„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსი“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული
ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1. „სურსათად/ცხოველის
საკვებად
განკუთვნილი
გენეტიკურად
მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული
პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 340140000.05.001.017570) მე-4
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იმპორტი – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაჟო პროცედურა საქართველოს
საბაჟო კოდექსის შესაბამისად;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული
ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „სურსათად/ცხოველის
საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან
წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს
კანონში არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“
პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად
ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ
აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და
განმარტებები. კერძოდ, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად
მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული
პროდუქტის ეტიკეტირებისშესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები
შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ
ტერმინებთან და განმარტებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
პროექტის
შესაბამისად
ახალი
რედაქციით
ყალიბდება
„სურსათად/ცხოველის
საკვებად
განკუთვნილი
გენეტიკურად
მოდიფიცირებული
ორგანიზმებისა
და
მათგან
წარმოებული
გენმოდიფიცირებული
პროდუქტის
ეტიკეტირებისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ მითითება
საგადასახადო კოდექსზე იცვლება საბაჟო კოდექსზე მითითებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სურსათად/ცხოველის
საკვებად
განკუთვნილი
გენეტიკურად
მოდიფიცირებული
ორგანიზმებისა
და
მათგან
წარმოებული
გენმოდიფიცირებული
პროდუქტის
ეტიკეტირებისშესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
კანონპროექტით
შედის
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული
ორგანიზმი) – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი
(ადამიანის
გარდა),
რომლის
გენეტიკური
მასალა
შეცვლილია
თანამედროვე
ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ
სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
ბ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების
შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველი
პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და
გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის
საკვებად;
გ) ეტიკეტირება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ
ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის
შეფუთვაზე
განთავსება
ამ
კანონის
მოთხოვნების
შესაბამისად
და
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
ბაზარზე
განთავსება
–
სურსათად/ცხოველის
საკვებად
განკუთვნილი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მესამე პირისა
და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ნებისმიერი
ფორმით;
ე) იმპორტი – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის სასაქონლო ოპერაცია საქართველოს
საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
ვ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომელიც ახორციელებს
სურსათად/ცხოველის საკვებად
განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის
ბაზარზე განთავსებასა და იმპორტს და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის;
ზ) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად
განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს
სარეალიზაციოდ არ იყენებს;
თ)
მესამე
პირი
–
პირი,
გენმოდიფიცირებულ
რომელიც
ორგანიზმებს
სურსათად/ცხოველის
ან/და
საკვებად
გენმოდიფიცირებულ
განკუთვნილ
პროდუქტს
იყენებს
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობისათვის;
ი) თანმხლები დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული
შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია ნორმატიული დოკუმენტი,
რომელსაც შეესაბამება პროდუქტი, აგრეთვე მითითებულია ინფორმაცია პროდუქტში
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების,
გენმოდიფიცირებული
პროდუქტის
ან
გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ; საჭიროების
შემთხვევაში
–
აგრეთვე
პროდუქტში
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების,
გენმოდიფიცირებული
პროდუქტის
ან
გენმოდიფიცირებული
ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის
მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „სურსათი“, „ცხოველის საკვები“ და „სახელმწიფო
კონტროლი“ აქვს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.