„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2017
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/42/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობისათვის, ამგვარი ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.“. 3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;“. 4. მე-2 მუხლის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ე) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის და კორექციაზე უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“. ქცევის მიმართული 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ქალთა მიმართ ძალადობა 1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. 2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალი მოიცავს ასევე 18 წელს მიუღწეველ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანს.“. 6. მე-4 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;“; ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომში - მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად ჩაითვლება აგრეთვე ბავშვი, რომლის მიმართაც ხორციელდება კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ, ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისათვის მსხვერპლად ითვლება აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია უგულებელყოფით მისი ან/და კონსტიტუციური ფიზიკური, უფლებები ფსიქოლოგიური, და თავისუფლებები ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა;“; დ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი),მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მინდობით აღსაზრდელი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, ასევე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მუდმივად ეწევა ან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას;“; ე) „თ“ - „კ“ ქეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მოძალადე – ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ აგრეთვე ჩაითვლება ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას გენდერული ნიშნით ქალის მიმართ საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისათვის მოძალადედ ითვლება აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით; ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე, დაცვის ღონისძიებებს; კ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებები – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;“; ვ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს;“; ზ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კრიზისული ცენტრი – სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, სამართლებრივ დახმარებას, ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, თავშესაფარში ცხოვრების გარეშე.“; თ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.“. 8. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია“. 9. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები 1. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნის, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ. 2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას. 3. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს: ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და და ოჯახში ძალადობის მიზეზებია; ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად; გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა აქვთ ჩადენილი; ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, თავისუფლებების, ასევე, შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, ასევე, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს; ვ) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას; ზ) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელებას; თ) ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას. მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები. 2. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება. 3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ.“. 10. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას; გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მოძალადეთა რისკჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას;“; გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას; ვ) მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.“. 11. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები“ 12. მე-9 და 91 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები 1. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. 2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 3. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე, მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმების გამოყენებით. მუხლი 91. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენასა და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები, ასევე, ამ კანონით განსაზღვრული წესით მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აქვთ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში − ასევე, საგანმანათლებო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.“. 13. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია, გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-38 პუნქტები: „31. შემაკავებელ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც ეკრძალება მოძალადეს. 32. შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მოძალადის იმ სახლისაგან გარიდების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; დ) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკითხებს; ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; ვ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს; ზ) გაფრთხილებას შემთხვევაში საქართველოს ორდერით გათვალისწინებული კანონმდებლობით მოთხოვნების გათვალისწინებული დარღვევის პასუხისმგებლობის შესახებ; თ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. 33. შემაკავებელ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის 32 პუნქტით გასათვალისწინებელი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი, ერთდროულად რამდენიმე ან ყველა ერთად, ძალადობის ფაქტის ადეკვატურობის გათვალისწინებით. 34 . შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 35. შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მსხვერპლს და მოძალადეს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება შემაკავებელი ორდერის გამომცემ ორგანოში. 36. შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით; ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი შეეხება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი შეეხება არასრულწლოვანს. 37. შემაკავებელი ორდერი შეიძლება გასაჩივრდეს მსხვერპლის ან მოძალადის მიერ მათთვის ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. 38. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის შესაბამისად ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.“; დ) მე-5 - მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლის სამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გაცემას. 6. თუ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს. 7. დამცავი ორდერი მოძალადის მიმართ შეიძლება ითვალისწინებდეს მის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.“. 14. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მხარეთა შერიგებისას, სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის მათი ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. 4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.”. 15. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და ასევე არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების საფრთხე ან თუ ქალის მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის, ინტერესებს.“. 16. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში სამართალწარმოების თავისუბურებანი“ 17. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ძალადობის ფაქტებზე „1. პოლიცია ვალდებულია, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს. 5. პოლიცია ვალდებულია, თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე, მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ.“. 18. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161 . მსხვერპლის სტატუსის მინიჭება 1. მსხვერპლის სტატუსის ორგანოებთან (საქართველოს საგამოძიებო ორგანოები, მინიჭებას შინაგან სასამართლო) ამ საქმეთა ერთად, კანონით განსაზღვრულ სამინისტროს ასევე, სახელმწიფო შესაბამისი ორგანოები, უზრუნველყოფს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, თუ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი ძალაშია მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი სარგებლობს თავშესაფრით, − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით. 2. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 19. მე-6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI. მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური და შრომითი გარანტიები, მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებები“. 20. მე-17 და 171 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მსხვერპლის უფლებები და დაცვის გარანტიები 1. მსხვერპლი (სავარაუდო მსხვერპლი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას მასზე რეაგირების მოთხოვნით; ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით; გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით; ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით; ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით; ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით, რომლის ვადაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს; თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ მსხვერპლი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია; ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე; კ) ისარგებლოს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებით. 2. ქალთა მიმართ სისხლისსამართლებრივი ძალადობისა დევნის ან/და ღონისძიებების ოჯახური დანაშაულის განხორციელებისას შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები. 3. ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობასა ან/და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ქალთა მიმართ ძალადობასა ან/და ოჯახში ძალადობასთან, აგრეთვე ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნაგანმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს. 4. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი მსხვერპლია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი მსხვერპლია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. მუხლი 171. მსხვერპლის ინფორმირება 1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანო, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, ქალთა მიმართ ძალადობასა ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან, მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ. 2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასა ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში. 3. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“. 21. 172 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 172. მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დ სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას.“. 22. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.“. 23. 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.“. 24. 182 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 182. მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის შენარჩუნება“. 25. მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ“. 26. 191 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 2. უფასო 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებისა და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების შესახებ.“. 27. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებები მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებები გულისხმობს მოძალადის ძალადობრივი ქცევის შეცვლისკენ, მოძლადის ფსიქოლოგიურსოციალური დახმარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოძალადის მიერ ძალადობრივ ქცევასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღიარება, ასევე მოძალადეთა ქცევასა და დამოკიდებულებებში მიღწეული პოზიტიური ცვლილებების შენარჩუნება. აღნიშნულის მისაღწევად მნიშნელოვანია მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 28. 21-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის თაობაზე არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.“; დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის გაცემის წესი და ოდენობა.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებისა და, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების, აგრეთვე მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებების, მათი განხრციელების წესისა და ფორმების დამტკიცება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) მოწყობისათვის აუცილებელი და „ოჯახში ძალადობის მოძალადეთა მინიმალური მსხვერპლთა დროებითი სარეაბილიტაციო ცენტრების სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ ბრძანებისა და „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №153/ნ ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობასი მოყვანა. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იმ სპეციალისტების მომზადება/გადამზადებისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ან მოძალადეთა რეაბილიტაციასა და ადაპტაციასთან. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, 28-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 28-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 28-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 28-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბულის კონვენცია). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს, რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების წარმატებით წარმართვისათვის კი აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის სტამბულის კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სტამბულის კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ქალთა მიმართ ძალადობისა (მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში) და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ადგენს რეგულირებას მხოლოდ იმ ქმედებებისათვის, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისათვის. შესაბამისად, ღიადაა დარჩენილი ასეთი ღონისძიებები გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ. სწორედ აღნიშნული კანონპროექტი. ურთიერთობების გარდა ამისა, მოწესრიგებას ძალადობის ითვალისწინებს აღკვეთასთან წარმოდგენილი დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი სირთულეების დაძლევის თვალსაზრისით, საჭიროა არსებული მექანიზმების ქმედითობის ხარისხის გაუმჯობესება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ეფექტურად აღკვეთა და პრევენცია, მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს საქართველოს მიერ გამოხატული ნების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. თანახმად, კანონმდებლობის ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არამარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობას, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის „ქალი“ მოიცავს 18 წელს მიუღწეველ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანსაც. აქედან გამომდინარე, ცვლილება შედის როგორც კანონის სათაურში, ისე მის ყველა იმ მუხლში, რომლებშიც მოხსენიებულია ტერმინი „ოჯახური ძალადობა“ და აღნიშნული ტერმინი ყალიბდება როგორც „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“, რაც გულისხმობს ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას, რომლის დროსაც ქალი დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ ოჯახის მიღმაც. ასევე, კანონის მე-2 მუხლს ემატება „ა1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებასთან ერთად კანონის მიზანი იქნება ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. კანონს ემატება 31 მუხლი, რომლის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. არსებითად იცვლება მსხვერპლის დეფინიცია და იგი მოიცავს არა მხოლოდ ოჯახის წევრს, არამედ ქალს ზოგადად. მსგავსი ცვლილება ეხება სავარაუდო მსხვერპლის ცნებასაც. კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება მოძალადის ცნება, რომლის თანახმადაც, მოძალადე შეიძლება იყოს როგორც ოჯახის წევრი, ისე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ქალზე ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას, უგულებელყოფას ან იძულებას. კანონპროექტის შესაბამისად, ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის საკითხი და სწრაფი და ეფექტური რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით ხდება უწყებათაშორისი ორგანოს - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის - სახით აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს როგორც გენდერული თანასწორობის, ისე ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებს, კანონპროექტით ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ნაცვლად მიეთითება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიაზე, კანონპროექტით „მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები“ იცვლება „მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებებით“. დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მოძალადეთა მიმართ ხდება სწორედ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებების გატარება, ნაცვლად სარეაბილიტაციო ღონისძიებების შეთავაზებისა, რამდენადაც „რეაბილიტაცია“, თავისი შინაარსით, მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია არა მოძალადის, არამედ მსხვერპლის მიმართ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება 2017 წლის ბიუჯეტიდან არ იწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. 2022 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებისათვის, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის გასაცემად საჭირო ასიგნება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის გაცემისათვის საჭირო ასიგნება, რომლის ოდენობის გაანგარიშებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: 2022 წლის 1 იანვრიდან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილი იქნება მიყენებული ზიანის სანაცვლოდ მოითხოვოს კომპენსაცია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდას იმ პირისათვის, რომელსაც ზიანი მიადგა ძალადობის შედეგად. კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება ამ ეტაპზე შეუძლებელია. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. პირიქით, კანონპროექტის მიხედვით მოხდება საქართველოს მიერ ხელმოწერილი ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWOMEN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონვენციის შემუშავების პროცესში იმპლემენტაციის კონსულტაციები საკითხებთან დაკავშირებით იმართებოდა აგრეთვე კანონპროექტის არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. 2. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ე) ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, შეზღუდვა, საფრთხისაგან დაბადების დაუცველობა, რეგისტრაციის, საბაზისო სამედიცინო და განათლების სხვა უფლების მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე; ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა). ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისათვის მსხვერპლად ითვლება აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია უგულებელყოფით მისი ან/და კონსტიტუციური ფიზიკური, უფლებები ფსიქოლოგიური, და თავისუფლებები ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა; ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი; ზ1) სხვა პასუხისმგებელი გათვალისწინებული პირი პირებისა), – პირი (გარდა რომელთანაც ამ მუხლის „ზ“ სამართლებრივი ქვეპუნქტით აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე; ზ2) სოციალური მუშაკი – ბავშვთა დაცვის პროცედურებით განსაზღვრული სოციალური მუშაკი; მიმართვიანობის (რეფერირების) თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისათვის მოძალადედ ითვლება აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით; ი) თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურსოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე – ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი; კ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები – ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოძალადის რეაბილიტაციასა და კრიზისულ ინტერვენციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ლ) კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე; მ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს). მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. და შეთანხმებებს, ამ კანონსა და მუხლი 6. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები 1. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ. 2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას. 3. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს: ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზებია; ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად; გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა; ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს; ვ) ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას; ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას; თ) ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას. მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – მუნიციპალიტეტის ორგანოები. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ოჯახში ძალადობის პრევენციის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები. მუხლი 8. სოციალური მომსახურება 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის. 2. სოციალური მომსახურება მოიცავს: ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას; ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას; გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას; დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას; ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს; ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას. მუხლი 9. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები 1. ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი, გამოვლენისა და აღკვეთისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი და გამოიყენება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი მექანიზმები. 2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 3. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით. მუხლი 91. ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი. ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულების, არასრულწლოვნის შემთხვევაში − ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს. მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები 1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. 2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. 3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. 4. მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ოჯახში ძალადობის კანონმდებლობით ჩამდენის მიმართ გათვალისწინებული საქართველოს ღონისძიებების სისხლის სამართლის (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას. 6. ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ, თუ მის მიმართ დევნა დაწყებულია ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის გარდა) გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს. 7. მოძალადის რეაბილიტაციის მიზნით დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას. მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა 1. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. 2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ. 3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით, სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. 4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში. მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს. მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი 1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში; ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში; ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება; ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება; ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ; თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი; ი) სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი. შემთხვევაში გამოსცეს იარაღთან 31. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, რომელიც 1 თვის ვადით გამოიცემა, განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 4. პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს. 5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ. 6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. მუხლი 16 1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭება 1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი), თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი ძალაშია მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი სარგებლობს თავშესაფრით, − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით. 11. პირის ოჯახში საუწყებათაშორისო ძალადობის საბჭოში აღკვეთის წარდგენისა და ღონისძიებათა საბჭოდან განმახორციელებელ გამოყვანის წესს, საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები და დაცვის გარანტიები 1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (სავარაუდო მსხვერპლი) უფლებამოსილია: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას მასზე რეაგირების მოთხოვნით; ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით; გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია, თუ მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით; ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით; ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით; ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით, რომლის ვადაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს; თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ მსხვერპლი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია; ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე; კ) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებით. 2. ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები. 3. ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს. 4. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. მუხლი 171. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინფორმირება 1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანო, მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და დახმარების მექანიზმების და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ოჯახში ძალადობის მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენაში და შესაბამის სამართალწარმოებაში. 3. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით. 4. პოლიცია ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ. მუხლი 172. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისა და რეაბილიტაციის წესს. მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში 1. ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას. 2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად. 3. მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. მუხლი 181. კრიზისული ცენტრი 1. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. 2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასამეწარმეო აკმაყოფილებდეს სისტემაში იურიდიული ან/და პირის საქართველოს არასამეწარმეო მიერ შრომის, შექმნილი იურიდიული პირის ბაზაზე. კრიზისული ცენტრი უნდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. მუხლი 182. ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა. მუხლი 19. ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მუხლი 191. უფასო სატელეფონო დახმარება 1. ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 2. უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების შესახებ. 3. სატელეფონო დახმარების ქსელი ფუნქციონირებს კონფიდენციალურობის დაცვით. დაუშვებელია ამ ქსელის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა. მუხლი 20. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს მოძალადის ფსიქოლოგიურსოციალური დახმარებისკენ, გაჯანსაღებისკენ, განკურნებისა და რეაბილიტაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2016 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება). 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება. 4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა. 5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თაობაზე არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის დაუმორჩილებლობის განცალკევების შესახებ მიღებული შემთხვევაში პოლიციელის მიერ გადაწყვეტილებისადმი მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები. 8. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ კანონის 161 მუხლის 11 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება. 9. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის №665 ბრძანებულება და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება. 10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა. 11. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 191 მუხლით გათვალისწინებული სატელეფონო ნომრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულსამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის მიცემის წესი და კომპენსაციის ოდენობა.