„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2017
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/42/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ − მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბულის კონვენცია“). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს, რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების წარმატებით წარმართვისათვის კონვენციის ნორმებთან კი აუცილებელია შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს კერძოდ, კანონმდებლობის სტამბულის კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია, მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გამოხატული ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული საკითხების შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლში, სადაც მოხსენიებულია „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის სახელწოდება იცვლება საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული რედაქციის შესაბამისად და განისაზღვრება, როგორც საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის მიხედვით მოხდება საქართველოს იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. მიერ ხელმოწერილი ევროპული კონვენციის გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს იურისტთა ასოციაცია, კანონპროექტის ქალთა ორგანიზაცია კონვენციის შემუშავების (UNWOMEN), იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს საკითხებთან კონსულტაციები ახალგაზრდა დაკავშირებით იმართებოდა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. 1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის წარმომადგენლის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა განცხადების საფუძველზე. ამ პირის „სოციალური ან მისი კანონიერი დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ − მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე. 2. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. 21 . საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ბინადრობის მოწმობა. 22 . საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში. 3. 14 წლამდე პირის, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ან/და მიუსაფარი ბავშვის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. [3. 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )] 3 1. 14 წლამდე პირზე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 14 წლამდე ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ან/და მიუსაფარ ბავშვზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე. 4. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს. 6. 16 წლამდე პირი, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება ასევე გამოიხატოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მიუსაფარი ბავშვის ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით. 7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დაწესებულებაში. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო 8. საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. 9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას ან საკონსულო დიპლომატიური მოთხოვნით დაწესებულებას წარმომადგენლობა განცხადება შეიძლება ან (შემდგომ − საკონსულო წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულება) რეგისტრაციის მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში. 10. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის. 12. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად. 13. საკონსულო აღრიცხვისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 14. (ამოღებულია – 24.06.2011, №4937). 15. პირის რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 16. რეგისტრაციასთან და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.