„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსი“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
პრეკურსორებისა
„ნარკოტიკული
და
საშუალებების,
ნარკოლოგიური
ფსიქოტროპული
დახმარების
შესახებ“
ნივთიერებების,
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი:
470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი,
ტრანზიტი, რეექსპორტი, მიწერით საწყობში/ტერმინალში საქონლის შენახვის რეჟიმში
მოქცევა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან საქართველოს საბაჟო კოდექსით
განსაზღვრული იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, საბაჟო საწყობის
პროცედურაში მოქცევა;“.
2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საბაჟო საწყობში
შენახვა საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენებით.“.
3. 30-ე მუხლის:
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საიმპორტო (საექსპორტო ) ოპერაციის დასრულებისთანავე შესაბამისი საბაჟო
ორგანო კომპეტენტურ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აწვდის ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტის
(ექსპორტის ) შესახებ, ფაქტობრივად იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ნივთიერებათა
დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის (ექსპორტის) განხორციელების თარიღის
მითითებით.“;
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან
გასატან
ნარკოტიკულ
საშუალებას, აგრეთვე იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებისათვის განკუთვნილ
ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რომელსაც არ ახლავს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებს საბაჟო ორგანო.“;
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვების
განხორციელებისას
სპეციალურ
კონტროლს
ან
ექსპორტის
საბაჟო
დაქვემდებარებული
პროცედურის
ფარმაცევტული
პროდუქტის ფაქტობრივ რაოდენობასა და სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას
შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟო ორგანო აკავებს საქონელს და ამის
თაობაზე აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს , რის შემდეგაც საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი
კომპეტენციის
ფარგლებში
სწავლობენ
მიზეზებს
და
მოქმედებენ
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა
გამოწვეულია
„ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინების ან მითითებების
„საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი
ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს
გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და
განმარტებები. კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონში არსებული
ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში
განსაზღვრულ ტერმინებთან და განმარტებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ახალი რედაქციით ყალიბდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 30-ე მუხლის მე-13, მე-15
და მე-17 პუნქტები და შესაბამსობაში მოვიდა საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით
გათვალისწინებულ ტერმინებთან და განმარტებებთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ
ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების
საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ბ) ფსიქოტროპული ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ
ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების
საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III სიაში;
გ) პრეკურსორი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც გაეროს
შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა IV სიის №1 და №2 ცხრილებში;
დ) ფსიქოაქტიური ნივთიერება − ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება,
რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს მისი ფსიქიკური
მდგომარეობის ცვლილებას და შეტანილია სიებში;
ე) (ამოღებულია - 16.04.2014, №2235).
ვ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი − სიებში
შეტანილი,
საქართველოში
სამედიცინო
მიზნით
გამოყენებისათვის
ნებადართული
სამკურნალო საშუალება ყველა სავაჭრო დასახელებით, აგრეთვე ფარმაკოლოგიურად
აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ფარმაცევტული სუბსტანცია;
ვ1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული
სამკურნალო საშუალება – ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც არ არის შეტანილი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სიაში, მაგრამ რომლის უკანონო
ბრუნვა და ავად მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას,
ამწვავებს ქვეყანაში შექმნილ ნარკოლოგიურ სიტუაციას და რომელიც შეტანილია ამ კანონის
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ნუსხაში;
ზ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური
გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და
ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში;
თ) ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება − საქართველოში
სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული
საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიეროკვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ი) ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება − საქართველოში სამედიცინო
მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება;
კ) სია (სიები) – საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა
ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია ამ კანონის №1 დანართში და მისი განუყოფელი
ნაწილია;
ლ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმა – ნებისმიერი
ფორმის ფარმაცევტული პროდუქტი, რომელშიც ფარმაკოლოგიურად აქტიურია მხოლოდ
ერთი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული სუბსტანცია;
მ) პრეპარატი – ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, კომბინირებული
სამკურნალო საშუალება, რომელიც ფარმაკოლოგიურად აქტიურ სხვა ნივთიერებასთან
(ნივთიერებებთან)
ერთად
შეიცავს
ერთ
ან
რამდენიმე
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ სუბსტანციას;
ნ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული სუბსტანცია (შემდგომ −
ფარმაცევტული სუბსტანცია) – ნებისმიერი წარმოშობის, შესაბამისი ხარისხისა და
ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც შეტანილია სიებში და გამოიყენება
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმისა და პრეპარატის
წარმოებისათვის
ან/და
წამლის
მაგისტრალური
და
ოფიცინალური
რეცეპტებით
მომზადებისათვის;
ო) ნარევი – ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, უკანონოდ დამზადებული,
ნებისმიერი სახეობის, ფორმისა და შემცველობის ნაზავი, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას;
პ) ნარკოტიკული საშუალების ანალოგი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი
ნივთიერება, რომლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედება
მსგავსია ამ კანონით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების ცენტრალურ ნერვულ
სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედებისა;
ჟ) სპეციალური კონტროლი – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფო იყენებს
სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო
ბრუნვის თავიდან ასაცილებლად;
რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა,
კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება,
მომზადება,
დამზადება-გადამუშავება,
შენახვა,
გადაგზავნა,
გადაზიდვა
(გადატანა),
რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება,
მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;
ს) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვა –
ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების,
სოკოების და სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა
ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;
ტ)
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა
უკანონო
ბრუნვა
–
ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების,
სოკოების და სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა
ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;
უ) შექმნა – ნარკოტიკული საშუალების ანალოგის შემუშავება;
ფ) წარმოება – შესაბამისი ნებართვის მქონე ფარმაცევტულ საწარმოში სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა, მათი წამლის ფორმებისა და პრეპარატების სერიული
მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მაგისტრალური
რეცეპტით
მომზადება
–
აფთიაქში
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება ინდივიდუალური პაციენტისათვის;
ღ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ოფიცინალური
რეცეპტით
მომზადება
–
აფთიაქში
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება ფარმაკოპეის შესაბამისად;
ყ) დამზადება-გადამუშავება – ყველა პროცესი, გარდა წარმოებისა და მომზადებისა, რომელთა
საშუალებითაც შეიძლება მიღებულ იქნეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერება, აგრეთვე მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის უცხო მინარევებისაგან
გაწმენდა, მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ
ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა;
შ) გადაგზავნა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს
ტერიტორიაზე გადაადგილება (გადამისამართება) ნებისმიერი საშუალებით, ამ ნივთიერების
გამგზავნის, ადრესატისა და უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად;
ჩ) გადაზიდვა (გადატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების
საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მისი განმკარგავის ან
მფლობელის მიერ;
ც) საცალო რეალიზაცია – უფლებამოსილი პირის მიერ ფიზიკური პირისათვის სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სათანადო
დანიშნულების საფუძველზე, უფასოდ ან დადგენილი ფასით;
ძ) საბითუმო რეალიზაცია – უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ იურიდიული
პირისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის
გაცემა სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე, უფასოდ ან დადგენილი ფასით;
წ) გასაღება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად
გადაცემის მიზნისა;
ჭ) მოხმარება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის
ექიმის დანიშნულებით მოხმარება;
ხ) უკანონო მოხმარება – სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება;
ჯ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და
საქართველოდან გატანა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა
სახელმწიფოს
ტერიტორიიდან
სპეციალურ
კონტროლს
საქართველოს
საბაჟო
დაქვემდებარებული
ტერიტორიაზე
ნივთიერების
გადმოტანა
საქართველოს
ან
საბაჟო
ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა;
ჰ)
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ნივთიერების
იმპორტი,
ექსპორტი,
ტრანზიტი, რეექსპორტი, მიწერით საწყობში/ტერმინალში საქონლის შენახვის რეჟიმში
მოქცევა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი, ექსპორტი,
ტრანზიტი, რეექსპორტი, მიწერით საწყობში/ტერმინალში საქონლის შენახვის რეჟიმში
მოქცევა;
ჰ1 ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შემცველი მცენარეები და
სოკოები:
ჰ1 .ა) კოკას ბუჩქი − Erythroxylon-ის გვარის ნებისმიერი სახეობა;
ჰ1 .ბ) ოპიუმის ყაყაჩო (დამაძინებელი ყაყაჩო, ხაშხაში) − Papaver somniferum L-ის სახეობის
მცენარე;
ჰ1 .გ) მცენარე კანაფი − Cannabis-ის გვარის ნებისმიერი სახეობა;
ჰ1 .დ) Loprophora-ს გვარის კაქტუსის ყველა სახეობა;
ჰ1 .ე) Echinopsis-ის გვარის კაქტუსის ყველა სახეობა;
ჰ1 .ვ) Catha-ს გვარის მხოლოდ Catha edulis-ის სახეობის მცენარე;
ჰ1 .ზ) მცენარე ეფედრა − Ephedra-ს გვარის ყველა სახეობა;
ჰ1 .თ) Strophariaceae-ს ოჯახის ყველა გვარის სოკო;
ჰ2 ) კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა ფოთლებისა და
თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი
ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი;
ჰ3 ) კანაფის ფისი – მცენარე კანაფისგან მიღებული (გამოყოფილი), გაწმენდილი ან
გაუწმენდავი ფისი;
ჰ4 ) კოკას ფოთოლი – კოკას ბუჩქის ფოთოლი, გარდა იმ ფოთლებისა, რომელთაც მთლიანად
აქვთ გამოცლილი ეკგონინი, კოკაინი და ეკგონინის სხვა ნებისმიერი ალკალოიდი;
ჰ5 ) სამედიცინო ოპიუმი – გადამუშავებული ოპიუმი, რომელიც სამედიცინო მიზნებისათვის
გამოიყენება;
ჰ6 ) ოპიუმი – ხაშხაშის (Papaver somniferum) შედედებული რძეწვენი;
ჰ7 ) ყაყაჩოს ნამჯა – მოთიბული (მოცელილი) ოპიუმის ყაყაჩოს ყველა ნაწილი, გარდა
თესლებისა;
ჰ8 ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს
მიცელიუმის დათესვა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი
მცენარის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანა, ან მცენარის ნერგის დარგვა მიწის
ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის, აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე ხელოვნურ ან/და საოჯახო
პირობებში;
ჰ9 ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს
მოყვანა – დათესილი და დარგული მცენარისა და სოკოს მოვლა მათი ფიზიოლოგიური
სიმწიფის ფაზის მიღწევის მიზნით;
ჰ10 ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და
სოკოს კულტივირება – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების
შემცველი მცენარისა და სოკოს სელექცია; მოქმედება, რომელიც მიმართულია მცენარის ან
სოკოს ახალი სახეობის ან ჰიბრიდის მიღებისაკენ, რომლებიც ან რომელთა ნაწილებიც შეიცავს
ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან/და პრეკურსორს;
ჰ11 ) შენახვა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში
ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად
შენახვის ხანგრძლივობისა;
ჰ12 ) განაწილება – უფლებამოსილი პირის მიერ პირისათვის მასზე გამოყოფილი კონკრეტული
რაოდენობისა და სახეობის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების
გადაცემა;
ჰ13 ) შეძენა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
ჰ14 ) განადგურება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გაუვნებლება;
ჰ15 ) ჩაბარება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების უფლებამოსილი
ორგანოსათვის გადაცემა;
ჰ16 ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის
ეტალონური სტანდარტული ნიმუშები – მაღალი სიწმინდის მქონე სტანდარტული
მეტროლოგიური
საშუალება
ქიმიური
ნივთიერების
სახით,
რომელსაც
ახასიათებს
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის თვისებები და
შემადგენლობა;
ჰ17 ) აღრიცხვა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური
ბრუნვის აღრიცხვის ერთიანი სისტემა;
ჰ18 ) ინტერნეტაფთიაქი – ონლაინრეჟიმში მომუშავე პირი, რომელიც ახორციელებს
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ან/და მისი რეალიზაციის მიზნით ავრცელებს
შესაბამის ინფორმაციას;
ჰ19
)
ნარკოლოგიური
მომსახურების მიმწოდებელი
დაწესებულება
–
სამედიცინო
დაწესებულება, რომელიც ახორციელებს I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლისა და ნარკომანიით დაავადებული პირის
ნარკოლოგიურ და სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას;
ჰ20 ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის
დასადგენად საჭირო პროცედურისათვის თავის არიდება – უფლებამოსილი პირისათვის
კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის მოთხოვნაზე უარის თქმა;
ჰ21 ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების
კვოტა – საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე,
ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და პრეკურსორებზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების
გათვალისწინებით განსაზღვრული და გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო
კომიტეტისათვის წარდგენილი ლიმიტი;
ჰ22 ) ნარკომანია – დაავადება, რომელიც ხასიათდება I და II სიაში შეტანილ სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით;
ჰ23 ) ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულება − ფიზიოლოგიურ, ქცევით და
ფსიქოლოგიურ
მოვლენათა
ერთობლიობა,
რომელიც
ყალიბდება
ფსიქოაქტიური
ნივთიერების განმეორებითი მოხმარების ფონზე და რომლის დროსაც ამ ნივთიერების
გამოყენების სურვილი ინდივიდის ფასეულობათა სისტემაში პირველ ადგილზეა, რაც
გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დაუძლეველი მოთხოვნილებით,
მიუხედავად მოხმარების მავნე შედეგის მკაფიოდ გაცნობიერებისა;
ჰ24 ) ნარკომანიით დაავადებული პირი – პირი, რომელსაც შესაბამისმა სამედიცინო
დაწესებულებამ
დაუსვა
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
ნივთიერებაზე
დამოკიდებულების დიაგნოზი;
ჰ25 ) უკანონო მომხმარებელი – პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან
III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს
ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება;
ჰ26 ) სომატური დაავადების მქონე, ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირი –
სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც ექიმმა კანონიერად დაუნიშნა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი და რომელსაც
ჩამოყალიბებული აქვს მასზე დამოკიდებულება, რასაც ადასტურებს შესაბამისი სამედიცინო
დაწესებულება;
ჰ27 ) სარეაბილიტაციო ღონისძიებები – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებებზე
დამოკიდებული
პირის
გამოჯანმრთელებისა
და
საზოგადოებაში
ინტეგრაციისაკენ მიმართულ სამედიცინო და სოციალურ ღონისძიებათა ერთობლიობა;
ჰ28 ) სასაწყობო მარაგი – ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ის რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია
ექსპორტისათვის, ქვეყნის შიგნით სამედიცინო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო
მიზნებისათვის, მაგისტრალური ან ოფიცინალური რეცეპტით სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომზადებისათვის, აგრეთვე ამ კანონით
ნებადართული იმ სამკურნალო საშუალების წარმოებისათვის, რომელიც შეიცავს სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ სუბსტანციას (სუბსტანციებს);
ჰ29 ) სპეციალური სასაწყობო მარაგი – სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული
ფარმაცევტული
პროდუქტების
ის
რაოდენობა,
რომელიც
ინახება
სპეციალური
სახელმწიფოებრივი მიზნებისა და საგანგებო/განსაკუთრებული გარემოებებისათვის;
ჰ30
)
ნარკომანიასთან
ბრძოლის
უწყებათაშორისი
საკოორდინაციო
საბჭო
–
მაკოორდინირებელი ორგანო, რომლის მიზანია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და
ეკონომიკური ზიანის შემცირებისაკენ მიმართული ეფექტიანი და კოორდინირებული
უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ჰ31 )
საქართველოს კომპეტენტური ეროვნული ორგანო (კომპეტენტური ორგანო) –
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული
კომპეტენტური სამსახური;
ჰ32) ქვეყნის შიდა კვოტა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ
ნივთიერებებსა და მათთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც არ
ექვემდებარება
საერთაშორისო
კონტროლს,
ქვეყნის
წლიური
მოთხოვნილების
გათვალისწინებით განსაზღვრული ლიმიტი.
მუხლი 24 . საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვა
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვის უფლება აქვს
შესაბამისი
საქმიანობის
დადგენილი
წესით
,
განმახორციელებელ
პირს
საქართველოს
აგრეთვე
პირს
,
ფიზიკურ
თუ
კანონმდებლობით
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი ექიმის დანიშნულების საფუძველზეა
შეძენილი.
2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვა
საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით.
მუხლი 30. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი
(ექსპორტი)
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის
(ექსპორტის ) განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი საქმიანობისა და ნებართვის
მქონე იურიდიულ პირს .
2. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული
პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების
იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს
წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო.
4. ნარკოტიკული საშუალების წინასწარი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანის ან
ფსიქოტროპული ნივთიერების წინასწარი ნებართვის გარეშე იმპორტის მცდელობისას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ტვირთის
დაბრუნებას მიმწოდებლის ხარჯით.
5
. სანებართვო
მოწმობის გაცემამდე
სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული
ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი (ექსპორტი ) წინასწარ თანხმდება ექსპორტიორი
(იმპორტიორი ) ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან , რისთვისაც კომპეტენტური ორგანო
გასცემს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს .
6 . წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს ყველა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერების იმპორტი (ექსპორტი) , აგრეთვე საქართველოში წარმოებული პრეპარატების
ექსპორტი , მიუხედავად იმისა, შეტანილია თუ არა ისინი სიებში .
7 . წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა იმ შემთხვევაშიც , თუ ამას მოითხოვს
მწარმოებელი ან/და ექსპორტიორი (იმპორტიორი ) ქვეყანა , მიუხედავად იმისა, სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოში ექვემდებარება
თუ არა სპეციალურ კონტროლს .
