„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსი“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის
კონტროლი,
ვეტერინარული
კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საბაჟო
საზღვარზე გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი),
რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით და სხვა შესაბამისი
ნორმატიული აქტებით.“.
2. მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს
სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე
გადაადგილებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური
(შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის და სხვა შესაბამისი
ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.
3. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო
კოორდინაციის
საფუძველზე
შექმნან
სახელმწიფო
კონტროლის
ერთიანი
სისტემა.
დაუშვებელია
ურთიერთსაწინააღმდეგო,
შეუთანხმებელი
ან
ისეთი
ქმედების
განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და
საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნებს.“.
4. 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო
საზღვარზე
საქონლის
გადაადგილებასთან
დაკავშირებული
პროცედურების
განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსით
გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის
(FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის
დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის
საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და
მცენარეთა
დაცვის
კოდექსში“
არსებული
ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის
არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო
კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და
განმარტებები. კერძოდ, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსში“ არსებული ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს
„საქართველოს
საბაჟო
კოდექსის“
პროექტში
განსაზღვრულ
ტერმინებთან
და
განმარტებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
პროექტის
შესაბამისად
ახალი
რედაქციით
ყალიბდება
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის“ პირველი მუხლის მე-3 ნაწილი, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი, 24-ე მუხლის მე-3
ნაწილი და 57-ე მუხლის პირველი ნაწილი კერძოდ საგადასახადო კანონმდებლობა იცვლება
საბაჟო კანონმდებლობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა
ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის
დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და
სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
2. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური
და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც
ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა
ჯანმრთელობასა
და
კეთილდღეობაზე,
მცენარეთა
სიჯანსაღეზე,
ვეტერინარულ
პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის
მიზნიდან გამომდინარე.
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და
ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საბაჟო საზღვარზე
გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი), რეგულირდება ამ
კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით და სხვა შესაბამისი ნორმატიული
აქტებით.
4. ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს;
გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული
პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და
დისტრიბუციის ეტაპებზე;
დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს;
ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს;
ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის
ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს;
თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული
პროდუქტების,
ვეტერინარული პრეპარატების,
პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების
ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს;
ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
5.
ამ კოდექსის მოთხოვნებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებით
დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე:
ა) რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც
ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის
ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო
მომხმარებელს;
ბ) რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სურსათის/ცხოველის
საკვების წარმოება ს, გადამუშავება ს ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;
გ) რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის
საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას .
6. ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი
არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე
პირველად წარმოებაზე , რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების
სუბიექტი (შემდგომ – ოჯახური წარმოების სუბიექტი).
7. ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში ოჯახური
წარმოების სუბიექტზე ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული, ამ სუბიექტთან
დაკავშირებული დებულებები.
მუხლი 19. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროებში
სახელმწიფო
საქართველოს
გარემოს
პოლიტიკას
დაცვისა
კომპეტენციების ფარგლებში.
და
ახორციელებენ
სოფლის
საქართველოს
მეურნეობის
მთავრობა
სამინისტრო
და
თავიანთი
2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ
კოდექსის შესაბამისად, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას
− საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური)
ამ კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული
აქტების შესაბამისად.
მუხლი 24. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა
1. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სურსათის/ცხოველის
საკვების, ცხოველის ან/და მცენარის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისას, ასევე
საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სააგენტო და სამსახური
თანამშრომლობენ.
2. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე
დაყრდნობით:
ა) ინფორმაციის გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თავიანთი
კომპეტენციის
ფარგლებში
რეგულარულად
მიაწოდონ
ერთმანეთს
ინფორმაცია
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო
რისკების თაობაზე, ასევე როგორც საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე
გადაადგილებისას, ისე მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ
განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ბ) საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთ
მიერ წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან ერთმანეთის დაშვება და მისი
ხელმისაწვდომობა, რაც საჭიროა სააგენტოსა და სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის
განსახორციელებლად;
გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა – სააგენტო და
სამსახური ვალდებული არიან ორგანიზება გაუწიონ სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიან
მუშაობას, ასევე ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყონ სურსათთან/ცხოველის საკვებთან,
ცხოველთან
ან/და
განხორციელებული
მცენარესთან
და
დაკავშირებული
განსახორციელებელი
საფრთხის
ღონისძიებების
აღმოსაფხვრელად
შესახებ
ინფორმაციის
ოპერატიულად გაცვლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის
საფუძველზე
შექმნან
სახელმწიფო
კონტროლის
ერთიანი
სისტემა.
დაუშვებელია
ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც
ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და საქართველოს საგადასახადო
კოდექსის მოთხოვნებს.
მუხლი 57. საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო
საზღვარზე
საქონლის
გადაადგილებასთან
დაკავშირებული
პროცედურების
განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის
(FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის
დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის
საფუძველზე.
2. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო
საზღვარზე შემოტანა ნებადართულია ამ საქონელზე ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი
ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს
ან სამსახურის ნებართვით.
3. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო
საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს.
4. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც არ შეესაბამება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
იმპორტის
მოთხოვნებს,
ექვემდებარება
ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან დამუშავებას (თუ იგი ექვემდებარება გაუსნებოვნებას),
ან მესაკუთრის ხარჯით გადამუშავებას ან განადგურებას.
5. ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ასევე ვეტერინარული
კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი
უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაზედაც სამსახური ან სააგენტო
გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს