„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (ვებგვერდი,26/03/2018 სარეგისტრაციო კოდი 120260000.05.001.018787) შეტანილი იქნეს ცვლილება და კანონის: 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“. 2. პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესებს. 2. ამ კანონის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, სამობილიზაციო რესურსის (რეზერვისტების) ოპტიმალური გამოყენება, რეზერვისტების მომზადების და თავდაცვის ძალებისათვის კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. თავდაცვის ძალების რეზერვის დანიშნულება თავდაცვის ძალების რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. მუხლი 3. სამხედრო სარეზერვო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები სამხედრო სარეზერვო სისტემა ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის, თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) პროფესიული ძალების რეზერვისგან;”. 4. მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) პროფესიული ძალების რეზერვში ჩარიცხული პირისა − 50 წლამდე; “. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით: ,,4. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირებს აღრიცხავს საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით: ,,7. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობას, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმისა და თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმის 2 გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. .პროფესიული ძალების რეზერვი 1. პროფესიული ძალების რეზერვი იქმნება რეზერვისტის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში დაუყოვნებლივ ჩართვის, მაღალი საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით. 2. პროფესიული ძალების რეზერვში მიიღება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი.“. 7. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით. 2. ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომ − ეროვნული გვარდია) შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.“. 8. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. სპეციალისტთა რეზერვი 1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირთაგან. 2. თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.“. 9. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამობილიზაციო რეზერვის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის გაძლიერება და დანაკარგების შევსება.”. ძალების 10. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;“ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და კატეგორიის მიხედვით.”. 11. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩაამოტალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 ,,1. სამობილიზაციო რეზერვში გაწვევისათვის გასაწვევ/გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა და კატეგორია განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირთა შერჩევის კრიტერიუმების პრიორიტეტულობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. ’’. 12. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) თავდაცვის ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული, მაღალი პროფესიული დონის რეზერვის ჩამოყალიბება;“. 13. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და რეგულარული თავდაცვის ძალების საბრძოლო უნარების თავსებადობის მიზნით აქტიური რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, ხოლო სამობილიზაციო რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია. “. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში კანონში. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით კანონში აღმოიფხვრება სხვადასხვა ხარვეზები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაური და სათანადო ნორმებში შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაურში, 1-3 მუხლებში, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, მე-5 მუხლის პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-7 მუხლში, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-9 მუხლში, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, მე-16 მუხლში ტერმინები „სამხედრო ძალები“ და ,,შეიარაღებული ძალები“ შეიცვალა ტერმინით ,,თავდაცვის ძალები“. საქართველოს კონსტიტუციასთან კანონის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის შემთხვევებში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გაწვევის ვადის განსაზღვრა. აღნიშნულ პროცედურებს განახორციელებს საქართველოს მთავრობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება კანონის სათაური: ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესებს. 2. ამ კანონის მიზანია საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, სამობილიზაციო რესურსის (რეზერვისტების) ოპტიმალური გამოყენება, რეზერვისტების მომზადების და სამხედრო ძალებისათვის კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. სამხედრო ძალების რეზერვის დანიშნულება სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება სამხედრო მხარდასაჭერად. ძალების გასაძლიერებლად და მუხლი 3. სამხედრო სარეზერვო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები სამხედრო სარეზერვო სისტემა ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის, სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეები 1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეებია: ა) აქტიური სარეზერვო სამსახური (აქტიური რეზერვი); ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური (სამობილიზაციო რეზერვი). 2. აქტიური რეზერვი შედგება: ა) შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; ბ) ტერიტორიული რეზერვისგან; გ) სპეციალისტთა რეზერვისგან. მუხლი 5. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის ასაკი სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის ასაკია: ა) შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩარიცხული პირისა − 50 წლამდე; ბ) ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული პირისა − 55 წლამდე; გ) სპეციალისტთა რეზერვში ჩარიცხული პირისა − 65 წლამდე; დ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირისა − 60 წლამდე. მუხლი 6. აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობები 1. აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია. 2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან (აქტიურ რეზერვისტთან) ფორმდება კონტრაქტი. 3. პირი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ირიცხება აქტიურ რეზერვში და ითვლება სამხედრო სამსახურში გაწვეულად. აქტიური რეზერვისტი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები. 4. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირებს აღრიცხავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომ − გენერალური შტაბი) სამხედრო ძალების მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 5. პირი აქტიურ რეზერვში ირიცხება საკონტრაქტო სამსახურის რიგითის სამხედრო წოდებით (თუ არ აქვს სამხედრო წოდება) ან მინიჭებული სამხედრო წოდებით. 6. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ნორმატიული აქტით. 7. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობას, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმისა და სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც აქტიური რეზერვისტი ირიცხება. პირის გამოძახება შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 9. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის უფლებები და მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტისას პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 10. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში − შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას. აღნიშნული პირის შრომის ანაზღაურების ხარჯები ფინანსდება სამინისტროს ასიგნებებიდან. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ პუნქტით გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებაზე. 11. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა ან საგანგებო მდგომარეობისა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციისა. მუხლი 7. შეიარაღებული ძალების რეზერვი 1. შეიარაღებული ძალების რეზერვი იქმნება რეზერვისტის სამხედრო ძალების შემადგენლობაში დაუყოვნებლივ ჩართვის, მაღალი საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით. 2. შეიარაღებული ძალების რეზერვში მიიღება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი. მუხლი 8. ტერიტორიული რეზერვი 1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით. 2. ტერიტორიული რეზერვი შედის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომ − ეროვნული გვარდია) შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან. 3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში (თვითმმართველ ქალაქებში) რეგისტრირებულ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 4. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და რომლის ასაკი არ აღემატება 22 წელს, უფლება აქვს, იმსახუროს ტერიტორიულ რეზერვში. ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ მას სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულ პირს არ უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში მიღებული წოდება. მუხლი 9. სპეციალისტთა რეზერვი 1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირთაგან. 2. სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 3. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მუხლი 10. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება 1. სამობილიზაციო რეზერვის ძირითადი დანიშნულებაა სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. 2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარება პირი, რომელიც: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დათხოვნილია რეზერვში და აქტიურ რეზერვში არ ირიცხება; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით და რომელსაც შეუსრულდა 27 წელი ან რომელმაც აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის სურვილი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 4. 60 წელს გადაცილებული პირი, თავისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში. 5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები მუხლი 12. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება: ა) საომარი მდგომარეობის დროს; ბ) საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს; გ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. აღნიშნულ პირთა გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს. 3. პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება გენერალური შტაბის მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და კატეგორიის მიხედვით. 4. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 5. სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა, თუ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური) აღნიშნული ფუნქციის დროულად განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს. მუხლი 13. სამობილიზაციო რეზერვში გასაწვევ/გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა, კატეგორია და შერჩევის კრიტერიუმები 1. სამობილიზაციო რეზერვში გაწვევისათვის გასაწვევ/გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა და კატეგორია განისაზღვრება გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირთა შერჩევის კრიტერიუმების პრიორიტეტულობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. 2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება ხდება ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სიის მიხედვით. მუხლი 15. რეზერვისტების მომზადება 1. რეზერვისტების მომზადების მიზანია სასწავლო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, გეგმაზომიერად ცოდნის მიცემითა და უნარ-ჩვევების გამომუშავებით: ა) სამხედრო ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული, მაღალი პროფესიული დონის რეზერვის ჩამოყალიბება; ბ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება; გ) რეზერვისტების ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება. 2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრების გავლის დროს, როდესაც რეზერვისტი გადის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ სპეციალური მომზადების პროგრამას. 3. რეზერვისტების მომზადების დროს სათანადო ყურადღება ეთმობა რეზერვისტების ფიზიკური შესაძლებლობებისა და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანის უნარის გამომუშავებას, რაც მათ მიერ დასახული ამოცანის წარმატებით შესრულების აუცილებელი წინაპირობაა. მუხლი 16. რეზერვისტების მომზადებისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფები სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და რეგულარული სამხედრო ძალების საბრძოლო უნარების თავსებადობის მიზნით აქტიური რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, ხოლო სამობილიზაციო რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია.