„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი
ნომერი
#07-3/183/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, 39(46), 06/08/1999 სარეგისტრაციო კოდი 120.330.000.05.001.000.649) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის: 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“. 2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ეს კანონი აწესრიგებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.“. 3. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყაიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული თავდაცვის ძალების რაოდენობის ფარგლებში იქმნება სამშვიდობო ძალები (ქვედანაყოფები და შენაერთები), რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებასა და სწავლებას (ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე კონტროლი, დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება, მათი განიარაღება და დაშლა, საინჟინრო სამუშაოების წარმოება). 4. სამშვიდობო ძალების სტრუქტურა განისაზღვრება თავდაცვის ძალების სტრუქტურის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარუდგენს წინადადებებს სამშვიდობო ძალების სტრუქტურისა და რაოდენობის შესახებ;“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ მოხსენებას საერთაშორისო 2 მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (№1324-რს 13.10.2017წ.) გამომდინარე ტერმინი „სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალები“, ხოლო ტერმინი „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“ ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმებში შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის მიხედვით „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაურში და პრეამბულაში, პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, აგრეთვე მე-9 და მე-10 მუხლებში გამოყენებული ტერმინები „სამხედრო ძალები“ და ,,შეიარაღებული ძალები“ შეიცვალა ტერმინით ,,თავდაცვის ძალები“ . ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა მხეიძე და გია ბენაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
1 „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება კანონის სათაური: ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ კანონის პრეამბულა: ეს კანონი აწესრიგებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 1 1. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საქართველო ოპერაციებში მონაწილეობის მიზანშეწონილობას. დამოუკიდებლად განსაზღვრავს 3. ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული შეიარაღებული ძალების რაოდენობის ფარგლებში იქმნება სამშვიდობო ძალები (ქვედანაყოფები და შენაერთები), რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებასა და სწავლებას (ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე კონტროლი, დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება, მათი განიარაღება და დაშლა, საინჟინრო სამუშაოების წარმოება). 4. სამშვიდობო ძალების სტრუქტურა განისაზღვრება შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9 1. სამშვიდობო ძალების მოსამზადებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ა) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარუდგენს წინადადებებს სამშვიდობო ძალების სტრუქტურისა და რაოდენობის შესახებ; ბ) შეიმუშავებს საქართველოს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შემავალი იმ ქვედანაყოფებისა და შენაერთების ნუსხას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2 საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში; გ) ახორციელებს სამშვიდობო ძალების მომზადებასა და შეიარაღებას, აგრეთვე უზრუნველყოფს მათ ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით; დ) საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შეიმუშავებს სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელს და განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. სამშვიდობო ძალების მომზადება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. მუხლი 10 საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ მოხსენებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ.