„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"
- „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია" კონვენცია
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის („საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე“, №22, 6.07.2001, მუხ. 78) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის
„გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტის თაობაზე, თუ
არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბულის
კონვენცია“). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს,
რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების
წარმატებით
წარმართვისათვის
კი
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობის
სტამბულის კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კერძოდ, სტამბულის კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს
ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან
დაცვის ეფექტიანი
სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას. კონვენციის 28-ე მუხლის შესაბამისად
განისაზღვრება
კონვენციის
ხელშემკვრელი
მხარეების
ვალდებულება,
რეგულაციები,
რათა
კონფიდენციალურობის
დაცვის
წესებმა
ხელი
განსაზღვროს
არ
შეუშალოს
სპეციალისტებს, მიმართონ კომპეტენტურ ორგანიზაციებს ან ხელისუფლების ორგანოებს ამ
კონვენციის
მოქმედების
სფეროში
შემავალი
ძალადობის
აქტების
თაობაზე,
თუ
მოსალოდნელია ძალადობის განმეორების საშიშროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა,
ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია,
მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის
და
მიერ
სტამბულის
კონვენციის
რატიფიკაციასთან
დაკავშირებით
სახელმწიფოს
გამოხატული ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული საკითხების
შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოდგენილი ცვლილებით
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლს ემატება „გ1“ ქვეპუნქტი, რომლის
შესაბამისად, ადვოკატს უფლება აქვს, პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს
მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო
ჩადენის ფაქტის თაობაზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით
მოხდება
საქართველოს
მიერ
ხელმოწერილი
ევროპული
კონვენციის
იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში
კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან,
რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან
სახელმწიფო
უწყებათა
და
შესაბამის
სფეროში
საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და
ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია
„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო
დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWOMEN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია, კონვენციის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტის
შემუშავების
პროცესში
კონსულტაციები
იმართებოდა
აგრეთვე
არასამთავრობო
ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის
მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც
წინამდებარე
რეფორმის
პროექტის
გარშემო
დისკუსიებში
მონაწილეობას
იღებდნენ
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
კანონპროექტით
შედის
მუხლი 4. ადვოკატის უფლებები
1. ადვოკატს უფლება აქვს:
ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები
საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების
ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;“.
ბ) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით
მოითხოვოს
და
მიიღოს
საადვოკატო
საქმიანობის
განსახორციელებლად
საჭირო
დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები;
გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
პირისპირ
შეხვდეს
დაკავებულ,
დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს,
იქონიოს მასთან მიმოწერა;
დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.