„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"
- „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია" კონვენცია
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ
კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332,137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443,
149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენას.
ოჯახური
დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება:დედა, მამა, პაპა, ბებია,
მეუღლე, შვილი (გერი),მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი
(დედობილი, მამობილი), მინდობით აღსაზრდელი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები,
სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი
ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, ასევე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც
მუდმივად ეწევა ან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.“.
2. 53-ე მუხლის:
ა) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის,
გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების,
შეზღუდული შესაძლებლობის,
მოქალაქეობის,
ეროვნული,
ეთნიკური
ან სოციალური
კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის
ან
დისკრიმინაციის
შემცველი
სხვა
ნიშნით
შეუწყნარებლობის
მოტივით
არის
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა
შესაბამისი დანაშაულისათვის.“;
ბ) 31 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:
„32. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ; უმწეო
მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის წინააღმდეგ ან მისი თანდასწრებით;
განსაკუთრებული სისასტიკით; იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით;
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
არის
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი
გარემოება ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 1331, 1332,137-ე−141-ე,
143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის.“.
3. 126-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა)
წინასწარი
შეცნობით
არასრულწლოვნის,
უმწეო
მდგომარეობაში
მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან
ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”.
4. 1261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1261 . ოჯახში ძალადობა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა,
შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია
ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ
საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში
მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) პირთა ჯგუფის მიერ;
ე) არაერთგზის,
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1331 და 1332 მუხლები:
„მუხლი 1331. იძულებითი სტერილიზაცია
1.
„წინასწარი თანხმობის გარეშე პირისათვის ისეთი ოპერციის ჩატარება, რომლის
მიზანი ან შედეგია პირის რეპროდუქციის უნარის შეწყვეტა ან/და მისი სრული მოშლა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2.
იგივე ქმედება ჩადენილი:
ა) პირთა ჯგუფის მიერ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ;
გ) არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.
3.
იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
მუხლი 1332. ქალის გენიტალიების დასახიჩრება
1. რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით
ან
ამგვარის
გარეშე,
ქალის
გენიტალიების
მთლიანად
ან
ნაწილობრივ
ამოკვეთა,
ინფიბულაცია ან სხვა სახის დასახიჩრება, ან ქალის იძულება, დარწმუნება ან დაყოლიება,
ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ქალის
სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) პირთა ჯგუფის მიერ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ;
გ) არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.“.
6. 137-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის
შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით ჩადენილი ძალადობით,
ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.“;
ბ) მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ,-.“;
გ) მე-3 ნაწილს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის
მიმართ, –.“;
დ) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველ პირთან, –.“.
7. 138-ე-141-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება
1. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის
მუქარით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე
შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137, 139-ე–141-ე მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშს მყოფი პირის
მიმართ,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თერთმეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველ პირთან,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 139. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის
სხვაგვარი მოქმედების იძულება
1. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
მოქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების ან სახელგამტეხი ან პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ანდა სხვა ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც
შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან
სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე
შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 137-138-ე, 140-ე–
141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეს მყოფი პირის
მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველ პირთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 140. სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან
1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;
ბ) პირთა ჯგუფის მიერ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
მუხლი 141. გარყვნილი ქმედება
1. ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ანდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;
ბ) პირთა ჯგუფის მიერ;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.“.
8. 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ;
ბ) პირთა ჯგუფის მიერ;
გ) არაერთგზის;
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით თვრამეტ თვემდე.“.
9. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 151. მუქარა
1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების
მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი
შიში, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება ჩადენილი:
ა) პირთა ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ,ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან
ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1511 მუხლი:
„მუხლი 1511. ადევნება
1. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო
ნათესავის არაკანონიერი
თვალთვალი,
ასევე არასასურველი
კომუნიკაციის დამყარება
სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება,
რომელიც ხორციელდება სისტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი
ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების
განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების
წესი ან უქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას,ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგელო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2.
იგივე ქმედება ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;
ბ) პირთა ჯგუფის მიერ;
გ) არაერთგზის;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე წლამდე.”.
11. 375-ე მუხლის შენიშვნის:
ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ
ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს;
ე) ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა მომსახურების
დაწესებულების
(თავშესაფრის/კრიზისული
ცენტრის)
თანამშრომელს
(გარდა
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);”;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგის შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომელს
(გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პირისთვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო სატელეფონო
დახმარების ქსელის ოპერატორს.".
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი
მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების თაობაზე
გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი
გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში
ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2
კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან
სამხედრო
ნაწილის
ხელმძღვანელობა,
ხოლო
ძებნილი
მსჯავრდებულების
მიმართ
დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილების
გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო
უფლებამოსილია ცვლილებების გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულება დაიწყოს 2017 წლის 1 მაისიდან.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბულის
კონვენცია). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს, რომლის
რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების წარმატებით
წარმართვისათვის კი აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის სტამბულის კონვენციის
ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა,
ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია,
მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის
და სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოხატული
ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული საკითხების შესაბამის საკანონმდებლო
აქტებში იმპლემენტაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კოდექსის 53-ე მუხლს ემატება 32 ნაწილი, რომელიც,
კონვენციის შესაბამისი ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ითვალისწინებს დამამძიმებელ
გარემოებებს კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის. კერძოდ, კონვენციის 46-ე
მუხლი ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ შესაბამისი ზომები, იმისათვის, რომ
კონვენციით
გათვალისწინებული
დანაშაულებისთვის
დამამძიმებელ
გარემოებად
განისაზღვროს დანაშაულის ჩადენა: ა) მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ოჯახის წევრის მიერ,
მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა
თავისი ძალაუფლება; ბ) უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; გ) არასრულწლოვნის
თანდასწრებით ან მის მიმართ; დ) განმეორებით; ე) ჯგუფურად; ვ) იარაღის მუქარით ან იარაღის
გამოყენებით; ზ) ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; თ) განსაკუთრებული
სისასტიკით;
ი)
მსგავსი
დანაშაულისთვის
ნასამართლევი
პირის
მიერ.
აღნიშნული
დამამძიმებელი გარემოებები აისახა როგორც კოდექსის 53-ე მუხლის 32 ნაწილში, ისე კოდექსის
ცალკეულ მუხლებში.
ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილიც, რომელიც ყველა
შესაბამისი დანაშაულისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს სხვადასხვა ნიშნით
შეუწყნარებლობის, მათ შორის, სქესის და „სხვა ნიშნით“ შეუწყნარებლობის მოტივს. ამ
უკანასკნელში გენდერული ნიშანიც მოიაზრება, თუმცა, მეტი სიცხადისათვის და იმის
გათვალისწინებით, რომ „გენდერის“ ცნება განსხვავდება„ სქესისაგან“, მიზანშეწონილია
დაზუსტდეს აღნიშნული ნორმის რედაქცია და ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის ერთ-ერთ
დამამძიმებელ გარემოებად ასევე ჩაითვალოს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი
დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ადამიანის „დაქვემდებარებული როლის“ ხაზგასმის,
ამავე ნიშნით საკუთარი „უპირატესი მდგომარეობის“ გამოკვეთის და სხვა მიზეზებით.
კონვენციის 39-ე მუხლი აბორტის იძულებასთან ერთად ითვალისწინებს სტერილიზაციის
იძულების კრიმინალიზაციის ვალდებულებას წევრი სახელმწიფოებისათვის. მსგავსი შინაარსის
ნორმას არ იცნობს საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, კანოპროექტის
თანახმად კოდექსს ემატება 1331 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობას
იძულებითი
სტერილიზაციისათვის,
შესაბამის
დამამძიმებელ
გარემოებებთან ერთად. გარდა ამისა, კონვენციის 38-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე,
კოდექსს ემატება ახალი 1332 მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ქალის გენიტალიების
დასახიჩრების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად
გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში
საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა, ჩადენილი გოგონების
მიმართ.
კონვენციის 34-ე მუხლი ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეების მიერ „ადევნების“
(„Stalking“) კრიმინალიზაციის ვალდებულებას. არც მსგავსი შინაარსის ნორმას არ იცნობს
საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსი და ცვლილებების თანახმად კოდექსს ემატება
მუხლი 1511, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადევნებისთვის.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის კოდექსის XXII თავში („სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ“). კერძოდ, ცვლილებებით ერთი მხრივ
ხდება ამ თავში გათვალისწინებული დანაშაულების ჰარმონიზება კონვენციასთან, ხოლო მეორე
მხრივ ცვლილებები ცდება კონვენციის ჰარმონიზების მიზანს და არ გამომდინარეობს პირდაპირ
კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებიდან, მაგრამ ხორციელდება სახელმწიფოთა
საუკეთესო პრაქტიკასთან1 მათი შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული თავის ცვლილებების
პროექტი შემუშავდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს
ფარგლებში სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და
საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და ცვლილებები შედის
1
იხ. გერმანის, საფრანგეთის, ისლანდიის, ესპანეთის ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, შვეიცარიის კანონმდებლობა.
137-ე-141-ე მუხლების როგორც დისპოზიციებში, ისე სანქციების ნაწილში. კანონპროექტით
კოდექსში იცვლება აგრეთვე 111 მუხლის შენიშვნა და უქმდება 1261 მუხლის შენიშვნა.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ „გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანონით ხდება უწყებათაშორისი ორგანოს - გენდერული თანასწორობის, ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის
- სახით აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმის
ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს როგორც გენდერული თანასწორობის, ისე ქალთა და
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებს, კანონპროექტით
ცვლილებები შედის კოდექსის 375-ე მუხლის შენიშვნაში და ოჯახში ძალადობის აღკვეთის
ღონისძიებათა
განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო
საბჭოს
ნაცვლად
მიეთითება
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
მომუშავე უწყებათაშორისი კომისიაზე,
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში (თუ პირს კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახით სასამართლოს მიერ შეეფარდება
თავისუფლების აღკვეთა) აუცილებელი ხარჯებების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი 1511 (ადევნება), რომელიც სასჯელის ერთ-ერთ
სახედ ითვალისწინებს ჯარიმას. აღნიშნული ჯარიმის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა
შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენ შემთხვევაში გამოიყენებს
სასჯელის სახით ჯარიმას სასამართლო. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული
ზოგიერთი მუხლი ასევე ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმებს, თუმცა ეს მუხლები არ
არის ახალი, მათთვის მოქმედი კოდექსის შესაბამისად, ისედაც იყო გათვალისწინებული ჯარიმა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, თუ პირს კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში სასჯელის სახით სასამართლოს მიერ შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა,
მსჯავრდებულისათვის
გათვალისწინებული
ხარჯები
დაიფარება
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ამასთან, დღეის
მდგომარეობით, ერთი მსჯავრდებულისათვის წლიური ხარჯი შეადგენს დაახლოებით 4000
ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული
ზოგიერთი მუხლის შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას, თუმცა სხვა
სახის გადასახდელის (ჯარიმა) დადგენა ხდება კოდექსის 1511 მუხლის შესაბამისად. ამასთან,
სხვა
მუხლებით
გათვალისწინებული
ჯარიმები
ახალი
არ
არის
და
ის
ისედაც
გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსის შესაბამისად.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში
კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან,
რომელიც
შექმნილია
სისხლის
სამართლის
სისტემის
რეფორმის
განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან
სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია „დამოუკიდებელი
და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა
ორგანიზაცია (UNWOMEN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონვენციის
იმპლემენტაციის
საკითხებთან
დაკავშირებით
კონსულტაციები
იმართებოდა
აგრეთვე
კანონპროექტის
არასამთავრობო
შემუშავების
პროცესში
ორგანიზაციასთან
„საფარი“.
კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები
გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის
გარშემო
დისკუსიებში
მონაწილეობას
იღებდნენ
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“
მუხლი 111. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ
კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა,
ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები
ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე,
რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ
ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები
1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო
ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის
დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის
მიზნის განხორციელებას.
2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი
სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით,
ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ
კოდექსის 55-ე მუხლით.
სასამართლო
ითვალისწინებს
დამნაშავის
3.
სასჯელის
დანიშვნის
დროს
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის
მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა
დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და
მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ
პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს
ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
31. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის,
გენდერული იდენ ტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების,
შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური
კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი
ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა
შესაბამისი დანაშაულისათვის.
4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას,
იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
მუხლი 126. ძალადობა
1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,
მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
11. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან ორსული ქალის
მიმართ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან
ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
12. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან
ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) შეკვეთით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ი) არაერთგზის;
კ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ლ) ჯგუფურად;
მ) იარაღის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
მუხლი 1261 . ოჯახში ძალადობა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა,
შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია
ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ
საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში
მყოფი პირის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) პირთა ჯგუფის მიერ;
ე) არაერთგზის, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა,
ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები
ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე,
რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ
ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მუხლი 137. გაუპატიურება
1. გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე
შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ,
−
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
მუხლი 138. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
1.
მამათმავლობა,
ლესბოსელობა
ან
სხვაგვარი
სექსუალური
კონტაქტი
გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე
შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 139-ე–141-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ,
−
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
მუხლი 139. სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების
იძულება
1. სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბოსელობის ან სხვაგვარი სექსუალური
კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით,
ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
მუხლი 140. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან
სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი
სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
მუხლი 141. გარყვნილი ქმედება
ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შეცნობით
მუხლი 150. იძულება
1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური
ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება
ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს
თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,–
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით თვრამეტ თვემდე.
მუხლი 151. მუქარა
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების
მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი
შიში, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და
მე -2 ნაწილებით , 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3
ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით,
3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 372ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დაფარვა წინასწარ
შეუპირებლად, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ კოდექსის ამ და 376-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული;
ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა
მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის
განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების
განმახორციელებელ
საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო
საბჭოსთან
შექმნილი
მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს;
დ) „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის
აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს;
ე) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) და
კრიზისული ცენტრის პასუხისმგებელ პირებს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი
დანაშაულისა);
ვ) ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისთვის კონსულტაციების გაწევის
უზრუნველმყოფი უფასო სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს.