„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 21 ✗ 22
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 42ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოსკანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“.აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმებში შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტში ტერმინი ,,საქართველოს სამხედრო ძალები“ შეიცვალა სიტყვებით ,,საქართველოს თავდაცვის ძალები“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება მუხლი 42. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები 1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს დაკავებული თანამდებობისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. 2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის. (08.07.2015. N3941 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან)