„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/291/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საბაჟო კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის, ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“. 2. 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო.“. 3. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.“. 4. 29-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: საგნის „1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 5. 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის და ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდებისას.“. 6. 1291-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.“. 7. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 194. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა არსებული წესების დარღვევით, აგრეთვე შენობანაგებობების მშენებლობა დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისა – სამასიდან ხუთას ლარამდე.“. 8. 248-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საბაჟო ორგანოს, საგადასახადო ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საბაჟო ორგანოს, საგადასახადო ორგანოს, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საბაჟო ორგანოში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 9. 268-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლი საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება.“. 10. 291-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას, რომლის მფლობელს არა აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას ჯარიმა გადახდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და განმარტებები. კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ არსებული ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ ტერმინებთან და განმარტებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად ყალიბდება კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 28-ე მუხლის პირველი ნაწილი, 29-ე მუხლის პირველი ნაწილი, 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 1291-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, 194-ე მუხლი, 248-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 ნაწილები, 268-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 291-ე მუხლის მე-4 ნაწილი და შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება 1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები. 1 1. ამ კოდექსის 45-ე, სამართალდარღვევების 116-ე, 166-ე ჩადენისათვის და 173-ე საქართველოს მუხლებით შინაგან გათვალისწინებული საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინურ წესდებათა მიხედვით. 2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. ბრალეულთა მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება; ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; ვ) გამასწორებელი სამუშაოები; ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა. 2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს. 3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან. მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო 1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით. 2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა. 3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო 1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 საგნისა), მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა. 3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 153 6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო, ექვემდებარება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას. მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები 1. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21. ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან. 3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში ადმინისტრაციული არის სახდელი ადმინისტრაციული შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის არა უგვიანეს ერთი ნიშნები, თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. 31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დენა შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის და ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდებისას. მუხლი 1291. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად). შენიშვნა: 1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) კორექტირებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას ზედმეტი ტვირთის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. მუხლი 194. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა არსებული წესების დარღვევით, აგრეთვე შენობანაგებობების მშენებლობა დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისა – სამასიდან ხუთას ლარამდე. მუხლი 248. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა 1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა. 2. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა. გასასინჯი პირი უფლებამოსილია მოიწვიოს დამსწრე (არაუმეტეს ორი პირისა), რისთვისაც მას მიეცემა გონივრული ვადა. აღნიშნული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე. 3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, სამინისტროს საქართველოს სისტემაში შემავალი გარემოს დაცვისა დაწესებულებების, და სოფლის მეურნეობის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ხოლო მონიტორინგის საქართველოს დეპარტამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილმა აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა. 4. ნივთების, სანადირო და თევზჭერის იარაღების, მოპოვებული პროდუქციის და სხვა საგნების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი; გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით. 5. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. საგადასახადო ორგანოებში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 268. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა 1. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე. 2. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით. 3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულო არ არის, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე. 4. დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 5. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება. 6. ამ კოდექსის 167-ე მუხლით და 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იმ პირთა მიმართ, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები ჩაბარებული ჰქონდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ დროებით სარგებლობისათვის ჰქონდათ გადაცემული, დადგენილების ასლი ეგზავნება შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ცნობისათვის და შინაგან საქმეთა ორგანოს – ამ პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის აკრძალვის საკითხის განსახილველად. 7. ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას დამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად. მუხლი 291. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება 1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 2282 მუხლის მე-2 ნაწილითა და 2283 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება 1291 მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია სხვა მიზეზებით, დაჯარიმების შესახებ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება წარმოებს აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით. 3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთი ქონებიდან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული. 4. იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას, რომლის მფლობელს არა აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას ჯარიმა გადახდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. 5. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271 და 1291 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ დამრღვევს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით ახორციელებს აღმასრულებელი.