8 . წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში უნდა მიეთითოს :
ა ) იმპორტიორი (ექსპორტიორი ) ორგანიზაციის დასახელება , მისი იურიდიული და
ფაქტობრივი მისამართები ;
ბ
)
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ნივთიერების
საერთაშორისო
არარეგისტრირებული (გენერიკული ) და სავაჭრო დასახელებები (თუ ასეთები არსებობს );
გ ) საიმპორტო (საექსპორტო ) რაოდენობა (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში – წამლის ფორმა , დოზის ერთეული ,
რაოდენობა );
დ ) ტრანსპორტის სახეობა , რომლითაც ხორციელდება ტვირთის საქართველოში შემოტანა
(საქართველოდან გატანა );
ე ) იმპორტის (ექსპორტის ) მიზანი ;
ვ ) დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა .
9 . ექსპორტის შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში დამატებით უნდა მიეთითოს
იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ეროვნული კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული
წინასწარი საიმპორტო შეთანხმების დოკუმენტის ნომერი და მისი გაცემის თარიღი .
10 . ამ წესის ფარგლებში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ
ფარმაცევტული
პროდუქტების
ექსპორტი
,
რომელთაც
გაუვიდათ
საქართველოში
რეგისტრაციის ვადა .
11 . სასწავლო , სამეცნიერო - კვლევითი , საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის
უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, განახორციელონ სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტი , შესაბამისად , მხოლოდ სასწავლო ,
სამეცნიერო - კვლევითი , საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის
განსახორციელებლად . ამ შემთხვევაში იმპორტი ხორციელდება მხოლოდ წინასწარი
შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და დამატებით სანებართვო დოკუმენტის გაცემას არ
საჭიროებს .
12 . საქართველოში წარმოებული იმ პრეპარატების ექსპორტი, რომლებიც არ არის შეტანილი
სიებში , ხორციელდება წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და დამატებით
სანებართვო მოწმობის გაცემას არ საჭიროებს .
13 . საიმპორტო (საექსპორტო ) ოპერაციის დასრულებისთანავე შესაბამისი საგადასახადო
ორგანო კომპეტენტურ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდის
ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტის
(ექსპორტის ) შესახებ , ფაქტობრივად იმპორტირებულ (ექსპორტირებულ ) ნივთიერებათა
დასახელების , რაოდენობისა და იმპორტის (ექსპორტის ) განხორციელების თარიღის
მითითებით .
14 . კომპეტენტური ორგანო ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მომართვის
შემთხვევაში საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით აწვდის მას ინფორმაციას
ფაქტობრივად იმპორტირებულ ნივთიერებათა დასახელებისა და რაოდენობის შესახებ .
15 . საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან ნარკოტიკულ საშუალებას,
აგრეთვე იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებისათვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ
ნივთიერებას, რომელთაც არ ახლავთ შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული წინასწარი
შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებენ საგადასახადო ორგანოები .
16 . სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საექსპორტო
ოპერაციის განხორციელების შემდეგ კომპეტენტური ორგანო იმპორტიორი ქვეყნის
უფლებამოსილი
ორგანოდან
საერთაშორისო
ნორმებით
გათვალისწინებული
წესით
გამოითხოვს ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტის
დასახელების , რაოდენობისა და იმპორტის განხორციელების თარიღის შესახებ .
17 .
იმპორტის (ექსპორტის) სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ფაქტობრივ რაოდენობასა და
სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის
შემთხვევაში
საგადასახადო ორგანო აკავებს საქონელს და
ამის შესახებ აცნობებს
კომპეტენტურ ორგანოს, რის შემდეგაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად.
18. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტისა და ექსპორტის
წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით.
19 . IV სიაში შეტანილი პრეკურსორის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელების წესს
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .
20. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხას,
რომლებიდანაც
ნებადართულია
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, განსაზღვრავს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
21 . საფოსტო გზავნილით ნებადართულია :
ა ) საექსპერტო დანიშნულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების
საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ;
ბ ) „ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სარეგისტრაციო ნიმუშების , რეფერენს - სტანდარტებისა და ეტალონური
სტანდარტული ნიმუშების იმპორტი და ექსპორტი .
22 . საქართველოში სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა
(საქართველოდან გატანა ) ხორციელდება წინასწარი შეთანხმების გარეშე . ამ დროს
შემოტანილი
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
სამკურნალო
საშუალების
ლეგალურ ბრუნვაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
კონტროლის რეჟიმი .
2 3 . თავისუფალ პორტებსა და ზონებში (თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ) სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა
ბრუნვაზე
დაწესებულია
ისეთივე
ზედამხედველობა და კონტროლი , როგორიც საქართველოს ტერიტორიის სხვა ნაწილებში ,
თუმცა დასაშვებია უფრო მკაცრი ზომების მიღებაც .