„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.“. 2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო წესდებებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 1 3. მე-11 მუხლის 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „5 . „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 და მე5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.“. 1 4. მე-16 მუხლის 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „41. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.“. 5. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის ან უმაღლესი სამხედრო წოდება, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე.“ 6. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში.“. 7. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს აღადგენს საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში. სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში და აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“, ხოლო ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“ ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის სატანადო ნორმებში შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში ტერმინი: „სამხედრო ძალები“ იცვლება ტერმინით „თავდაცვის ძალები“. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში ტერმინი: „საქართველოს სამხედრო ძალების წესდებებით“ მიზანშეწონილია განზოგადდეს და 1 შეიცვალოს ტერმინით: „სამხედრო წესდებებით“. ხოლო მე-11 მუხლის 5 პუნქტში და მე-16 1 მუხლის 4 პუნქტში იცვლება „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელება, რომელსაც ცვლილების შემდგომ ეწოდება „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტში ტერმინი: „შეიარაღებული ძალები“ იცვლება ტერმინით „თავდაცვის ძალები“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას; (25.05.2012 N 6301 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ბ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსი - კანონით დადგენილი და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებების, თავისუფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობა; გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. (1.07.2011 N 5012) მუხლი 2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი 1. სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 3. სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მისი პირადობის, მოქალაქეობისა და სამართლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები. 4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს სამხედრო ძალების წესდებებით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილობრივი შეზღუდვის კომპენსაცია, რაც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებთანაა დაკავშირებული, წარმოებს ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 6. საომარი ან საგანგებო მდგომარეობისა და მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 7. სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები. მუხლი 11. სამუშაო დრო და დასვენების უფლება 1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის 21−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას. (6.04.2017. N618) 2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა. (16.04.2014 N2239 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.) 21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების დღეები განისაზღვრება შემდეგი წესით: (6.04.2017. N618) ა) საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში − არანაკლებ სამი შაბათკვირა, ქვედანაყოფში განსაზღვრული შესაბამისი განრიგის თანახმად; ბ) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულებიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე − ყოველკვირეულად ორი დღე − შაბათი და კვირა. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული დასვენების დღეების გამოყენების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში/სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან/და სამხედრო მოსამსახურის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების განსაზღვრული ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს. (6.04.2017. N618) 3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად. 4. სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. (23.12.2005 N 2474) 5. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 51. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში. (07.03.2014. N2101) 6. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ორკვირიანი შვებულება, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მე-12 თვისა. (09.12.2004 N 644) 61. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მისი სურვილის შემთხვევაში ეძლევა შვებულება არაუმეტეს 15 დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არაუმეტეს 10 დღის ოდენობით. (6.04.2017. N618) 7. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება. (16.04.2014 N2239 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.) 8. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც ოფიცრის პირველადი წოდება ენიჭება, დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევა 30დღიანი შვებულება, თუ სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (27.04.2010 N 3016) 9. სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის შვებულება ეძლევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო უზრუნველყოფა 1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად. (24.09.2009 N 1699) 2. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ევალება მეთაურს (უფროსს). მასვე ეკისრება სამხედრო სამსახურის გავლის, სამხედრო წვრთნის, საბრძოლო მომზადებისათვის მეცადინეობების ჩატარების, სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა. 3. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. (20.04.2005 N 1337) 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურისა, დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. (25.07.2013 N 865) 41. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. (25.07.2013 N 865) 5. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობის უფლებით. მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო დაზღვევა. ზარალის ანაზღაურება 1. სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით. (27.04.2010 N 3016) 2. ამოღებულია (27.04.2010 N 3016) 3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის ან უმაღლესი სამხედრო წოდება, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე. (27.04.2010 N 3016) 4. ამოღებულია (27.04.2010 N 3016) მუხლი 20. წინადადებები, განცხადებები, საჩივრები 1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები. (24.09.2009 N 1699) 2. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მეთაურის (უფროსის) მეშვეობით ან პირადად სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. (24.09.2009 N 1699) 3. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარისო წესდებებით გათვალისწინებული წესით. საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ან საჩივრის განხილვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ზემდგომ მეთაურს (უფროსს), პროკურატურას ან სასამართლოს. 4. აკრძალულია სამხედრო მოსამსახურის საჩივრის განხილვის შეჩერება, აგრეთვე საჩივრისათვის დასჯა ან დევნა. 5. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საჩივარი შეიტანა, არ თავისუფლდება ბრძანებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს. 6. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში. (07.03.2014. N2101) მუხლი 21. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა 1. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 2. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; (5.04.2013 N 525) ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). 3. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს აღადგენს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში. სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს.