„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა − მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოსა და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის;“. 2. მე-4 მუხლის: ა) ,,დ“- ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, დ) თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მომზადება; ე) თავდაცვის ძალების გადაყვანა საომარ ან/და საგანგებო მდგომარეობაზე; ვ) საქართველოს ეკონომიკის, თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმების შემუშავება;“; ბ) ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება მობილიზაციის დროს სახელმწიფოს, თავდაცვის ძალებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; ი) მობილიზაციის დროს თავდაცვის ძალებისათვის მისაწოდებელი ტექნიკის მომზადება;“. 3. მეორე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში“ 2 4. კანონს დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51 საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი საქართველოს მთავრობა: ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას; ბ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში გამოსცემს განკარგულებას სამობილიზაციო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის შესახებ.“ გ) ამტკიცებს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმას და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში; დ) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; 5. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-7 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზაციას უწევენ თავდაცვის ძალების მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს;“. 7. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“. 8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. 9. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის მობილიზაციის დროს წესდება სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება.“; 3 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა ამოღება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ხორციელდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.“. 10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში ჩასარიცხ პირთა შემადგენლობის დაკომპლექტების, გაწვევის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების (დაჯავშნის) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის ვადა განისაზღვრება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 11. 21-ე მუხლის: ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესის შესახებ;“; ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან და გარკვეული შეუსაბამომების აღმოფხვრა სათანადო ნორმებში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში, მე-4 მუხლის ,,დ-ვ“ და ,,თ“-,,ი“ ქვეპუნქტებში, მე-7 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, მე-13 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, და 21-ე მუხლის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“. ამასთან, მე-18 მუხლში შეცვალა „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელება - „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ დასახელებით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტს აღარ ექნება აღნიშნული გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანის უფლებამოსილება, ასევე მობილიზაციისთვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება, აღნიშნული ცვლილებების მიზანია კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან კანონის შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს კონსტიტუციასთან კანონის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება და სამობილიზაციო რეზერვიდან მატერიალური ფასეულობების გაცემის შესახებ განკარგულების გამოცემა, შესაბამისად, კანონიდან ამოღებული იქნება მე-6 მუხლი და კანონს დაემატება 51 მუხლი - მთავრობის კომპეტენცია მობილიზაციის დროს. ზემოაღნიშნული ნორმები ასახული იქნება 51 მუხლში. ამასთან, მუხლს დაემატება ნორმები, რომლებიც ითვალისიწნებს მთავრობის კომპეტენციებს, მობილიზაციის საკითხებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
1 „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა − მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძალების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოსა და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის; ბ) მობილიზაცია – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს შექმნილი სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის გამოყენებას (მობილიზაცია შეიძლება იყოს როგორც საერთო, ისე ნაწილობრივი); [ ბ ) მობილიზაცია − ღონისძიებათა კომპლექსი , რომელიც ითვალისწინებს შექმნილი სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების საომარი ან / და საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის გამოყენებას ; (ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ] გ) საერთო მობილიზაცია – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება საომარი მდგომარეობის დროს და ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის საჭიროებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების სრულ გამოყენებას; დ) ნაწილობრივი მობილიზაცია – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება საგანგებო მდგომარეობის დროს და ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის განსაზღვრულ ოპერატიულ მიმართულებებზე ან/და შესაბამის რეგიონებში სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების ნაწილობრივ გამოყენებას. [ გ) (ამოღებულია - 07.03.2018, №2040); დ) (ამოღებულია - 07.03.2018, №2040); (ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ] მუხლი 4. მობილიზაციის არსი მობილიზაციის არსია: ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მისი სამეცნიერო და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; 2 გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მომზადება; ე) სამხედრო ძალების გადაყვანა საომარ ან/და საგანგებო მდგომარეობაზე; ვ) საქართველოს შემუშავება; ეკონომიკის, სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმების ზ) საქართველოს სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობის შეფასება; თ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება მობილიზაციის დროს სახელმწიფოს, სამხედრო ძალებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; ი) მობილიზაციის დროს მომზადება; სამხედრო ძალებისათვის მისაწოდებელი ტექნიკის კ) სამობილიზაციო რეზერვებში მატერიალური ფასეულობების, სასურსათო და არასასურსათო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი მარაგის შექმნა, დაგროვება, შენახვა და დროულად განახლება; ლ) მობილიზაციის დროს მოსახლეობის სურსათით და არასასურსათო საქონლით მომარაგებისათვის მზადება და ორგანიზაცია, სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა; მ) აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის პუნქტის შექმნა და მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; ო) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში რეზერვისტთა დაჯავშნა მობილიზაციის დროს მოქმედ ეკონომიკის შესაბამისი დარგის ობიექტებზე სამუშაოდ; პ) სწავლება და ვარჯიში სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმების შესასრულებლად. თავი II საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში მუხლი 6. