„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 45-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.“. 2. მუხლი 1851 . პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, აგრეთვე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. 239-ე მუხლის 64-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი.“. 4. 246-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომლებს - ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.”. 5. 248 -ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების სამმართველოს ეროვნული ბიუროს საამისოდ სტრუქტურული უფლებამოსილმა ერთეულის − თანამდებობის აღსრულების პირებმა, პოლიციის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“. ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. კერძოდ, 12 წვევამდელი და სამინისტროს სისტემის 8 თანამშრომელი იქნა დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის. აგრეთვე, მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს, გამოკვლევის მიზნით წარუდგენს სამინისტროს სისტემის მხოლოდ იმ მოსამსახურეს, რომელმაც ზემოაღნიშნული ქმედება ჩაიდინა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე და ამდენად, მოცემული ნორმის რეგულაცია არ ვრცელდება სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეზე, რომელმაც დაწესებულების გარეთ ჩაიდინა მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შემდეგ შევიდა დაწესებულების ტერიტორიაზე. ამასთან, პროექტით ხორციელდება ტექნიკური სახის ცვლილებაც, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად მიმდინარე წლის 26 იანვარიდან სამინისტროს შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რაც ავტომატურად იწვევს კოდექსში შესაბამის ცვლილებას. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დროული რეაგირება, რომელიც ჩადენილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს მსგავსი ფაქტების პრევენციას. ამასთან, კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს უფლება ენიჭება მოახდინოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის (სამინისტროს სისტემის თანამშრომლის) დაკავება, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვის გასაღების მიზნის გარშე, ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი ჩადენილია სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში შესვლისათვის დადგენილია გარკვეული პროცედურები, რის გამოც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვერ ახდენენ დროულ რეაგირებას მომხდარ ფაქტზე. ხშირ შემთხვევაში საჭიროა არაერთი ბიუროკრატიული მექანიზმის გავლა, რომ მოხდეს სამართალდამრღვევის დროული გამოვლენა და დაკავება. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში, რეაგირების დაყოვნება ხელს უწყობს მტკიცებულებათა განადგურებას, რაც ბუნებრივია სამართალდარღვევის აღმოფხვრის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა. ამიტომ, მიზანშეწონილია მოხდეს მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტებზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დაკავება და გამოკვლევის მიზნით შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოში წარდგენა. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ჩანაწერით „პენიტენციური დაწესებულება“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: არ საჭიროებს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე. ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ფინანსურ შედეგებზე. ბ.ვ.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის რაიმე გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის ცვლილება მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება (1.08.2014 N 2649) ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. 2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 1851 . პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, აგრეთვე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. (24.06.2004. N1789 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. (8.04.2010. N2914) 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−86-ე, 89-ე–893, 912, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. (27.09.2013. N1358 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) (4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−86-ე, 871−873, 89-ე–893, 912, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. (18.09.2014 N 2660 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) ) 41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები. (25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 42. ამოღებულია (25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 43. ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. (5.05.2011 N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან) 5. ამოღებულია (23.06.2005 N1765) 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. (29.12.2004. N976) 7. ამოღებულია (23.06.2005 N1765) 8. ამოღებულია (25.07.2006. N3516) 9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. (20.11.2007. N5471) 10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. (29.06.2012. N6609 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 101. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. (29.06.2012. N6609 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166- 2 ე და 197 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. (5.03.2014 N 2046 ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან) 131. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. (24.06.2011. N4958) 132. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. (28.10.2011. N5171 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან) 14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. (11.10.2011. N5097) 15. ამოღებულია (29.12.2012. N4283) 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები. (22.06.2011. N6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან) 161. ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. (22.05.2012. N6246 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 17. ამოღებულია (02.10.2008. N309) 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 1 19. ამ კოდექსის 127 მუხლის მე-2 ნაწილითა და 153-ე, 1531, 1535, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. (26.07.2014. N2542) 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 21. ამ კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 22. ამ კოდექსის 1792 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; (18.12.2009. N2384 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან) 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; (28.12.2011. N5662) 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ამოღებულია (25.07.2006. N3516) 242. ამოღებულია 243. ამოღებულია (24.06.2005. N1789 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 25. ამოღებულია (08.05.2012, №6156); 26. ამოღებულია (01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1462, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; (11.10.2011. N5097) 28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. (25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 30. ამოღებულია (16.12.2005. N2262) 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. ამოღებულია (08.05.2003. N2292) 33. ამ კოდექსის 1571–1574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; (28.06.2010. N3160) 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; (20.11.2007. N5471) 35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები; 36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572, 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. (25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 37. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. (21.03.2014 N 2164 ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან) 38. ამ კოდექსის 442, 445 და 447–4412 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. (22.05.2012. N6446 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 39. ამ კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო; (24.11.2011. N6550) 391. ამოღებულია (08.05.2012, №6156 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს); 40. ამოღებულია (24.02.2004. N3409) 41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). (12.04.2013. N723 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.) 42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 43. ამოღებულია (03.06.2005. N1555) 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. (20.11.2007. N5471) 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. (20.11.2013. N1595) 471. ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. (26.04.2012. N6094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 48. ამ კოდექსის 1553–1556, 1711–1713 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. (5.12.2008. N620) 49. ამოღებულია (08.05.2012, №6156); 50. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. (20.11.2007. N5471) 51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. (29.12.2004. N976 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან) 52. ამოღებულია (8.04.2010. N2914) 521. ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. (27.03.2012. N5953) 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. (29.12.2006. N4326) 54. ამოღებულია (28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. (24.06.2011. N943) 56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. (25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 57. ამ კოდექსის 99-ე და 16510 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. ამოღებულია (21.07.2010. N3535 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან) 59. ამოღებულია – (27.12.2011, №5653 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს). 60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 17313 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. (15.12.2010. N4072 ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან) 601. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 602. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. (29.05.2014. N2468 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.) 61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. (18.12.2009. N2389 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან) 62. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. (28.06.2010. N3166) 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) 64. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი. (27.12.2013. N1895 ამოქმედდეს 2014 წლის 5 იანვრიდან ) 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. (21.03.2014 N 2164 ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან) 66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. (29.07.2014 N2555) 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. (29.07.2014 N2555) 68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. (17.10.2014 N 2698 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ პირის ადმინისტრაციული დაკავების უფლება (1.08.2014 N 2649) ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ბ) გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ვ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს − საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. მუხლი 248. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა 1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ სასჯელაღსრულების, უფლებამოსილმა პრობაციისა და თანამდებობის იურიდიული პირებმა დახმარების და საქართველოს საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა. 2. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა. გასასინჯი პირი უფლებამოსილია მოიწვიოს დამსწრე (არაუმეტეს ორი პირისა), რისთვისაც მას მიეცემა გონივრული ვადა. აღნიშნული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე. 3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა. 4. ნივთების, სანადირო და თევზჭერის იარაღების, მოპოვებული პროდუქციის და სხვა საგნების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი; გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით. 5. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. საგადასახადო ორგანოებში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.