„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსი“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
16.12.2013, სარეგისტრაციო კოდი: 120190000.05.001.017226) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საქართველოს საბაჟო ტერიტორია − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს
საბაჟო კოდექსის შესაბამისად;“;
ბ) „ქ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) ტრანზიტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საბაჟო კოდექსის
შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „სამხედრო და ორმაგი
დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული
ტერმინების ან მითითებების „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტთან შეუსაბამობის
არსებობით. მთელი რიგი ტერმინები, რომლებიც ახლებურად ჩამოყალიბდება ახალ საბაჟო
კოდექსში, საჭიროებს გასწორებას სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის აღნიშნულ
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებობდეს ერთნაირი ტერმინები და
განმარტებები. კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების
პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები
შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პროექტში განსაზღვრულ
ტერმინებთან და განმარტებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება „სამხედრო და
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის „ტ“ და „ქ“ ქვეპუნქტი, კერძოდ საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საბაჟო
კოდექსზე მითითებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არარეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად;
ბ) ბროკერი − რეზიდენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საბროკერო
მომსახურებას;
გ) გადამზიდველი − ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი,
რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის ტრანზიტის განხორციელებისთვის;
დ) ექსპორტი:
დ.ა)
საქართველოს
საბაჟო
ტერიტორიიდან
პროდუქციის
საბაჟო
კონტროლისადმი
დაქვემდებარებული დროებითი ან მუდმივი გატანა;
დ.ბ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული
კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ
ნებისმიერი სახის ელექტრონული საშუალებით გადაგზავნა, რაც მოიცავს ფიზიკური ან
იურიდიული პირისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ამგვარი
კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ელექტრონულად ხელმისაწვდომობას;
დ.გ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული
კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ტელეფონით ან ზეპირად მიწოდება
საქართველოს
საბაჟო
ტერიტორიის
ფარგლებში
არარეზიდენტისათვის
ან
სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის;
ე) ექსპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს ექსპორტს;
ვ) იმპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის დროებითი ან მუდმივი
შემოტანა;
ზ) იმპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს იმპორტს;
თ) ნებართვა − ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ი)
ნებართვის
გამცემი
–
ადმინისტრაციული
ორგანო,
რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;
კ) ნებართვის მაძიებელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ლ) ნებართვის მფლობელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
მ) ორმაგი დანიშნულების პროდუქცია − პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა
ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე
სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის,
ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის
დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის;
ნ) რეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად;
ო) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი − პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის
დამადასტურებელი და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი;
პ) საბროკერო მომსახურება:
პ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარედან სხვა, საბოლოო დანიშნულების ადგილას,
საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების
ორგანიზება, მათ შორის, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება.
შენიშვნა: ეს ქვეპუნქტი არეგულირებს პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების
ორგანიზებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პროდუქციის გადატანა ორ ან
ორზე მეტ იდენტიფიცირებულ ქვეყანას შორის;
პ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული პროდუქციის ყიდვა, გაყიდვა ან
მიწოდება სხვა ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
შენიშვნა: საბროკერო მომსახურებაში არ იგულისხმება ისეთი დამხმარე მომსახურება,
როგორიცაა გადაზიდვა, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და გადაზღვევა, ზოგადი
რეკლამირება და მხარდაჭერა;
ჟ) საკონტროლო ნუსხები − სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების
დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამხედრო
და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები;
რ) სამხედრო პროდუქცია – ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით
განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების პროდუქცია;
ს) სანებართვო პირობები – ამ კანონის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც
უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი ნებართვით განსაზღვრული ქმედების
განხორციელებისას;
ტ) საქართველოს საბაჟო ტერიტორია − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო
კოდექსის შესაბამისად;
უ) სახელმწიფო საზღვარი − ეს ტერმინი განიმარტება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) ტექნიკური დახმარება − ტექნიკური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის
შეკეთებასთან, განვითარებასთან, დამზადებასთან, აწყობასთან, ტესტირებასთან, ან სხვა
ტექნიკური მომსახურება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროდუქციასთან დაკავშირებულ
ინსტრუქტაჟს,
წვრთნას,
სამუშაო
გამოცდილებისა
და
უნარ-ჩვევების
გაზიარებას,
საკონსულტაციო მომსახურებას. ტექნიკური დახმარება აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ ზეპირი
ფორმის დახმარებას;
ქ) ტრანზიტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.