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი საქართველოს პრეზიდენტი: ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს საერთო ან ნაწილობრივ მობილიზაციას და საქართველოს 3 კანონმდებლობით დადგენილი წესით ეს გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; (ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას; (07.03.2018 N2040 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან)) ბ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში გამოსცემს განკარგულებას სამობილიზაციო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის შესახებ; გ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; ამოღებულია (07.03.2018 N2040 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) დ) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; ამოღებულია (07.03.2018 N2040 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ე) განსაზღვრავს მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის მიზნებსა და ამოცანებს; ამოღებულია (07.03.2018 N2040 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ვ) ამოღებულია (27.09.2013. N1389 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.) ზ) უფლებამოსილია მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევა გადაუვადოს მოქალაქეებს, აგრეთვე შეაჩეროს მათი გაწვევის გადავადების შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ამოღებულია (07.03.2018 N2040 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) მუხლი 7. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებანი ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (07.12.2017 N1681 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან ბ) ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვას (სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში), მომსახურებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ახორციელებენ სამობილიზაციო მარაგის, სამობილიზაციო და სახელმწიფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე სურსათის, სამედიცინო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი, შეუმცირებელი მარაგების შექმნას, დაგროვებას, შენახვას, განახლებას; დ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან, მათ მიერ სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 4 ე) ხელმძღვანელობენ მობილიზაციისათვის მზადყოფნას; ვ) ხელმძღვანელობენ თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ასევე მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების სამობილიზაციო მომზადების განხორციელებას; ზ) მონაწილეობენ სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში; თ) მონაწილეობენ სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ორგანიზებას უწევენ სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის სამეცნიერო, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; კ) მართავენ სამობილიზაციო მომზადების პროცესს და კონტროლს უწევენ მის სტატისტიკურ ანგარიშგებას; ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზაციას უწევენ სამხედრო ძალების მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს; მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას; მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი და ფუნქციები (24.11.2011. N5293) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების შესრულების გარდა: ა) ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფენ ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას; (27.09.2013. N1389 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.) გ) ამუშავებენ ადგილობრივ სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებენ ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებენ ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) საწარმოებთან დებენ ხელშეკრულებებს პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების შესრულების, ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე; ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევას, მოქალაქეთათვის შეტყობინებას და მათ გამოცხადებას შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის ან/და 5 საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; (27.09.2013. N1389 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.) (ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; (07.03.2018 N2040 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან)) თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენენ წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე. მუხლი 11. სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის ორგანიზება და წესი 1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. (24.11.2011. N5293) 2. საქართველოს ეკონომიკის მობილიზაციისათვის მომზადებისა და მობილიზაციის ორგანიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირები პერსონალურად არიან პასუხისმგებელი მობილიზაციისას და მობილიზაციისათვის მზადყოფნისას მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის. მუხლი 13. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება 1. კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამხედრო ძალების საჭიროებისათვის მობილიზაციის დროს წესდება სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება. 2. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შექმნილ სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, რკინიგზის, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, მილსადენი, საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის საშუალებაზე, მოტოციკლებზე, სარეწ და 6 სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და ნახევარმისაბმელებზე, საგზაოსამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების პირობით). სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე, ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე, ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე. 3. საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა ამოღება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ხორციელდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ. 4. საკუთრების ჩამორთმევის წესი განისაზღვრება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით. მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში ჩასარიცხ პირთა შემადგენლობის დაკომპლექტების, გაწვევის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების (დაჯავშნის) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 21. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1999 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) სამობილიზაციო რეზერვების შექმნისა და განკარგვის პირობების შესახებ; ბ) საქართველოს ეკონომიკის მობილიზაციისათვის მზადყოფნის, ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისთვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანისა და მობილიზაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესის შესახებ; დ) სამობილიზაციო ორგანოების შესახებ; ე) საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შესახებ.