„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) დაემატოს შემდეგი შინაარსის153 მუხლი: „მუხლი 153. პენიტენციური საქართველოს სასჯელაღსრულებისა დეპარტამენტისა და პენიტენციური და პრობაციის სამინისტროს დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსახურეთა კომპენსაციების გაანგარიშება 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ განყოფილების მოსამსახურეს, კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას თუ მას აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის 10 წლის სტაჟი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურის კომპენსაციის ოდენობაა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისას ამ თანამდებობისათვის განსაზღვრული სარგოს მესამედი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონისპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად. სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური სამსახური, რომლის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფა 2015 წლიდან მიბმული იყო სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ყალიბდება სამოქალაქო სამსახურად და მის მოსამსახურეებს წოდებები აღარ ექნებათ. იმისთვის, რომ არ მოხდეს აღნიშნული მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუარესება, საჭიროა სოციალური სამსახურის მოსამსახურეთა სამოქალაქო ტიპის კომპენსაციებით უზრუნველყოფის ახლებური საკანონმდებლო რეგულირება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მოაწესრიგოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების სოციალური სამსახურების მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული ცვლილების თანახმად ხდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და სოციალური სამსახურების მოსამსახურეთა საპენსიო დაზუსტება. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებების უზრუნველყოფის გაზიარებული იქნა საკითხის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული სამსახურის მოსამსახურეები არ უნდა იყვნენ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები. 2014 წლის 16 აპრილს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოს განმარტების ქვეშ მოიაზრებოდნენ ზემოაღნიშნული პირებიც. დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში და სოციალური სამსახურის წარმომადგენლების სამოქალაქო სამსახურის საქმიანობის პრინციპებზე გადაყვანის შედეგად, საჭირო გახდა ამ ადამიანებისათვის შესაბამის რეგულაციის დაწესება, რათა არ დაირღვეს „სამართლებრივი ნორმისადმი კანონიერი ნდობის პრინციპი“ და არ ჩამოერთვათ სახელმწიფო კომპენსაციის მირების უფლება. ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მატარებლები, შემუშავებული იქნა შემდეგი გაანგარიშების პრინციპი, კერძოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების სოციალური სამსახურების მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას თუ მას აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის 10 წლის სტაჟი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში, მიუხედავად მისი სამართლებრივი კომპენსაციები სტატუსისა ენიშნებათ იმავე და ორგანიზაციული თანამდებობაზე მყოფი დაქვემდებარებისა. მათ მოსამსახურის მიმდინარე აუცილებელი ხარჯების თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტი გავლენას ახდენს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და ეს ვალდებულებები გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით გათვალისწინებული საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა 162 სოციალურ მუშაკს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოებში მუშაობენ და მომავალში მიაღწევენ საპენსიო ასაკს. აღნიშნული პირები სახელმწიფო სპეციალური წოდებიდან გამომდინარე ისედაც გახდებოდნენ ბენეფიციარები კომპენსაციის მისაღებად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესშიმიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია მიიღეს სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, შემთხვევაში: ასეთი არა რსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტისინიციატორი საქართველოს მთავრობა. ასეთის არსებობის