„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსი“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-132 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი132. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე
სასამართლო დავის განხილვის ვადა
1. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო
დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში
მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს,
ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი
სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა.
2. სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე
სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3.
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
სარეზოლუციო
ნაწილის
გამოცხადებიდან
სასამართლო
10
დღის
დავებზე
ვადაში
გადაწყვეტილების
სასამართლო
ამზადებს
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.“.
2. მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან
სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც
უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების
წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო
მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან
გამომდინარე
დავისა).
უფლებამოსილია,
ამ
შემთხვევაში
საქართველოს
აღმასრულებელი
იუსტიციის
ხელისუფლების
სამინისტროს
თანხმობით,
დაწესებულება
იმავე
საქმეზე
წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო
მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII16 თავი:
თავი VII16. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან
დაკავშირებით
მუხლი 2163. მოსამართლის ბრძანება პირის, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად
აღიარების თაობაზე
ბრძანებას, პირის, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე
საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.
მუხლი 2164. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა
მიეთითოს გადასახადის გადამხდელის და იმ პირის ზუსტი მონაცემები, რომლის ცრუმაგიერ
პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო
მუხლი 2165. პირის, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების ე საკითხის
გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.
2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად.
სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს
წარმომადგენელი, გადასახადის გადამხდელი და პირი, რომლის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც
ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა
მოწვევა).
3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო
ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ
მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების
შესახებ, რომელშიც აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;
დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ;
ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
5.
მოსამართლის
ბრძანება
დგება
ოთხ
ცალად.
ერთი
ეგზემპლარი
ეგზავნება
შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, მესამე
პირს, რომლის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო, ხოლო მეოთხე –
რჩება სასამართლოში.
6. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის
შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
7. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ
სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე
საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის
სასამართლოს.
8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის
ვადაში.
9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ
ექვემდებარება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში“ არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“
პროექტთან შესაბამობისში მოყვანის, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე
მუხლით გათვალისწინებული პირთა ცრუმაგიერობის საკითხზე სასამართლო დავების
პროცესუალურად მოწესრიგების აუცილებლობა.
არსებული რეგულაციით პირთა ცრუმაგიერობის დავა დაკავშირებულია ხანგრძლივ
სასამართლო პროცედურებთან, ხოლო დროში გაწელილი დავა საზიანოა, როგორც
ბიზნესისათვის, ვინაიდან საქმის წარმოება მოითხოვს დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს,
ასევე საგადასახადო ორგანოსათვის, ვინაიდან დროულად ვერ ხორციელდება გადასახადის
ადმინისტრირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მომზადების მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი
ტერმინები და განმარტებები. კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში“ არსებული ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო
კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ ტერმინებთან და
კანონპროექტის
მომზადების
მიზანს
წამოადგენს
განმარტებებთან.
საგადასახადო
აგრეთვე,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული პირთა ცრუმაგიერობის საკითხის გადაწყვეტის სპეციალურ ვადებში
განხილვის აუცილებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად ყალიბდება კოდექსის მე-132 მუხლი და
მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი და შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის
პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან.
ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსს დაემატება VII16 თავი, რომლითაც დარეგულირდება სასამართლოში პირის
ცრუმაგიერად აღიარების პროცესუალური ნორმები.
კანონპროექტის მიხედვით პირის ცრუმაგიერ პირად აღიარება განხორციელდება
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა დაწესდება ამ კატეგორიის საქმეთა
განხილვის სპეციალურ ვადები. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილება შეამცირებს
ასეთ
შემთხვევებში
გადასახადის
გადახდევინების
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
გავრცელების ვადებს.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად დაწესდება ცრუმაგიერობის საკითხთან
დაკავშირებულ დავებზე სპეციალური ვადები, კერძოდ მოსამართლე ბრძანებას
საგადასახადო
ორგანოს
შუამდგომლობის
საფუძველზე
გამოსცემს
შუამდგომლობის
წარდგენიდან 14 დღის ვადაში, ხოლო საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში
განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 132. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის
განხილვის ვადა
1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის
ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო თუ
განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი სასამართლოს
გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა.
2. სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო
დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავებზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილის
გამოცხადებიდან
10
დღის
ვადაში
სასამართლო
ამზადებს
დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.
მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით
1. თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა , სასამართლოში მას
წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი , რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება .
2.
სახელმწიფო
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო
უფლებამოსილია
ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში
თავის
წარმომადგენლად
,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით , დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე ,
რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.
3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია თავის
წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი .
4. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან
სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც
უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების
წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო
მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე
დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის
უფლებამოსილება მიანიჭოს იმ სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს, რომელიც
აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუშვებელია, აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის
მუშაკი.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი
და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.