„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2017
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/42/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს აწვდის ინფორმაციას, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბულის კონვენცია“). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს, რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების წარმატებით წარმართვისათვის კი აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სტამბულის კონვენცია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ავალდებულებს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას. კონვენციის 28-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოების ვალდებულებაა, განსაზღვრონ შიდა რეგულაციები, რათა კონფიდენციალურობის დაცვის წესებმა ხელი არ შეუშალოს სპეციალისტებს, მიმართონ კომპეტენტურ ორგანიზაციებს ან ხელისუფლების ორგანოებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების თაობაზე, თუ მოსალოდნელია ძალადობის განმეორების საშიშროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია, მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოხატული ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული საკითხების შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ზ1“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი კომპეტენციის ფარგლებში მიაწვდის პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს იმ ინფორმაციას, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის მიხედვით მოხდება საქართველოს მიერ ხელმოწერილი ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWOMEN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონვენციის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი: ა) მართავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესსა და ბიუჯეტს; გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო განრიგს; დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ; ვ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; ზ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.