„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1.„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური.”. 2. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს იმ მოსამსახურეებს, რომლებიც 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდნენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში, მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო ან სპეციალური წოდება და ჰქონდათ არანაკლებ 15 წელი ნამსახურობის საერთო სტაჟი შინაგან საქმეთა ორგანოებში, პროკურატურის ორგანოებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ან/და სამხედრო ძალებში, აგრეთვე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოებში, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა, 2020 წლამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე მუშაობის ვადა ჩაეთვალოთ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის ნამსახურობის 20 წლიან კალენდარულ ვადაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებიც დათხოვნილ იქნებიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონით დადგენილ კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს, კომპენსაცია დაუანგარიშდებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მინიჭებული ბოლო სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მიხედვით.“. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამხედრო, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად იზრდება სასჯელაღსრულების სფეროში დასაქმებულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის სტატუსის გათანაბრება პოლიციელთან ნამსახურობის წლების გათანაბრებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახური, რაც გარკვეულად ათანაბრებს მათ სტატუსით პოლიციელებთან და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოციალური დაცვის გარანტიებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სამხედრო, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი 21 პუნქტში შედის ცვლილება და აღნიშნული პროექტის მიღების შემდგომ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ როგორც საქართველოს პროკურატურის ორგანოებში, ისე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახური. ამასთან, კანონის 59-ე მუხლს, გარდამავალ დებულებებს დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს იმ მოსამსახურეებს, რომლებიც 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდნენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში, მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო ან სპეციალური წოდება და ჰქონდათ არანაკლებ 15 წელი ნამსახურობის საერთო სტაჟი შინაგან საქმეთა ორგანოებში, პროკურატურის ორგანოებში ან/და სამხედრო ძალებში, აგრეთვე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოებში, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა, 2020 წლამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე მუშაობის ვადა ჩაეთვალოთ ამ კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნამსახურობაში. ასეთი მოსამსახურეების რაოდენობაა 59. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფოს ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტი გავლენას ახდენს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და ეს ვალდებულებები გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. კანონპროექტით გათვალისწინებული პირთა წრისთვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც ამოქმედდება 2015 წლის 1 იანვრიდან, ისედაც არის გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებით წარმოიშობა ფინანსური შედეგები კანონპროექტით გათვალისწინებული პირთათვის, რომელთა რაოდენობა არის 59. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პირებისთის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც ამოქმედდება 2015 წლის 1 იანვრიდან, ისედაც დადგებოდა იგივე ფინანსური შედეგები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. ასეთის არსებობის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის ცვლილება მუხლი 16. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება 1. წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, შემადგენლობის თუ პირები სამხედრო მოსამსახურეები, უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული რიგითი სისხლის და უფროსი სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. 2. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის ერთი წელი ჩაეთვლებათ 6 თვედ. 21. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური. 3. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. 4. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. 5. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ” პუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს შრომის, მუხლი 59. სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა 1. სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ორგანოების სხვა თანამშრომლებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიციის სამსახურში) ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. სამსახურიდან დათხოვნისას თავიანთი სტატუსით ისინი უთანაბრდებიან სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებსა და პოლიციის მუშაკებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით ასევე სარგებლობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და სახელშეკრულებო (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში.