„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/291/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საბაჟო კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 679-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების და სხვა მსგავს მოქმედებათა შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადასცეს გადამზიდველს და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია.“. 2. 692-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადაზიდვის თანხა, საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული და სხვა მსგავსი ხარჯები ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ.“. 3. 732-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე უნდა მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო ფორმალობების და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დასადასტურებლად.“. დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და განმარტებები. კერძოდ, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ არსებული ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ ტერმინებთან და განმარტებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ტერმინოლოგიური ცვლილება შედის კოდექსის 679-ე მუხლის პირველი ნაწილში, 692-ე მუხლის მეორე ნაწილში და 732-ე მუხლის პირველ ნაწილში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 679. გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადასცეს გადამზიდველს და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია. 2. გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა. 3. გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა. მუხლი 692. ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას 1. თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. 2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას – საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად. 3. გადაზიდვის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ხარჯები ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ. 4. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. მეტის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-ე მუხლის თანახმად არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის ღირებულება. მუხლი 732. შემკვეთის მოვალეობანი 1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, გადაზიდვის აგრეთვე უნდა დოკუმენტების მისცეს მითითებები, გასაფორმებლად, მიაწოდოს რომლებიც აუცილებელია აუცილებელი ცნობები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად. 2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე. 3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად. 4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად. 5. თუ ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია განმასხვავებელი ნიშნები, მაშინ ისინი იმგვარად უნდა იქნეს დასმული, რომ ტვირთის მიტანამდე გარკვევით ჩანდეს. 6. შემკვეთი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც ექსპედიტორს მიადგება ამ მუხლის წინა ნაწილებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით ექსპედიტორს არ გაუკეთებია შენიშვნა შეფუთვის ან განმასხვავებელი ნიშნის არარსებობის ან ნაკლის თაობაზე, თუმცა ეს ცხადი იყო, ან მას ჰქონდა ცნობები ამის შესახებ ტვირთის მიღებისას.