---- პ-------–---–ი

 

II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე): ქ. თ---–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი: გ------- ა---------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე: გ------- ბ--------–---–ი

წარმომადგენლები: ა---------– თ------–---–ი

 

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, საშვებულებო თანხის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ს------ ბ----–---–მა, დ-------- ვ------ემ და ა------ ლ-------ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქ. თ---–-----------–---–---------------ის წინააღმდეგ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,გ.ბ--------–---–ის გათავისუფლების შესახებ; აღიარებულ იქნას გ------- ბ--------–---–სა და ქ.თ---–----------–----–--------------ას შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით არსებულად; გ------- ბ--------–---–ი აღდგენილ იქნას ქ.თ---–----------–----–--------------ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად;. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს გ------- ბ--------–---–ის სასარგებლოდ სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს გ------- ბ--------–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის შვებულების ნაწილი - 510 ლარის ოდენობით; ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,დ.ვ------ის გათავისუფლების შესახებ; აღიარებულ იქნას დ-------- ვ------ესა და ქ.თ---–----------–----–--------------ას შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით არსებულად; დ-------- ვაჭარიძე აღდგენილ იქნას ქ.თ---–----------–----–--------------ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში ქ.თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს დ-------- ვ------ის სასარგებლოდ სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს დ-------- ვ------ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის შვებულების ნაწილი - 510 ლარის ოდენობით; ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,ს.ბ----–---–ის გათავისუფლების შესახებ; აღიარებულ იქნას ს------ ბ----–---–სა და ქ.თ---–----------–----–--------------ას შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით არსებულად; ს------ ბ----–---–ი აღდგენილ იქნას ქ.თ---–----------–----–--------------ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში ქ.თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად; ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის შვებულების ნაწილი - 535.50 ლარის ოდენობით. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,ა.ლ-------ის გათავისუფლების შესახებ; აღიარებულ იქნას ა------ ლ-------ესა და ქ.თ---–----------–----–--------------ას შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით არსებულად; ა------ ლ-------ე აღდგენილ იქნას ქ.თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის სამსახურში დაცვის (თანამშრომლის) თანამდებობაზე; ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ა------ ლ-------ის სასარგებლოდ სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ა------ ლ-------ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის შვებულება - 765 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, ს------ ბიწიაშვილის, დ-------- ვ------ისა და ა------ ლ-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,გ.ბ--------–---–ის გათავისუფლების შესახებ; გ------- ბ--------–---–ს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა გ------- ბ--------–---–ისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა გ------- ბ--------–---–ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,დ.ვ------ის გათავისუფლების შესახებ;. დ-------- ვ------ეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა დ-------- ვ------ისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა დ-------- ვ------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება; ქ.თ---–------------–----–----------------ას დაეკისრა დ-------- ვ------ისათვის ადვოკატის დახმარებისთვის 918 ლარის გადახდა და ასევე, სანოტარო წესით მინდობილობის შედგენაზე გაწეული ხარჯი 13.80 ლარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,ს.ბ----–---–ის გათავისუფლების შესახებ. ს------ ბ----–---–ს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა ს------ ბ----–---–ისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა ს------ ბ----–---–ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება; ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა ს------ ბ----–---–ისათვის ადვოკატის დახმარებისთვის 918 ლარის გადახდა და ასევე, სანოტარო წესით მინდობილობის შედგენაზე გაწეული ხარჯი 13.80 ლარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თ---–----------–----–--------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის N1--- ბრძანება ,,ა.ლ-------ის გათავისუფლების შესახებ; ა------ ლ-------ეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა ა------ ლ-------ისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა ა------ ლ-------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;. ქ.თ---–----------–----–--------------ას დაეკისრა ა------ ლ-------ისათვის ადვოკატის დახმარებისთვის 918 ლარის გადახდა და ასევე, სანოტარო წესით მინდობილობის შედგენაზე გაწეული ხარჯი 13.80 ლარი.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს------ ბ----–---–მა, დ-------- ვ------ემ და ა------ ლ-------ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. ასევე, გადაწყვეტილება ქ. თ---–----------–----–--------------ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გ------- ბ--------–---–მა, დ-------- ვ------ემ და ს------ ბ----–---–მა გაასაჩივრეს, ასევე, გაასაჩივრა ქ, თბილისის მუნიციპლიტეტის მერიამ.

