„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"
- „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია" კონვენცია
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონშის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) მე-12 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტისა
და საქართველოს მთავრობის მიერ“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6.
საქართველოს მთავრობა გენდერულ და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
საკითხებზე
სისტემური
და
კოორდინირებული
მუშაობის
უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. უწყებათაშორისი
კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2
საქართველოს
მთავრობამ
2017
წლის
1
მაისამდე
უზრუნველყოს
გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონების
საფუძველზე შექმნილია და ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა
განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო და გენდერული თანასწორობის საბჭო.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო
საბჭო წარმოადგენს ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მისი თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ
ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და
რეაბილიტაციის სფეროში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს, ხოლო გენდერულ
საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილი
გენდერული თანასწორობის საბჭო - საქართველოს პარლამენტთან არსებულ ორგანოს.
კანონპროექტით შემოთავაზებული ახალი უწყებათაშორისი ორგანოს - გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისიის - შექმნის მთავარი იდეაა აღმასრულებელი ხელისუფლების
დონეზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს
როგორც გენდერული თანასწორობის, ისე ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების შესრულების საკითხებს.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საუწყებათაშორისო
საბჭოს საქმიანობა დღეისათვის მხოლოდ ოჯახში ძალადობის საკითხებზე ვრცელდება, ხოლო
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისთვის, ასევე,
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსაც მოიცავს, რაც საქართველოს
სახელმწიფოს მიერ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის „ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (ე.წ. სტამბულის
კონვენცია) ხელმოწერით არის განპირობებული. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის
შექმნის იდეა პირდაპირ ეხმიანება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის
კომიტეტის (CEDAW) მიერ სახელმწიფოსთვის მიცემულ რეკომენდაციას,
რომლის თანახმად, „აღმასრულებელ დონეზე უნდა შეიქმნას სრულყოფილი ეროვნული
მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან კოორდინაციას სახელმწიფო უწყებებს შორის,
განახორციელებს და მონიტორინგს გაუწევს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას. შეიქმნას
მექანიზმი, რომელსაც ექნება ძლიერი მანდატი, რათა უზრუნველყოს მთავრობის პოლიტიკასა
და პროგრამებში გენდერული თანასწორობის პრინციპის ეფექტიანი გამოყენება“.
უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან არსებული
ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო,
ცხადია, შეწყვეტს დამოუკიდებლად არსებობას, ვინაიდან მის ფუნქციებს სრულად შეითავსებს
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტთან არსებულ
გენდერული თანასწორობის საბჭოს, ეს უკანასკნელი, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოს
უფლებამოსილების
კოორდინირებული
მუშაობის
ფარგლებში
გენდერულ
უზრუნველსაყოფად,
საკითხებზე
განაგრძობს
სისტემური
არსებული
და
ფორმით
ფუნქციონირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია უწყებათაშორისი ორგანოს - გენდერული თანასწორობის,
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი
კომისიის - სახით აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ერთიანი საკოორდინაციო
მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს როგორც გენდერული თანასწორობის, ისე
ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და „ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12
მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა გენდერულ და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და
კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის, ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
დებულებით. შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება ამავე მუხლის სათაურიც.
აქვე აისახება საქართველოს მთავრობის ვალდებულება - 2017 წლის 1 მაისამდე
უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ახალი დებულების დამტკიცება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით
მოხდება
საქართველოს
მიერ
ხელმოწერილი
ევროპული
კონვენციის
იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში
კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან,
რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან
სახელმწიფო
უწყებათა
და
შესაბამის
სფეროში
საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და
ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია
„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო
დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWOMEN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია,
კონვენციის
შემუშავების
პროცესში
იმპლემენტაციის
საკითხებთან
კონსულტაციები
დაკავშირებით
იმართებოდა
აგრეთვე
კანონპროექტის
არასამთავრობო
ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის
მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც
წინამდებარე
რეფორმის
პროექტის
გარშემო
დისკუსიებში
მონაწილეობას
იღებდნენ
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 12. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის
მიერ
1.
საქართველოს
ხელშეკრულებებისა
პარლამენტი
და
საქართველოს
საქართველოს
სხვა
კონსტიტუციის,
საკანონმდებლო
ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს გენდერულ
პოლიტიკის
ძირითად
მიმართულებებს,
უზრუნველყოფს
და
საერთაშორისო
კანონქვემდებარე
სფეროში სახელმწიფო
გენდერული
თანასწორობის
სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს
შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
2.
საქართველოს
პარლამენტი,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტისა
და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გენდერულ საკითხებზე სისტემური და
კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს,
რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ
კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია:
ა) (ამოღებულია - 28.04.2016, №5069);
ბ)
განახორციელოს
საქართველოს
კანონმდებლობის
ანალიზი
და
შეიმუშაოს
წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის
უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების
პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
დ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის
მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ე) შეიმუშაოს და დანერგოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის
განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, შეიმუშაოს
შესაბამისი რეკომენდაციები;
ვ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა,
რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ)
განიხილოს
გენდერული
თანასწორობის
დარღვევის
თაობაზე
წარდგენილი
განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში
მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
თ) გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მოიწვიოს
შესაბამის
დარგში
მომუშავე
საერთაშორისო
ან
ადგილობრივი
ორგანიზაციების
წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;
ი) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა
უფლებამოსილებები.
4. გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ,
ამზადებს ანგარიშებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე; გენდერული თანასწორობის
საბჭო
უფლებამოსილია,
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
შესაბამისი
გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით
წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ურთიერთობებში.
5. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა, მუშაობის წესი და
სახელმწიფო
ორგანოებთან ურთიერთობა
განისაზღვრება საქართველოს
რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.
პარლამენტის