„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თავდაცვის ძალების აღმშენებლობას, მომზადებას და საბრძოლო მზადყოფნას;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამტკიცებს თავდაცვის ძალების რაოდენობას;“; დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახორციელებს კონტროლს თავდაცვის სფეროში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობასა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.“; ბ) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო თავდაცვის ძალების დროშებსა და ალმებს; ა.ბ) „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს კონსტიტუციისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.“; „ე) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს 2 საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.“; „ვ) მთავრობის წარდგინებით იღებს გდაწაყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.“; „ზ) მთავრობასთან შეთანხმებით, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში; ა.გ) „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. 51 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;“ 1 5. 51 მუხლს დაემატოს „ა “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ა1) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას; 6. 51 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;“ ბ) დ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ2) ამტკიცებს სამხედრო თვდაცვის სამობილიზაციო გეგმას და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში;“. 2 7. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუხლი 7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, სადაც დასაქმებულნი არიან სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები. 2. სამინისტროს ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) და იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 3 3. მინისტრი და მისი მოადგილეები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები. 4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე ერთიანდებიან სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან საქართველოს თავდაცვის ძალებში. 5. სამინისტროს კომპეტენცია, მინისტრის უფლებამოსილება, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა და მათი უფლებამოსილება, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი კომპეტენციები განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სტრუქუტურული ერთეულები, მათი სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 7. მინისტრი, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით, ახორციელებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და მის წარმართვას, აგრეთვე დემოკრატიულ კონტროლს საქართველოს თავდაცვის ძალებზე. 8. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და მის შემადგენლობას, აგრეთვე სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ დროშა, ლოგო, გერბი, ემბლემა და სხვა სიმბოლიკა, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 9. მინისტრი უფლებამოსილია, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების მოსაწესრიგებლად გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. 10. სამინისტროს სისტემის სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები და პირობები, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების სამსახურის დებულება განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 11. სამინისტრო ახორციელებს ამ მუხლის მე-12-მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს. 12. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია: ა) თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; ბ) თავდაცვის სფეროში საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა; გ) თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პროგრამების და გეგმების განსაზღვრა/შემუშავება; დ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება; ე) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა; ვ) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავება; ზ) თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო შეიარაღებით, ტექნიკით, აღჭურვილობითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა; 4 ი) სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლი; 13. საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციებია: ა) საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა; ბ) სამხედრო სწავლებებისა და ოპერაციების დაგეგმვა და მათი წარმართვა; გ) ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო სივრცის, ხოლო საომარი მდგომარეობისას ასევე საზღვაო სივრცის დაცვა; დ) კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სპეციალური და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და მათში მონაწილეობა; ე) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგეგმვა და აღსრულება; ვ) ლოგისტიკური დაგეგმვა და უზრუნველყოფა; ზ) თავდაცვის ძალების რეზერვის სისტემის მართვა; თ) საგანგებო სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ი) სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფა; კ) სამხედრო ობიექტების დაცვა და თავდაცვა; ლ) სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; მ) სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება; ნ) თავდაცვის მიზნებისთვის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა; ო) საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობა; პ) სამინისტროს სისტემის სამედიცინო უზრუნველყოფა; ჟ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; რ) ქვედანაყოფების დასახელებისა და დისლოკაციის ადგილების, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგების განსაზღვრა, რომელსაც ინდივიდუალური ადმინსტრაციულსამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ს) საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა; ტ) სამხედრო დანიშნულების პროდუქციის თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღებისა და შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე წინადადებების მომზადება, რომელსაც დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; უ) სამხედრო ცერემონიალების უზრუნველყოფა; ფ) ქვეყნის შიგნით წვრთნებისას შესაბამისი უწყებების ჩართულობის კოორდინაცია; ქ) საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბერ ოპერაციების წარმოება. ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; ყ) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავებში მონაწილეობა; 14. სამინისტროს სამოქალაქო ოფისი და საქართველოს თავდაცვის ძალები ახორციელებენ: ა) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი წესით რეაგირებას; 5 ბ) ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებას/შემუშავებაში მონაწილეობას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ომის საშიშროებისა და სამხედრო საფრთხეების განსაზღვრას; დ) სამხედრო განათლების სისტემის, სამხედრო კვლევისა და მეცნიერების განვითარებას; ე) თავდაცვითი და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობაგანვითარებას; ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო და სოციალურ უზრუნველყოფას საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, ასევე ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას; ზ) სამხედრო ქონების და სამხედრო პროდუქციის მართვას; თ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციულ მოწყობას, მისი ადამიანური რესურსების მართვას და განვითარებას; ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თავდაცვის/სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. 15. სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. მუხლი 8. თავდაცვის ძალები 1. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები. 2. საქართველოს თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს. 3. საქართველოს თავდაცვის ძალებს საერთო ხელმძღვანელობას უწევს მინისტრი. 4. საქართველოს თავდაცვის ძალებს ყავს მეთაური, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. 5. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური: ა) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, განვითარებაზე და დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; გ) საომარი მდგომარეობის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიულ მართვასა და საბრძოლო მოქმედებებს; 6 დ) საბრძოლო ამოცანათა შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს, რომელიც აერთიანებს ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისაგან შემდგარ რამდენიმე ოპერატიულ დაჯგუფებას და გაერთიანებული ძალის მეთაურობის დაქვემდებარებაში მოქმედებენ. ე) ამოცანებიდან გამომდინარე, ქმნის ოპერატიულ (ოპერატიული დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე ტაქტიკურ დაჯგუფებას/ქვედანაყოფს) და ტაქტიკურ (ტაქტიკური დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე სამხედრო ქვედანაყოფს) დაჯგუფებებს განსაზღვრავს მათი ხელმძღვანელობის წესს; ვ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი ღონისძიებების გეგმებს; ზ) განსაზღვრავს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე განაწილებას; თ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს; ი) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მომზადებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ქონების გამოყენების სახელმძღვანელოებს; კ) ამტკიცებს წვრთნებისა და სწავლებებისათვის უსაფრთხოების ნორმებს; ლ) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით შეიმუშავებს სამხედრო თანამდებობათა ნუსხას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; მ) შეიმუშავებს სამხედრო მოსამსახურის კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ო) ახორციელებს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 6. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, მთავრობის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 7. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. კანდიდატი უნდა იყოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი სამხედრო წოდება და უმაღლესი სამხედრო განათლება. 8. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, ანგარიშვალდებულია მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის წინაშე. 9. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს ეკისრება საერთო პასუხისმგებელობა თავდაცვის ძალებისათვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაზე. 10. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დროებითი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ან თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით მისი რომელიმე მოადგილე; 11. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს გენერალური შტაბის უფროსი. 12. საქართველოს თავდაცვის ძალების კომპეტენცია, თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეების რაოდენობა და მათი 7 უფლებამოსილება, აგრეთვე თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი კომპეტენციები განისაზღვრება სამინისტროს დებულებით. 13. თავდაცვის ძალების შექმნისა და აღმშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები. მუხლი 9. საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობა და შემადგენლობა 1. საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობაა - სახმელეთო, საჰაერო, ეროვნული გვარდია და სპეციალური ოპერაციების ძალები. 2. საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედის სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) გენერალური შტაბი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციების განხორციელებაში; ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება; გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება; დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერა, აგრეთვე ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა; ე) სპეციალური ოპერაციების ძალები, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერა; ვ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამხედრო დოქტრინებით უზრუნველყოფა; ზ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკური მხარდაჭერა; თ) ეროვნული გვარდია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული და სამობილიზაციო რეზერვის მართვა; ი) სამხედრო პოლიცია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, თავდაცვის ძალებში მართლწესრიგისა და თავდაცვის ობიექტების დაცვის, აგრეთვე თავდაცვის ძალების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სადაზვერვო საქმიანობა. 3. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში 8 აგრეთვე შედის: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; ა.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ა.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ა.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი; გ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: გ.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; გ.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; გ.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედი შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქუტურული ერთეულები, მათი სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 5. საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით გენერალური შტაბი გადადის წინასწარ განსაზღვრულ ახალ საშტატო სტრუქტურაზე, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთეულებისა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის ძალებში გაერთიანებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების წარმომადგენლები. ახალი სტრუქტურით გენერალური შტაბი იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. მუხლი.2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 2. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე მოქმედებს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილები (№1324-რს „საქართველოს 13.10.2017წ.). თავდაცვის შესახებ“ აღნიშნულიდან საქართველოს გამომდინარე, კანონის აუცილებელია შესაბამისობაი მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით კანონში აღმოიფხვრება სხვადასხვა ხარვეზები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“, ხოლო ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“ ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური“. ასევე შეიცვალა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმები. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმებში შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. გარდა ზემოაღნიშნულისა: მკაფიოდ ჩამოყალიბდა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოწყობის ორგანიზაციული საკითხები. აქამდე საკანონდებლო დონეზე არ ყოფილა მოწესრიგებული შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის ერთ ერთი მნინელოვანი ფაქტორი, რომელიც შეეხება სამინისტროს სამოქალაქო ხელმძღვანელობას. პროექტის მიხედვით, მინისტრი და მისი მოადგილეები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები. მინისტრი სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით, ახორციელებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და მის წარმართვას, აგრეთვე დემოკრატიულ კონტროლს თავდაცვის ძალებზე. პროექტით განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტრუქტურა. კერძოდ, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე ერთიანდებიან სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, დამოუკიდებლად, შევლენ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. კონსტიტუციის მიხედვით, თავდაცვის ძალების სახეობა და შემადგენლობა განისაზღვრება კანონით. შესაბამისად, ახლებურად განისაზღვრა თავდაცვის ძალების სტატუსი, სახეობა, შემადგენლობა და სტრუქტურული მოწყობა. პროექტის მიხედვით, თავდაცვის ძალების სახეობა იქნება - სახმელეთო, საჰაერო, ეროვნული გვარდია და სპეციალური ოპერაციების ძალები. . რაც შეეხება შემადგენლობას კონკრეტულად განისაზღვრა თავდაცვის ძალების შემადგენლობა. კერძოდ, გაკეთდა თავდაცვის სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალი, რომლებიც შევლენ საქართველოს თავდაცვის ძალებში. საკანონმდებლო დონეზე აქამდე ეს საკითხი მოწესრიგებული არ ყოფილა. განისაზღვრა აგრეთვე იმ სამთავრობო დაწესებულებების/სტრუქტურების/ქვედანაყოფების ჩამონათვალი, რომლებიც საომარი მდგომრეობის დროს შემოვლენ საქართველოს თავდაცვის ძალებში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტუტული ქვედანაყოფი, რომელიც თავის მხრივ შედგება სტრურუქტული ქვედანაყოფებისაგან, ეს გარკვეულწილად უმცირებდა სტატუსს გენერალური შტაბის ქვედანაყოფებს. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი. ამასთან, სახმელეთო ძალების ქვედანაყოფები არ შედიან გენერალური შტაბის სტრუქტურაში, თუმცა ბუნებრივია მათ მართავს გენერალური შტაბის უფროსი. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გენერალური შტაბი იქნება სამინისტროს გარკვეული ქვედანაყოფების, კერძოდ J-1-J7 დეპარტემენტების მართვის ორგანო. რაც შეეხება თავდაცვის ძალებს მას უხელმძღვამნელებს თავდაცვის ძალების მეთაური. თავდაცვის ძალებში გაერთიანდება ყველა ის ქვედანაყოფი რომელიც გასამხეროვებული იქნება თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილე შესაძლებელია იმავდროულად იყოს გენერალური შტაბის უფროსი. ცალცალკე გაიწერა სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების ფუნქციები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოდგენს ის, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ფუნქციების გაწერა. კანონიდან ამოღებული იქნა ის ნორმები რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას ან/და შეიცავდა ხარვეზს. კერძოდ, ამოღებული იქნა: 1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ვინაიდან, საკითხებს რომლებიც უნდა დარეგულირდეს ამ დოკუმენტებით „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგულირდება შემდეგი დოკუმენტებით (მუხლი 15 პუნქტი 1) ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით თავდაცვის ძალების შემადგენლობა განისაზღვრება კანონით, ამასთან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო წესდებებს ამტკიცებს მთავრობა. რაც შეეხება დროშებისა და ალმების დამტკიცების უფლებამოსილებას, აღნიშნული ფუნქცია განესაზღვრება თავდაცვის მინისტრს, რაც ასევე თანხვედრაშია სახელმწიფო სიმბოლიკის ახალ საკანონმდებლო პაკეტთან. ასევე პრეზიდენტს კონსტიტუციით აღარ აქვს ასეთი უფლებამოსილება. „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ვინაიდან, კონსტიტუცია ასეთი უფლებამოსილებების განხორციელების მექანიზმებს აღარ ითვალისწინებს. შესაბამისად: „ლ“ ქვეპუქნქტით გათვალისწინებული ნორმა (ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს;) არის ასახული თავდაცვის მინისტრის ფუნქციებში, ხოლო „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმა საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. თავდაცვის ორგანიზაცია თავდაცვა მოიცავს: ა) სამართლებრივ რეგულირებას თავდაცვის სფეროში; ბ) ომის საფრთხის პროგნოზირებასა და შეფასებას; გ) სამხედრო ძალების აღმშენებლობას, მომზადებას და საბრძოლო მზადყოფნას; დ) იარაღის, სამხედრო ტექნიკის წარმოებას და მის გაუმჯობესებას; ე) ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის სამობილიზაციო მზადყოფნას; (10.11.2006 N3651) ვ) სამობილიზაციო მატერიალურ ფასეულობათა მარაგის შექმნას; ზ) თავდაცვის ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას; თ) ტერიტორიებისა და კომუნიკაციების თავდაცვითი მიზნებისათვის მომზადებას; ი) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფას; კ) სამხედრო მეცნიერების განვითარებას; ლ) სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით საერთაშორისო თანამშრო-მლობას. მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში 1. საქართველოს პარლამენტი: ა) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში; (10.07.2013 N 803) ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო დოქტრინას და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციას; გ) იღებს კანონებს თავდაცვის სფეროში; დ) ამტკიცებს სამხედრო ფიცის ტექსტს; ე) განიხილავს თავდაცვის ბიუჯეტს და ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად; ვ) ამტკიცებს სამხედრო ძალების რაოდენობას; ზ) ახდენს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას; თ) ახორციელებს კონტროლს თავდაცვის სფეროში საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობასა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. 2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სფეროში ახორციელებს "საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს. (2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან)) მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში 1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს ან განსაზღვრავს საჯარისო წესდებების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს; (17.12.2010. N4119) ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებსა და ალმებს; გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს; დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ე) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის,ქვეყნის ტერიტორი-ული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ და დაუყოვნებლივ წარუდგენს ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად; ზ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში; თ) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს; თ1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს; (10.07.2013 N 803) ი) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს; ამოღებულია (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) კ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს; ლ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს; მ) გასცემს ბრძანებებს სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებების წარმოებაზე; ნ) ამტკიცებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს; ო) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ; პ) ამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას. მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში (30.06.2006 N 3431) 1. საქართველოს მთავრობა: ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას; გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; დ1) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმას; (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) დ2) ამტკიცებს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში; (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) დ3) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაშვებას უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. თავი III საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება, შემადგენლობა და მართვა მუხლი 7. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება 1. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. 2. საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად. მუხლი 8. საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობა (09.12.2004 N 643) 1. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან. (25.05.2006 N 3149) 2. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან. (27.04.2010 N 3018) მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და მართვა (09.12.2004 N 643) 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებაზე და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მართვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა; ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; (10.07.2013 N 803) გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განუხრელ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება; ე) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარებისა და სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ვ) ქვეყნის მოკლე- და გრძელვადიანი საგარეო საფრთხეების განსაზღვრა და შეიარაღებული ძალების მიერ შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების გეგმების შემუშავება; ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობისათვის საჭირო მატერიალურფინანსური პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობა; ი) თავდაცვის პოლიტიკის გეგმების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი ზომების მიღება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მომზადებისათვის საჭირო სამხედრო-საბრძოლო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად; ლ) ქვეყნის თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების გეგმების შემუშავება; მ) ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამხედრო-პოლიტიკური განათლებისა და საკადრო პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა; ნ) საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გეგმებისა და სამხედრო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება; ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება; პ) სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სახეების შემუშავება და მათ მიერ სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ჟ) შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა; (ჟ) სამხედრო ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა; (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან)) რ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა; ს) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის განვითარება; ტ) სამხედრო მოსამსახურეთა გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური ცენტრების შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა; უ) თავდაცვის რესურსების მართვის უზრუნველყოფა. 31. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. (12.06.2013 N 721) 4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდგომში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. (11.05.2007 N4747) 5. გაერთიანებული შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. (11.05.2007 N4747) 6. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გაერთიანებული შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე. (11.05.2007 N4747) 7. გაერთიანებული შტაბი: (11.05.2007 N4747) ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის; ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას; ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას; პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას; რ) ატარებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას; ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას; უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას; ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას; ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის; ყ) განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს; შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გაერთიანებული შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. (4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომ – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) 5. გენერალური შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.(07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) 6. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გენერალური შტაბისათვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის. (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) 7. გენერალური შტაბი: (07.03.2018 N2038 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის; ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას; ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებისათვის განაწილებას; პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას; რ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად; ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას; ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას; უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას; ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ქ) განსაზღვრავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს; ღ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და გენერალური შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.) 8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში. 9. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით. 10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობები და პირობები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.