„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/291/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საბაჟო კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 200000000.05.001.018866) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი: „მუხლი 242. სპეციალური საწარმო 1. სპეციალური საწარმო არის პირი, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული. 2. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის პროცედურაში მოქცევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება; ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება; გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის წარმოება. 3. პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. 4. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით; ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის საწარმოს სტატუსის მიმართულებიდან/ მიმართულებით. 5. პირისთვის სპეციალური მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და განმარტებები. კერძოდ, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ ტერმინებთან და განმარტებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული 242ე მუხლი, კერძოდ აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ტერმინი ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინით ექსპორტის პროცედურა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი: „მუხლი 242. სპეციალური საწარმო 1. სპეციალური საწარმო არის პირი, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული. 2. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება; ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება; გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის წარმოება. 3. პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. 4. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით; ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის საწარმოს სტატუსის მიმართულებიდან/ მიმართულებით. 5. პირისთვის სპეციალური მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 2. 66-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.“; ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), უფლებამოსილი არიან საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში, პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის დროს მინიჭებული ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითონ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და გადასახადის საბანკო დაწესებულებაში გადახდისას. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება მათი საგადასახადო დეკლარაციების ან/და ბანკში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებების მონაცემების საფუძველზე. 5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს – ამავე მოწმობაში/დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციის დროს მინიჭებული პირადი ნომერი.“. 3. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი: „ჰ5) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 242 მუხლის მე2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“. 4. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი: „შ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 242 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება.“. 5. 168-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი: „ჰ1) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება.“; ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი: „ხ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება.“. 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1902 მუხლი: „მუხლი 1902. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის აქციზით დაბეგვრა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტი, აგრეთვე აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.