„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების დაცვას, რომლებიც მოთავსებულია სამხედრო ნაწილებში ან ინახება განსაზღვრულ ადგილებში; საქართველოს საჰაერო სივრცეში ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მომზადებასა და გამოყენებას; მონაწილეობს სამხედრო ობიექტებზე ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „ტერორიზმთან ბრძოლის საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“, ხოლო ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“ ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმებში შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისმე-2 პუნქტში ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები“ შეიცვალა ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
1 „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 5. იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი სუბიექტია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ახორციელებს: სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ; იმ დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის გზით, რომელიც ტერორისტული მიზნითაა ჩადენილი და რომლის გამოძიება მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: აგროვებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და ახდენს მის სისტემატიზებას; კოორდინაციას უწევს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით; ეს ცენტრი უშუალოდ უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ღონისძიების ჩატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა დანაყოფები გამოყოფენ აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს და უზრუნველყოფენ მათ ეფექტიან გამოყენებას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების დაცვას, რომლებიც მოთავსებულია სამხედრო ნაწილებში ან ინახება განსაზღვრულ ადგილებში; საქართველოს საჰაერო სივრცეში ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების მომზადებასა და გამოყენებას; მონაწილეობს სამხედრო ობიექტებზე ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში. 3. საქართველოს დაზვერვის სამსახური მოიპოვებს და შემდეგ ამუშავებს ინფორმაციას საქართველოს გარეთ მოქმედი უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ და დადგენილი წესით წარუდგენს სათანადო ორგანოებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კონტრტერორისტულ ოპერაციებში. 4. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მონაწილეობს იმ ტერორისტული აქტის აღმკვეთ ოპერაციაში, რომელიც მიმართულია თანამდებობის პირებისა და იმ ობიექტებისაკენ, რომელთა დაცვაც მათ კომპეტენციას განეკუთვნება.