„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო ხომალდი – საქართველოს თავდაცვის ძალების ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანაოსნო საშუალება, რომელსაც აქვს სამხედრო ხომალდის განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც მეთაურობს ამ ქვეყნის საზღვაო ოფიცერთა სიაში ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში რეგისტრირებული სამხედრო სამსახურის ოფიცერი და ჰყავს სამხედრო დისციპლინას დაქვემდებარებული ეკიპაჟი;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილება შევიდეს „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმაში ტერმინი ,,საქართველოს შეიარაღებული ძალები’’ იცვლება ტერმინით - ,,საქართველოს თავდაცვის ძალები’’. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
1 „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დელიმიტაცია – დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა შეთანხმების საფუძველზე; ბ) გემის დროშის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის დროშითაც დაცურავს გემი და რომლის გემების სახელმწიფო რეესტრშიც არის ეს გემი რეგისტრირებული; გ) ზღვაოსანთა უწყება – სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო მდგომარეობისა და ცურვის რეჟიმში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომელსაც გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; დ) ზღვის გარემოს დაბინძურება – ზღვის გარემოში, მათ შორის, ესტუარში ნივთიერებათა ან ენერგიის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეტანა, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ცოცხალ რესურსებს, საფრთხე შეუქმნას ზღვაში სიცოცხლის არსებობას და ადამიანის ჯანმრთელობას, ხელი შეუშალოს ზღვაზე საქმიანობას, თევზჭერასა და ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, გამოიწვიოს გამოსაყენებელი წყლის ხარისხისა და დასვენების პირობების გაუარესება; ე) სამხედრო ხომალდი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანაოსნო საშუალება, რომელსაც აქვს სამხედრო ხომალდის განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც მეთაურობს ამ ქვეყნის საზღვაო ოფიცერთა სიაში ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში რეგისტრირებული სამხედრო სამსახურის ოფიცერი და ჰყავს სამხედრო დისციპლინას დაქვემდებარებული ეკიპაჟი; ვ) საწყისი ხაზები – სანაპირო ზოლი ზღვის მაქსიმალური უკუქცევის დროს ან სწორი ხაზები, რომლებიც აერთებენ ზღვაში ნაპირის ყველაზე დაშორებულ წერტილებს, ღუზაზე სადგომი რეიდების, ჰიდროტექნიკური და სხვა მუდმივი სანავსადგურო ნაგებობების ჩათვლით; ზ) ჩამარხვა – ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი 2 აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5336 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.