 

6. დადგენილია, რომ გ------- ბ--------–---–ი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2012 წლის 6 დეკემბრის განკარგულებით 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილებაში დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით, 2013 წლის 3 იანვრიდან 2013 წლის 3 აპრილამდე, 2013 წლის 3 აპრილიდან 2013 წლის 3 ივლისამდე, 2013 წლის 3 ივლისიდან, 2013 წლის 3 ოქტომბრამდე, 2013 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, გ------- ბ--------–---–ი გადაყვანილ იქნა იმავე ვადის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის გამგეობის დაცვის განყოფილებაში დაცვად, ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან, 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტომი I, ს.ფ. 41-77);

 

7. ასევე, დადგენილია, რომ დ-------- ვ------ე ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2012 წლის 26 ოქტომბრის განკარგულებით, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან - 2012 წლის 26 ნოემბრამდე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილებაში დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით, 2012 წლის 26 ნოემბრდან - 2013 წლის 3 იანვრამდე, 2013 წლის 3 იანვრიდან - 2013 წლის 3 აპრილამდე, 2013 წლის 3 აპრილიდან - 2013 წლის 3 ივლისამდე, 2013 წლის 3 ივლისიდან - 2013 წლის 3 ოქტომბრამდე, 2013 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, დ-------- ვ------ე გადაყვანილ იქნა იმავე ვადის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის გამგეობის დაცვის განყოფილებაში დაცვად, ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრიდან - 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან - 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან - 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან - 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტომი I, ს.ფ. 151-184);

 

8. უდავოა, რომ ს------ ბ----–---–ი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2012 წლის 6 დეკემბრის განკარგულებით 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილებაში დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით, 2013 წლის 3 იანვრიდან - 2013 წლის 3 აპრილამდე, 2013 წლის 3 აპრილიდან - 2013 წლის 3 ივლისამდე, 2013 წლის 3 ივლისიდან - 2013 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, ს------ ბ----–---–ი გადაყვანილ იქნა იმავე ვადის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის გამგეობის დაცვის განყოფილებაში დაცვად, ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრამდე, 2013 წლის 3 ოქტომბრიდან - 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან - 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან - 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან - 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 4 აგვისტოდან - 2014 წლის 1 სექტემბრამდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტომი I, ს.ფ. 250-286);

 

9. ა------ ლ-------ე ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 8 მაისის განკარგულებით, 2013 წლის 8 მაისიდან - 2013 წლის 3 ივლისამდე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის განყოფილებაში შტატგარეშე მოსამსახურედ - დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით. 2013 წლის 13 აგვისტოს განკარგულებით, ა------ ლ-------ე დაინიშნა 2013 წლის 3 ოქტომბრამდე ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის სამსახურში დაცვად, ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრიდან - 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან - 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან - 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან - 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 4 აგვისტოდან - 2014 წლის 1 სექტემბრამდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. (ს.ფ. 250-286);

 

10. გ------- ბ--------–---–მა 2015 წლის 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლა შვებულების ნაწილით. დ-------- ვ------ემ - 2015 წლის 11 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. ს------ ბ----–---–მა 2013 წლის 11 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით და 2015 წლის 12 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით (ს.ფ. 39; 149; 246-247);

 

11. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 3 დეკემბრის განკარგულებით, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისთვის, დისციპლინური ზომის სახით ა------ ლ-------ეს გამოეცხადა გაფრთხილება (ს.ფ. 365);

 

12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანებებით შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, გ------- ბ--------–---–ი, დ-------- ვ------ე, ს------ ბ----–---–ი, ა------ ლ-------ე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან (ს.ფ. 40; 150; 249; 339);

 

13. აპელანტები გ------- ბ--------–---–იმ დ-------- ვ------ე და ს------ ბ----–---–ის სადავოდ ხდიან მისი პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობას, შესაბამისად ითხოვენ პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, და კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურებას. ქ. თ---–----------–----–--------------ა კი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

14. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეთა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი.

 

საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შესაბამის რეგულაციებს, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში შეიცავს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი ლეგალური საფუძველი, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლაა. სწორედ ამ მოტივით შეწყდა ურთიერთობა განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის 31 დეკემბრის სადავო ბრძანებებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის ანალიზის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

 

გ------- ბ--------–---–თან და ს------ ბ----–---–თან შრომითმა ურთიერთობამ წარმოშობიდან - 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეადგინა მთლიანობაში 37 თვე და 14 დღე, დ-------- ვ------ესთან - 2012 წლის 26 ოქტომბრიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე შეადგინა 37 თვე და 14 დღე, ა------ ლ-------ესთან - 2013 წლის 8 მაისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე - 31 თვე და 25 დღე. ვინაიდან შრომითი ურთიერთობა ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდებოდა 5 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში და შრომის კოდექსში შესული ცვლილებების ამოქმედებიდან 2 წლის შემდგომაც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად არ არსებობდა ამ საფუძვლით მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

 

ვინაიდან, მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა ატარებდა უვადო ხასიათს და შესაბამისად ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არღვევს დასაქმებულის უფლებებს.

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. ამგვარი მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინებაშიც, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“. ამავე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, `თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება”. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებითაც საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინების მიხედვით, უტყუარად უნდა დადგინდეს „ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით და შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა“.

 

16. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა რა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინება, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინება), ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისადაც, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით, მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შესაბამისად, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ასევე ამავე მუხლის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლება, რომელიც ადგენს, რომ მოსამართლეს შეუძლია დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე გამოიკვლია, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მუშაკის სამუშაოზე აღდგენისა ან მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ქ. თ---–----------–----–--------------ას თავისუფალი საშტატო ერთეული აქვს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დ-------- ვ------ის, ს------ ბ----–---–ისა და ა------ ლ-------ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ ხდება, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, თუ რაღა თქმა უნდა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, უკანონოდ გათავისუფლებული, თავის უფლებრივ რესტიტუციად განიხილავს. საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, უკანონოდ გათავისუფლებული დაზუსტებით ვერ მიუთითებს და შესაბამისად, ვერ დაადასტურებს, თუ რა ტოლფასი და, ამავდროულად, ვაკანტური თანამდებობები აქვს დამსაქმებელს, რომლებიც დასაქმებულის ინტერესის სფეროში შეიძლება შედიოდეს. ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს დამსაქმებელმა უნდა წარუდგინოს. აღნიშნული გარემოება სასამართლოს კვლევის საგანია მაშინაც, როდესაც დასაქმებული თავიდანვე ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას არ ითხოვს, ვინაიდან კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დასაქმებული შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ვერც პირვანდელი სამუშაო ადგილის და ვერც ტოლფასი თანამდებობის დაკავების გზით ვერ აღდგება. აღნიშნული მსჯელობა ეყრდნობა შრომითსამართლებრივ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციასთან შედარებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის აღდგენას უპირატესობა ენიჭება, ვინაიდან გასათვალისწინებელია, რომ შრომის უფლება მხოლოდ შრომის სანაცვლო ანაზღაურების მიღების უფლებას არ მოიცავს. იგი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა, რომელიც, ამავდროულად, მომავლის დაგეგმვის, თვითგანვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის გარანტიაცაა. ყველა ამ შესაძლებლობას კომპენსაცია ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ როდესაც მუდმივი ხასიათის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა ერთმნიშვნელოვნად დგინდება, შრომით ურთიერთობაში აღდგენას მის კომპენსაციასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. შესაბამისად, კომპენსაციის დადგენამდე სასამართლომ შრომითსამართლებრივ უფლებებში აღდგენა (პირვანდელი სამუშაო, ტოლფასი თანამდებობა) ცალსახად უნდა გამორიცხოს. მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლო შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის გზას, ერთი სამართალწარმოების ფარგლებში წყვეტს, მაგალითისათვის, თუ დასაქმებულის აღდგენაზე უარს ეტყვის, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნასა ან კომპენსაციას ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა არ სჭირდება და უფლებრივი რესტიტუციის ბედი ერთი სამართალწარმოების ფარგლებში წყდება, ვინაიდან მხარის მოთხოვნაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობა, რომლის დადგენის პირობებში, შედეგობრივი თვალსაზრისით, იგულისხმება, რომ შრომითი ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, თუმცა, კანონის დანაწესი შრომით უფლებებში რესტიტუციის სხვადასხვა გზების დადგენის თაობაზე განპირობებულია იმით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში შრომით უფლებებში რესტიტუცია ეფექტურ ხასიათს ატარებდეს. შესაბამისად, შრომით უფლებებში რესტიტუციის გზები სასამართლოს მხრიდან კვლევის საგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ დ-------- ვ------ის, ს------ ბ----–---–ისა და ა------ ლ-------ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება გ------- ბ--------–---–ს, მის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის საკითხზე სასამართლო ვერ იმსჯელებს ვინაიდან, მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩვრება არ მომხდარა.

 

რაც შეეხება უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად, მოხდა დარღვეული უფლების რესტიტუცია კონკრეტული თანხით - 22 950 ლარის ანაზღაურებით (30 თვის შრომის ანაზღაურება დარიცხული ოდენობით).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ბ--------–---–თან და ს------ ბ----–---–თან შრომითმა ურთიერთობამ წარმოშობიდან - 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეადგინა მთლიანობაში 37 თვე და 14 დღე, დ-------- ვ------ესთან - 2012 წლის 26 ოქტომბრიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე შეადგინა 37 თვე და 14 დღე, ა------ ლ-------ესთან - 2013 წლის 8 მაისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე - 31 თვე და 25 დღე. ვინაიდან შრომითი ურთიერთობა ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდებოდა 5 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში და შრომის კოდექსში შესული ცვლილებების ამოქმედებიდან 2 წლის შემდგომაც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად არ არსებობდა ამ საფუძვლით მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით.

 

მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აქვე, პალატა დამატებით განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

 

შესაბამისად, დ-------- ვ------ე და ს------ ბ----–---–ი აღდგენილ უნდა იქნენ ქ. თ---–----------–----–--------------ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში ქ. თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად, ხოლო ა------ ლ-------ე აღდგენილ უნდა იქნას ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის სამსახურში დაცვის (თანამშრომლის) თანამდებობაზე ყოველთვიურად დარიცხული - დ-------- ვ------ეს, ს------ ბ----–---–ს და ა------ ლ-------ეს 765 ლარიანი, ხელფასის ანაზღაურების პირობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

18. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლი განსაზღვრავს შვებულების მიცემის წესს, კერძოდ:

1. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

2. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.

3. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

5. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

 

კანონი ითვალისწინებს ასევე, ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა, კერძოდ, სშკ-ის 25-ე მუხლის თანახმად,1. თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.

2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

 

პალატას მიაჩნია, რომ ქ. თ---–----------–----–--------------ას, დ-------- ვ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილი - 510 ლარის ოდენობით, ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილი - 535,50 ლარის ოდენობით და ა------ ლ-------ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას;საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/5/675,681 30/09/2016)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასიდან 3 თვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის კონტექსტში, ქ. თ---–----------–----–--------------ას ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, დ-------- ვ------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, ა------ ლ-------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით თითოეულის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დ-------- ვ------ის, ს------ ბ----–---–ის და ა------ ლ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8; მე-9; მე-13; მე-14; მე-18 და მე-19 პუნქტები;

 

2.2. დ-------- ვ------ე აღდგენილ იქნას ქ. თ---–----------–----–--------------ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში ქ. თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად;

 

2.3. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს დ-------- ვ------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

2.4. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს დ-------- ვ------ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილი - 510 ლარის ოდენობით;

 

2.5. ს------ ბ----–---–ი აღდგენილ იქნას ქ. თ---–----------–----–--------------ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში ქ. თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად;

 

2.6. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

2.7. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილი - 535,50 ლარის ოდენობით;

 

2.8. ა------ ლ-------ე აღდგენილ იქნას ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის სამსახურში დაცვის (თანამშრომლის) თანამდებობაზე;

 

2.9. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ა------ ლ-------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

2.10. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ა------ ლ-------ის სასარგებლოდ 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით;

 

3. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;

 

4. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს დ-------- ვ------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;

 

5. ქ. თ---–----------–----–--------------ას დაეკისროს ა------ ლ-------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;

 

6. ქ. თ---–----------–----–--------------ას ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი - 500 ლარის გადახდა;

 

7. ქ. თ---–----------–----–--------------ას დ-------- ვ------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი - 500 ლარის გადახდა;

 

8. ქ. თ---–----------–----–--------------ას ა------ ლ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი - 500 ლარის გადახდა;

 

9. ქ. თ---–----------–----–--------------ას ს------ ბ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით გადახდილი 44,12 ლარის გადახდა აპელანტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისათვის გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად;

 

10. გადაწყვეტილება დ-------- ვ------ის, ს------ ბ----–---–ისა და ა------ ლ-------ის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასიდან 3 თვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

11. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე (მე-10 პუნქტი) შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე