„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსი“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის,
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში
მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული
(ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო
კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება,
სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას
დაქვემდებარებული
ქონება,
სახელმწიფოს
საკუთრებაში
გადასული
უმკვიდრო
ქონება, საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;“.
უპატრონო
და
გათვალისწინებული
2. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
თუ
საქართველოს
გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევების
სამართალდარღვევათა
ჩადენის
შედეგად
კოდექსით
უსასყიდლოდ
ჩამორთმეული
ან
საქართველოს
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი
პროდუქციის
კატეგორიისთვის
მიკუთვნებული
საქონლის
ღირებულება
არ
აღემატება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი
სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების
ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის
კონფისკაციის
შესახებ
ადმინისტრაციული
სახდელის
ან
საბაჟო
სანქციის
აღსრულებისთანავე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს
საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც
ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა
ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და
განმარტებები. კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული
ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში
განსაზღვრულ ტერმინებთან და განმარტებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ახალი რედაქციით ყალიბდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი, კერძოდ მე-2 მუხლის „ზ“
ქვეპუნქტს ემატება ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში ექცევა ქონება
საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ხოლო
27-ე მუხლის მე-3 პუნქტში
საგადასახადო კანონმდებლობა იცვლება საბაჟო კანონმდებლობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები,
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის
საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის
ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
გ) პრივატიზება − ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის,
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე
წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან
მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი
შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი
გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით
დადგენილი წესით;
გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა;
დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა – სახელმწიფო ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი ,
რომელიც
სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;
ვ) მართვის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და
აქციების (შემდგომში – წილები და აქციები) მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან
იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის;
ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული
ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით
გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს
საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა
და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს
საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;
თ) სახელმწიფო ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება – საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ
განსაკარგავად გადაცემული ქონების , ასევე სახელმწიფოს საკუ თ რებაში მიქცეული ქონების
უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სახელმწიფ ოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ
მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების , ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული
ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ი1) განსაკარგავად გადაცემული ქონება − სახელ მ წიფო ს საკუთრებაში არსებული მოძრავი
ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო
ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მის ი განკარგვ ის თაობაზე
გადაწ ყ ვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით;
კ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც
უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეწყობას;
ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია – სააგენტოს მიერ
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის ფორმით,
პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;
მ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს სახელზე
რეგისტრირებული წილები და აქციები;
ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა –
ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში
გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლების,
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და
იურიდიული პირებისათვის;
ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის,
ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო
საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;
პ) საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის),
დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა
რაოდენობის
ამსახველი
ჟურნალი,
რომელიც
ადასტურებს
ამ
პირთა
კონკრეტულ
დასახლებულ პუნქტში ცხოვრებისა და კომლის წევრად ყოფნის ფაქტს;
ჟ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის 25 იანვრისათვის არ ყოფილა იჯარით
გაცემული;
რ)
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული,
იჯარით
გაცემული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოქმედებს საიჯარო ხელშეკრულება;
ს) დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზება – ყოფილი
საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების სასყიდლიანი პრივატიზება მათზე
არსებული ტყეებით ან მათ გარეშე;
ტ) (ამოღებულია);
უ) უძრავი ნივთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა , დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყე ,
დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია;
უ1) უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით ( მშენებარე , აშენებული
ან დანგრეული ) ან მის გარეშე , შენობა - ნაგებობის ერთეული (მშენებარე , აშენებული ან
დანგრეული ), ხაზობრივი ნაგებობა , მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
უ2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი , რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის (მეფრინველეობის ,
მეთევზეობის ) პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით
ან/ და შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე;
ფ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – სახელმწიფო ქონების განკარგვისას
წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
ქ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა
ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა;
ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა,
რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში
გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას;
ღ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის მიერ აუქციონში
მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და
ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის
მონაწილის შესახებ, სახელმწიფო ქონების დასახელება, საწყისი საპრივატიზებო საფასური და
სხვა ინფორმაცია;
ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების / მართვის უფლებით
გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ
ბიუჯეტებში ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ს ბიუჯეტ ებ ში ;
შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების
მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე
პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
ჩ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით
გადაცემისას
საპრივატიზებო/მართვის
უფლებით
გადასაცემი
ქონების
მინიმალური
ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;
ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხ ა , რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების
საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება
საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან , ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის
გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
ძ) მომსახურების საფასური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქონების სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი თანხა, რომელიც ირიცხება ქონების
სააგენტოს ანგარიშზე;
წ) საპრივატიზებო თანხა − თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და
ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჭ)
საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური −
სახელმწიფო ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა , რომლითაც
ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და
რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება ;
ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის
მიერ სარგებლობისათვის
გადასახდელი თანხა ,
გადაცემის
ქონების
თანხისა
და
სააგენტოს
რომელიც შედგება
ანაზღაურებისაგან
სარგებლობაში
(ასეთის
არსებობის
შემთხვევაში);
ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული
პრივატიზებისას/მართვის
უფლებით
გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ამ კანონის
49 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ნაწილი, რომელიც
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს
ანგარიშზე; ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული თანხა;
ჰ) სარგებლობაში გადაცემის თანხა − ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის
ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;
ჰ1) ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი
(გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი
ქონების
განკარგვასთან
დაკავშირებული
ფუნქციების
შესრულებისას),
რომელიც
ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.
მუხლი 27. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს
სააგენტო,
გარდა
ამ
მუხლის
მე-3
და
მე-4
პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით,
ერთ პირთან მოლაპარაკების ან სავაჭრო ობიექტების საშუალებით ან მესამე პირის მეშვეობით
რეალიზაცია შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების
სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე.
3.
თუ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული
ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების
ჩადენის
შედეგად
უსასყიდლოდ
ჩამორთმეული,
მალფუჭებადი
პროდუქციის
კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისათვის
განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი
ორგანო
ან
თანამდებობის
პირი
აღნიშნული
საქონლის
კონფისკაციის
შესახებ
ადმინისტრაციული სახდელის ან საგადასახადო სანქციის აღსრულებისთანავე.
4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება შეიძლება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან
თვითმმართველობის
შეთანხმებით
ორგანოებს,
გადაეცეს
ასევე
სხვა
სახელმწიფო
და
ადგილობრივი
დაწესებულებებსა
და
ორგანიზაციებს.
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, სახეობის გათვალისწინებით,
შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.
4 1. ( ამოღებულ ია – 05.04.2013, №523).
5. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე
დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
6. ( ამოღებულ ია – 05.04.2013, №523).
7. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ
ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები, აგრეთვე
რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების
წესი