„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"
- „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია" კონვენცია
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4
მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომ – მოძალადე) დამცავი და
შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით,
აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით
ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება
სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის
ტარება.
დამცავი,
შემაკავებელი
და
იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და
შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად
საკუთრებაში
არსებული
იარაღი
და
შეეზღუდება
ან
ჩამოერთმევა
გადაცემული
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბულის
კონვენცია“). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს,
რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების
წარმატებით
წარმართვისათვის
კი
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობის
სტამბულის კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სტამბულის კონვენცია
ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა,
ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია,
მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის
და
მიერ
სტამბულის
კონვენციის
რატიფიკაციასთან
დაკავშირებით
სახელმწიფოს
გამოხატული ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული საკითხების
შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით
ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში და განისაზღვრება,
რომ არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის, არამედ ქალთა მიმართ ნებისმიერი ძალადობის
ჩამდენს დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვადით
ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება
სამსახურებრივ-საშტატო
დაკავშირებული
იარაღის
ტარება.
დამცავი,
შემაკავებელი
და
იარაღთან
უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების ან დამცავი და
შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად
საკუთრებაში
არსებული
იარაღი
და
შეეზღუდება
ან
ჩამოერთმევა
გადაცემული
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, „ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატანი ცვლილებიდან გამომდინარე, რომელიც, სხვა შეზღუდვებს შორის,
ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერით იარაღის შეძენის აკრძალვას, შესაბამისი ცვლილება
შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლში და მიეთითება, რომ
მოძალადეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრულ
პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის
მიხედვით
მოხდება
საქართველოს
იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
მიერ
ხელმოწერილი
ევროპული
კონვენციის
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში
კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან,
რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან
სახელმწიფო
უწყებათა
და
შესაბამის
სფეროში
საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და
ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია
„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო
დამცველი,
გაეროს
იურისტთა
ასოციაცია,
კანონპროექტის
ქალთა
ორგანიზაცია
კონვენციის
შემუშავების
(UNWOMEN),
იმპლემენტაციის
პროცესში
საქართველოს
საკითხებთან
კონსულტაციები
ახალგაზრდა
დაკავშირებით
იმართებოდა
აგრეთვე
არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას
იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 10. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება
1.
სამსახურებრივ-საშტატო
იარაღი
ამ
კანონის
მე-9
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში, ტარების უფლებით.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღს შესაბამისი
უფლებამოსილი სამსახურის/თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის
შემდეგ
ასეთ
იარაღს
ეხსნება
სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის
სტატუსი,
ხოლო
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის მესაკუთრე
ვალდებულია განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.
3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
მოძალადეს
(შემდგომ
გათვალისწინებულ
–
მოძალადე)
შემთხვევებში
და
დამცავი
და
განსაზღვრული
შემაკავებელი
ვადით,
ორდერებით
აგრეთვე
იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით ეკრძალება პირად
საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივსაშტატო იარაღის ტარება. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი
და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების
უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება
1. იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს:
ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს,
განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას და საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს;
გ1) იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო
ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და
აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;
დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის
კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვ ის მფლობელ
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული
პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.
11 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ,
შეიძინონ მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის
უფლება აქვს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს,
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში
(მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს − მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ სახელზე რეგისტრირებული
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის;
დ) ფიზიკურ პირს, რომელსაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით
დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“
ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს
საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა
უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდისა .
3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით,
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების
შეძენა, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება
დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შენახვის ან/და ტარების უფლებით
გაცემული ნებართვის საფუძველზე.
31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი
ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან
10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე დაუშვებელია იარაღის განკარგვა ან
მისით სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.
32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და
იურიდიული პირ ებ ი ვალდებული არიან სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის (ან
მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის
იურიდიულ პირ ს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ს
რეგისტრაციისათვის წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია . აღნიშნული იარაღის
რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლები თ სხვა პირისათვის
გადაცემა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს:
ა) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას:
ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას:
ბ.ა) თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე;
ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.გ) სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის
მესაკუთრესაც
საქართველოს
კანონმდებლობის
თანახმად
სამსახურებრივი
უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება;
ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2
პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღით მოსარგებლეების საკუთრებაში
არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის
სტატუსი;
გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2
პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით
მოსარგებლისთვის სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემულ იარაღზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და
იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და
სპორტული პნევმატური იარაღების, ამ ავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო
ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის
დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით (გარდა მე-4 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტისა) განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციით (ხელახალი
რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.
6. იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის,
აგრეთვე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური
იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.
8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს
ფიზიკური პირის მიერ საქართველოს
კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და
პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში
შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
9. მოძალადეს დამცავი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის
ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში
ეკრძალება იარაღის შეძენა.
10. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის მოკლელულიანი ან სპორტული მოკლე
ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის
მაძიებელს,
რომელსაც
მოთხოვნის
მომენტისათვის
საკუთრების
უფლებით
რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული
მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული
იარაღების ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა
იმავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრულ პირებზე.
12. ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას
ფიზიკური პირისათვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში
გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე; ამასთანავე, იგი ვალდებულია
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.