„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/291/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საბაჟო კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 78-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რომლებიც, გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის;“. 2. მე-80 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საბაჟო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, აგრეთვე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საბაჟო კოდექსის და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის. არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად მომხმარებელს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და განმარტებები. კერძოდ, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ არსებული ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ ტერმინებთან და განმარტებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ახალი რედაქციით ყალიბდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 78-ე მუხლი და მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ქვეპუნქტები, კერძოდ ემატება ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში ექცევა ქონება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ხოლო 27-ე მუხლის მე-3 პუნქტში საგადასახადო კანონმდებლობა იცვლება საბაჟო კანონმდებლობით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 78. ზოგადი დებულებები ეს თავი ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვ ე მოთხოვნებს იმ გაზომვის საშუალებებისადმი: ა) რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის; ბ) რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის. მუხლი 80. დაკანონებული გაზომვის საშუალებები 1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, აგრეთვე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ ი და ჯარიმებ ი ს ათვის. 2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა: ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე; ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის: ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი; ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი; ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი; გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე;დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე; ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი; ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი; ზ) გაზის მრიცხველებისათვის: ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10მ3 /სთ – 10 წელი; ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10მ3 /სთ – 4 წელი; თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი; ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე; კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი; ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი; მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის. არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად მომხმარებელს. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ ი უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები. 5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში. 6. დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით. 7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საცალო და საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ სასწორებსა და საწონებზე.