„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"
- „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია" კონვენცია
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) ინფორმაცია შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. ეს ინფორმაცია
მიეწოდება
მხოლოდ
შესაბამის
სახელმწიფო
ორგანოს
პაციენტის
უფლებებისა
და
ინტერესების დასაცავად;“.
2. 29-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პაციენტზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობა ან
ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა
აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბულის
კონვენცია“). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს,
რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების
წარმატებით
წარმართვისათვის
კი
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობის
კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ქვეყანაში ქალთა მიმართ
ძალადობისა
ან/და
ოჯახში
მექანიზმების
ჩამოყალიბებას.
ძალადობისაგან
კერძოდ,
დაცვის
კონვენციის
ეფექტიანი
28-ე
სამართლებრივი
მუხლის
შესაბამისად,
კონფიდენციალურობის წესების დაცვამ ხელი არ უნდა შეუშალოს სპეციალისტებს,
შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანიზაციებს ან ხელისუფლების ორგანოებს, თუკი მათ
გონივრული საფუძველი აქვთ, ივარაუდონ, რომ ჩადენილია როგორც ოჯახში ძალადობის, ისე
ქალთა მიმართ ძალადობის სერიოზული აქტი და რომ, სავარაუდოდ, მოსალოდნელია
ძალადობის შემდგომი განმეორება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა,
ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია,
მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის
და
მიერ
სტამბულის
კონვენციის
რატიფიკაციასთან
დაკავშირებით
სახელმწიფოს
გამოხატული ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული საკითხების
შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით
ცვლილება შედის „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე და 29-ე
მუხლებში და განისაზღვრება, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევს არა მხოლოდ ოჯახში
ძალადობის, არამედ ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაში ექნება
სახელმწიფო ორგანოსთვის მიმართვის და პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პირად
ცხოვრებაში ჩარევის უფლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით
მოხდება
საქართველოს
იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
მიერ
ხელმოწერილი
ევროპული
კონვენციის
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში
კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან,
რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან
სახელმწიფო
უწყებათა
და
შესაბამის
სფეროში
საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და
ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია
„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო
დამცველი,
გაეროს
იურისტთა
ასოციაცია,
კანონპროექტის
ქალთა
ორგანიზაცია
კონვენციის
შემუშავების
(UNWOMEN),
იმპლემენტაციის
პროცესში
საქართველოს
საკითხებთან
კონსულტაციები
ახალგაზრდა
დაკავშირებით
იმართებოდა
აგრეთვე
არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას
იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 28
1.
სამედიცინო
მომსახურების
გამწევის
მიერ
კონფიდენციალური
ინფორმაციის
გამჟღავნება დასაშვებია, თუ:
ა) მიღებულია პაციენტის თანხმობა;
ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც
ცნობილია) სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
გ) სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენებისას
მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია;
გ1) ინფორმაცია შეეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს ან/და არსებობს
ძალადობის განმეორების საშიშროება და ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის
სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;
დ) ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
2. სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ სამედიცინო მომსახურებაში მონაწილე სხვა
პირებისათვის
პაციენტის
ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან
დაკავშირებული
კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა ნაგულისხმევად
შეიძლება ჩაითვალოს.
მუხლი 29
პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში სამედიცინო მომსახურების გამწევის ჩარევა
აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების დიაგნოსტიკის, მისი მკურნალობისა და
მოვლისათვის. ამ შემთხვევებში პაციენტის თანხმობა აუცილებელი პირობაა;
ბ) საფრთხე ექმნება პაციენტის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;
გ) პაციენტზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება ოჯახში ძალადობა და არსებობს
ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და
ინტერესების დასაცავად.