„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"
- „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია" კონვენცია
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი)
დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც
„ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს
მსხვერპლის სტატუსი.“.
2. მე-17 მუხლის „61“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. უცხოელზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლია, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და ამ ნებართვის მოქმედების ვადას
აგრძელებს სააგენტო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის
საფუძველზე.“.
3. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ
ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის
პერიოდის განმავლობაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბულის
კონვენცია“). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს,
რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების
წარმატებით
წარმართვისათვის
კი
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობის
კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სტამბულის კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ქვეყანაში
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი
მექანიზმების ჩამოყალიბებას. კერძოდ, კონვენციის 59-ე მუხლის შესაბამისად, ქალთა მიმართ
ძალადობის მსხვერპლსაც უნდა შეეძლოს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების
დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და
პრევენცია,
მსხვერპლის
უფლებრივი
სივრცის
გაფართოება
მისი
უსაფრთხოების
უზრუნველყოფისათვის და სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით
სახელმწიფოს მიერ
გამოხატული ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული
საკითხების შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით
ცვლილება შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-17 და 61-ე მუხლებში და
განისაზღვრება, რომ უცხოელს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლია, შეეძლება,
მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელსაც გასცემს სახელმწიფო სერვისების
განვითარების
სააგენტო.
კანონპროექტით,
ასევე,
დგინდება,
რომ
დაუშვებელია,
საქართველოდან გაძევებულ იქნეს უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის
მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ
ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის
პერიოდის განმავლობაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით
მოხდება
საქართველოს
იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
მიერ
ხელმოწერილი
ევროპული
კონვენციის
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში
კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან,
რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან
სახელმწიფო
უწყებათა
და
შესაბამის
სფეროში
საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და
ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია
„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო
დამცველი,
გაეროს
იურისტთა
ასოციაცია,
კანონპროექტის
ქალთა
ორგანიზაცია
კონვენციის
შემუშავების
(UNWOMEN),
იმპლემენტაციის
პროცესში
საქართველოს
საკითხებთან
კონსულტაციები
ახალგაზრდა
დაკავშირებით
იმართებოდა
აგრეთვე
არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას
იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები
საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
საქართველოში
სამეწარმეო
ან
შრომითი
საქმიანობის
განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
გ) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის
ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
დ) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა
უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე,
რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
დანაშაულის
მსხვერპლი
ან
დაზარალებული
„ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის
გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ
კანონის
მე-60
მუხლით
გათვალისწინებულ
პირებზე
და
უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;
ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის
მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე,
რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო
6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის
მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში
მუშაობის პერიოდი;
თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც
საქართველოში
განახორციელა
არანაკლებ
300
000
ლარის
ოდენობის
ინვესტიცია
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის
წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი
მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი,
რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის
ცნობილი;
ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;
კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც
საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს
საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა),
რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი
ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის
საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის
ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს
სერტიფიცირებული შემფასებელი.
მუხლი 17. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და
გადაწყვეტა
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს
სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად არასრულწლოვნის განცხადებას
წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება
წარდგენილ
იქნეს
გადაწყვეტილებით
მხოლოდ
სხვა
რამ
არ
მხარდამჭერის
არის
დახმარებით,
განსაზღვრული,
თუ
ხოლო
სასამართლოს
შესაბამისი
ქვეყნის
კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განცხადებას
წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული
დოკუმენტები სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
საქართველოს
სპეციალური
მთავრობის
ბინადრობის
წევრის
ნებართვის
წერილობითი
გაცემისას
ამ
ინიციატივის
კანონის
საფუძველზე
მე-18
მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლები არ მოწმდება. დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი
დამატებითი დოკუმენტები და მათი წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
5. უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება
იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული,
სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა (ამ ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება)
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან
პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
6. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული
დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება
არასახელმწიფო ენაზედაც მიიღოს. უცხოელის პასპორტი სააგენტოს შეიძლება წარედგინოს
ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს
ლათინური ტრანსლიტერაციით.
61. უცხოელზე, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, დროებითი ბინადრობის
ნებართვას გასცემს და ამ ნებართვის მოქმედების ვადას აგრძელებს სააგენტო ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს
შუამდგომლობის საფუძველზე.
7. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის
გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის
საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.
8. სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები
ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.
საქართველოში
ბინადრობის
ნებართვის
გაცემის
შესახებ
გადაწყვეტილება
შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 61. საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა
1. დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს:
ა)
უცხოელი,
რომელიც
იმყოფება
საქართველოს
მოქალაქის
მეურვეობის
ან
მზრუნველობის ქვეშ;
ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება
იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული,
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
ბ1)
უცხოელი,
რომელიც
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლია,
შესაბამისი
სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში)
ყოფნის პერიოდის განმავლობაში;
გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს
არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში,
თუ
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
ან/და