„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/291/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საბაჟო კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით. თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ მდგომარეობას, მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას, ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საბაჟო ორგანოს თანხმობის მიუღებლად, რის შესახებაც რკინიგზა აცნობებს მას.“. 2. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საბაჟო ორგანოსა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.“. 3. 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ საბაჟო ორგანომ ან სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით (ბარგით, ტვირთ-ბარგით) ტვირთგამგზავნის მიერ დატვირთული დადგენილი ვაგონი მოთხოვნების (კონტეინერი) დარღვევის გამო დააკავეს საზღვაო ტრანსპორტისათვის ან უცხო ქვეყნის რკინიგზისათვის გადაცემის დროს, ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.“. 4. 36-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საბაჟო ორგანოსა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და განმარტებები. კერძოდ, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ არსებული ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ ტერმინებთან და განმარტებებთან. ა.გ) კანონპროექტის არსი: აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილში და განისაზღვრა, რომ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილის ცვლილებას საგადასახადო ორგანოს ნაცვლად მოახდენს საბაჟო ორგანო. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვის საფასურს არ იხდის ტვირთის მიმღები, რკინიგზას უფლება აქვს მოახდინოს გადაზიდული საქონლის რეალიზაცია, გარდა საგადასახადოს მიერ ჩამორთმეული ტვირთისა, პროექტის მიხედვით კი აღნიშნული იცვლება საბაჟო ორგანოებით. ამასთან, ანალოგიური შინაარსის ცვლილებები შედის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილში და 36-ე მუხლის 11-ე ნაწილში, სადაც საგადასახადო ორგანო იცვლება საბაჟო ორგანოებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 24. ტვირთის მიტანის ადგილის (მისამართის) შეცვლა 1. (ტვირთმიმღების) ტვირთგამგზავნის წერილობითი განცხადების საფუძველზე რკინიგზა ცვლის ტვირთის მიტანის ადგილს (მისამართს) – ტვირთმიმღებს ან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დანიშნულების რკინიგზის სადგურს. მიტანის ადგილი იცვლება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 2. პირი, რომლის განცხადების საფუძველზედაც მოხდა ტვირთის მიტანის ადგილის შეცვლა, პასუხისმგებელია თავდაპირველი ტვირთმიმღების წინაშე ამ ცვლილებით გამოწვეული შედეგებისათვის და ვალდებულია, მოაწესრიგოს ანგარიშსწორება ტვირთგამგზავნს, თავდაპირველ ტვირთმიმღებსა და ფაქტობრივ ტვირთმიმღებს შორის. 3. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საგადასახადო ორგანოს თანხმობით. თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ მდგომარეობას, მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას, ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიუღებლად, რის შესახებაც რკინიგზა აცნობებს მას. მუხლი 26. ტვირთის გაცემა 1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით. 2. თუ ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ იხდის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს, რკინიგზას უფლება აქვს დააკავოს ტვირთი და ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში განკარგოს ტვირთი. თუ აღნიშნულ ვადაში გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ დაფარავს დავალიანებას, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს, რკინიგზა უფლებამოსილია მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია. რეალიზაციას არ ექვემდებარება: ა) სახელმწიფო და თავდაცვითი დანიშნულების სპეციალური (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) ტვირთი; ბ) ტვირთი, რომლის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდა ხორციელდება დანიშნულების რკინიგზის სადგურში ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად; გ) საგადასახადო ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან. 3. თუ ტვირთმიმღებისათვის მიტანილია ტვირთი, რომლის სახელწოდება არ შეესაბამება ზედნადებში აღნიშნულ დასახელებას, ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს იგი რკინიგზის სადგურისგან და უზრუნველყოს მისი შენახვა ტვირთგამგზავნთან საკითხის მოგვარებამდე. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე, ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარდგენის ტვირთგამგზავნი გარეშე. არ თუ განკარგავს ტვირთმიმღები არ მას, უფლება რკინიგზას მიიღებს აქვს, ტვირთს, ხოლო დაუყოვნებლივ გადმოტვირთოს ტვირთი და შეინახოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე. რკინიგზას შეუძლია უფლებამოსილი პირისგან მითითების მიღების დალოდების გარეშე გაყიდოს ტვირთი, თუ იგი მალფუჭებადია, თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ გადაწყვეტილებას ან თუ შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. რკინიგზას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში არც ერთი მხარისგან არ მიიღებს მითითებებს. 4. ტვირთმიმღებს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანების ან გაფუჭების შედეგად ტვირთის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი დანიშნულებისამებრ სრული ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია. 5. თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ ვაგონის (კონტეინერის) დროულად დაუცლელობის ან რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დროულად გაუტანლობის გამო ან ტვირთმიმღების მიზეზით სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან რკინიგზის სადგურზე ვაგონის დაყოვნების შედეგად, ქონებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს. 6. საერთო სარგებლობის ადგილებზე ტვირთის მიღებისას ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს თავისი კუთვნილი ტვირთი და გაიტანოს რკინიგზის სადგურიდან. 7. ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით. მუხლი 29. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე მიტანის შეუძლებლობა 1. თუ დაუძლეველი ძალისა და სხვა საგანგებო ვითარების შედეგად დაბრკოლდა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) შემდგომი გადაზიდვა, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ტვირთმიმღებისათვის გადაცემა, რკინიგზა ვალდებულია მიმართოს ტვირთმიმღებს (ტვირთგამგზავნს) ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) განკარგვის მოთხოვნით. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიგზის მიმართვიდან 4 დღეღამის განმავლობაში არ განკარგავს ტვირთს (ბარგს, ტვირთ-ბარგს), რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს, ხოლო ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ საგადასახადო ორგანოებმა ან სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით (ბარგით, ტვირთ-ბარგით) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დააკავეს ტვირთგამგზავნის მიერ ტრანსპორტისათვის ან დადგენილი უცხო მოთხოვნების ქვეყნის დარღვევის რკინიგზისათვის გამო საზღვაო გადაცემის დროს, ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. 3. თუ ტვირთმიმღები ჩვეულებრივ ტვირთს 10 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მალფუჭებად ტვირთს რკინიგზისაგან ვაგონის (კონტეინერის) დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს, რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს მისი ხარჯით ან მოახდინოს ტვირთის რეალიზაცია, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ტვირთგამგზავნს, რომლის მიზეზითაც არის გამოწვეული რკინიგზის სადგურში ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნება, ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდა მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. 4. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან რკინიგზის განკარგულებაში რჩება ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური და მისი რეალიზაციისას გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი შესაბამისი თანხა, ხოლო დარჩენილი თანხა უბრუნდება გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ ტვირთმიმღებს, თუ მას გადახდილი აქვს ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ღირებულება, ხოლო სხვა შემთხვევაში – ტვირთგამგზავნს. თუ რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თანხის დაბრუნება შეუძლებელია, იგი ექვემდებარება განკარგვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 36. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა 1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები განისაზღვრება რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დადგენილი ვადების ერთობლიობის გათვალისწინებით და გამოითვლება ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადების გამოთვლის წესების შესაბამისად. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საერთო ვადის დარღვევისას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ეს ვადა დაარღვია. 2. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ სარკინიგზო სადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის ან დანიშნულების ნავსადგურში –ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად. 3. ტვირთის პირდაპირი შერეული საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ ნავსადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის რკინიგზის სადგურში – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად. 4. ტვირთის გადაზიდვის საფასური შეიძლება გადაიხადოს ექსპედიტორმა, რომელიც ასრულებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) დავალებას. 5. ნავსადგურში რკინიგზის ლოკომოტივით ვაგონის (კონტეინერის) მიწოდებისათვის (გამოყვანისათვის) გადაიხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული საფასური. 6. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტვირთის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებიდან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე და პირიქით გადატვირთვის ნორმების შესრულების პარამეტრები ტვირთის სახეობის გათვალისწინებით შეიტანება სააღრიცხვო ბარათში. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და მისი შევსების მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის რკინიგზას (ნავსადგურს) ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის ანალოგიურად. 8. რკინიგზა (ნავსადგური) ტვირთის გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება: ა) დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, როდესაც აკრძალულია ან/და შეუძლებელია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა, აგრეთვე სატრანსპორტო საწარმოში (ორგანიზაციაში და ა.შ.) ავარიისას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტვირთის გადაზიდვის შეწყვეტის ან შეზღუდვის სხვა შემთხვევებში. 9. საზღვაო გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისას ნავსადგურისა და რკინიგზის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მათ შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით. 10. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. 11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საგადასახადო ორგანოებისა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 12. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადაცემამდე მისი დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის გადამცემ მხარეს, ხოლო ტვირთის გადაცემის შემდეგ – მიმღებ მხარეს. 13. ნავსადგურის ტერიტორიაზე დატვირთული ან ცარიელი ვაგონის (კონტეინერის) დაცვას უზრუნველყოფს ნავსადგური. 14. გადატვირთვის პუნქტში გადასატვირთად მიწოდებული ვაგონიდან (კონტეინერიდან) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის გადაზიდვისათვის განკუთვნილ მოხსნა და ვაგონზე ტვირთის პირდაპირი (კონტეინერზე) შერეული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დამონტაჟება (დაპლომბვა) წარმოებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 15. სარკინიგზო და სხვა სახეობის ტრანსპორტის საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) ქონებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის მიღებული ტვირთის დაუცველობისათვის განისაზღვრება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის შესახებ მოქმედი წესებით. თუ ტვირთის დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის დადგინდა რკინიგზის ან ნავსადგურის ბრალეულობა, პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება რკინიგზას ან ნავსადგურს.