„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 209-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3, 86 1, 107 1–107 3, 107 5, 108-ე, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 134-ე და 139 5 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174 15 მუხლით (გარდა 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174 16 და 176 1 მუხლებით, 181 1 მუხლის პირველი ნაწილით, 182 1, 182 2, 190-ე, 190 2, 191-ე და 191 1 მუხლებით.“; ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 86 1 და 114 2 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 2 2. 220-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავდაცვის ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი– მე-2 ნაწილებით, 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის), 196 1, 197-ე და 198-ე მუხლებით.“; ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც 1 გათვალისწინებულია ამ კოდექსის 171 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) და 1973 მუხლით, – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას.“ გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავდაცვის ძალების სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“. 3. 239-ე მუხლის: ა) 48 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „48. ამ კოდექსის 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 1713 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“; ბ) 71-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 „71. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“, ხოლო ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“ ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სათანადო ნორმები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილში, 21 ნაწილში, 220-ე მუხლის პირველ ნაწილში, მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და მესამე ნაწილში, ასევე 239-ე მუხლების 48-ე და 71 ნაწილებში ტერმინი „შეიარაღებული ძალები“ შეიცვალა ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3, 86 1, 1071– 107 3, 107 5, 108-ე, 114 1, 1142, 116-ე–116 3, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 134-ე და 139 5 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174 15 მუხლით (გარდა 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174 16 და 176 1 მუხლებით, 181 1 მუხლის პირველი ნაწილით, 182 1, 182 2, 190-ე, 190 2, 191-ე და 191 1 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075, 116-ე–1163 და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებითა და 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) უსაფრთხოების წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 2 1. ამ კოდექსის 86 1 და 114 2 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 190-ე და 190 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების (გარდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) საქმეს განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი. 2 მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი–მე-2 ნაწილებით, 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის), 196 1, 197-ე და 198-ე მუხლებით. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: ა) (ამოღებულია - 29.07.2014, №2555); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით და 125-ე მუხლის პირველი–მე-2 ნაწილებით, – სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს, უფროსს ან მის მოადგილეს, სამხედრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეს, უფროს ინსპექტორს, აგრეთვე სამხედრო საავტომობილო ინსპექციის შტატგარეშე ინსპექტორებად დადგენილი წესით დანიშნულ ოფიცრებს, გაფრთხილების სახით; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) და 197 3 მუხლით, – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 1 . ამ კოდექსის 42 3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57 1, 58-ე–59-ე, 59 3, მე60, 60 3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4–69 6, 71-ე, 71 1, 72 1−77-ე, 78-ე და 79 1–79 5 მუხლებით, 79 3 6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79 7, 79 8, 82 1– 82 4, 84-ე−86-ე, 87 1–87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1, 104-ე და 128 2–128 5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 41. ამ კოდექსის 59 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. 42 . ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ). 43. ამ კოდექსის 51-ე, 51 2 და 54 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 5. (ამოღებულია); 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 7. (ამოღებულია); 8. (ამოღებულია); 9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 86 1, 107-ე, 107 5, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 139 5, 150-ე და 153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 177 1, 180-ე–183-ე, 190-ე, 190 2, 191-ე და 199 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ 4 სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 131. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. 132 . ამ კოდექსის 173 -ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. 14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. 15. (ამოღებულია). 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები. 161. ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 17. (ამოღებულია). 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153 1, 153 5, 155 1−155 3, 155 5, 155 6, 155 9, 155 10, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165ე−165 3, 171 5, 178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. [191. ამ კოდექსის 155 8 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ] 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 21. ამ კოდექსის 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 5 22. ამ კოდექსის 179 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ( ამოღებულია); 242. ( ამოღებულია); 243. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 55 5, 77 1, 77 2, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1, 151 1, 152 2 და 152 3 მუხლებითა და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. 28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 28 1. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 57 2–57 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები. 29. ამ კოდექსის 91 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. 30. (ამოღებულია); 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 6667-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. (ამოღებულია); 33. ამ კოდექსის 157 1 –157 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ; 6 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; 35. ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 144 1 და 144 3−144 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. 36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 37. ამ კოდექსის 159 5–159 9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. 38. ამ კოდექსის 44 2, 44 5, 44 7–44 12, 46 2–46 4 და 155 7 მუხლებით და 171 1 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 39. ამ კოდექსის 105 2 და 179 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო. 391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 40. (ამოღებულია); 41. ამ კოდექსის 58 2 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). 42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 43. (ამოღებულია); 7 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 139 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 48. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 50. ამ კოდექსის 96 1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 51. ამ კოდექსის 44 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და 8 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 52. (ამოღებულია). 521 . ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 56. ამ კოდექსის 128 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 57. ამ კოდექსის 99-ე, 165 10 და 177 14 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. (ამოღებულია). 59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653). 60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. 60 1. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 602. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. 61. ამ კოდექსის 96 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 62. ამ კოდექსის 149- ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს 9 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად . 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო . 64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 66. ამ კოდექსის 196 1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. 68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები. 70. ამ კოდექსის 153 7 და 153 8 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები. 71. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები. 72. ამ კოდექსის 1712 და 1714 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. 10 73. ამ კოდექსის 177 13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 74. ამ კოდექსის 191 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.