„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 480330000.05.001.018530) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში;’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილება შევიდეს ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“, ხოლო ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“ ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტში ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
1 ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 7 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება: ა) მოწოდებულია იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ააცილოს თავიდან ან შეუმსუბუქოს შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული გასაჭირი; ბ) საკუთარი პროგრამების საშუალებით ან საქართველოს ხელისუფლების დამხმარე საზოგადოების სახით უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ჯანმრთელობის დაცვის, კატასტროფის თავიდან აცილების, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით ახორციელებს სოციალურ ღონისძიებებს; დ) პროპაგანდას უწევს სისხლის უსასყიდლო დონორობას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში; ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში; ვ) მოსახლეობისათვის ზიანის მასობრივად მიყენების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას ან/და თავად მონაწილეობს მათ განხორციელებაში; ზ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად; თ) პირველადი დახმარების პროგრამების განხორციელებით მონაწილეობს მოსახლეობის კატასტროფისა და საომარი მოქმედებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფაში; ი) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო პროგრამით ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს; კ) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის შესაბამის სამსახურს; ლ) ეწევა ისეთ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური კავშირების აღდგენას, მათ შორის, ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი კატასტროფის ან ავადმყოფობის შემდეგ განცალკევებულ ოჯახის წევრებს კონტაქტის აღდგენაში და აწვდის მათ ერთმანეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას; 2 მ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემას, კერძოდ, მათ შესახებ ცოდნის გავრცელებისა და ეროვნულ დონეზე ამ ნორმების დაცვის ხელშეწყობით; ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას და წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვას; ო) ასრულებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.