„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.“ 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას თანახელმოწერის თაობაზე. პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას გამოცხადების შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ თანახელმოწერილ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. აღნიშნულ ბრძანებას პარლამენტი ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას გამოცხადების შესახებ ბრძანებას, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 2. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის, რომელიც აქტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას თანახელმოწერის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. 2 3.საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს, რომელიც დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას თანახელმოწერის შესახებ და ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტები მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. 4. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებებს და აჩერებს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ჩაითვლება აღნიშნული დეკრეტის გამოცემად და ძალაში შედის ამ მომენტიდან, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. ძალაში შესვლის შემდგომ დეკრეტის ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.“ 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივი და ტერიტორიული საზღვრები. 2. გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით. 3. ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ტექსტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.“ 4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.“ 5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების სალიკვიდაციოდ მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და 3 კომენდანტი და განსაზღვროს მისი/მათი უფლებამოსილებანი.” 6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.“ 7. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით (№1324-რს 13.10.2017წ.) ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“, ამასთანავე, კონსტიტუცია ამკვიდრებს ტერმინებს „სახელმწიფო უსაფრთხოება“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოება“. საქართველოს კონსტიტუციით ახლებურად დარეგულირდა და მთელი რიგი ახალი ნორმები იქნა გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების შეზღუდვასა და შეჩერებასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებისა და თავდაცვის ძალების გამოყენებისა და მოქმედებაში მოყვანის საკითხებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლისა და 71-ე მუხლების გათვალისწინებით საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” (№1324-რს 13.10.2017წ.) საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” (№1324-რს 13.10.2017წ.) საქართველოს კონსტიტუციური კანონის 71-ე მუხლის მიხედვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისი რედაქციით ყალიბდება ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის რედაქცია.  წარმოდგენილი პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ახალი რედაქციით ყალიბდება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციური კანონის 53-ე, 71-ე და 72-ე მუხლებთან. ამ მიზნით, კონსტიტუციური კანონის შესაბამისად დაზუსტდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტზე თანახელმოწერის პროცედურა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას ნაცვლად 48 საათისა დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, იგი კენჭისყრისთანავე დაკარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, დაზუსტდა საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტზე თანახელმოწერის პროცედურა. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.   საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. დაზუსტდა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტზე თანახელმოწერის პროცედურა. დეკრეტები მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. ამასთანავე, უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე თანახელმოწერა ჩაითვლება აღნიშნული დეკრეტის გამოცემად და ძალაში შევა ამ მომენტიდან, ხოლო უფლებების შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. წარმოდგენილი პროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ცვლილება შედის „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლში, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესით და ცხადდება საქვეყნოდ. ძალაში შესვლის შემდგომ დეკრეტის ტექსტი გადაიცემა ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით მთელი დღის განმავლობაში. წარმოდგენილი პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით ახალი რედაქციით ყალიბდება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის მიხედვითაც „საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.“    „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის რედაქციაში კონტრასიგნაცია იცვლება თანახელმოწერით. „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის რედაქციაში აისახა კონსტიტუციური ტერმინი „ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა“. „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის რედაქციაში კონტრასიგნაცია შეიცვალა თანახელმოწერით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
1 „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 1 1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების,ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. 2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა. მუხლი 2 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მომენტიდან) არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების 2. საქართველოს პეზიდენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აფრთხილებს მოსახლეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ხოლო გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ამ მომენტიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულად ითვლება. 3. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 4. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნებული დეკრეტი, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. დეკრეტის ტექსტი გადაიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ მაინც. (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) მუხლი 3 2 1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივები, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა და ტერიტორიული საზღვრები. 2. საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია გაახანგრძლივოს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ან ვადამდე გააუქმოს იგი. (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 3. თუ საქართველოს პარლამენტი თვლის, რომ აღარ არსებობს ამ კანონის პირველ მუხლში გათვალისწინებული პირობა, რომელიც საფუძვლად დაედო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იღებს კანონს მისი გაუქმების შესახებ. 4. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, მისი მოქმედების ვადის გახანგრძლივების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების მომენტიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, და დაუყოვნებლივ ქვეყნდება. 5. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე ძალას კარგავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოცემული ყველა დეკრეტი. მუხლი 9 (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალები, რომლებიც მოქმედებენ ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მუხლი 10 (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების სალიკვიდაციოდ მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მისი/მათი უფლებამოსილებანი. (07.12.2016 N1682) 2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს. მუხლი 11 (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით სტიქიური უბედურებების, დიდი ავარიების ან კატასტროფების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები 3 როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. მუხლი 14 (06.09.2013. N1022 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს: ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი; ბ) დროებით შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე; დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით.