„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსი“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საქართველოს
ახორციელებენ
შესაბამისი
კონტროლს
ორგანოები
საქართველოს
საქართველოს
საბაჟო,
მიმდებარე
საემიგრაციო,
ზონაში
ფისკალური
და
სანიტარიული კანონმდებლობების დარღვევის აღკვეთისა და ამ კანონმდებლობების
დამრღვევთა დასჯის მიზნით.“.
2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საბაჟო, საემიგრაციო,
ფისკალური
და
სანიტარიული
კანონმდებლობების
დარღვევის
აღკვეთის ღონისძიებები
თუ საქართველოს მიმდებარე ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან
აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, საემიგრაციო, ფისკალური ან სანიტარიული
კანონმდებლობა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, გააჩერონ გემი და
ჩაუტარონ ინსპექტირება, მიიღონ საჭირო ზომები დარღვევის თავიდან ასაცილებლად და
დააკავონ გემი დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად.“.
3. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საქართველოს
განსაკუთრებული
აღნიშნული
იურისდიქცია,
მათ
ხელოვნური
შორის,
კუნძულების
იურისდიქცია
მიმართ
საქართველოს
აქვს
საბაჟო,
საემიგრაციო, ფისკალური და სანიტარიული კანონებისა და წესების მიმართ, აგრეთვე
უსაფრთხოების მიმართ.“.
4. 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, საემიგრაციო, ფისკალური ან
სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „საქართველოს საზღვაო
სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინების ან მითითებების
„საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი
ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს
გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და
განმარტებები. კერძოდ, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ არსებული ტერმინები
შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ
ტერმინებთან და განმარტებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის ახლებურად ყალიბდება კანონის 28 მუხლის მე-2 პუნქტი,
29-ე მუხლი, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და ტერმინი
საგადასახადო კანონმდებლობა იცვლება საბაჟო კანონმდებლობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 28. საქართველოს მიმდებარე ზონა
1. საქართველოს მიმდებარე ზონა არის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს
ტერიტორიულ ზღვას და რომლის გარე საზღვარი 24 საზღვაო მილით არის დაშორებული იმ
საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.
2. საქართველოს შესაბამისი ორგანოები საქართველოს მიმდებარე ზონაში ახორციელებენ
კონტროლს საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური და სანიტარიული
კანონმდებლობების დარღვევის აღკვეთისა და ამ კანონმდებლობების დამრღვევთა დასჯის
მიზნით.
მუხლი 29. საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო,
ფისკალური და სანიტარიული კანონმდებლობ ებ ის დარღვევის აღკვეთის ღონისძიებები
თუ საქართველოს მიმდებარე ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს
დაარღვიოს საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური ან სანიტარიული
კანონმდებლობა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, გააჩერონ გემი და
ჩაუტარონ ინსპექტირება, მიიღონ საჭირო ზომები დარღვევის თავიდან ასაცილებლად და
დააკავონ გემი დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად.
მუხლი 34. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური
კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები
1. საქართველოს აქვს განსაკუთრებული უფლება თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
ააგოს, აგრეთვე ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება:
ა) ხელოვნური კუნძულების;
ბ) მოწყობილობებისა და ნაგებობების, რომლებიც გამოიყენება ამ კანონის 32-ე მუხლით
განსაზღვრული მიზნით, აგრეთვე სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის.
2. საქართველოს აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული
იურისდიქცია, მათ შორის, იურისდიქცია საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო,
ფისკალური და სანიტარიული კანონებისა და წესების მიმართ, აგრეთვე უსაფრთხოების
მიმართ.
3. საქართველოს უფლება აქვს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული
ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ირგვლივ, საჭიროების
შემთხვევაში, შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, რომელთა ფარგლებშიც მას
შეუძლია
მიიღოს
საჭირო
ზომები
ნაოსნობის,
აგრეთვე
ხელოვნური
კუნძულების,
ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
4.
უსაფრთხოების
სტანდარტების
ზონების
სიგანე
დგინდება
გათვალისწინებით,
საქართველოს
ხელოვნური
კუნძულების,
მიერ
საერთაშორისო
ნაგებობებისა
და
მოწყობილობების არსისა და ფუნქციების შესაბამისად და ვრცელდება მათი გარე კიდის
ყოველი წერტილიდან ათვლილი არა უმეტეს 500 მეტრისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
უსაფრთხოების ზონების სიგანის გაზრდა ნებადართულია საერთაშორისო სტანდარტებით ან
რეკომენდებულია
შესაბამისი
საერთაშორისო
ორგანიზაციის
მიერ.
ინფორმაციას
უსაფრთხოების ზონების სიგანის შესახებ საქართველოს შესაბამისი ორგანოები აქვეყნებენ
„ზღვაოსანთა უწყებებში“.
5. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ხელოვნურ კუნძულებს,
ნაგებობებსა და მოწყობილობებს არა აქვთ კუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული
ზღვა, მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის,
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე.
6. ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი უსაფრთხოების
ზონები არ შეიძლება შეიქმნას საყოველთაოდ აღიარებულ, საერთაშორისო ნაოსნობისათვის
არსებითად მნიშვნელოვან საზღვაო გზებზე.
7. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების,
ნაგებობებისა და მოწყობილობების გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი
საქართველოს და უცხო ქვეყნის იურიდიული პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები
ვალდებულნი არიან ხელოვნურ კუნძულებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე წესრიგში
იქონიონ მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი საშუალებები. ამ პირებმა და
საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიტოვებული ან გამოუყენებელი ხელოვნული კუნძულების,
ნაგებობებისა და მოწყობილობების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ მათი აშენების ნებართვაში
განსაზღვრულ ვადებში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ ნაოსნობასა და თევზჭერას და არ შექმნან
ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხე.
8. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულების და
ნაგებობების აგების, მოწყობილობების დამონტაჟების, მათ ირგვლივ უსაფრთხოების ზონების
შექმნის,
ხელოვნური
კუნძულების,
ნაგებობებისა
და
მოწყობილობების
სრული ან
ნაწილობრივი ლიკვიდაციის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს,
ამავე დროს, მითითებული უნდა იყოს მათი მდებარეობის სიღრმე და იმ ნარჩენების ზომები,
რომლებიც მთლიანად არ არის ლიკვიდირებული. ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს
„ზღვაოსანთა უწყებებში“.
მუხლი 65. უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება
უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება ხორციელდება, თუ გემმა დაარღვია:
ა) საქართველოს კანონმდებლობა მის შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში
ყოფნისას;
ბ) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური ან
სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;
გ) საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია მისი განსაკუთრებული
ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის მიმართ.