„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"
- „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია" კონვენცია
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„თავი VII3. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით“.
2. 2112 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ქალთა
მიმართ
ძალადობისა
ან/და
ოჯახში
ძალადობის
შემთხვევაში
სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს (სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე,
მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე,
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
2.
ქალთა
მიმართ
ძალადობისა
ან/და
ოჯახში
ძალადობის
შემთხვევაში
სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით პირს,
რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.”;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამცავი ორდერის გამოცემის ან შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების შესახებ
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების
დროს
დაუშვებელია
ოჯახში
ძალადობის
არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო
მოძალადე
მშობლის
(მშობლების)/კანონიერი
წარმომადგენლის
(წარმომადგენლების)
თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე (გამოკითხვაზე)
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, თუ მის (მათ) მიკერძოებულობასთან
დაკავშირებით
არსებობს
ეჭვი
მოძალადე
ოჯახის
წევრსა
და
მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა
კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული
ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.“.
3. 2113 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული
რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ
მსხვერპლის
დაცვისა
და
მოძალადის
გარკვეული
მოქმედებების
შეზღუდვის
უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემულ იქნეს
დამცავი ორდერი.“;
ბ) მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;“;
გ) 52 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
სასამართლო
ასევე
განიხილავს
არასრულწლოვანთან
მოძალადე
მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის
კვალის
არსებობისას
სასამართლოს
წინაშე
შეიძლება
დაისვას
მოძალადე
მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი. აღნიშნულის
თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო დროებითი ღონისძიების
სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება
საჩივრდება
სააპელაციო
სასამართლოში,
მხარისათვის
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს
გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით ამ მუხლით
დადგენილი
წესით
გადაწყვეტილებას
იღებს
სააპელაციო
სასამართლო
საჩივრის
წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
საჩივრდება.“;
დ) 71 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, მსხვერპლთა
დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მისი
მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული
სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირების მიზნით მსხვერპლის საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით მიღებიდან, ასევე, 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს; თუ
დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხები შეეხება არასრულწლოვანს, სასამართლო
გადაწყვეტილება ასევე ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ
ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ
საკითხებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს − „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“.“.
4. 2114 და 2115 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
14
„მუხლი 21 . შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
1. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა
მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2.
სარჩელი შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე განიხილება
პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ
კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სარჩელი შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს
წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:
ა) სარჩელის შემტანი პირის სახელს, გვარს;
ბ) სარჩელის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
გ) ძალადობის ფაქტის აღწერას;
დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ;
ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს;
ვ) შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნას;
ზ) მოსარჩელის ხელმოწერას.
4. სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს
გადაწყვეტილებას ორდერის გაუქმების, ნაწილობრივ გაუქმების ან გაუქმებაზე უარის
შესახებ.
5. სასამართლო, სარჩელის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, სარჩელსა და
თანდართულ მასალებს უგზავნის ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოს, ასევე
დაინტერესებულ პირს, რომლის დაცვის მიზნითაც არის გამოცემული შემაკავებელი
ორდერი და აძლევს მათ უფლებას განცხადებასთან დაკავშირებით წარადგინონ თავიანთი
მოსაზრებები და მტკიცებულებები.
6. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, წერილობით უპასუხოს
სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ
საქმის განხილვამდე.
7. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში –
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს
დახურულ სასამართლო სხდომაზე.
8. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული
საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.
9. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ქალთა მიმართ
ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან
დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 24 საათის
განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.
10. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში,
მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
11. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ამ მუხლით დადგენილი წესით,
იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
13. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის შეტანა და ამ მუხლით
დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ
აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას.
მუხლი 2115. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები
1. დამცავი ორდერი იწარმოება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი
შეიძლება წარმოებულ იქნეს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
2. დამცავ ორდერში მიეთითება:
ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;
გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და
საცხოვრებელი ადგილი;
დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილით და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი,
რომლებიც ეკრძალება მოძალადეს.
3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და
თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;
გ ) მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის გარიდების საკითხს;
დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი
ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების
ნორმალური არსებობისათვის;
ე) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების
აკრძალვას;
ვ) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და
ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც
მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
თ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის
იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების
შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან
ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და
კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი
დროებით ჩამორთმევის პირობებს;
ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა,
გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
კ)
მოძალადის
დამოკიდებულებებისა
და
ქცევის
ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
კორექციაზე
მიმართული
ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე
ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს;
მ)
გაფრთხილებას
ორდერით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
დარღვევის
შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
შესახებ;
ნ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
4.
დამცავ
ორდერში
შესაძლებელია
მიეთითოს
ამ
მუხლის
მე-3
ნაწილით
გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად, ძალადობის ფაქტის
ადეკვატურობის გათვალისწინებით.
5. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობისა
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება
არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს,
ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო
სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით
გათვალისწინებული
საკითხი
შეეხება
არასრულწლოვანს,
დამცავი
ორდერის
ერთი
ეგზემპლარი ასევე ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ
ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ
საკითხებს,
დამცავი
და
შემაკავებელი
ორდერების
თითო
ეგზემპლარი
ეგზავნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან
დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება ამ კოდექსით
დადგენილი წესით.
7. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.“.
მუხლი
2.
ამ
კანონის
ამოქმედების
დროისათვის
შემაკავებელი
ორდერების
დამტკიცებასთან დაკავშირებით სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები დასრულდეს
ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებული წესით.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბულის
კონვენცია). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს,
რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების
წარმატებით
წარმართვისათვის
კი
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობის
სტამბულის კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სტამბულის კონვენცია ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს ქვეყანაში ქალთა
მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობისაგან
დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი
მექანიზმების ჩამოყალიბებას. კერძოდ, კონვენციის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები
ვალდებული არიან, მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომა იმის
უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ
კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთან
მიმართებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დღეს მოქმედი
რედაქცია
ითვალისწინებს
დამცავი
ან
შემაკავებელი
ორდერის
გამოცემისათვის
პროცედურებსა და რეგულაციებს იმ ქალების მიმართ, რომლებიც გახდნენ ოჯახში
ძალადობის მსხვერპლნი და არაა გათვალისწინებული მსგავსი რეგულაციები ძალადობის
მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლი იმ ქალების დასაცავად, რომლებიც ძალადობის
მსხვერპლნი არიან ოჯახს მიღმა. გარდა ამისა, კანონპროექტის შესაბამისად, ძალადობისგან
დაცვის
უფრო
სწრაფი
და
ქმედითი
მექანიზმების
უზრუნველყოფის
პრაქტიკული
საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისთვის 24
საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი ძალაში შევა
პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემისთანავე, ხოლო მხარეებს შემდგომ
უფლება ექნებათ ის გაასაჩივრონ სასამართლოში. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
რეგულაციები აისახება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა,
ქალთა მიმართ და ასევე ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია,
მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის
და
სტამბულის
კონვენციის
რატიფიკაციასთან
დაკავშირებით
სახელმწიფოს
მიერ
გამოხატული ნების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის კონვენციასთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში“
ოჯახში
ძალადობასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმების
მოქმედების სფერო ფართოვდება და მოიცავს არამარტო ოჯახის ფარგლებს, არამედ ქალის
მიმართ გამოვლენილ ძალადობას ზოგადად.
აქედან გამომდინარე, ცვლილებაა კოდექსის VII3 თავის სათაურში, ასევე, აღნიშნულ
თავში შემავალ მუხლებში, სადაც მოხსენიებულია ტერმინი „ოჯახური ძალადობა“, და
აღნიშნული ტერმინი ყალიბდება როგორც „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.
ეს კი გულისხმობს ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით თვისებრივად ახალ ეტაპზე
გადასვლას, რომლის დროსაც ქალი დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ
ოჯახის მიღმაც.
გარდა აღნიშნულისა, ცვლილება ითვალისწინებს ძალადობის აღკვეთის მექანიზმის,
კერძოდ, შემაკავებელი ორდერის ქმედითობის გაუმჯობესებას, მისი გამოცემისთანავე ძალაში
შესვლის
გზით,
რაც
უზრუნველყოფს
შემაკავებელი
ორდერის
დამტკიცებასთან
დაკავშირებით პრაქტიკაში შექმნილი სირთულეების აღმოფხვრას. დამცავი ორდერით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით,
პროექტით გათვალისწინებულია დამცავი ორდერის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში
მისი მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი საუბნო სამსახურისათვის გადაგზავნა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით
მოხდება
საქართველოს
მიერ
ხელმოწერილი
ევროპული
კონვენციის
იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში
კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან,
რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან
სახელმწიფო
უწყებათა
და
შესაბამის
სფეროში
საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და
ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია
„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო
დამცველი,
გაეროს
ქალთა
ორგანიზაცია
(UNWOMEN),
საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაცია,
კანონპროექტის
კონვენციის
შემუშავების
იმპლემენტაციის
პროცესში
საკითხებთან
კონსულტაციები
დაკავშირებით
იმართებოდა
აგრეთვე
არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას
იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის
უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი
წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი
1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ
მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს.
2. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხოლოდ
მსხვერპლის თანხმობით აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ,
ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.
3.
არასრულწლოვნის
სამართალწარმოების
მიმართ
ყველა
ოჯახში
ეტაპზე,
მათ
ძალადობის
შორის,
ფაქტზე
ადმინისტრაციული
არასრულწლოვნის
დაკითხვისას
(გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები,
მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.
4. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს
დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნაგანმარტების
მიღება)
სავარაუდო
მოძალადე
წარმომადგენლის
(წარმომადგენლების)
არასრულწლოვნის
დაკითხვაზე
მშობლის
(მშობლების)/კანონიერი
თანდასწრებით;
(გამოკითხვაზე)
ასევე
მშობლის
დაუშვებელია
(მშობლების)/კანონიერი
წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დასწრება, თუ მის (მათ) მიუკერძოებლობასთან
დაკავშირებით
არსებობს
წარმომადგენელს
ან
ეჭვი
მოძალადე
არასრულწლოვანზე
ოჯახის
წევრსა
და
მოძალადე
სხვა
პირს
მშობელს/კანონიერ
შორის
არსებული
ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში,
აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის,
ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.
5.
მშობლის/კანონიერი
წარმომადგენელი
ითვლება
ადმინისტრაციული
სასამართლოში
გადაწყვეტილების
წარმომადგენლის
საქმის
მიღებამდე,
თუ
უფლება,
სამართალწარმოების
წარმოების
იყოს
პროცესში,
განმავლობაში,
მშობელი/კანონიერი
არასრულწლოვნის
შეჩერებულად
საქმეზე
საბოლოო
წარმომადგენელი
სავარაუდო
მოძალადეა ან მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის
წევრს, არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს
შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა
შემთხვევაში.
6. სასამართლო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების
შემთხვევაში
იმ
არასრულწლოვნის
მიმართ,
რომლის
ორივე
მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოიწვევს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო
ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის
დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.
7.
არასრულწლოვნის
მშობლისგან,
სხვა
კანონიერი
წარმომადგენლისგან
ან
არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება
არასრულწლოვნის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) მისი (მათი)
იდენტიფიცირების შემთხვევაში.
8.
არასრულწლოვნის
მშობლისგან,
სხვა
კანონიერი
წარმომადგენლისგან
ან
არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის
გადაწყვეტილება
შეიძლება
არასრულწლოვნის
მშობელმა
ან
სხვა
კანონიერმა
წარმომადგენელმა ამ კოდექსით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს გაასაჩივროს პირველი
ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვნის ადგილსამყოფლის მიხედვით. კანონიერი
წარმომადგენლის სარჩელი არ აჩერებს განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების
მოქმედებას.
9. სასამართლო სარჩელის დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 24 საათის
განმავლობაში
სარჩელსა
და
თანდართულ
მასალებს
უგზავნის
არასრულწლოვნის
განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს. ეს ორგანო უფლებამოსილია
წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები
სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
10. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ
სასამართლო სხდომაზე განიხილოს.
11. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით
გათვალისწინებული საკითხების შესაბამისი სასამართლოს მიერ განხილვას.
12. სასამართლო სარჩელს დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში
განიხილავს
და
იღებს
დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას
სოციალური
მუშაკის
გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
13. სასამართლო არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების
ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი
რწმენის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა
მხარეებს.
14. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის
ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
15. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს
სააპელაციო სასამართლო მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
17.
სასამართლოს
კანონიერ
ძალაში
შესული
გადაწყვეტილება
შეიძლება
არასრულწლოვნის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა გაასაჩივროს ახლად
აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილი წესით, მათ შორის, იმ
შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები,
რომლებიც, საქმის სასამართლოში განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მისთვის
ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.
მუხლი 2113. დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის
მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული
მოქმედებების
შეზღუდვის
უზრუნველსაყოფად,
დროებითი
ღონისძიების
სახით,
შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.
2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი
ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით
დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს
წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს;
ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
ბ1) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ
შორის, მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;
დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ;
ე) მტკიცებ ულებათა ჩამონათვალს;
ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას;
ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის
ხელმოწერას.
4.
სასამართლო
განცხადების
სასამართლოს
კანცელარიაში
დადგენილი
წესით
რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი
ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის
შესახებ.
5.
სასამართლო
განცხადების
სასამართლოს
კანცელარიაში
დადგენილი
წესით
რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართულ მასალებს უგზავნის
იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, აგრეთვე აძლევს მას უფლებას
წარადგინოს მტკიცებულებები. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება,
უფლებამოსილია
წერილობით
უპასუხოს
განცხადებაში
მითითებულ
საკითხებს
და
წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
51.
მოსამართლე
უფლებამოსილია
მხარის
(არასრულწლოვნის
შემთხვევაში
–
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს
დახურულ სასამართლო სხდომაზე.
52. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო
ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის
საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე
შეიძლება დაისვას მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების
საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო
დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.
6. ამ თავით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება
დასაბუთებული
საჩივრდება
სააპელაციო
სასამართლოში,
მხარისათვის
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს
გამოცემული დამცავი ან/და შემაკავებელი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით
ამ თავით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის
წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
საჩივრდება.
7. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების
განხილვას შესაბამის სასამართლოში.
71. ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და
დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 24
საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და
დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით
მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აგრეთვე ეგზავნება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს; თუ დამცავი
ორდერით
გათვალისწინებული
საკითხები
შეეხება
არასრულწლოვანს,
სასამართლო
გადაწყვეტილება ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ
ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ
საკითხებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
8. (ამოღებულია).
მუხლი 2114. შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
1.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი
ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის
უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს
შემაკავებელი ორდერი.
2. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ
გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის
დაცვის დროებითი ღონისძიებები.
3. შემაკავებელი ორდერი მისი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად
წარედგინება სასამართლოს.
4. სასამართლო შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის
განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს
გადაწყვეტილებას ორდერის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ
დამტკიცების შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამომცემი პოლიციის უფლებამოსილი პირის ან
პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ
ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და მასზე გადაწყვეტილების მიღებას.
5. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში
დეტალურად უნდა იქნეს ასახული მოძალადისათვის დაწესებული შეზღუდვების პირობები
და მსხვერპლის დასაცავად გათვალისწინებული ღონისძიებები.
6. სასამართლო პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის
მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის
მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
7. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება
გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება პროცესის
მონაწილე მხარეებს, აგრეთვე ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე
რეაგირების მიზნით; თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი შეეხება
არასრულწლოვანს, სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის
შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან
დაკავშირებულ საკითხებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის
სამსახურს.
8. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას სახეზეა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები
ქვემდებარეობის შესაბამისად ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის
საკითხის გადასაწყვეტად.
9. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე
სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
მუხლი 2115. დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები
1. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და
გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების
გამოყენებით.
2. დამცავ ან შემაკავებელ ორდერში მიეთითება:
ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;
გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და
საცხოვრებელი ადგილი;
დ) ამ მუხლის მე-3–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი,
რომლებიც ეკრძალება მოძალადეს.
3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და
თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;
ბ1) მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის გარიდების საკითხს;
გ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი
ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების
ნორმალური არსებობისათვის;
დ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების
აკრძალვას;
ე)
მოძალადის
არასრულწლოვნისგან
განცალკევების,
მასთან
შეხვედრისა
და
ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
ვ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც
მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
ზ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის
იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას
ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის
მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის
(მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის
პირობებს ;
თ) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა,
გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
ი)
მოძალადის
სარეაბილიტაციო
ცენტრში
მოთავსების,
მისი
რეაბილიტაციის
ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს;
ი1) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე
ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს;
კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
4. შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი
და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს,
მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და
თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების
აკრძალვას;
დ) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკითხებს;
ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც
მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
ვ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის
იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას
ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის
მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის
(მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის
პირობებს;
ვ1)
გაფრთხილებას
შემთხვევაში
საქართველოს
ორდერით
გათვალისწინებული
კანონმდებლობით
მოთხოვნების
გათვალისწინებული
დარღვევის
პასუხისმგებლობის
შესახებ;
ზ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
5. გამოცემულ შესაბამის ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3–მე-4
ნაწილებით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად, ძალადობის
ფაქტის ადეკვატურობის გათვალისწინებით.
51. შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედების ვადები განისაზღვრება „ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონით.
6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება
არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი
ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო
სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით
გათვალისწინებული
საკითხი
შეეხება
არასრულწლოვანს,
დამცავი
ორდერის
ერთი
ეგზემპლარი ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს,
ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს,
დამცავი და შემაკავებელი ორდერების თითო ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან დაკავშირებით მიღებული
სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
61. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემაკავებელი ორდერი მზადდება
არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი
ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი გადაეცემა
სასამართლოს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სამართლებრივი პროცედურის განსახორციელებლად.
7. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.
შემდგომი